უძლეველი ინგლისიღაა შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე
ინგლისმა აფრიკასთან 10-წლიანი, უგამარჯვებო ნავსი გატეხა;
ავსტრალიამ ისევ წკიპზე ძლია შოტლანდია,
"მსოფლიო რაგბმა" კი რჩეულებად კივები დაასახელაOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!აქამდელი ტრადიციით, "დაბლინის ოფისი" სეზონის საუკეთესოებს ნოემბრის ტესტების მოლევის შემდეგ’ღა, ხოლო მსოფლიო თასის წელს - ნაფინალევს ასახელებდა
ვერ ვიცით, რას მივაწეროთ მახვშთა აჩქარება, მაგრამ ეგ კი უდაოა, რომ ზელანდიაზე რაგინდარა აღიარება ალალია: "ოლ ბლექსმა" - ვიდრე ჩიკაგოში დაუცდებოდა ფეხი - ზედიზედ 18 ტესტის მოგებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ამ გამარჯვებათაგან 10 "საანგარიშო პერიოდზე" მოდის. ასე რომ, გასაკვირი არაფერია იმაში, წლის მორაგბედ შავების ნორჩი მგეზავი, ბოდენ ბარეთი რომ სცნეს; წლის მწვრთნელად - სთივ ჰანსენი, ხოლო წლის გუნდად - "ოლ ბლექსი" იმის და მიუხედავად, რომ შვიდკაცის პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად, რიოში, ფიჯი ეკურთხა
კაბინეტის მოსაწონიზელანდია საუკეთესო კია, მაგრამ 2016 წელს უძლეველი ინგლისიღაა. "ვარდებმა" ექვსი ერი სლემით (5-0) მოიგეს, ივნისში ავსტრალიაში 3-0 გაიჯეჯილეს, შემოდგომის 4-ტესტა სერიის სტარტზე კი გააბითურეს თვით აფრიკა, ვისაც 2006 წლის აქეთ 12-ჯერ შეყროდნენ, 11 რკენა წაეგოთ და ერთ ფრესღა გამორჩენოდნენ
აფრიკა წლეულს არეულია ზანგ პოლიტიკოსთა რაგბში ჩარევის გამო. მულატ გურუს, ალისთერ კუციასაც ვერაფრით დაუდგენია კაბინეტის მოსაწონი შემადგენლობა. ცოდვა გამხელილი სჯობს: იაპები რაგბული უნარებითაც ძაან ჩამორჩებიან არა’მარტო ზელანდიას, არამედ კიდევ რამდენიმე გრანდს, და ამათ შორის - ინგლისსაც
ეს ცხადად გამოჩნდა თვიქნემში, წვიმაში. ბოკემ მძიმე, ზორბა შერკინება გაიყვანა და თავიდან ორი გოლით დაწინაურდა, მაგრამ 50’ წუთისთვის ანგარიში უკვე 30:9 იყო რაგბის სამშობლოს სასარგებლოდ. სტუმრებმა "ტაქტიკური ფეხოსნობაც" პირწმინდად წააგეს, "ვარდების" 9 ნომერი, ბენ იანგსი კი ორჯერ გაუსხლტა წლის საუკეთესო "ქურციკს", პიტერ-სტეფ დიუ’ტოი’ს, და ლელოები გამოაცხო * 37:21
მესვეტეები მოთქვამენბრიტებმა სულ ოთხი ლელო დადეს. პირველი დერეფანს მოჰყვა: ჩათამაშებაზე ორმა ჩაირბინა, ორიც იერიშს ჩაემატა და გარემარბი ჯონ მეი ალამთან შეიჭრა. იანგსმა მესამესა და მეოთხეზე - რაქის გვერდით ახეირა კოლეგები, მეორეზე კი ელიოთ დეილის გადაკიდებული ვერ აიღო ორმა აფრიკელმა, მაიქ ბრაუნმა ბურთს ფეხი მიჰკრა და ქორთნი ლოზმა 50-ე კეპი ლელოთი დაიტკბო
