ვისაც ღლის, ნუ წაიკითხავს - "კურიერ"ების მოსასმენად და აღსაქმელად დაზოგოს გონება
სხვა’ფრივ, "ოვალური ოაზისის" მოსპობას არ ვაპირებ და
არც კავშირს მოუვა აზრად, გააუქმოს მასზე გადამყვანი ბლოკი
111 წლის თავზე ხარობს რაგბეთი, რაკი გამოჩნდა მჯობნის მჯობნი:
უტეხმა ირლანდიამ ჩიკაგოში ძლია მსოფლიო რეკორდსმენი - ზელანდია!Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!"ოლ ბლექსმა" ორი კვირის წინ ზეპური სანაკრებო რაგბის რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 18 ტესტი მოიგო
კივებმა სამხრეთის ფალავნობის ექვსივე რკენაში ბონუსი რომ აიღეს და ავსტრალია კიდევ გააბურთავეს, ფანობა და მედია ალაპარაკდნენ, შავების გამჩერებელი წლეულს ვეღარავინაა, რადგან ზელანდია ნოემბრის ტურნეზე "ექვსი ერის" ჯილას - ინგლისს არა ხვდებაო
მწარედ მოტყუვდა რაგბეთი. გადაიპატიჟა ილინოისში ირლანდიამ ზელანდია და "ქარიან ქალაქ" ჩიკაგოში სასწაული მოახდინა - 9’ლელოიანი თრილერი დამაჯერებლად, 11 ქულით მოუგო
ამით კიდევ დამტკიცდა, რომ სპორტში უძლეველი არავინაა; რომ ჩემპიონებიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან; რომ თუ უნარის 100’ვე პროცენტი ვერ გამოავლინე, ფეხი წაგიცდება; და რომ რეკორდი შესაძლებლობათა ზღვარზე მყარდება და ერთიანად გფიტავს
რვიანად მოეწყვნენ"სამყურები" შავებს 1905 წლიდან ერაგბებიან. წინა 28 შეყრაზე მათი საუკეთესო შედეგი 1973 წელს, დაბლინში გახერხებული ფრე * 10:10 იყო, მაგრამ წინა ჯერზე, 2013 წელს, ზელანდია იღბლად დაუძვრა მარცხს - სექსთონმა იდედლა და იოლი ჯარიმა ააცილა, კივებმა კი წამატებულ წუთებზე გაიტანეს ლელო და გარდასახეს * 22:24
ერთი სიტყვით, ნავსი უნდა გამტყდარიყო და გატყდა კიდეც. ოლ ბლექსი სარეკორდო მატჩშიც, ავსტრალიასთან, ბარემ 50 წუთი თავს იცავდა და მერე ძაან იხეირა თემიდის ლაფსუსით, ჩიკაგოში მომსაჯე ფრანგს კი, ეტყობა, ფალავანთა რიდი და კომპლექსები არ აწუხებს, რის გამოც ჯარიმათა ფარდობა 12-4 გამოუვიდა ზელანდიის საზიანოდ
კივებმა მწარედ მოისაკლისეს დაშავებული მეორე’ხაზელები - ბროდი რეთალიქი, სემ ვაითლოქი, და ჩიკაგოდან შინ, დაკრძალვაზე წასული ლუქ რომანო. ერთობ აურია 9 ნომრად აღდგენილმა არონ სმითმა, ვინაც საზოგადოებამ იმად შეაჩვენა, რომ სექტემბერში წაწალი აერო’პორტში, ხეიბართა საპირფარეშოში შელალა, და ამით "ოლ ბლექის" უმწიკვლო იმიჯს ჩირქი მოსცხო
ირლანდია ჰაკაზე ისე დაეწყო, რომ რვიანი - განსვენებული "აქსელ" ფოლის ნომერი გამოესახა. 62 ათასი მოსეირის უმეტესობაც კელტთა მხარეს იყო. და კიდევ, ჩიკაგოს ბეისბოლის კლუბმა - "ქაბზმა" 108’წლიანი ნავსი ახლახანს რომ გატეხა და მლბ-ის "მსოფლიო სერია" მოიგო, სამყურებმა ირწმუნეს, პირველი შებმიდან 111 წლის თავზე ჩვენი პირველი გამარჯვების ჯერიც დამდგარაო
