დალეწილებმაც გარდატეხეს! შემოდგომის ტესტების მესამე ვიქენდზე
ზელანდიამ წკიპზე ძლია საფრანგეთი;
ავსტრალია გამოხშირულ ირლანდიასთან დამარცხდა,
აფრიკამ კი ევროპული ტურნე გაუმარჯვებლად დაასრულაOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და რეიტინგი = ქვემოთააზელანდიას გალებთან ბოლოჯერ 2009 წელს, შინ წაეგო, ამჯერად კი "ლე ბლეს" ზედიზედ მეათედ მოუგო იმის’და მიუხედავად, რომ 22 ბოჭვა გაუცუდდა და 14-ჯერ დაჯარიმდა. ტულუზელი გი ნოვეს’ის მიერ დამოძღვრილმა "მამლებმა" თავზე ხელი ძველებურად აიღეს და 31 ოფლოუდი შეასრულეს, მაგრამ ბრეიქ’დაუნზე ვერ ივარგეს და ხუთი თავიანთი დერეფანიც წააგეს
80 წუთში სულ 35 დერეფანი და ოდენ 8 შერკინება მოეწყო. ბოჭვა სამ-სამჯერ გაუცუდდათ გრანდებს - ჯულიან სავეას, ბროდი რეთალიქს, ჯერომ კაინოსა და თვით ქიარან რიდსაც, მაგრამ "ოლ ბლექსი" ისევ იხსნა "2016 წლის საუკეთესო მორაგბემ", მგეზავმა ბოდენ ბარეთმა, ვინაც სავეას ფეხით გაუხერხა სალელოე პასი, ხოლო კამი ლოპესს "წითელ ზოლთან" ჩაუჭრა გადაცემა და 90 მეტრი იქეთ ირბინა
ფრანგთაგან ძაან გემოზე ბურთაობდნენ ფიჯელი გარე’მარბები - ვირიმი ვაკატავა და ნოა ნაკაი’ტათი, მაგრამ ეს ბარეთის ქიქ’პასზე უმწეოდ დაიბნა, სავეამ ნახტომით იხელთა ბურთი და იზრაელ დეგი გააქცუნა * 0:7 @ 8’ ზელანდიამ გამარჯვება თითქმის დაიბევა საათის თავზე, როცა ფაზური შტურმი წვეროსანმა ბურჯმა ჩარლი ფაუმუინამ დაასრულა, გალთა ერთადერთი ლელო კი ნორჩმა ჰავ’ბექმა, ბაპტისტ სერენმა ფარული პასით გაატანინა ლუი პიკამოლს * 19:24
ჩეკა ჩივისავსტრალიას დაგეგმილი სლემი მეოთხე ტესტში, დაბლინში ჩაუფლავდა. ირლანდიას კივებთან ჯახის გადამკიდე ისედაც აკლდნენ ჰენშოუ, სექსთონი და ო’ბრაიენი, ოზებთან კი პირველსავე ტაიმში დაემტვრა კიდევ სამი ბექი - ქარნი, თრიმბლი და პეინი, რის გამოც მესამე მგეზავი დადგა ფულ’ბექად და მეორე 9 ნომერი - გარე’მარბად
და მაინც, "სამყურებმა" დასკვნით მეოთხედში შემოაბრუნეს წაგებული ხელი * 27:24 და გაიმეორეს ინგლისის 2003 წლის’ეული მიღწევა - ერთ "კალენდარულ წელში" ძლიეს სამივე სამხრეთელი ბუმბერაზი: აფრიკა, ზელანდია და ავსტრალია