დეილიმ ზედ შესვენების წინ 48 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა. აფრიკის ჩაფარს, იბენ ეცებეთს ტვინი შეერყა და ერთი ხანობა იუქმებს. მედია ამტკიცებს, ბოკეს პირველ ლელოზე ფრანსუა ფენტერმა ვორენ ვაითლი’ს წინ მიაწოდა ბურთიო, მესვეტეები კი მოთქვამენ, რომ "აფრიკის დაკნინება სრულიად დიდი რაგბისთვისაა საზიანო"
ბოკე ამ შაბათს აღარ წააგებს, რადგან იტალიას ერაგბება, აძური კი ზელანდიამ დუბლებითაც მოსრა * 68:10 კივებმა ლათინები 10-ჯერ დაალელოვეს. მათ რომში 12 წლის წინაც ბარაქიანად, 59:10 მოიგეს და 4 წლის წინ კი 42:10, ხოლო ამ შაბათს, დაბლინში, ჩვენებურად ღამის ათის ნახევარზე (21.30) ირლანდიასთან, სულ ნარჩევი გუნდი გაჰყავთ
უდიდესი ნაზრდი"სამყურებმა" ჩიკაგოს "ისტორიული ტესტის" დამწყები 15-ეული ერთიანად დაასვენეს კანადის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლო მეოთხედში გატანილი 4 ლელოთი მაინც გატეხეს მეტოქე * 52:21
უსიტყვოდ * 52:8 გაიმარჯვა საფრანგეთმა კავკასიაში თადარიგიანად ჩამოსულ სამოასთან - ტულუზში ჰეთ’თრიქი შეასრულა ფიჯელმა გარე’მარბმა ვირიმი ვაკატავამ, ვისაც ძირითად პროფესიად მოშვიდკაცეობა აურჩევია, ხოლო დიდ რაგბს მოცალეობის ჟამსღა თამაშობს ხოლმე
ფრანგებს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ - მკლავი მოიტეხა მგეზავმა ფრანსუა ტრენ-დიუკმა და "ექვს ერამდე" გამოვიდა მწყობრიდან. რუმინეთმა შტატებს არკულზე დაატოვებინა ნატო’ური თანა’ მშრომლობის სიმბოლო - "პერშინგის თასი" * 23:10
მზარდმა გერმანიამ ფეხბურთის კარებზე გადმოკიდებულ "ამერიკულ რქებში" გაუტანა გამარჯვების მომტანი ჯარიმა ბოლო მსოფლიო თასის მონაწილე ურუგვაი’ს * 24:21
რაგბის ისტორიაში პირველად შეიბნენ ესპანეთი და ტონგა * 13:28,სარეიტინგო ჭრილში კი უდიდესი ნაზრდი - ერთბაშად 144 წერტი - ერგო იაპონიას, რაც იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ვაკეში შაბათს ყოვლად ულოგიკოდ და მოულოდნელი შედეგით დასრულდა თამაში
ირიბი მიძალებითავსტრალია ევროპას ფრიადი გეგმით ეწვია - სათითაოდ უნდა ძლიოს ოდინდელი "ხუთი ერის" წევრები. ოზებმა ტურნეს სტარტზე იოლად იმარჯვეს უელსში, მაგრამ შოტლანდიაში ისევე გაუჭირდათ, როგორც შარშან, მსოფლიო თასის მეოთხედ’ფინალში
სქოთთა კვაჭმა როს ფორდმა მეასე კეპი მოიხვეჭა. მასპინძლები ლამის მთელი თამაში წინ იყვნენ. ორი ლელო გაიტანა "სთორმერზის" (აფრ) შუა’მარბმა, ჯეელმა ჰიუ ჯოუნზმა - გადაკიდებულის აღებითა და გასხლტომით. მასპინძელთა კივმა გურუმ, ვერნ ქოთერმა დაიჩივლა, ირლანდიელმა ბლომად გვაჯარიმაო, გამარჯვების ლელო კი ფიჯელმა ტევიტა კურინდრანიმ შეიტანა 20 მეტრიდან, ირიბი მიძალებით