ზურგში გადაკიდებითსამი წლის წინდელისა არ იყოს, კელტები მალევე დაწინაურდნენ ბევრით. მერე ზელანდიამ ისევ შემოაბრუნა თამაში, მაგრამ ამას დიდძალი ჯანი რომ შეალია, ბოლო ბურთი იქეთ მიიღო და დამარცხდა
გამარჯვებულთაგან უმაგრესად ირაგბა ღერძმა - ჰავ’ბექმა ქონორ მარიმ და მგეზავმა ჯონი სექსთონმა. დე’ფაქტო მასპინძლებმა შავებს სამი დერეფანიც ააცალეს, და ინგლისელი "დაცვის გურუს", ენდი ფარელის მიერ დაგეშილებმა, ზე’აგრესიული ბოჭვით გასაქანი მოუსპეს მეტოქეს
შესვენებამდე თამაში ირლანდიას მიჰყავდა * ბურთიცა და ტერიტორიაც 67-33%. მეორე ტაიმში ეს მაჩვენებლები შებრუნდა. ჩამორჩენილმა კივებმა ჯამში მეტი იპასავეს 191-125 და ინავარდეს 514-194 მეტრი, მაგრამ ირლანდიამ ორჯერ მეტად გადაკიდა ზურგში ბურთი 29-13 და მისდია, და მოლიც 7-ჯერ ააგორა წარმატებულად
როგორც ბრძანა ნამატჩევს ზელანდიის მოძღვარმა სთივენ ჰანსენმა, უდისციპლინობამ დაგვღუპაო. მართლაც, ბურჯმა ჯო მუდიმ რაქში რომ ააყირავა რობი ჰენშოუ, სინბინში მიაბრძანეს. ჰოდა, თუ მანამდე ოლ ბლექსი 5:3 იგებდა, ევროპელებმა ახლოდან ორი ლელო შეიტანეს ჭიდილით და წინ გაიჭრნენ * 15:5
შემტევს მიემხროზელანდიის პირველ ლელოზე ხაზი გაჭრა ვაისაკე ნაჰოლომ, ოფლოუდი კი ქიარან რიდს სახეში მოხვდა, წინ ასხლტა და ბურთი ჯორჯ მოალამ იხელთა
ირლანდიის ლელოებზე ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეზე დაირტყა. პირველი დამიწება, ზედახორაში, ფრიად სათუო ჩანდა, მაგრამ ტელე’რეფი შემტევს მიემხრო, მეორე კი რობ ქარნის გარღვევას მოჰყვა
ტაიმის ბოლოსკენ სექსთონის აბრაგანი მარიმ იღბლად მოიხელთა და არონი გააცურა, მესამე მეოთხედში კი კელტებმა კარისკენ მიძალებით რომ ჩაითრიეს შავების დაცვა, სექსთონმა მოკლე ფრთაზე დაგეზა შავტუხა საიმონ ზიბო და სხვაობა კატასტროფული გახდა * 30:8 @ 48’
ზელანდიას ამჯერადაც არგო შეცვლებმა. თი’ჯეი პერენარამ დეინ ქოულზის ოფლოუდი ლელოთი დააგვირგვინა, ბენ სმითმა კი ალამთან, აკრობატულად დაუმიწა ორ დამცველს * 30:22 @ 56’
ქიქ’ოფზე ბურჯ ოუენ ფრენქსს ბლოკი დაბრალდა და მარიმ დაჰკრა კარში, რაკი სექსთონი უკვე შეუძლოდ იყო, მაგრამ ბოდენ ბარეთის ძმამაც - ზორბა სქოთმა ივარგა: სოლოს კვალად წაქცეულიც გადასწვდა ლელოს * 33:29 @ 65’
სავეა დაატყვევესდა მაინც, კივებს რესურსი ამოეწურათ. ხაზში მესამე კაციც რომ დაუშავდათ, სათადარიგო კვაჭი ჩადგა შერკინების მესამე ხაზში, ხოლო არდი სავეა ბექად გადავიდა
ირლანდიამ იგუმანა, რომ არეული მეტოქე გატყდებოდა. გაქუსლა კოლორიტმა ზიბომ და გადაიკიდა; ადევნებულმა მარიმ მისსავე ლელოში დაატყვევა ზანტი ჯულიან სავეა; 5-მეტრა შერკინებიდან კი ჯემი ჰიზლიპმა აიტაცა ბურთი და დაცვაზე ახლოდან მიუშვა გავეშებული ჰენშოუ * 40:29 @ 77’