კელტებმა თამაში ტაქტიკურად გამართულად წარმართეს (ფეხით 23-9), ოზები კი ისევ არა’ნორმალურად ბლომად აჯარიმა რეფმა (13-3), რის გამოც ვოლაბთა ძირით ლიბანელი გურუ, მაიქლ ჩეკა ჩივილს აპირებს "მსოფლიო რაგბის" დაბლინის ოფისში, მსაჯთა ირლანდიელ (!) თავკაც ალენ როლან’თან და წინდაწინ იცის, რომ მაქედან არაფერი გამოუვა
წინ ძალუმად წაწიეს100-კეპოსანი კაპიტნის, კვაჭ რორი ბესთის სარდლობით ირლანდიამ პირველი სამი ჯარიმა კიდეს დაუმიზნა და ერთხელ 17 ფაზაც აკინძა, მაგრამ ხელი ყოველ ჯერზე რომ მოეცარა, პედი ჯექსონს 42 მეტრიდან კარში დაარტყმევინა * 3:0 @ 18’
შუა პირველ ტაიმში ოზებს გაუსინბინეს დინ მამი, ვინაც თეიგ ფერლონგი რაქში ააყირავა. უმალ საიმონ ზიბომ ფეხით დაუგორა ქის ერლსს და ამან იენ ჰენდერსონი დაგეზა, მეორე ლელოზე კი ქონორ მარის უხეირო პასი მაინც იხელთა ნორჩმა გარი რინგ’როუზმა და თუმც სტუმრები ჩიოდნენ, ბლოკი იყოო, ლელო ჩაითვალა * 17:0 @ 35’
ავსტრალიამ ამის შემდეგღა შეძლო აბურთავება და 20 წუთში, თამაშ-თამაშ, ხელ’და’ხელ გაიტანა ოთხი (!), რომელთაგან ჩაითვალა სამი: იზი ფოლაუმ შექცეულით დაგეზა დეინ ჰეილეთ-პეთი; დევიდ პოქოქს წინ პასი გამოუჩხრიკა კიდის მსაჯმა, ნაიჯელ ოუენსმა; ოთხი სხარტი გადაცემის წყება ფრთაზე დააგვირგვინა ტევიტა კურინდრანიმ, შეცვლაზე შესულმა სეფა ნაივალუმ კი მეტობით იხეირა და ბერნარდ ფოლიმაც გაიტანა გოლები * 20:24 @ 61’
და მაინც, ირლანდიამ გარდატეხა თამაში! ძალუმად წაწიეს ბურთი წინ ბურმა სი’ჯეი სტანდერმა, ფერლონგმა და პითერ ო’მანიმ, ზიბომ კი ოფლოუდი მიართვა ერლსს * 27:24 @ 68’ ავსტრალიამ კიდევ სცადა ბურთაობა, მაგრამ წუნი მოუმრავლდა, ხოლო კელტებმა თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, იქ ჭიდილი გააჩაღეს და გაძლეს
კუცია ჯიუტობსაფრიკის წამხდარმა გურუმ, მულატმა ალისთერ კუციამ უელსს ერთბაშად ოთხი ახალბედა გაუყვანა, მაგრამ მაინც ვერაფერი დააკლო. კარგად არც "ურჩხულებს" ურაგბიათ. ერთი კია, მათ 110 წელში ოდენ მესამედ (!) მაინც დაამარცხეს "ბოკე" * 27:13, ვინაც სეზონი 4-8 ბალანსით დაასრულა და რეიტინგშიც მეექვსე ადგილამდე დაეშვა
პირველ ტაიმში გავიდა 6 გოლი და უელსი 12:6 დაწინაურდა. ნავსი მას შემდეგ გატყდა, რაც ფაფ დე’კლერკმა დენ ბიგარს პასზე ხელი ჩაუკრა და დაითხოვეს. მასპინძლებმა ლელო 15 მეტრიდან, მოლით შეიტანეს; აფრიკამ 25 წუთის შემდეგ’ღა, მოლით’ვე, 5 მეტრიდან იძალა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ჯასთინ თიპურიქმა თქვა - 20 მეტრიდან ფრონტის შუაში გაუსხლტა ორ მბოჭავს და მწმენდელიც გააცურა