ოზები ამ დროს კაც’ნაკლულები რაგბობდნენ. გაწითლებულ დროზე შოტლანდიამ კიდევ სამ’ნახევარი წუთი უტია, მაგრამ მე-19 ფაზაში ჯოუნზმა უდროოდ "ჩადო" ბურთი და დაკარგა * 22:23
ვერ ვარგოდაუელსმა შინ, არგენტინასთან აღარ წააგო * 24:20, რაკი აიმატა ტრავმებ’მოშუშებული ლიდერები, და რეიტინგშიც გადაუსწრო ძლეულს
პირველი ტაიმი საცქერლად ვერ ვარგოდა. უელსს ბურთი დროის 63%ეპყრა, არგენტინა კი ჯარიმას ჯარიმაზე იღებდა, რაც სინბინით დასრულდა
მეორე ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს. მათგან თითოს ჩათვლას ვიდეო’ანალიზი დაჭირდა, და თითოც კადნიერი 9 ნომრების აქტივშია
სხვაფრივ, უელსის კაპიტანმა, ბურჯმა გეთინ ჯენქინსმა 128-ე კეპი ხომ მიითვალა და ლელოც შეამზადა ბურთის წინ გადაკიდებით
შემოდგომის ტესტები * 2016პირველი ვიქ’ენდი
(( ვიდეოთა ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში ))ბარბაროსები 40:7 ფიჯი6ლ: ა.ფან’დერ’მერვე (1 3) ფედეს ელის მოჰუნგა მორაჰენ; 5გ: რ.დიუ’პრე -
ლ: ნაია’თალევუ; გ: ნანდოლო
რეფ ბრაიანთ (ზელ) 11/11 @ ბელფასთ (ირლ), ქინგ’სპენ (_)
7:0(3) 14:0(7) 21:0(19) 28:0(27) /
28:7(56) 35:7(76) 40:7(80)
იტალია 10:68 ზელანდიაიტა: პადოვანი ბიზენი ბენვენუტი მაკ’ლეინ ესპოზიტო (ბონი 65)
<10-9> კანა (ალენ 50) ბრონძინი (გორი 50) /
ლოვოტი (პანიკო 79) გირალდინი (ჯეგა 11) ჩიტადინი (ჩეკარელი 44)
ფუზერ (ბიაჯი 55) ფან’სხალკვეიკ; მბანდა (მინტო 55) ფავარო პარისე^კაპ -
ლ: ბონი; გ:ალენ; ჯ: კანა
ზელ: მაკ’ქენზი დეგ (რ.იოანე 50) ფეკიტოა ლინერთ-ბრაუნ ნაჰოლო
<10-9> ქრუდენ (სოპოანგა 60) ქერ-ბარლოუ (ა.სმით 50) /
ქროქეთ (მუდი 70) თეილორ (ქოლთმენ 66) ფაუმუინა (ტუჰუნგაფასი 56)
ტუი’პოლოტუ (თოდ 60) სქ.ბარეთ (რეთალიქ 55) დიქსონ ქეინ^კაპლუატუა -
10ლ: ფეკიტოა (1 7) ფაუმუინა ტუი’პოლოტუ დეგ ქროქეთ ლუატუა დიქსონ იოანე ნაჰოლო; 9გ: ქრუდენ 7, სოპოანგა 2
რეფ ოუენს (უელ) 12/11 @ რომა, ოლიმპიკო (60 693)
0:7(5) 3:7(13) 3:14(17) 3:21(21) 3:28(27) 3:35(39) /
3:42(47) 3:49(59) 3:54(62) 10:54(68) 10:61(74) 10:68(77)
ინგლისი 37:21 აფრიკაინგ: ბრაუნ იარდ დეილი ფარელ მეი (ჯოზეფ 63)
<10-9> ფორდ (თეო 71) იანგს (ქეა 68) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 63) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 57) ქოულ (სინქლერ 72)