მატჩ’რევანში ორი კვირის თავზე, დაბლინშია. ამერიკა ფულიანი ადგილია და შოუს მოწილე სამივე კავშირმა არნახულად იხეირა, ჩიკაგოშიც უცხო, 15’კაცა ბურთაობას მოუმრავლდა ქომაგი, რაკი ანდერ’ქარდზე, წინა საღამოს, ოღონდაც მომცრო სტადიონზე, 18 ათასი ფანი მივიდა მაორთა სანახავად - შტატები 47 ქულით მოისრნენ (1/7)
თავბრუს დამხვევი პასებიჩიკაგოს ამბებმა ძაან დაჩრდილა ვიქ’ენდის სხვა თამაშები. არადა, ავსტრალიამ უსიტყვოდ, ზედიზედ მეთორმეტედაც დაამარცხა უელსი, მეორე გუნდით მოთამაშე აფრიკა კი ლამის მთელი თამაში აგებდა ბარბაროსებთან და ბოლოსღა დაეწია
უელსს აკლდნენ ბობოლა მორკინალები - ალინ’ვინ ჯოუნზი, სემ ვორბერთონი და თობი ფალეტაუ; შუამარბი ჯონათან დევისი თამაშის დღეს გამოვიდა მწყობრიდან, კივი გურუ ვორენ გელთენდი კი სრულიად ბრიტანეთის "ლომებმა" რომ დაინიშნეს მწვრთნელად საგაისო ზელანდიურ ტურნეზე, "ურჩხულები" რობ ჰაულიმ გადაიბარა
ავსტრალია სექტემბრიდან რიგიანად აბურთავდა. ბერნარდ ფოლი ქვეიდ ქუპერივით როდი შიშობს - კონტაქტს არ უფრთხის და ხაზსაც კოხტად გეზავს. ოზები ბურთს ინარჩუნებენ და პასებით თავბრუს ახვევენ მეტოქეს. კარდიფში მათ ისევ მოუმრავლდათ წუნი, მაგრამ მესამე მეოთხედში კი გაიტანეს მეოთხე ლელო * 25:3
მერე ხელი უელსმაც გამოიღო - სქოთ ვილიამსმა გადაიკიდა და თავადვე აიღო; ნიქ ფრისბის ბოჭვა რომ არა, ჰელემ ამოსიც მიითვლიდა ლელოს, მაგრამ მალე დეინ ჰეილეთ-პეთიმ ჩაჭრა პასი * 32:8, ხოლო ფულ’ბექმა იზი ფოლაუმ 17 სოლოზე 156 მეტრი იარა
იანსე დაიტოვეს1890 წელს შექმნილი "ბარბაროსები" 829-ედ რაგბობდნენ. კივი ბექი, მეთ ფედესი შეიქნა მათი მე-5000 წევრი! ზელანდიელმავე რობი დინსმა რაზმი ზე 18-ის ოსტატებით დააკომპლექტა, ბოკემ კი იმის გამო, რომ მოსათელი ვიქ’ენდი ტესტ’სარკმლის გარეთაა, ბითუმად მოისაკლისა ლეგიონერები და 9 უკეპო ჩაწერა სიაში
საფეხბურთო ჳემბლიმ ცოცხალი შოუ იხილა. დაიდო 10 ლელო, ჯარიმა კი ერთიც არ დარტყმულა კარში. ბოკე 12 ქულით აგებდა, მაგრამ წლევანდელი ზე 18-ის აღმოჩენის, როან იანსე-ფან’რენსბერგის ლელოთი ფრეს გამორჩა * 31:31
პირვანდელი გეგმით, თავ’გამოჩენილი ბიჭი ბარბაროსების შემდეგ შინ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მისდა ბედად, მძიმედ დაშავდა ჯესი კრილი, და იანსე ტესტებზეც დაიტოვა ქურციკეთის შეჭირვებულმა და დაბნეულმა გურუმ, მულატმა ალისთერ კუციამ
დასასრულ, იაპონიის გამოც, ვისაც შაბათს, ვაკეში, დღის სამზე ვიხილავთ. "ალუბლების" ახალმა მოძღვარმა, ჰაილენდერზიდან (ზე 18) წამოსულმა ჯემი ჯოზეფმა ტოკიოში, არგენტინასთან, ერთბაშად 13 ახალბედა ათამაშა და უშანსოდ წააგო * 20:54
შემოდგომის ტესტები * 2016მოსათელი ვიქ’ენდი
შტატები 7:54 მაორილ: ქლევერ; გ: ჰოულდერ / სბ: ჰილტერ’ბრანდ -
8ლ: ლოუ (1 3) ა.იოანე (2 5) დიქსონ ჰეიმს ვებერ როიალ; 7გ: ვესთ 6, დ.მაკ’ქენზი / სბ: ვებერ
