http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragb...o-opozicia.htmlვიცე პრეზიდენტი ორია
მერაბ ბესელია და გიორგი გორგასლიძე
* * *
ქრონოლოგიურად ეს ყველაფერი იყო ასე...
20/12/2015-ში იგეგმებოდა სრკ-ს არჩევნები, სადაც მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 2 კანდიდატი: მოქმედი პრეზიდენტი - გიორგი ნიჟარაძე და კავშირის სპორტული დირექტორი - ირაკლი აუსერიძე
კანდიდატების რეგისტრაცია 11/12/2015 -ში დასრულდა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება - არჩევნებში ჩარევის მცდელობის შესახებ: "უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი "თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა" -ო...
არჩევნებადმე ზუსტად 1 კვირით ადრე
13 დეკემბერს გიას კომენტარი "ჩარევის მცდელობის შესახებ" - ""არჩევნებში ჩარევის მცდელობის შესახებ არაფერი ვიცი და არც გამიგია. რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებული განცხადებით კი საზოგადოებისთვის შეხსენება გვსურდა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, რაც სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.
რაც შეეხება არჩევნებში ჩემს კონკურენტ ირაკლი აბუსერიძეს, მასზე საუბარი არ მსურს", - გვითხრა გია ნიჟარაძემ, რომელიც რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით იყრის კენჭს."
იმავ დღეს აბუს კომენტარიც...
"მიმაჩნია, რომ იმ პირობებში, რაც დღეს ქართულ რაგბიში არსებობს, ჩემს გუნდთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. სულ სხვა ხედვები გვაქვს და სწორედ ამან მიბიძგა არჩევნებში მონაწილეობისკენ.
ხედვებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს დიდ პრეზენტაციას გავმართავ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი ის, რის გაკეთებასაც გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებ.
გიორგი ნიჟარაძეს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, ვერ შევაფასებ, მაგრამ როგორც ქართულ რაგბიში მოღვაწე ადამიანს, მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რისთვისაც მე პირადად მისი მადლობელი ვარ"
14/12/2015-ში
სრკ განცხადება:
დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, რაგბის კავშირმა გადაწყვიტა შემდეგი მონაცემების გამოქვეყნება:
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე 37 ნამდვილი წევრიდან 22-მა წარადგინა გიორგი ნიჟარაძის კანდიდატურა, 8-მ წარადგინა ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურა.
აღნიშნული წარდგინებებიდან (სულ 30) 2-მა ნამდვილმა წევრმა წარადგინა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი.
15/12/2015 წ.
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.
აქვე გიამ დაამატა: ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება"-ო
კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის, შემდეგ, მეორე დღეს აბუს კომენტარი - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ჭორებია, რომლებიც ჩემი კანდიდატურასთან დაკავშირებით აგორდა-ო - ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე. ამ ჭორების და იმ ჩირქის მოცხობის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება-ო
კიდევ ერთი დღეც და მაჩხოსა და სპორტოლელი ედო ბადალაშვილის ძაღლები და კატები...
16/12/2015 -ში სრკ-მ თქვა: რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება-ო
უკვე 17-ში
ოქტავიენ მორარიუს მეგობრულ-განწყობა-ნარევი-საქმიანი ვიზიტი საქართველოში და გიას ფრაზა ეშმაკების გარეთ კი არა შიგნით ძებნაში, უკეთ საძებნელად ქართული კლასიკაში ეძებეთო...
მე სრკ-ს პრეზიდენტი აღარ ვიქნები, მარგამ ყველაფერი კარგად იქნებაო...
18-19 -ში ხმა ასპინძდან: ლეონსიომ იმდნი შეცდომა იყო რომ გზას ავცდითო და ვფიქრობ სრკ-ს პრეზიდენტობაზე - მე ჩემი ხედვა მაქვს-ო
19-20 -ში უკვე კახა კობახიძის კომენტარი: შეცდომები იმდენი იყო, რომ რა ვიცი-ო, ერთ-ერთ კანდიდატად მეც მომიაზრეთ_ო
21-ში ისევ სრკ-ს განცხადება - ახალი არჩვნები მალე (უახლოეს დღეებში) დაინიშნებაო
22-ში ისევ აბუ-ს კომენტარი სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამოვრიცხავო...
ამასობაში აბუ გამოჩნდა გუნდით - მაჩხო, ილო, დიმა. 21-21 -ში სკაიპით მიცემულ ინტერვიუში ამუს მხარი დაუჭირა ზირაქამაც
გუშინ ვეტერეან მორაგბეთა ინიციატივით კიდევ ერთი დიდი შეკრება შედგა: ისაო, ესაო... ეს ისე და ის ასეო... მარგამ ყველაზე ხმაურიანი განცხადება დუგლას კავთელაშვილმა გააკეთა: "გიორგი ნიჟარაძე ჩამოსული იყო ქუთაისში. შემხვდა. ვუთხარი, ის ვიცე-პრეზიდენტი მოიშორე, რაგბიში ფულის კეთების მეტი რომ არაფერი უკეთებია და როგორც ლამაზად მოდი, ისე ლამაზად წადი-მეთქი"-ო
გზადაგზა...
კალაძემ ურჩია ნიჟარაძეს აღარ იყარო კენჭიო... გიამ არაო, კახიმ არაო... აბუმ არავინ ერევა შიდა საქმეებშიო...
დანარჩენი ვნახოთ...
* * *
ისე
ბიძინოვიჩი გადაგდომას აპირებსო და
ეს ნიშნავს მ/კაბინეტის ავტომატურ დათხოვნას და
ჩვენი ექიმი თუ თავიდან ა(ღ)არ წარადგინეს
ის ამბავი მართალს ემსგავსება(სავით?)
This post has been edited by GiorgiG83 on 23 Dec 2015, 12:04