გუშინ ვეღარ დავწერე ვერაფერი ეიფორიაში...
არის კიდევ რამე შეკითხვები საფრანგეთის უხერხულობასთან დაკავშირებით?
დარჩა რამე იმ გაცვეთილი სტერეოტიპიდან? ''ზელანდიას საფრანგეთთან უჭირს'' - მემგონი ბოლოჯერ ვწერ ამ სისულელეს!!!
გუშინდელ თამაშს რაც ეხება, მე ადრე დავწერე აქ, რო ზელანდია თამაშს მალავდა და მაგაზე დაიწერა სტატიებშიც და თავად ჰანსენმაც თქვა პირდაპირ, ანალიტიკოს-ექსპერტები ჩვენს თამაშს გამადიდებელი შუშის არჩევენ და არ გვინდა კარტების გადმოშლაო... (პერიფრაზია რათქმაუნდა)
შედეგად ფლეიოფში გაზს მიადგეს და თან ისეთი მიადგეს რო აგრანიჩიწელიც ჩახსნეს, ალბათ იმიტო, რო მამლები იყვნენ და ცივად გაპუტვა უნდოდათ, ზემოთ რაც დავწერე იმ სტერეოტიპის საბოლოოდ დასამსხვრევად.
მოთამაშეებიდან ვინ უნდა გამოყო, ნუ გასაგებია, სავეა რაცაა და ვინცაა, მაგისგან ზე-15ში მიჩვეულები ვართ ეგეთებს, ეგ იმათ უკვირთ ძირითადად, ვინც ზე-15 ვერ ან არ უყურებს. გუშინ ითამაშა ის თამაში რაც რაც მისთვის ნორმა და გასცა სკეპტიკოსებს პასუხი მის ფორმაში არ ყოფნასთან დაკავშირებით...
დანარჩენები ვინ უნდა გამოყო, როცა ყველამ ერთნაირად იდეალურად შეასრულა თავისი საქმე...
ყველაზე ძალიან გამიხარდა ვეტერანი დეზის ასეთი ტრანსფორმაცია, ასაკი დაივიწყა გუშინ აშკარად და უჯოხო დირიჟორად იქცა მოედანზე... (2 თამაშიც დანიელ და შარვალ-კოსტუმში აღარ აღმართავ ვებ ელისის თასს)

რეტალიკმა უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვითხრა ვინ არის წლის საუკეთესო მორაგბე!
რიჩი ხო საერთოდ ბენჟამინ ბატონია მემგონი... საიდან ამ კაცს ამ ასაკში ამოდენა სტამინა???

კაინო - ფანტასტიკა
ბენ, აარონ, ქონრად სმიტები - გენიოსების საგვარეულო შტო ახალ ზელანდიაში...
ნონუ - NUMBER ONE 12 IN THE WORLD
ნეჰე - ვირტუოზი
უკლებლივ ყველა მოწოდების სიმაღლეზე...
ველოდები აფრიკასთან იგივე თამაშს და ნირვანას...