რეფ ქარლი (ინგ) 4/11 @ ჩიკაგო, ტოიოტა პარქ (18 007)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...91&d=14783370510:7(12) 0:14(19) 0:21(35) სბ(38შ) 0:28(40) /
0:35(46) 7:35(49) 7:42(51) 7:47(63) სბ(71მ) 7:54(79)
იაპონია 20:54 არგენტინაიაპ: მაცუშიმა ლემეკი ლოტოაჰეა (ლაფაელე 61) ტატეკავა^კაპ იამადა
<10-9> ტამურა ტანაკა (ოგავა 72) /
ნაკატანი (იამამოტო 61) ჰორიე^კაპ (კიზუ 50) ჰატაკეიამა (იტო 41)
კაძიკავა ანისე (იატაბე 41) ჰელუ (ილაუა 41) მიმურა (მაცუჰაში 51) მაფი -
2ლ: მაფი ლემეკი; 2გ 2ჯ: ტამურა
არგ: ტუკულეტ (მოჟანო 51) მორონი ორლანდო დე’ლა’ფუენტე (გონსალეს-იგლესიას 64) კორდერო
<10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 54) /
ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 67) კრევი (მონტოჟა 53) ერერა (პიერეტო-ეილან 54)
პეტი-პაგადისავალ (ლეგისამონ 6-14, 58) ალემანო;
ლესანა ორტეგა-დესიო ისა (სენატორე 51) -
7ლ: მორონი (1 4) სანჩეს (2 5) კორდერო (3 6) კუველი; 5გ 3ჯ: სანჩეს
რეფ პუატ (სფრ) 5/11 @ ტოკიო, ჩიჩიბუ’ნომია (18 397)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...97&d=14783580903:0(6) 3:5(14) 3:8(19) 6:8(23) 6:11(31) 6:18(37) 6:21(40) /
6:28(44) 6:35(50) 13:35(53) 13:40(63) 13:47(66) 13:54(76) 20:54(80+)
უელსი 8:32 ავსტრალიაუელ: ჰაფ’პენი ქასბერთ სქ.ვილიამს რობერთს ნორს (ამოს 61)
<10-9> ბიგარ სბ 16 (სმ.დევის 65) ვებ (გა.დევის 65) /
ჯენქინს^კაპ (ნ.სმით 59) ოუენს (ბოლდვინ 59) ლი (ფრენსის 59)
ბრ.დევის (ჰილ 64) ჩართერის; ლიდიეთ (ქინგ 69) თიპურიქ მორიართი -
ლ: ვილიამს; ჯ: ჰაფ’პენი
ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ჰოჯ სპეით (ნაივალუ 77)
<10-9> ფოლი (ქუპერ 77) ფიპს (ფრისბი 67) /
სიო (სლიპერ 68) მორ^კაპ (ლატუ 77) კეპუ (ალა’ალა’ტოა 64)
არნოლდ (სიმონს 64) ქოულმენ (არნოლდ 75)
პოქოქ (ფარდი 41) ჰუპერ ტიმანი -
5ლ: მორ ჰოჯ კურინდრანი ფოლი ჰეილეთ-პეთი; 2გ ჯ: ფოლი
რეფ იუბერ (აფრ) 5/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (55 776)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...27&d=14784420780:3(5) 3:3(7) 3:8(11) სბ(16უ) 3:13(26) 3:20(37) /
3:25(55) 8:25(62) 8:32(77)
ბარბაროსები 31:31 აფრიკაბარ: ნანაი ფედეს (მორაჰენ 52) ტამანი’ვალუ ბაქმან ნაიარავორო
<10-9> რ.დიუ’პრე (მოჰუნგა 52) ელის^კაპ (სთერზაქერ 78) /
გუდს (თ.სმით 52) ა.ფან’დერ’მერვე (რედი 78) რაიან (სხ.ფან’დერ’მერვე 58)
მულერ (ს.ქართერ 52) ფატიჰალოფა; შილდს ტაუფუა (აკერმან 76) ლ.ვაითლოქ -
5ლ: ნანაი ელის ნაიარავორო მორაჰენ (4 5) 3გ: დიუ’პრე, მოჰუნგა 2
აფრ: ჯ.კრილ (კომბრინკ 41) სჯ.პიტერსენ ფენტერ იანსე-ფან’რენსბერგ ულენგო
<10-9> ლემბი^კაპ პეიჯ (ფან’სეილ 69) /