ბოკეს კაპიტანმა, კვაჭმა ადრიან სტრაუსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, კუცია კი ჯიუტობს, კონტრაქტი 4 წლითა (!) მაქვსო. კავშირის უფროსობა 9 დეკემბერს შეიკრიბება და სტრუქტურის გარდაქმნაზე იმსჯელებს. კუციას ამალას მიაჩნია, რომ ლეგიონერებს მეთვალყურე ჭირდებათ, უელსმა კი 78 წერტით იხეირა და მსოფლიოს მეხუთე გუნდი გახდა
ვუნიპოლა იუქმებსწლეულს წაუგებელი მარტო ინგლისია (11-0, 329:193) და დეკემბრის პირველ შაბათს, ჩაროზად ეტესტება ავსტრალიას
"ვარდებს" დიდი ბრძოლა გადახდათ არგენტინასთან * 27:14 გაიცა ორი წითელი და ოთხიც ყვითელი ბარათი: ბრიტებს გარე’მარბი ელიოთ დეილი ამხტარი ლეო სენატორეს ჩამოგდებისთვის 5’ წუთზევე გაუგდეს და სამი კვირა მიუსაჯეს, არგენტინელი ბურჯი - ენრიკე პიერეტო-ეილანი კი დაწიხლვისთვის 7 კვირას იუქმებს
"პუმებს" აკლდნენ ხოაკინ ტუკულეტი და ნიკო სანჩესი. საწყის 8 წუთში სამი კაცი გაიყვანეს შერყევაზე შესამოწმებლად; პირველი შერკინება 36’ წუთზეღა დაინიშნა, ზედ შესვენების წინ კი გოლფის ავტოთი დატოვა მოედანი მუხლ’ნატკენმა 8 ნომერმა ბილი ვუნიპოლამ და საგაისო "ექვს ერს" ახლავე გამოაკლდა
არადა, მაგ სახელოვან შეჯიბრზე ნოემბრის ბოლო დღეს, როგორც იქნა, შემოიღეს ბონუსები, რათა ლელო მეტი დაიდოს და ჩემპიონიც სხვაობით აღარ გამოვლინდეს. მეტიც, "სლემის" გამხერხებელი (ხუთივე მატჩის მომგები) უსიკვდილოდ რომ გახდეს ჩემპიონი, ამისთვის პრემიად 3 ქულას დაურიცხავენ
ვერ გადაგვისწრესარგენტინა ბლომად ჯარიმდებოდა. ოუენ ფარელმა "უკან’დახევისას აღებული გაგორებული" რომ გააგდებინა თვით ხუან-მარტინ ერნანდესს და ინგლისი ფრთაზე ლელოს დებდა, მატიას ორლანდომ პასზე ხელი ჩაუკრა ბრიტებს და "საჯარიმო ლელო+ სინბინით" დაისაჯა * 16:0 @ 30’
პაუზათა და შერკინებათა გამო პირველი ტაიმი საათს გაგრძელდა - პუმები მეტოქის ლელოსთან დაბანაკდნენ და 13’კაცა ინგლისი მაინც გატეხეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი ხელ’და’ხელ, 75 მეტრიდანაც დაუდეს მეორე * 16:14 @ 43’
