The_mad_Floki_Brotherბევრი რამ სერიოზული და საინტერესო დაგიწერია აქ და, შესაბამისად, ჩემი პატივისცემაც. მაგრამ, ეხლა რასაც ამტკიცებ, არ ვიცი რა ვთქვა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ერთხელ შეცდომით დაწერილის დაცვა გინდა და უკვე არგუმენტირებულ კამათს აღარ გავს.

დავიყწოთ ზოგადი აქსიომებით:
1. მესამე ვადით არჩევა არც მონარქიაა, არც რაიმე სასწაული. არის ნორმალური მოვლენა.
2. როდესაც ცვლი, ან მხარს უჭერ, ან რამენაირად ამართლებ წარმატებული მენეჯერის შეცვლას წარუმატებელი პოლიტიკოსით, ეს არის სუიციდის გამოვლინება.
ეხლა კი კონკრეტული სიტუაცია. შევეცდები შენს მიერ პოსტიდან პოსტში გადატანილ კითხვებს ვუპასუხო, რომელსაც უკვე უპასუხეს, მაგრამ აქ ერთად ჩამოვთვლი:
1 "მე მონარქიულ აზროვნებაში ის ვიგულისხმე, რომ ხალხს ვერ წარმოუდგენია ნიჟარაძის ალტერნატივის არსებობაც კი"
თავიდანვე სწორია არაა. ვინ გითხრა რომ არ გამოჩნდნენ? ან არ ვიცნობთ ეგეთს არავის? არიან ესეთები და ეს ნიჟარაძემაც იცის. ამიტომაც ამბობდა, რომ მეორე ვადის მერე წავიდოდა. საქმე იმაშია, რომ სწორედ იმათმა, ვისაც პოტენციურად წარმატებით შეეცვალა ნიჟარაძე, გადაწყვიტეს რომ რაგბის განვითარებისთვის ბევრად უფრო უპრიანია, რომ ბატონ გიას განეგრძო მუშაობა ამ თანამდებობაზე. სწორედ ამ ხალხის თხოვნით და საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობითაა გამოწვეული ეს გადაწყვეტილება. რამაც, უნდა ვაღიარო, ჩემი დიდი სიხარული გამოიწვია.
2 "მაგრამ მესამე ვადის დროს ვინმე მსურველი არ უნდა ყოფილიყო?"
იქნებოდნენ, რომ წინამდებრე გადაწყვეტილება არ მიეღოთ. გვარების დასახელება არ იქნება კორექტული. თავად კარგად შეგიძლია გამოიცნო.
3 "მესამე ვადაა ხო ნიჟარაძესთვის? თუ მეოთხე? ამდენი წლის მერე ერთ კაცს არ უნდა ეფიქრა რომ შეუძლია პრეზიდენტობა? ანდა მართლა არავის შეუძლია? ან სურვილი არავის აქვს? დავღუპულვართ და ეგ არის."
რამდენად კორექტულია ეხლა ეს?

ხომ ყველამ ვიცით რომ მესამეა?

მეოთხე გამუქებისთვის ხომ? მოდი ასე გეტყვი, თანამდებობაზე სურვილის გარდა, ადამიანს უნდა ჰქონდეს, როგორც მინიმუმ, პასუხისმგებლობის გრძნობა. შეწვდება ამ თანამდებობას? შეძლებს უფრო მეტს? თუ გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და შენი გამოცდილება და სინდისიც გეუბნება, რომ ჯობია, ამ ეტაპზე, არსებულ კანდიდატურას დაუჭირო მხარი და არ წამოაყენო საკუთარი, არ შეიძლება ეს მონობად, მონარქიად ან დაღუპვად შეაფასო.
4 "მე ძალიან მეიმედება იმ ხალხის ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და სიმართლე გითხრა არ მჯერა რომ აბუ მოიგებს ამ არჩევნებს"
ღმერთმა გისმინოს, მეც ძალიან მეიმედება. მაგრამ არის საშიშროებაც. ხდება არაპატიოსანი საშუალებებით გავლენის მოხდენის მცდელობები და არა მარტო. უკვე არის ამის კონკრეტული მაგალითებიც. ზუსტად ეს არის დამანგრეველი.
და ბოლოს, ეხლა არის 2 კანდიდატი. ერთი არის წარმატებული მენეჯერი, რომელმაც მიაღწია მანამდე არნახულ წარმატებას და მეორე, არანაირი პოლიტიკოსი, რომელსაც ქართულად 2 წინადადების გადაბმა არ შეუძლია. ნორმალურ ვითარებაში 100% შეიძლება შედეგის გამოცნობა, მაგრამ არა საქართველოში. არც მისი ძველბიჭობა მაინტერესებს, არც მისი სპორტული ჩაუქობა, მაინტერესებს რა ენაზე დაელაპარეკება საზღვარგარეთ? ფრანგული იცისო არავინ მითხრას, ენის ცოდნაში არ არის საქმე, აზრს ვერ აყალიბებს. მაინტერესებს განვითარების რა გეგმა აქვს გარდა ამბიციისა? როგორ უნდა მომიყვეს, როდესაც ვერ ლაპარაკობს?
რაგბი იყო <b>ერთადერთი</b> სახეობა სპორტში, სადაც იყო წარმატებებიც, ნორმალური მენეჯმენტიც და პატიოსნების მაღალი სტანდარტი. აბუს იმ მეთოდებით მოსვლა, რომელითავ ეხლა ცდილობენ ის მოიყვანონ, დაანგრევს ამ ყველაფერს.
კომენტარი იმაზე, რომ მონარქიაა, რომ რა გვეშველება თუ ნიჟარაძე დარჩა, არის ამ დანგრევის მხარდაჭერა. არა იმიტომ, რომ თავად ეს თეზისი არ არის სწორი, არამედ იმიტომ, რომ, ერთი, ამ ვითარებას არ შეესაბამება და მეორე, თავადაც აბუ ამ ლოზუნგით "მოდის".
This post has been edited by Dr NULL on 13 Dec 2015, 13:05