2 წელი დარჩა მსოფლიომდე, 2 წლის თავზე დაახლებით ამ დროს მოუწევს ტაქსისტს 33 კაცის დასახელება, რომ დავუფიქრდეთ დღეის გადასახედიდან ზოგ პოზიციაზე კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს(იმ მიზნისთვის რისთვისაც ვიბრძვით).
N1  კარგია, წინა მსოფლიოზე ვინც ითამაშა ისევ ჯანზე არიან, გამოცდილება მოიმატეს + ასე თუ ისე კონკურენტებიც ნორმალური ყავთ:
ნარო, კარლენა<<<<< კონკურენტები: ჟვანია, კაკოვინი, მელიტონას თვალით : მატარაზე;
N2 აქ გვიჭირს ისევ ჯაბამ და შადრემ ვერაფრით ვერ აიწყვეს საკუბო კარიერა, შადრე სულ ჯოკრად დადის, ჯაბაც ეხლა გაემგზავრა ახალი კლუბის საძებნელად. ბადრი ახალგაზრდაა, ჯერ ადრეა იმაზე ფიქრი სად იქნება 2 წლის თავზე, მაგრამ კლუბში მესამე კვაჭად დასახელება პოზიტივის იმედს იძლევა. სხვა კანდიდატის განხილვა ამ ეტაპზე არარეალურია.
N3 ზირაქს წასვლა თითქოს არ შეგვეტყოო, მაგრამ არც ეგრე მარტივადაა საქმე, მოედანზე ავტორიტეტი აღარ გვყავს, მის უპირველეს შემცვლელად მოაზრებული ჩილაჩავა კი კარგია, მაგრამ ჩუმი მომუშავე ბიჭია, მეორე ნომერი მე მაინც მგონია რომ ანტონა უნდა იყოს, აი მერე სტაბულურად თანაბარი დონის ბურჯები არიან, ოღონ ჭყინტები.
N4-5 აქ ძალიან გვიჭირს, წინა მსოფლიოსთან შედარებით ზრდა მარეტო კოტეს ეტყობა, ისიც მცირედი, ნემსომ მოუკლო(ასაკიც ემატება ამას), ჩაქუჩა დაგვემშვიდობა, მის მაგოვრად ვოთომ ჭეიშვილი მოვიდა, მაგრამ პენსიონერ ბინგოს(!) ვერ ჯობნის.
ალტერბატივაც ძალიან მწირი გვაქვს, ასაკობრივებში ერთადერთი ჯაიანია მხტომელის მონაცემებით, სხვები სამესამე ხაზელოდ გამზადებული ბიჭები, გადაკვალიფიცირება შეიძლება გაუკეთდეს ლომიძეს, მაგრამ ეგეც საკითხავია როგორ გამოუვა, პლან B გორგოძის დაყოლიება სამსოფლიოდ.
6-7-8 გორგოძე წავიდა, ვიტო ტრამვა მიდრეკილია, კოკი ისევ ბათუმშია, სუთი გაურკვეველ ვითარებაში დაგვეკარგა(წინა მსოფლიოს ხალხი), წამოგვეჩიტა 2 ბექა, რაც მცირედ აკომპენსირებს დანაკარგს შემკვრელზე, უმატებს გიორგაძე და იქვეა ცუცქირიძე, ასაკობრივიდანაც არიან საიმედო მოთამაშეები, ასე რომ 2 წლის თავზე ალბათ ისევ სტაბილური მესამე ხაზით ვიქნებით.
9- აქ იმედით ვუყურებთ მომავალს, ვასკა და გელა ორივე კარგ ადგილას არის და თუ თვითონ არ დაიზარეს პირველ რიგში მსოფლიოზე ძალიან იმედიანად ვიქნებით ამ პოზიციაზე.
10- აქ ცუდათ გვაქვს საქმე, ქოქოსა ვეღარ ქოქოსიბს, მალაღუდა ვერ გეზავს, რეზი ბჟუტავს, თედო ვერ ჩამოყალიბდა. მსოფლიოზე ერთერთი პრობლემური პოზიცია იქნება ჩემი არით.
12-13 აქ ისევ ძველი ცენტრით ვმოძრაობთ ფაქტიურად, ერთი ნამატი ის არის რომ მჭედლიძე კლიბშიც და მელიტონას აზრებშიც ,,გამოცენტრდა'', მაგრამ ამ ფაქტით სირღმეს ვკარგავთ ფრთაზე.
11-14 ოოოო, მეტი ვერაფერი, მობერებული თოდუას და ფრუიძის დაჭკვიანების იმედზე ვართ, სხვა აქამდე განხილული ვარიანტებიდან ყველა პროექტი ჩავარდა(ჟანკლოდა, ა ხუციშვილი, მურაზა), სავარაუდოდ ერთი-ორი მსგავსი პროქეტის მცდელობა ერთა თასზე მაინც უპრიანი იქნება.
15 მეკო, შმეკო, ბეკო 

 ამ კაცს თან სული უნდა ვუბეროთ და თან სოსო და მირიანი მივაბაროთ ჯობია, წიკოსთან ბოდიში მისგან ვერაფერს ვეღარ მივიღებს, ასევე მსუბუქ სვანიძეს ,,მძიმე'' მირიანი ჯობია(ნანდოლო, შმანდოლო, ოსბორნი, ვან დერ მერვე და მეცხეა გასაკავებელი ბოლო ბოლო).
უკაცრავად პრაფესორობისთვის 