ლონჩბრი ლოზ; რობშოუ ვუდ (ჰიუზ 54) ბ.ვუნიპოლა (ეთვუდ 71) -
4ლ: მეი ლოზ ფორდ ფარელ; 4გ: ფარელ;3ჯ: ფარელ 2, დეილი (2)
აფრ: ლე’რუ კომბრინკ ფენტერ დე’ალენდე ჯპ.პიტერსენ (მაპუ 77)
<10-9> ლემბი (ხუსენ 54) პეიჯ (დე’კლერკ 63) /
მთავარირა (კიცჰოფ 57) სტრაუს^კაპ (მბონამბი 71) კოხ (ადრიანსე 57)
ეცებეთ (მოსტერტ 31) დე’იახერ (ქარ 68) ალბერც დიუ’ტოი ვაითლი -
2ლ: ხუსენ ლე’რუ; გ: კომბრინკ; 2ჯ ა: ლემბი
რეფ გარსეზ (სფრ) 12/11 @ ლონდონ, თვიქნემ (80 ათასი)
0:3(4) 0:6(7ა) 7:6(12) 7:9(21) 10:9(34) 17:9(37) 20:9(40+) /
27:9(44) 30:9(49) 30:14(59) 37:14(67) 37:21(80)
შოტლანდია 22:23 ავსტრალიაშტლ: ჰოგ მეითლენდ ჰ.ჯოუნზ დანბარ (ჰორნ 70) ფისერ
<10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ /
დელ (რიდ 52) ფორდ (ბრაუნ 56) ფეიგერსონ (ლოუ 68)
რ.გრეი (გილქრისთ 13-18) ჯ.გრეი; ბარქლეი ვოთსონ ვილსონ (ჰარდი 5, გილქრისთ 62) -
3ლ: ჯოუნზ (1 2) ჯ.გრეი; 2გ ჯ: ლეიდლოუ
ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ჰოჯ სპეით
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 68) /
სიო (რობერთსონ 73) მორ^კაპ კეპუ (ალა’ალა’ტოა 62)
არნოლდ (მამ 49) ქოულმენ (სიმონს 5) პოქოქ ჰუპერ ტიმანი (სქელთონ 62 სბ 69) -
2ლ: ჰოჯ კურინდრანი; 2გ 3ჯ: ფოლი
რეფ ლეისი (ირლ) 12/11 @ ედინბურგ, მარიფილდ (65 395)
3:0(3) 10:0(9) 10:7(15) 10:10(23) 17:10(28) /
17:13(42) 22:13(48) 22:16(56) სბ(69ა) 22:23(77) ბოლო(80+4)
ესპანეთი 13:28 ტონგალ: ჰოვართ; გ 2ჯ: ლინქ’ლეითერ -
4ლ: ფალეაფა ფ.ვაინიკოლო ტაკულუა ჰალა; 4გ: ტაკულუა / სბ: მაილაუ
რეფ კუბო (იაპ) 12/11 @ მადრიდ, "უნივერსიტეტი" (12 500)
3:0(29) 3:7(31) 3:14(34) სბ(37ტ) /
10:14(44) 10:21(58) 13:21(61) 13:28(79)
რუმინეთი 23:10 შტატები3ლ: ფან’ჰირდენ ფერკუ ლუკაჩ; გ 2ჯ: ვლაიკუ / სბ: კეპეცინა -
ლ გ ჯ: ჰოულდერ
რეფ ვილიამს (ზელ) 12/11 @ ბუკურეშტ, არკულ (_)
7:0(8) 12:0(11) 15:0(16) 20:0(34) /
20:7(53) სბ(56რ) 20:10(69) 23:10(74)
საფრანგეთი 52:8 სამოასფრ: სპედინგ იუჟე ლამერა (ფიკუ 48) ფოფანა ვაკატავა
<10-9> ტრენ-დიუკ (დუსენ 48) მაშნო (სერენ 67) /
პუარო (ბაი 36) გირადო^კაპ (შა 13-16, 56) ატონიო (სლიმანი 52)
ლე’დევედეკ (ვაამაინა 51) მაესტრი; გუჟონ (ოივონ 11) გურდონ (ლე’დევედეკ 70) პიკამოლ -
7ლ: ვაკატავა (1 5 7) იუჟე ოივონ ფიკუ [საჯ] 4გ: მაშნო 2, სერენ 2; 3ჯ:მაშნო
სამ: პ.ვილიამს პერეს ჯ.პისი (ქ.პისი 77) ლი-ლო ლემი^კაპ
<10-9> ფაჰაპალე (ლეუილა 70) ფოტუალიჰი /
ტაულაფო (მულიპოლა 49) ლეიატაუა (ელია 64) ს.ჯონსთონ (პერენისე 49)