მთავარირა (გობოკა 69) მარქს (მბონამბი 52) ადრიანსე (ნიაკანე 61)
სნეიმან (ეცებეთ 52) დიუ’ტოი; რ.სმიტ მოჰოჟე (ჟლ.დიუ’პრე 52) ქარ -
5ლ: დიუ’ტოი სმიტ პიტერსენ ფენტერ იანსე-ფან’რენსბერგ; 3გ: ლემბი
რეფ ფრეიზერ (ზელ) 5/11 @ ლონდონ (ინგ) ჳემბლი (46 646)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...26&d=14784404615:0(5) 5:5(12) 12:5(20) 12:12(25) 17:12(40) /
17:19(45) 24:19(56) 31:19(69) 31:26(72) 31:31(77)
ირლანდია 40:29 ზელანდიაირლ: რ.ქარნი თრიმბლ პეინ ჰენშოუ ზიბო
<10-9> სექსთონ (ქარბრი 59) მარი /
მაკ’გრას (ჰილი 61) ბესთ^კაპ (შ.ქრონინ 71) ფერლონგ (ბილემ 57)
რაიან (დილან 65) თოუნერ; სტანდერ მერფი (ფან’დერ’ფლიერ 26) ჰიზლიპ -
5ლ: მერფი სტანდერ მარი ზიბო ჰენშოუ; 3გ: სექსთონ 2, ქარბრი; 3ჯ: სექსთონ 2, მარი
ზელ: ბ.სმით ნაჰოლო (ქრუდენ 55) მოალა (ქ.თეილორ 71) ქროთი (ფეკიტოა 26) ჯ.სავეა
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 45) /
მუდი სბ 8 (ტუჰუნგაფასი 59) ქოულზ ო.ფრენქს (ფაუმუინა 59)
ტუი’პოლოტუ (ა.სავეა 59) კაინო (სქ.ბარეთ 45) სქვაიერ ქეინ რიდ^კაპ -
4ლ: მოალა პერენარა ბ.სმით სქ.ბარეთ; 3გ ჯ: ბ.ბარეთ
რეფ რეინალ (სფრ) 5/11 @ ჩიკაგო (აშშ) სოულჯერ ფილდ (62 300)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...13&d=14784228653:0(4) 3:5(5) სბ(8ზ) 10:5(11) 15:5(17) 15:8(21) 18:8(24) 25:8(35) /
30:8(48) 30:15(52) 30:22(56) 33:22(59) 33:29(65) 40:29(77)
+ დასაბამიდან (1905) 29: 1-27*1 (350:841)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (7/11)
1 ზელანდია 9457, 2 ინგლისი 8949, 3 ავსტრალია 8686,
4 აფრიკა 8485, 5(6) ირლანდია 8367, 6(9) არგენტინა 8146,
7(5) უელსი 8097, 8(7) საფრანგეთი 8075, 9(8) შოტლანდია 8044,
10 ფიჯი 7549,
11 საქართველო 7523, 12 იაპონია 7381,
13 იტალია 7223, 14 სამოა 7137, 15 ტონგა 6947
16 რუმინეთი 6874, 17 შტატები 6560, 18 კანადა 6453,
19 ურუგვაი 6356, 20 ნამიბია 6278, 21 რუსეთი 6191,
22 კენია 5928, 23 ესპანეთი 5879, 24 ბელგია 5794,
25 ჰონკონგი 5784, 26 გერმანია 5771, 27 ჩილე 5573,
28 კორეა 5485, 29 პორტუგალია 5429, 30 ჰოლანდია 5397
+/-: ირლ 200 ზელ, ავს 153 უელ, არგ 115 იაპ
პირველი ვიქ’ენდი საქართველოს თარიღითა და დროით
პარ 11/11 ბარბაროსები 23.30 ფიჯი @ ბელფასთ (ირლ)
შაბ 12/11 საქართველო 15.00 იაპონია @ ვაკე
. . იტალია 18.00 ზელანდია @ რომ’ი
. . ინგლისი 18.30 აფრიკა @ თვიქნემ
. . შოტლანდია 18.30 ავსტრალია @ მარიფილდ
. . ესპანეთი 19.00 ტონგა @ მადრიდ
. . რუმინეთი 20.00 შტატები @ ბუკურეშტ
. . საფრანგეთი 20.45 სამოა @ ტულუზ
. . გერმანია 20.45 ურუგვაი @ ფრანკფურტ
. . უელსი 21.30 არგენტინა @ კარდიფ
. . ირლანდია 23.15 კანადა @ დაბლინ
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@