ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც ახალია და გადამწყვეტი იქნება განვითარებაში გოჩა სვანიძის პროგრამიდან, ჩემი აზრით რა თქმა უნდა:
1. სარაგბო სატელევიზიო არხის შექმნა.
2. განხორციელდება მწვრთნელთა მომზადება, საქართველოში სემინარების ჩატარება წამყვანი სარაგბო ქვეყნების მწვრთნელთა მონაწილეობით, მწვრთნელთა გაგზავნა სემინარებზე და ტრეინინგებზე უცხოეთში.
3. მნიშვნელოვნად გაიზრდება მსაჯების რაოდენობა, შემუშავდება და დაინერგება ხარისხის კონტროლის სისტემა. მომზადდება მსოფლიო თასი დონის მინიმუმ 1 მსაჯი. ( ალბათ ამაშუკელი იგულსიხმება)
4. ბავშვთა და მოზარდთა რაგბის სწავლების სისტემის შექმნა (ამ პუნქტში ყველა ჩამოთვლილი ძალიან მნიშვნელოვანია)
5. მორაგბეთა პერსონალური მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც მითითებული იქნება პროფესიული და სამედიცინო ინფორმაცია.
ერთადერთი ნაკლი, რომელიც ვფიქორბ, რომ უნდა ყოფილიყო ელექტრონული ბილეთების დანერგვაა და ვიდეორეფერის.
კიდე რთულად წარმოსადგენია სახელმწიფოს დახმარების გარეშე რაიმე საკლუბო წარმატებაზე ლაპარაკი. ვერ ვხდები პოტენციურ სპონსორებს რითი წაახალისებს რაგბის კავშირი. იყო დრო სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეღავათებზე ვწერდი მაგრამ, დეკემბერში მომხდარი ამბებისას, მიწაზე ნამეტანი მაგრად დავეცი

ისე სარაგბო არხი თუ გაკეთდა, შეიძლება მაგით შემოსავლის მიღება. 4 ერი, ზე 18 და 6 ერს ნამდვილად ეყოლება მაყურებელი.