ვუი (ლეპა 57) პაულო; ფაჰოსილივა ლემ (ფოუ 57) მამეა -
ლ: ლი-ლო; ჯ: ფაჰაპალე
რეფ დოილ (ინგ) 12/11 @ ტულუზ, მუნისიპალ (_)
0:3(8) 3:3(10) 8:3(12) 11:3(25) 16:3(29) 23:3(34) 26:3(38) /
26:8(42) 33:8(57) 38:8(65) 45:8(77) 52:8(79)
გერმანია 24:21 ურუგვაი2ლ: ოტო პოპმაიერ; გ 4ჯ: ჰილზენბეკ / სბ: მარკს -
2ლ: სილვა; გ 3ჯ: ბერჩესი / სბ: ფრეიტას
რეფ ლინთონ (შტლ) 12/11 @ ფრანკფურტ, ფოლკს’ბანკ (3 500)
0:5(2) სბ(7გ) 3:5(17) 3:12(25) 3:15(28) 6:15(31სბ) /
13:15(48) 13:18(49) 18:18(51) 21:18(57) 21:21(68) 24:21(80+)
უელსი 24:20 არგენტინაუელ: ჰაფ’პენი ნორს ჯთ.დევის სქ.ვილიამს ლმ.ვილიამს
<10-9> ბიგარ გა.დევის /
ჯენქინს^კაპ (ნ.სმით 63) ოუენს (ბოლდვინ 46) ფრენსის;
ჩართერის ავ.ჯოუნზ; ვორბერთონ თიპურიქ მორიართი -
2ლ: ლმ.ვილიამს გა.დევის; გ 4ჯ: ჰაფ’პენი
არგ: ტუკულეტ (დე’ლა’ფუენტე 36) მორონი ორლანდო ერნანდეს (გონსალეს-იგლესიას 75) კორდერო
<10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 63) /
ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 50) კრევი^კაპ (მონტოჟა 66) ერერა სბ 39 (პიერეტო-ეილან 71)
პეტი-პაგადისავალ (ლესანა 59) ალემანო; მატერა (სენატორე 63) ორტეგა-დესიო (პიერეტო-ეილან 40-49) ისა -
2ლ: ერნანდეს ლანდახო; 2გ 2ჯ: სანჩეს
რეფ გარდნერ (ავს) 12/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (50 175)
0:3(4) 3:3(15) 6:3(24) სბ(39ა) /
11:3(43) 11:10(49) 18:10(56) 18:17(62) 21:17(66) 21:20(74) 24:20(78)
ირლანდია 52:21 კანადაირლ: ო’ჰალორან გილროი (ადეოლოკუნ 67) რინგროუზ მარშალ ერლს
<10-9> ჯექსონ (ქარბრი 68) მარმიონ (ლ.მაკ’გრას 67) /
ჰილი (ქილქოინ 57) შ.ქრონინ (თრეისი 61) ბილემ (ჯ.რაიან 48)
დილან (დ.რაიან 73) ჰოლანდ; ო’მანი^კაპ ო’ბრაიენ (ლივი 68) ო’დონოჰიუ -
8ლ: ერლს მარშალ ო’ჰალორან (3 7) [საჯ] დილან მარმიონ თრეისი;6გ: ჯექსონ
კან: ევანს დტჰ.ფან’დერ’მერვე თრეინორ ჰერნ (ბლევინს 68) პერის
<10-9> ბრეიდ მაკ’რორი (მაქ 70) /
სირს-დურუ (ბრუვერ 70) ბარქვილ (ჰოვარდ 62-67, 76) ილნიცკი (თირნი 79)
ბუქებუმ ომსთედ; ბეილი რამბოლ (ჰითონ 67) ქარპენთერ^კაპ (ჩეივანოვიჩ 46) -
3ლ:ფან’დერ’მერვე პერის ევანს; 3გ: მაკ’რორი
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 12/11 @ დაბლინ, ავივა (51 ათასი)
7:0(7) 14:0(23) 14:7(25) 14:14(30) 21:14(39) /
28:14(46) 28:21(58) 35:21(61) 42:21(67) 47:21(78) 52:21(80+2)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (14/11)
1 ზელანდია 9457, 2 ინგლისი 8984, 3 ავსტრალია 8751,