მაშინ ინგლისი ფეხოსნობასა და მიძალებაზე გადავიდა, ორი ჯარიმა შეაგდო, მატჩში მეორეც ააცილა, ერთხელაც ჩაათამაშა და თომ ვუდისა და ჯონათან ჯოზეფის პასებით ფრთაზე გაილაღა ჯონი მეიმ * 27:14 @ 68’
სხვაფრივ, წინა ვიქენდზე აფრიკის მძლეველ იტალიას ტონგასთან რომ აღარ ჰყავდა საფრანგეთის ტოპ 14-ში დასჯილი კაპიტანი სერჯო პარისე (121 კეპი), გადაცილებულზე 40 მეტრიდან გაუშვა ჯარიმა, * 17:19 დამარცხდა და რეიტინგში ვეღარ გადაგვისწრო, და იაპონიამაც ნეიტრალურ საფრანგეთში ვერაფერი დააკლო 33’ წუთიდან 14 კაცის ამარა დარჩენილ, მეათე ადგილზე გამაგრებულ ფიჯს * 25:38
შემოდგომის ტესტები * 2016მესამე ვიქ’ენდი
(( ვიდეოთა ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში )) სამოა 25:23 კანადალ: პერეს; გ 4ჯ 2ა: ლეუილა / სბ: ტუი’ფუჰა -
3ლ: ომსთედ ფან’დერ’მერვე (2 3) გ 2ჯ: ბრეიდ / სბ: ქადმორ
რეფ პირს (ინგ) 25/11 @ გრენობლ (სფრ) დეზ’ალპ (12 ათასი)
7:0(9) 10:0(10ა) 13:0(14) 13:3(16) 16:3(24) 16:6(27) /
19:6(50) სბ(56ს) 19:11(58) სბ(62კ) 19:16(64) 22:16(68ა) 25:16(73) 25:23(79)
იტალია 17:19 ტონგაიტა: პადოვანი ბიზენი ბენვენუტი მაკ’ლეინ ვენდიტი
<10-9> კანა (ალენ 54 სბ 72) ბრონძინი (გორი 54) /
პანიკო სბ 40+ (კვალიო 48) ჯეგა ჩიტადინი (ფერარი 41)
ხელდენჰეის (ბიაჯი 48) ფუზერ; მინტო (კვალიო 44-47, ბრ.სტეინ 71) ფავარო^კაპ ფან’სხალკვეიკ -
2ლ: ჩიტადინი ალენ; 2გ: კანა ალენ; ჯ: პადოვანი
ტონ: ჰალაი’ფონუა (ვუნა 62) ტუი’ტავაკე ს.პიატაუ^კაპ ფოსიტა ფ.ვაინიკოლო
<10-9> ჰალა ტაკულუა /
მაილაუ (ფაჰანუნუ 54) ნგაუამო (ტაიონე 62) ჰალანუ’კონუკა (პუაფისი 54)
მაფი ტუინეაუ; ფალეაფა რემ კოლოა’მატანგი (მაპა’პალანგი 21 სბ 24) -
ლ: პიატაუ; გ 4ჯ: ტაკულუა
რეფ ლეისი (ირლ) 26/11 @ პადოვა, ეუგანეო (18 165)
7:0(14) სბ(24ტ) 7:3(33) სბ(40+ი) ნახ(40+2) /
7:6(46) 7:13(54) 14:13(56) 14:16(73სბ) 17:16(78) 17:19(80+)
ფიჯი 38:25 იაპონია5ლ: ვული’ვული ტალე’მბულა მბოტია (3 4) ნანდოლო; 5გ ჯ: ნანდოლო / სბ+სბ=წბ: იატო -
3ლ: მაცუშიმა (1 3) ილაუა; 2გ 2ჯ: ტამურა
რეფ იუბერ (აფრ) 26/11 @ ვან (სფრ) რაბინ (_)
7:0(16) სბ(18ფ) 7:3(20) 14:3(23) 14:6(33სბ+წბ) 21:6(36) /
28:6(44) 35:6(52) 35:13(58) 35:18(64) 35:25(78) 38:25(80+)
ინგლისი 27:14 არგენტინაინგ: ბრაუნ (სლეიდ 75) მეი ჯოზეფ ფარელ დეილი წბ 5
