gochela1ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს. მაგას ვერ გამოიცნობ. ეჭვი მეპარება ფიჯის დაგვაჯახებენ და ბოლოზე ვინმე სუსტი გუნდი დაჯდება.
თუ ფიჯი დაგვეჯახა მანდ დაიწყება თავდავიწყება. უსერიოზულესი თამაში იქნება და მილტონას იმედიც გვექნება როგორც კუნძულელების სპეციალისტის.
თუ რუმინეთი დაჯდა ჩავთვალოთ რო ყველაფერი კარგადაა მაგრამ მაინც უნდა დავაფასოთ საკმარისად რომ იაპონია არ გამეორდეს.
თუ სამოა დაჯდა ეგეც ძალიან რთული თამაში იქნება, კიდევ და კიდევ მილტონის იმედზე ვრჩებით.
თუ ამერიკა ან კანადა არც ეგ უნდა იყოს ფიჯი/სამოაზე რთული, და თუ ყველაფერი კარგად წავიდა კი უნდა მოვიგოთ.
ბოლო კალათაში 1 ძაღლი გუნდია ტონგას სახით ვისაც ეგ შეხვდება იმას არ გაუმართლა.
ნამიბია
ურუგვაი
რეპეშას გამარჯვებული
2 კალათაში შოტლანდიის მოგებაზე ოცნებაც ზედმეტია, შოტლანდია 2019მდე უფრო გაძლიერდება და ნახევარფინალებსაც მიაღწევს ჩემი აზრით.
საუკეთესო ვარიანტი:
უელსი იქნება - ნოემბერში დაზვერვა და მერე იმედი.
ს. აფრიკაც - ყველა მაგათ უგებს და ჩვენ რა დავაშავეთ?

აი 1 კალათაში ისევ ზელანდია მინდა იყოს!!!
მაინც არ ვართ მომგებები 1-2 კალათების. 2ზე კიდე იმედი იქნება.

(ოპტიმიზმის პიკი)
ასე რო ზელანდიასთან კიდე მინდა ვუყურო საქართველოს თამაშს.