ბოკე - იტალიურ მახეში შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე
იტალიამ გააბითურა აფრიკა;
ზელანდიამ სამაგიერო გადაუხადა ირლანდიას;
ავსტრალია მარცხს გადაურჩა საფრანგეთთან,
ორი ფრე კი ბოლოსღა "გატყდა"Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!წინა შეჯამებაში ვივარაუდეთ, "ბოკე ამ შაბათს აღარ წააგებს, რადგან იტალიას ერაგბება, აძური კი ზელანდიამ დუბლებითაც 68:10 მოსრა"ო, მაგრამ როგორც გამოტყდნენ "აძურის" პარიზელი სკიპერი სერჯო პარისე და ახალი, ირლანდიელი მოძღვარი ქორონ ო’ში - ყავაზე საუბრისას არეული "ბოკე" წინდაწინ შეუგულებიათ "ახალი ერის" პირველ სკალპად, და ამ ზე’მიზნის მისაღწევად მიუწვევიათ შეტევის გურუ მაიქ ქეთ’ი (ინგ) და დაცვის მასწავლებელი, ბური’ვე (!) ბრენდან ფენტერ’ი
იტალიას აფრიკასთან აქამდე 12-ჯერვე წაეგო, მაგრამ კი გატეხა ნავსი იმის მიუხედავად, რომ ბურთი დროის 42 პროცენტსღა ეპყრა და მეტოქის ნახევარზე გადასვლაც უჭირდა. ბოკემ მეტი იპასავა და ირბინა * 471-132 მეტრი, ხაზიც მეტჯერ ჭრა * 7-1 და მბოჭავებიც მაგრად აბითურა * 20-3, მაგრამ ფლორენციის ვერან მოედანზე თამაში ვერაფრით ააწყო, და წლის მე-11 ტესტში მეშვიდედ დამარცხდა * 18:20
მოუქნელი სტუმრებინამატჩევს ბოკემ რაგბზე გადარეულ "ცისარტყელა ერს" ბოდიში მოუხადა, მწვრთნელმა ალისთერ კუციამ კი ბრძანა, არ გადავდგებიო. კავშირის ახალმა, მულატმავე თავკაცმა მარკ ელიგზანდერმაც შენიშნა, განტევების ვაცის ძებნას გვიჯობს, შინ მომრავლებულ პრობლემებს ჩავწვდეთ და გადავჭრათო, მენცრები კი კრიზისის მთავარ მიზეზს იმაში ხედავენ, რომ თუ აქამდე მხოლოდ ბებერი იაპები მიდიოდნენ საშოვარზე, ახლა ჯეელებსაც იქეთკენ გაურბით თვალი
ბოკეს ბანაკს არ დაუჩივლია, თორემ აფრიკულმა მედიამ კი შენიშნა, რომ ირლანდიელმა რეფმა რაქი ერთობ ლმობიერად განსაჯა - იტალია ერთ’თავად ანელებდა ბურთს და არც თამაშ’გარეს იცავდა, მოუქნელი სტუმრები კი ასეთ მსაჯობას ვერაფრით მოერგნენ. მეტიც: ბოლოსკენ რომ დაიძაბა ვითარება, იტალიამ იძალა და შეტევაზე იქეთ გადავიდა. აძურმა ახლოდან მოლით კიდევ შეიტანა ლელო, მაგრამ თემიდა უმალ გრანდს მიემხრო და ვიდეოთი დაასკვნა, ბურთიანმა კიდეს დააბიჯაო
ლელო ორ-ორი დაიდო. ბოკეში იყოჩაღეს ბექებმა: უბერებელმა ბრაიან ჰაბანამ და დამიენ დე’ალენდემ, აძურში კი ბურმა (!) ან’დრის ფან’ სხალკვეიკმა და 111-კილოიანმა გარემარბმა ჯოვან’ბატისტა ვენდიტიმ, ვისაც ვერ გაუძალიანდა ცქნაფა ელთონ იანკისი. ამან შორიდანაც გაიტანა ჯარიმა, მაგრამ ბოლო გოლი მაინც კარლო კანამ შეაგდო, ხოლო "კუცია და საძმო" ისეთ პანიკაშია, რომ ამ შაბათს, უელსთან, უარესად შეკოწიწებული გუნდი გაჰყავს - ეგებ რამე გვეშველოსო!
