gio_xabazaყველაფერზე რომ ვეთანხმებით და არავინ ეკამათება, გონიათ მსაჯებს რომ რაგბის წესები არ ვიცით და რეალურად ეგრეცაა - ავსტრალიასთან დერეფნებში 1 მეტრს კი არა 1 სანტიმეტრიან დისტანციას არ იცავდნენ ისინი და ჩვენ ჩავიგუბეთ წყალი პირში.
მაქოუზე რომ აპელირებს ბევრი, ბინძური მოთამაშე იყო და მსაჯები სწყალობდნენო, სინამდვილეში ტიპი ინტელექტით და ცოდნით აგდება დუხზე მსაჯებს, ცოცხალი რაგბის ენციკლოპედიაა. ზუსტად იცოდა ის ტენდეციები და პერიპეტიები, საიდან გამომდინარეც ესა თუ ის მსაჯი განსჯიდა თამაშს და თავისებურად უსრულებდა ყველას, იმიტომ რომ რაგბის წესებიც ისეთივე წინააღმდეგობრივია თავის თავთან ხანდახან, როგორც თავად ვორლდ რაგბი.
იქნებ ჩვენგან ვინმე დაფიქრდეს იმ თემაზე სერიოზულად, თუ ვინ დადგება ნაკრების კაპიტნად, თორემ ასე მოსაგებ თამაშებსაც წავაგებთ, რომელშიც გინდაც 1 ეპიზოდიც შეიძლება გადამწყვეტი იყოს. მე ბექა გორგოძე მომწონს, ინტელექტი ეტყობა მოთამაშეს.
ნემსაძე რა კრიტერიუმით აარჩიეს არ ვიცი. ინგლისში რომ ცხოვრობდა? სხვაზე კარგად იცის წესები და ინგლისური? კომუნიკაციაში იყო სხვაზე უკეთესი მსაჯთან? მე კიდე ისე მომეჩვენა, რომ იმიტომ დააყენეს კაპიტნად, რომ სტადიონის გარედან დაძახებულ მითითებებს კარგად ასრულებდა. არადა საერთოდ ქინძზე არის დასაკიდებელი ეგეთი შეძახილები ძალიან ხშირად, კი არადა ვინც ნორმალური კაპიტანია, იმას ტრიბუნიდან არ ეძახიან რა უნდა ქნას. უცებ წარმოვიდგინე, რომ მაქოუსთვის ვიღაცას დაეძახა მოედნის გარედან, თU რა უნდა ექნა და გამეღიმა
მოკლედ უტვინოდ რაგბის თამაშს თავი უნდა დავანებოთ. ძალიან კარგი იყო ის, რომ ქართული შერკინება ვერ დომინირებდა. იქნებ ეხლა მაინც დაფიქრდნენ უფრო მეტზე. თვითკმაყოფილ იდიოტებს არ უნდა დავემსგავსოთ - ვაწვებით ყველას და მერე რა, რომ ვაგებთ ყველასთან.
ბევრი მოსაგები თამაში წავაგეთ ჩვენი სიბეცის გამო, ჯერ მარტო აშუშუსთან რუსთავში რად ღირს. პირდაპირ ლანგრით მივართვით მოგება.
This post has been edited by giushki on 13 Oct 2019, 13:28