ზელანდია - აფრიკაზე მინდა დავწერო ცოტა.
20 წუთი აფრიკა იყო დონე, შეჭამეს ზელანდია და სული არ მოათქმევინეს, უმთავრესი რაც არის რომ ანგარიშზე ვერ აისახა.
5 წუთიან ინტერვალში კიდევ მოიშალა საერთოდ აფრიკა და ზუსტად მანდ წააგეს.
ანუ 5 წუთში.
მეორე ნახევარში გამოასწორეს და კარგადაც შექმნეს, უბრალოდ უკვე წაგებული ქონდათ.
კიდევ ვიტყვი რომ ჩემი აზრით აფრიკაა ის ერთადერთი გუნდი რომელსაც შეუძლია ზელანდიასთან ინტრიგა დატოვოს

მხოლოდ აფრიკა, სხვას ნებისმიერს მარტივად დაამარცხებენ.
რაც შეეხება ზელანდიას რათქმაუნდა ისეთი მონსტრი აღარაა როგორც თუნდაც წინა მსოფლიოზე, აშკარად აქვთ პრობლემები, უბრალოდ ისეთი შეთამაშებული და ნიჭიერი ნაკრებია, უამრავი ოფციით და ტაქტიკით რომ მათთან ფინალში მოგება არის ურთულესი და ჩემი გადმოსახედიდან დღეის მდგომარეობით შეუძლებელიც კი.
ნაღდი ტროლი იყო მაიორი აბჟანდაძე.. 43-ში გერმანელებში ნაძვის ხის ფორმით რომ შეიპარა და 53-ში საშობაოდ რომ მოჭრეს. © ozzy_ka10
ფორუმელს კითხეს კარდუ შენ ხარო? და არა ისე ვარ ###ო © gtrup
მაგარი Kაცია ბაიდენი, კოსმოსურ ხომალდებს ვეღარ ააშენებენ რუსებიო © merciamercia