მონოტონურად, ჩაქუჩებივითვიქენდის პროგრამის თვალი დაბლინის რე’მატჩი იყო - ირლანდიას ორი კვირით ადრე, ჩიკაგოში 40:29 ეძლია ზელანდია და 111-წლიანი ნავსი გაეტეხა. "ოლ ბლექსს" ერთსა და იმავე მეტოქესთან - ბოკესთან - ზედიზედ ბოლოჯერ 2009 წელს წაეგო, და სარევანშოდაც აემატებინა ძირითადი მეორე’ხაზელები: ბროდი რეთალიქ’ი და სემ ვაითლოქ’ი
რაგბეთის მოლოდინი გამართლდა - ვიხილეთ სასწაული ბურთაობა! ირლანდია თავიდან ჩამორჩა და მერე მთელი თამაში უტია; კელტებმა 20 წუთი მეტობაზეც გაატარეს, მაგრამ უსხარტესი, მექანიკური პასაობის მიუხედავად, მაინც ვერ დაძლიეს კივთა დაცვა, რაკი ერთობ მონოტონურად, ჩაქუჩებივით ეხლებოდნენ მწყობრს
ნაცნობი ბრალდებებიმასპინძლები თემიდასაც ემდურიან: გაჭირვების ჟამს ზელანდია განგებ ჯარიმდება, რათა ლელო არ გაუშვას და რიტმიდან ამოგვაგდოსო; და ვიდეო’რეფსაც მუდამ შავების სასარგებლოდ გამოაქვს განჩინებაო. ამგვარი ბრალდებები არც ახალია და არც მთლად უსაფუძვლო, სტატისტიკურ ჭრილში კი ...
ირლანდიამ მეტოქეს აჯობა: ბურთის ფლობით 66-34%, ტერიტორიით70-30%, პასებით 258-153, სოლოებით 170-104, რაქით 151-65, წესრიგით 4-14 (დაჯარიმება) და ბოჭვით 93-193 * ანუ კივებს ასით (!) მეტი დაჭირდათ,
ხოლო უფრო კლასიანმა და გაწაფულმა ზელანდიამ იმარჯვა: ხაზის ჭრით 11-4, ოფლოუდით 16-9, ნავარდით 470-361 მეტრი, ლელოებით 3/0და რაც მთავარია, ქულებით * 21:9
მედიას ჩაუკაკლესთამაში იყო უსასტიკესი და ტრავმა’უხვი. ირლანდიას საწყის მეოთხედშივე გამოაკლდნენ 12 და 10 ნომრები - გამჭრელი რობ ჰენშოუ და დირიჟორი ჯონი სექსთონ’ი, და ბური მარბიელი სი’ჯეი სტანდერ’ი. ზელანდიამ მაშინვე მოისაკლისა მღლეტელი სემ ქეინ’ი. ბოლოსკენ მოტყდა თითი ბენ სმითს და ქეინის დარად, ვეღარ ეთამაშება საფრანგეთს, მალაკაი ფეკიტოამ კი ერთ’კვირიანი "ბანი" მიიღო
ირლანდიამ მედიას ჩაუკაკლა, ნამატჩევს "საითინგ ოფისერმა" 12 საქმე აღძრა და მაქედან 11 ზელანდიას ეხებოდაო! ოლ ბლექსის მოძღვარმა, სთივ ჰანსენმა აღიარა, ჩიკაგოში განწყობა გვაკლდა - 5 პროცენტით მოვდუნდით და დავისაჯეთ, ხოლო დაბლინში ბიჭებმა ისეთი ხასიათი გამოავლინეს, რასაც ვერარა წვრთნით ვერ გამოუმუშავებ შეგირდსო
სხვაფრივ, ამ შაბათს, "ლე სტადზე", "ოლ ბლექსს" სანაცვლო, ორ’ფერა კვართი ეცმება. ჰოდა, სოც’მედიაში ბობოქრობს ფანობა, ტრადიციას ვერ შეეფერება და ვეღარც შნოიანიაო