<10-9> ფორდ ბ.იანგს (ქეა 70) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 60 სბ 76) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 60) ქოულ სბ 40+5 (სინქლერ 74)
ლოზ ქრუზ (იუელს 79) რობშოუ ვუდ (სინქლერ 40+6 - 47) ბ.ვუნიპოლა (ჰარისონ 39, მ.ვუნიპოლა 80) -
2ლ: [საჯ] მეი; გ 5ჯ: ფარელ
არგ: კორდერო ორლანდო სბ 29, მორონი გონსალეს-იგლესიას (დე’ლა’ფუენტე 8) ესტეჟეს (ასკარატე 76)
<10-9> ერნანდეს (დე’ლა’ფუენტე 4-7) კუველი (ლანდახო 68) /
ნოგერა-პას (გარსია-ვოტა 64) კრევი^კაპ (მონტოჟა 62) ერერა (პიერეტო-ეილან 62 წბ 76)
პეტი-პაგადისავალ ალემანო (ლესანა 64) მატერა სბ 66, ორტეგა-დესიო სენატორე (ისა 5, ერერა 80) -
2ლ: ისა კორდერო; 2გ: ერნანდეს
რეფ გა’იუზერ (სფრ) 26/11 @ ლონდონ, თვიქნემ (81 586
3:0(4) წბ(5ი) 6:0(13) 9:0(24) 16:0(30სბ) სბ(40+5ი) 16:7(40+9) /
16:14(43) 19:14(52) 22:14(64) სბ(66ა) 27:14(68) სბ-წბ(76) ბოლო(80+2)
რუმინეთი 36:10 ურუგვაი5ლ: შენან (1 2) ფან’ჰირდენ სურუ’ჯიუ ფერკუ; 4გ ჯ: ვლაიკუ / სბ: ფონოვაი -
ლ: ლეიტენ’შტაინ; გ ჯ: ბერჩესი / სბ: ბლეხიო
რეფ ვაით’ჰაუს (უელ) 26/11 @ ბუკურეშტ, არკულ (_)
3:0(18) 8:0(32) 8:3(36) 15:3(39) 22:3(40+3) /
სბ(45უ) 29:3(57) სბ(72რ) 29:10(75) 36:10(77)
ირლანდია 27:24 ავსტრალიაირლ: რ.ქარნი (ზიბო 12) თრიმბლ (ქარბრი 31) პეინ (მარმიონ 41) რინგროუზ ერლს
<10-9> ჯექსონ მარი /
მაკ’გრას (ჰილი 61) ბესთ^კაპ (შ.ქრონინ 76) ფერლონგ (ბილემ 71)
ჰენდერსონ (დილან 56) თოუნერ; სტანდერ ფან’დერ’ფლიერ ჰიზლიპ (ო’მანი 61) -
3ლ: ჰენდერსონ რინგროუზ ერლს; 3გ 2ჯ: ჯექსონ
ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ჰოჯ (ქუპერ 80) სპეით (ნაივალუ 56)
<10-9> ფოლი სბ 80, გენია /
სიო (სლიპერ 68) მორ^კაპ (ლატუ 76) კეპუ (ალა’ალა’ტოა 68)
არნოლდ (დაგლას 41) სიმონს (მაკ’მან 68) მამ სბ 23, ჰუპერ პოქოქ -
3ლ: ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ნაივალუ; 3გ ჯ: ფოლი
რეფ გარსეზ (აფრ) 26/11 @ დაბლინ, ავივა (_)
3:0(18) სბ(23ა) 10:0(25) 17:0(35) 17:7(40+2) /
17:14(48) 20:14(50) 20:21(58) 20:24(61) 27:24(68) სბ(80ა) ბოლო(80+3)
უელსი 27:13 აფრიკაუელ: ჰაფ’პენი ნორს ჯთ.დევის სქ.ვილიამს (რობერთს 79) ლმ.ვილიამს (სმ.დევის 59)
<10-9> ბიგარ გა.დევის /