4 აფრიკა 8449, 5 ირლანდია 8367, 6(7) უელსი 8172,
7(8) საფრანგეთი 8075, 8(6) არგენტინა 8071, 9 შოტლანდია 7978,
10 ფიჯი 7549, 11(12) იაპონია 7525,
12(11) საქართველო 7378, 13 იტალია 7223, 14 სამოა 7137, 15 ტონგა 6947
16 რუმინეთი 6912, 17 შტატები 6521, 18 კანადა 6453,
19(20) ნამიბია 6278, 20(19) ურუგვაი 6227, 21 რუსეთი 6191,
22 კენია 5928, 23(26) გერმანია 5899, 24(23) ესპანეთი 5856,
25 ჰონკონგი 5784, 26(24) ბელგია 5687, 27 ჩილე 5665,
28(29) პორტუგალია 5535, 29(30) ჰოლანდია 5397, 30(28) კორეა 5393
+/-: იაპ 144 საქ, გერ 128 ურუ, პორ 106 ბელ (26:21 შ), ჩილ 92 კორ (30:12 შ),
უელ 75 არგ, ავს 65 შტლ, რუმ 38 აშშ, ინგ 35 აფრ, ტონ 23ესპ
* ზელ 0 იტა, ირლ 0 კან, სფრ 0 სამ
მეორე ვიქ’ენდი საქართველოს თარიღითა და დროით
შაბ 19/11
საქართველო 15.00 სამოა @ ვაკე. . იტალია 18.00 აფრიკა @ ფლორენცია
. . ინგლისი 18.30 ფიჯი @ თვიქნემ
. . უელსი 18.30 იაპონია @ კარდიფ
. . ესპანეთი 19.00 ურუგვაი @ მალაგა
. . რუმინეთი 20.00 კანადა @ ბუკურეშტ
. . ტონგა 20.00 შტატები @ სან’სებასტიან (ესპ)
. . შოტლანდია 21.00 არგენტინა @ მარიფილდ
. . ირლანდია 21.30 ზელანდია @ დაბლინ
. . საფრანგეთი 24.00 ავსტრალია @ პარიზ’ი
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html"მსოფლიო რაგბის" ოსკაროსნებიწელი მოთამაშე # მწვრთნელი გუნდი
2001 ქის ვუდ ირლ 2 როდ მაკ’ქვინ ავს ავსტრალია
2002 ფაბიან გალტიე სფრ 9 ბერნარ ლაპორტ სფრ საფრანგეთი
2003 ჯონი ვილქინსონ ინგ 10 ქლაივ ვუდვორდ ინგ ინგლისი
2004 სხალკ ბერგერ აფრ 6 ჯეიქ ვაით აფრ აფრიკა
2005 დენ ქართერ ზელ 10 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2006 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2007 ბრაიან ჰაბანა აფრ 11 ჯეიქ ვაით აფრ აფრიკა
2008 შეინ ვილიამს უელ 11 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2009 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 დექლან ქიდნი ირლ აფრიკა
2010 რიჩი მაკ’ქოუ ზელ 7 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2011 ტიერი დიუზოტუარ სფრ 6 გრემ ჰენრი ზელ ზელანდია
2012 დენ ქართერ ზელ 10 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2013 ქიარან რიდ ზელ 8 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2014 ბროდი რეთალიქ ზელ 4 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
2015 დენ ქართერ ზელ 10 მაიქლ ჩეკა ავს ზელანდია
2016 ბოდენ ბარეთ ზელ 10 სთივ ჰანსენ ზელ ზელანდია
@