მაინც არ გადაამოწმებინაზელანდიის სამი ლელოდან ერთიღა იყო უდაო, და კიდევ ერთი გააუქმა ვიდეომ. ირლანდიამ ზედიზედ შეიტანა ორი, მაგრამ დამიწება ვერ მოახერხა და გოლსღა დასჯერდა
კივთა პირველი მოჰყვა 13’ფაზიან შტურმს - "2016 წლის საუკეთესომ", ბოდენ ბარეთმა ფრთაზე გადაუკიდა ფეკიტოას, ვინაც აჯობა ორ მბოჭავს * 0:7 @ 5’
ბარეთმავე არ დაამიწებინა შონ ო’ბრაიენს; ხელი მოეცარა სტანდერსაც; ჰენშოუ დაარეტიანა ქეინმა; ბარეთმა კი პირველსავე ფაზაში, 30 მეტრიდან მოაღორა დაცვა და თუმც სექსთონი მისწვდა, ანალიზმა დაადგინა, რომ შემტევმა მაინც შეახო მიწას ბურთი * 3:14 @ 15’
არონ სმითი ზედიზედ დარღვევისთვის რომ დაითხოვეს, ირლანდია გოლსღა გამორჩა. 30’ წუთზე ბარეთმა ოვალი დააგდებინა პედი ჯექსონს და დაუდო, მაგრამ რეფმა დაასკვნა, ბურთი შემტევის ხელიდან წინ წავიდა და ვიდრე მოიხელთებდა, მიწას შეეხოო
49’ წუთზე ფეკიტოამ ურჯუკად შებოჭა საიმონ ზიბო და გააგდეს, მაგრამ ირლანდიამ ორი დერეფანი გაფლანგა და გოლით სხვაობა 5-მდეღა დაიყვანა; 66’ წუთზე კი ბექთა პასაობით ფეკიტოამ’ვე რომ გაიტანა გამარჯვების ლელო - ირლანდიამ თუმც ბევრი იდავა, მსაჯმა ვიდეოს მაინც არ გადაამოწმებინა ბოლო, ფრიად სათუო, თი’ჯეი პერენარას "წინ პასი" * 9:21 @ 67’
ყველა შერკინება!ავსტრალია ტურნეზე ოდინდელი "ხუთი ერის" ყველა მონაწილის ძლევას კი ეშურება, მაგრამ საფრანგეთთან მაინც დაასვენა ბობოლები - იზი ფოლაუ, მაიქლ ჰუპერ’ი და კიდევ ხუთი დამწყები, ხოლო 10 ნომრად თამაშის დღესღა აღადგინა ბერნარდ ფოლი, რაკი ქვეიდ ქუპერს კოჭი გაუმიზეზდა
ფრანგული მედია ბრაზობდა, ოზები პატივს არა გვცემენ, დუბლი რომ გამოგვიყვანესო, მაგრამ ამ სათადარიგოებმაც კოხტად იბურთავეს და *25:23 მოიგეს "15-კაცა, კანონიკური რაგბი" იმის’და მიუხედავად, რომ მატჩის ყველა, 9-ვე (!) შერკინება წააგეს
ფიჯელი მოშვიდკაცის, ვირიმი ვაკატავა’ს წყალობით "ლე ბლე" 8:0 დაწინაურდა, მაგრამ მალე მოლი ჩააქცია თავის ლელოსთან და სინბინათაც დაისაჯა * 8:10
მეორე ტაიმში ორ-ორი, ჩინებული ლელო დაიდო. ტევიტა კურინდრანის აკრობატიკაზე * 16:25 ვოლაბთა მწვრთნელმა, მაიქლ ჩეკამ იხუმრა, მეგონა, ნრლ-ს ვუცქერდიო
ტულუზელი გი ნოვესის ხელ’ქვეით ფრანგებმა "შამპანური რჲჳგბიც" გაიხსენეს (ხაზის ჭრა 18-6, ოფლოუდი 34-8), მაგრამ "გაწითლებულ დროზე" კამი ლოპესმა 35 მეტრიდან მაინც ააცილა ფაზაობით საგულდაგულოდ შემზადებული არეკნი
