უზარმაზარი ფორით.... სინამდვილეში კი წკიპზე იყო ზელანდია გამოვარდნასთან ისე როგორც არასდროს.

ეხლა კი ჩემს მოკრძალებულ ანალიზზს შემოგთავაზებთ.
ჩემი აზრით ეს თამაში არის სამაგალითო ყველასთვის, პირვლე რიგში რაგბის სასწავლო აკადემიებში, გუნდებში. ჩვენებმაც 4-5ჯერ რომ ჩაუჯდნენ და გაანალიზონ ყველაფერი არ იქნებოდა ურიგო.
კლასიკური დაპირისპირება იყო, როგორც ზემოთ ჩემს მიერ დაკოპირებული პოსტებიდან ჩანს ხალხის განწყობა იყო ისეთი, თითქოს ზელანდია ბურკინა ფასოს ან ჩადის ეროვნულ გუნდს უპირისპირდებოდა და უნდა გაენადგურებინა უპირობოთ 100-0 მინიმუმ. სინამდვილეში სწორედ ეგეთი ნაგწყობა იყო აფრიკელებისთვის კოზირი. თამაშის წინ თვითონ ჰეინეკე მეიერმა თქვა, რომ ამ ფომრაციის ოლ ბლექი ყველა დროის საუკეთესო გუნდია რაგბის ისტორიაშიო(!). პრინციპშI სადღაც ვეთანხმები კიდეც ამ მოსაზრებას, დღევანდელი ახალი ზელანდია ფანტასტიკური გუნდია! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასის ნახევარ ფინალში ოლ ბლექის წინააღმდეგ დასაკარგი არაფერი ქონდა.
რა უნდა დაეპირისპირებინა აფრიკას ესეთი საოცარი შემტევი და კომბინაციური გუნდისთვის:
1. ფსიქოლოგიური წნეხი (თამაშის წინ და თამაშის დროს);
2. გაუვალი დაცვა!
3. ჩამშლელი მოთამაშეები.
4. უზუსტესი საჯარიმო დარტყმები.
თუ შეამჩნიეთ ყველაფერი ეს აფრიკამ გააკეთა უფრო მეტიც დროის საკაოდ დიდ მონაკვეთებში უგებდა(!) თან უგებდა არა კომბინაციური და გაშლილი თამაშის ხარჯზე არამედ სწორედ ახალი ზელანდიელების შეცდომების (რომლებსაც ისის ხშირ შემთხვევაში ამ ფსიქოლოგიური წნეხის გამო უშვებდნენ) ხარჯზე. ყველა შესაძლო მომენტს იყენებდა აფრიკა იმისთვის რომ შეევიწროვებიდა ოლ ბლექი.
თუ დააკვირდებოდით ახალმა ზელანდიამ უმაგრესი შეტევები აწარმოა, კომბინაციების კასკადი მოდიოდა, ფლანგებს ცვლიდნენ წამ და უწუმ სხვადასხვა ხრიკებს მიმარტავდნენ მაგრამ აფრიკელები რკინაბეტობის კედელივით შეუვალები იყვნენ ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში გამოვლინდდა.
საბოლოო ჯამში სწორედ, აფრიკელების მიერ შერჩეულმა ტაქტიკამ ბზარი მისცა მაშინ როცა ბოლო 15 წუთში უნდა შეტევა გაეძლიერებინათ რესურსი აღარ ეყოთ. იმდენად აწყობილი იყო მთელი გუნდი დაცვაზე რომ ელემენტარულად წინ კომბინაციურ შეტევას ვერ ანხორციელებდნენ და შესაბამისად დათმეს ბოლო წუთები უფრო სწორად კი არ დათმეს ვერ მოიპოვეს დომინირება და წკიპზე გადარჩა ოლ ბლექი ეს ფენომენალური გუნდი თავისი 'როკ ვარსკვლავებით' გამოვარდნას. თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუკი აფრიკელებს ეყოლებოდათ თავიანთი კაპიტანი გამოცდილი ჯაკ დე ვილიერსი (რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყბა მოიტეხა და გამოეთიშა ჩემპიონატს) შეძლებდნენ გადაწყობას ბოლო 10 წუთში და ლელოსაც დადებდნენ.
ერთი სიტყვით ძალიან მაგარი თამაში იყო ძალიან ვისიამოვნე (იმედი მაქვს თქვენც) და ეხლა ფინალში ოლ ბლექვს ვგულშემატკივრობთ ყველანი

))
This post has been edited by Mr_Crowley on 26 Oct 2015, 12:16