ჯენქინს^კაპ (ნ.სმით 67) ოუენს (ბოლდვინ 60) ფრენსის (ლი 68)
ჩართერის (ჰილ 79) ავ.ჯოუნზ; ლიდიეთ (ფალეტაუ 41) თიპურიქ მორიართი -
2ლ: ოუენს თიპურიქ; გ 5ჯ: ჰაფ’პენი
აფრ: ხუსენ კომბრინკ ფენტერ ფან’რენსბერგ (მაპუ 68) ულენგო
<10-9> იანკის (ლემბი 59) დე’კლერკ სბ 42 (ფან’სეილ 65) /
მთავარირა (კიცჰოფ 59) სტრაუს^კაპ (მარქს 72) ადრიანსე (ნიაკანე 68)
დიუ’ტოი (მოსტერტ 68) დე’იახერ; ქარ (ჟლ.დიუ’პრე 79) ქასიმ ვაითლი -
ლ: ქასიმ; გ: ლემბი; 2ჯ: იანკის
რეფ პუატ (სფრ) 26/11 @ კარდიფ, პრინსიპალითი (_)
0:3(7) 3:3(12) 6:3(18) 9:3(22) 9:6(24) 12:6(34) /
15:6(43სბ) 20:6(46) 20:13(71) 27:13(78)
საფრანგეთი 19:24 ზელანდიასფრ: დიულენ ნაკაიტათი ლამერა (ფიკუ 61) ფოფანა (ფიკუ 12-16) ვაკატავა
<10-9> ლოპეს მაშნო (სერენ 48) /
შოსი (ბაი 61) გირადო^კაპ (შა 70) ატონიო (სლიმანი 61)
ვაამაინა მაესტრი (ლე’დევედეკ 15) ოივონ გურდონ პიკამოლ (შული 67) -
ლ: პიკამოლ; გ: სერენ; 4ჯ: მაშნო 2, სერენ 2
ზელ: დეგ (ქრუდენ 57) ნაჰოლო ლინერთ-ბრაუნ ქროთი (რ.იოანე 44) ჯ.სავეა
<10-9> ბ.ბარეთ პერენარა (ა.სმით 59) /
მუდი (ქროქეთ 44) ქოულზ (ქ.თეილორ 63) ო.ფრენქს (ფაუმუინა 48)
რეთალიქ (სქ.ბარეთ 44) ვაითლოქ; კაინო თოდ (ა.სავეა 57) რიდ^კაპ -
3ლ: დეგ ბ.ბარეთ ფაუმუინა; 3გ ჯ: ბ.ბარეთ
რეფ ბარნს (ინგ) 26/11 @ პარიზ’ი, სან’დენი, სტად დე ფრანს (_)
0:7(8) 0:10(17) 3:10(25) 6:10(40) /
6:17(43) 9:17(50) 9:24(59) 16:24(63) 19:24(77)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (28/11)
1 ზელანდია 9478, 2 ინგლისი 8984, 3 ავსტრალია 8697,
4 ირლანდია 8462, 5(6) უელსი 8255, 6(5) აფრიკა 8179,
7 შოტლანდია 8067, 8 საფრანგეთი 8013, 9 არგენტინა 7991,
10 ფიჯი 7646, 11 იაპონია 7422,
12 საქართველო 7414 13 იტალია 7247, 14(15) ტონგა 7194, 15(14) სამოა 7125,
16 რუმინეთი 6936, 17 შტატები 6466, 18 კანადა 6395,
19 რუსეთი 6325, 20 ნამიბია 6278, 21 ურუგვაი 6066,
22 ესპანეთი 6017, 23 კენია 5928, 24 გერმანია 5899
+/-: ტონ 169 იტა, ირლ 116 ავს, ფიჯ 97 იაპ, უელ 78 აფრ, სამ 34 კან,
შტლ 10 საქ (43:16 შ) * ზელ 0 სფრ, ინგ 0 არგ, რუმ 0 ურუ
ჩაროზისაქართველოს თარიღითა და დროით
შაბ 03/12 ინგლისი 18.30 ავსტრალია @ თვიქნემ

სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@