75 ათასი ფეშქაშადინგლისი - ფიჯის შებმის წინ მთავარი სადისკუსიო თემა ფული იყო: თითო ბრიტს თამაშში 22 ათასი გირვანქა ერგებოდა, ხოლო ფიჯელს - სულ რაღაც 400. ინგლისმა 23-კაცა რამზში ორი ძირით ფიჯელი შეიყვანა - სემესა როკო’ნდუნგუნი და ნეითან ჰიუზ’ი. პირველმა დუბლიც შეასრულა, 12-ლელოიან შოუში კი რაგბის სამშობლომ * 58:15გაილაღა და 75 ათასი უფეშქაშა გაჭირვებულ კუნძულელებს
უელსმა იაპონიასთან დაასვენა მთელი პირველი ხაზი და სამიც სხვა მორკინალი. "ალუბლებს" აკლდნენ ვაკეში დაშავებული გარემარბები: ლემეკი და ჰესქეთ’ი; 14:6’ზე გარეს ენსქომს პასი ჩაუჭრა აკიჰიტო იამადამ; საათის მიდამოში კოხტად ნაბურთალი დააგვირგვინა კენკი ფუკუოკამ * 24:20, 75’ წუთზე კი ანგარიში სულაც გათანაბრდა * 30:30 და მაინც, უელსმა მოიგო ბოლო წუთზე - ნორჩი სემ დევისის არეკნით *33:30
არგენტინასთან ლამის ეგრევე იმარჯვა ჩვენმა მომავალმა მეტოქემ - შოტლანდიამაც * 19:16 და რეიტინგის მეორე ოთხეულში - ანუ 2019 წლის მსოფლიო თასის წილისყრის მეორე ქოთანში - შეიჭრა. ეგ ღონისძიება "მსოფლიო რაგბმა" 2017 წლის 10 მაისისთვის დაგეგმა კიოტო’ში, მარი’ფილდში კი ფინ რასელმა რომ დაახაია ორი არეკნი და გრეიგ ლეიდლოუმ ძელს გაარტყა ჯარიმა, ფრე ჯდებოდა
მაგრამ არა! მეოთხე დამატებით წუთზე კაპიტანმა ლეიდლოუმ 22 მეტრიდან მაინც შეაგდო ჯარიმა, რომელიც იმად დაინიშნა, რომ ხუან-მანუელ ლეგისამონ’მა ბოჭვისას მეტოქეს იდაყვი აძგერა
შემოდგომის ტესტები * 2016მეორე ვიქ’ენდი
(( ვიდეოთა ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში ))იტალია 20:18 აფრიკაიტა: პადოვანი ბიზენი ბენვენუტი მაკ’ლეინ ვენდიტი
<10-9> კანა (ალენ 71) ბრონძინი (გორი 71) /
პანიკო (კვალიო 41) ჯეგა ჩიტადინი (ფერარი 41)
ფუზერ სბ 42, ფან’სხალკვეიკ (ბიაჯი 28) მინტო (ბრ.სტეინ 60) ფავარო პარისე^კაპ -
2ლ: ფან’სხალკვეიკ ვენდიტი; 2გ:კანა; 2ჯ: პადოვანი კანა
აფრ: ლე’რუ (ხუსენ 71) კომბრინკ ფენტერ დე’ალენდე ჰაბანა
<10-9> ლემბი (იანკის 53) პეიჯ (დე’კლერკ 53) /
მთავარირა (კიცჰოფ 53) სტრაუს^კაპ (მბონამბი 77) კოხ (ნიაკანე 53)
დიუ’ტოი დე’იახერ (მოსტერტ 71) ქარ ალბერც (მოჰოჟე 65) ვაითლი -
2ლ: ჰაბანადე’ალენდე; გ: ლემბი; 2ჯ: ლემბი იანკის
რეფ ქლენზი (ირლ) 19/11 @ ფირენცე, არტემიო ფრანკი (21 169)
0:5(9) 7:5(13) 7:12(18) 10:12(30) /
სბ(42ი) 10:15(46) 17:15(58) 17:18(61) 20:18(65)
ინგლისი 58:15 ფიჯიინგ: გუდ როკო’ნდუნგუნი ჯოზეფ (სლეიდ 66) ფარელ (თეო 53) დეილი
<10-9> ფორდ იანგს (ქეა 53) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 52) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 52) ქოულ (სინქლერ 58)
ლონჩბრი ლოზ (იუელს 66) რობშოუ ჰარისონ (ჰიუზ 48) ბ.ვუნიპოლა -
9ლ: ჯოზეფ (1 7) დეილი როკო’ნდუნგუნი (3 8) ჰარისონ ლონჩბრი (5 9) გუდ; 5გ: ფარელ 4, ფორდ; ჯ: ფარელ
ფიჯ: ტალემბულა მასილევუ (მური’ვალუვალუ 61) ტიკოი’როტუმა ვული’ვული ნანდოლო
<10-9> მატავესი ვულარიკა (მატავალუ 41) /
მაჰაფუ (რავაი 6) კოტო-ვული (ტუაპატი 52) საულო (ატალიფო 66)
რატუნ’იარავა (სონქეტა 54) ნაკარავა; ვანქანი’მბოროტუ (რანდრო’ნდრო 78) იატო ნქერა^კაპ (ნდავაი 59) -
3ლ: ნანდოლო ნაკარავა ტალემბულა
რეფ მიტრეა (იტა) 19/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 409)
7:0(5) 14:0(10) 19:0(13) 24:0(20) 31:0(28) 31:5(32) 34:5(38) 34:10(40+) /
34:15(44) 41:15(51) 48:15(57) 53:15(65) 58:15(70)
უელსი 33:30 იაპონიაუელ: ლმ.ვილიამს სბ 8, ჰაფ’პენი ჯთ.დევის რობერთს ქასბერთ
<10-9> ენსქომ (სმ.დევის 68) ჰლ.ვილიამს (გა.დევის 51) /
ნ.სმით (გილ 68) ბოლდვინ ლი (ენდრიუზ 68)
ჰილ (ბოლ 62) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ ქინგ -
3ლ: ლიდიეთ რობერთს ვორბერთონ; 3გ 3ჯ:ჰაფ’პენი; ა: სმ.დევის
იაპ: მაცუშიმა იამადა (ლოტოაჰეა 68) ლაფაელე ტატეკავა^კაპფუკუოკა
<10-9> ტამურა (ლოტოაჰეა 33-39) ტანაკა (უჩიდა 75) /
ნაკატანი (იამამოტო 53) ჰორიე (ჰინო 60) ჰატაკეიამა (იტო 53)
კაძიკავა ანისე (ჰელუ 53) ილაუა (მიმურა 68) ნუნომაკი (მაცუჰაში 60) მაფი -
3ლ: იამადა ფუკუოკა ლოტოაჰეა; 3გ: ლოტოაჰეა, ტამურა 2;3ჯ: ტამურა
რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ 19/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (73 969)
0:3(5) 0:6(9სბ) 7:6(13) 14:6(24) 14:13(39) /
17:13(43) 24:13(53) 24:20(57) 27:20(60) 27:23(63) 30:23(70) 30:30(75) 33:30(80ა)
ესპანეთი 33:16 ურუგვაი4ლ: ბარტერე (1 2) ხორბა კონტარდი; 2გ 3ჯ: ლინქ’ლეითერ / სბ: ხიმენო; წბ: ბარტერე -
ლ: გატას; გ: ორმაეჩეა; 3ჯ: ეჩევერი / სბ: ლამანა ეჩევერი; / წბ: გამინარა
რეფ ანსელმი (არგ) 19/11 @ მალაგა, "ქალაქისა" (10 ათასი)
3:0(3) 3:3(9) 3:6(16სბ) 6:6(24) 11:6(26) 11:9(31) 18:9(40) /
სბ(42უ) 21:9(44) 28:9(54) სბ(55უ) 33:9(62) 33:16(72) წბ-წბ(80)
რუმინეთი 21:16 კანადა2ლ: ვლაიკუ დუმიტრუ; გ 3ჯ: ვლაიკუ -
ლ: მაქ; გ: ბრეიდ; 3ჯ: მაკ’რორი
რეფ კუბო (იაპ) 19/11 @ ბუკურეშტ, არკულ (_)
0:3(2) 3:3(4) 10:3(12) 10:6(15) 15:6(23) 18:6(31) /
21:6(55) 21:9(62) 21:16(75)
ტონგა 20:17 შტატები2ლ: ვეაინუ ვაინიკოლო; 2გ 2ჯ: ტაკულუა სბ პუაფისი -
2ლ: იოსეფო ტაუფეტე; 2გ ჯ: ჰოულდერ
რეფ ბრაიანთ (ზელ) 19/11 @ სან’სებასტიან (ესპ), ანოეტა
7:0(11) 7:3(16) 14:3(24) 14:10(39) 17:10(40) /
17:17(52) 20:17(63) სბ(70ტ)
შოტლანდია 19:16 არგენტინაშტლ: ჰოგ მეითლენდ ჰ.ჯოუნზ (ჰორნ 58, ფისერ 79) დანბარ სიმორ
<10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ /
დელ (ალენ 74) ბრაუნ (ფორდ 22-33, 68) ფეიგერსონ (ლოუ 51)
გილქრისთ (სვინსონ 71) ჯ.გრეი; ბრედბერი (ვილსონ 51) ვოთსონ ბარქლეი -
ლ: მეითლენდ; გ 4ჯ: ლეიდლოუ
არგ: ტუკულეტ მორონი (დე’ლა’ფუენტე 74) ორლანდო (ესტეჟეს 71) ერნანდეს კორდერო
<10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 58) /
ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 71) კრევი^კაპ (მონტოჟა 71) ერერა (პიერეტო-ეილან 71)
პეტი-პაგადისავალ (ლეგისამონ 71) ალემანო; მატერა ორტეგა-დესიო ისა (სენატორე 57) -
ლ: ორლანდო; გ 3ჯ: სანჩეს
რეფ ო’ქიფ (ზელ) 19/11 @ ედინბურგ, მარიფილდ (50 481)
3:0(3) 6:0(28) 6:3(39) /
6:6(44) 6:13(51) 13:13(55) 13:16(63) 16:16(68) 19:16(80+4)
ირლანდია 9:21 ზელანდიაირლ: რ.ქარნი თრიმბლ პეინ ჰენშოუ (რინგროუზ 11) ზიბო (მარმიონ 73)
<10-9> სექსთონ (ჯექსონ 18) მარი /
მაკ’გრას (ჰილი 58) ბესთ^კაპ(შ.ქრონინ 68) ფერლონგ (ბილემ 68)
რაიან (ჰენდერსონ 58) თოუნერ; სტანდერ (ფან’დერ’ფლიერ 22) ო’ბრაიენ ჰიზლიპ -
3ჯ: სექსთონ, ჯექსონ 2
ზელ: ბ.სმით (ნაჰოლო 73) დეგ ფეკიტოა სბ 49, ლინერთ-ბრაუნ ჯ.სავეა (ქრუდენ 58)
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით სბ 18 (პერენარა 58) /
მუდი (ქროქეთ 49) ქოულზ (ქ.თეილორ 68) ო.ფრენქს (ფაუმუინა 52)
რეთალიქ ვაითლოქ; სქვაიერ (სქ.ბარეთ 68) ქეინ (ა.სავეა 18) რიდ^კაპ -
3ლ: ფეკიტოა (1 3) ბ.ბარეთ; 3გ: ბ.ბარეთ
რეფ პეიპერ (აფრ) 19/11 @ დაბლინ, ავივა (_)
0:7(5) 3:7(10) 3:14(15) სბ(18ზ) 6:14(25) /
სბ(49ზ) 9:14(58) 9:21(67)
საფრანგეთი 23:25 ავსტრალიასფრ: სპედინგ (ლოპეს 30-36) ნაკაიტათი ლამერა (ფიკუ 68) ფოფანა ვაკატავა
<10-9> დუსენ (ლოპეს 45-50, 57) მაშნო (სერენ 73) /
ბაი (შოსი 64) გირადო^კაპ (შა 64) ატონიო (სლიმანი 64)
ვაამაინა (ლე’დევედეკ 64) მაესტრი; ოივონ სბ 24, გურდონ პიკამოლ (შული 71) -
3ლ: ვაკატავა დუსენ ფოფანა; გ 2ჯ: მაშნო
ავს: მორაჰენ ნაივალუ კურინდრანი გოდვინ სპეით
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 78) /
სლიპერ (სიო 64) ლატუ (მორ 65) ალა’ალა’ტოა (რობერთსონ 70)
დაგლას (სქელთონ 70) სიმონს; ფარდი პოქოქ^კაპმაკ’მან (მამ 68) -
3ლ: [საჯ] ფოლი კურინდრანი; 2გ 2ჯ: ფოლი
რეფ ჯექსონ (ზელ) 19/11 @ პარიზ’ი, სან’დენი, სტად დე ფრანს (80 ათასი)
3:0(6) 8:0(17) 8:3(22) 8:10(25სბ) 8:13(37) 11:13(40+2) /
11:20(45) 16:20(53) 16:25(58) 23:25(67) ბოლო(80+3)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (21/11)
1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 8984, 3 ავსტრალია 8814,
4(5) ირლანდია 8346, 5(4) აფრიკა 8249, 6 უელსი 8177,
7(9) შოტლანდია 8057, 8(7) საფრანგეთი 8013, 9(8) არგენტინა 7991,
10 ფიჯი 7549, 11 იაპონია 7520,
12 საქართველო 7424, 13 იტალია 7423, 14 სამოა 7091, 15 ტონგა 7025
16 რუმინეთი 6936, 17 შტატები 6466, 18 კანადა 6429,
19(21) რუსეთი 6325, 20(19) ნამიბია 6278, 21(20) ურუგვაი 6066,
22(24) ესპანეთი 6017, 23(22) კენია 5928, 24(23) გერმანია 5899,
25(28) პორტუგალია 5688, 26 ბელგია 5687, 27(25) ჰონკონგი 5650,
28(30) კორეა 5550, 29(27) ჩილე 5508, 30(29) ჰოლანდია 5493
+/-: იტა 200 აფრ, ესპ 161 ურუ, კორ 157 ჩილ (38:36 გ),
პორ 153 შვც (28:10 გ), რუს 134 ჰნკ (27:0 გ), ჰოლ 96 მოლ (44:17 შ),
შტლ 79 არგ, ტონ 78 აშშ, ავს 63 სფრ,
საქ 46 სამ, რუმ 24 კან,
ზელ 21 ირლ, უელ 5 იაპ * ინგ 0 ფიჯ
მესამე ვიქ’ენდი საქართველოს თარიღითა და დროით
პარ 25/11 სამოა 23.00 კანადა გრენობლ (სფრ)
შაბ 26/11 იტალია 18.00 ტონგა პადუა
. . ინგლისი 18.30 არგენტინა თვიქნემ
. . შოტლანდია 18.30 საქართველო ქილმარნოქ
. . რუმინეთი 20.00 ურუგვაი ბუკურეშტ
. . ირლანდია 21.30 ავსტრალია დაბლინ
. . უელსი 21.30 აფრიკა კარდიფ
. . საფრანგეთი 24.00 ზელანდია პარიზ’ი
კვი 27/11 ფიჯი 18.00 იაპონია ვან (სფრ)

სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@