აგერ ერთი ამბავია ატხილი სარაგბო ოჯახის არჩევნების გარშემო
გადაწყდა რამე საერთო თქმულიყო და შეიკრიბნენ
ბევრი რამ ითქვა, ბევრი დაიწერა, შთაბეჭდილებებიც ბევრია და მნიშვნელოვანი "მესიჯებიც"
ერთია: სხვის დაუსახელებელ/დაუკონკრეტებელ შეცდომებზე საუბარი შენივე (ასევე დაუსახელებელ/დაუკონკრეტებელი) პროგრამის უპირატესობას არ ნიშნავს
როცა აი-არ-ბი-მ ქართული რაგბისკენ მოიხედა თავისი ციკლოპა თვალით, ერთ ერთი მთავარი მოთხოვნა რაც იყო - სრკ-ს გადახალისება
კარგია რომ ბევრი ვეტერანი გყავთ დასაქმებული, მაგრამ მენეჯერი მენეჯერია და მორაგბე მორაგბეო
სწორმა შერჩევამ და დარწმუნებული ვარ მტკივნეულმა დამშვიდობებებმა შედეგი გამოიღო და არც მეტი არც ნაკლები რაგბის კავშირს ინტერნეტ სივრცეში სოც-მედიაშიც კი გაუჩნდა სიტყვა
ეს ისე ხუმრობით
წავიკითხე დიდების ინტერვიუები და...
დუგლას კავთელიშვილი! რა სახელი, რა წარმატებები, რამოდენა ბურჯი-მესვეტე ჩვენი ოვალური საყაროსი
ამბობს ფულის მაკეთებლების მოშორება და წასვლა მოვითხოვეო
მისი სიტყვა დიდი წონისაა
მაგრამ მე რაგბში (აბა რას შევედრები ბნ კავთელიშვილის ნანახს) გამდიდრებული და ფულებ-ნაკეთები არავინ მინახავს, არც ჩვენში არც საზღვარგარეთ
და რაგბიც ჯეროვნად შეიცვალა, დღეს ის კომერციის ნაწილიცაა სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ
მოკლედ, არ ვიცი, არავისკენ არ ვარ, ვარ რაგბისკენ
არც არის ჩემი ადგილი ამ ყველაფერში, ჩემი ადგილი ჩემი შვილების რაგბზე მიყვანა და რაც შეიძლება მეტი ქომაგით მოედანზე მოსვლა და გულშემატკივრობაა
უბრალოთ ნუ გაგიკვირდებათ რომ სხვებსაც აქვთ თავისი აზრი
რაგბი ძალიან გაპოპულარულდა ჩვენში
ეს მთელი სარაგბო ოჯახის დამსახურებაა
ძალიან გვიყვარხართ და გაფასებთ
თორემ ბიძინა გეგიძის წასვლაც არ ყოფილა მიანც და მაინც ჩუმი და უხმაურო, თუმცა ეს ხმაური მაშინ ცოტას ყურს მიწვდა, დღეს უკვე ბევრის ყურს ხვდება საყვარელი გუნდის მესვეურთა დავის შესახებ
ის რომ ახალმა უნდა ჩაანაცვლოს ძველი, აქსიომაა და ბევრი დავა არ სჭირდება
ახალი ზელანდიის ოფიციალური ვებ-გვერდის დათვალიერებისას ძალიან ბევრ არა-მორაგბეს ნახავთ დასაქმებულს მაღალ ეშელონებში
ისინი მენეჯერები არიან და არა მოთამაშეები
ლეონსიო როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს შერკინებაში, იგივე ბრწყინვალებას ვერ(!) გამოიჩენს მენეჯმენტში
ამიტომაც მობურთავემ აბურთავოს
მეფულემ ფულები დაითვალოს
მწვრთნელის მწვრთნელმა კიდევ მწვრთნელი აღზარდოს
ექიმმა საექიმო საქმე აკეთოს გუნდში
და აქაც და სხვა წრეებშიც, თუ ოდესმე ვინმეს დადებითი და უარყოფითი თქმულა, არსად არავის დაუწუნებია ვინმეს არც თვალი და არც წარბი
სხვა დანარჩენი სფეროებისგან განსხვავებით რაგბში ხალხი მართლაც რომ საქმიანად ფიქრობს და მენეჯერიც კარგი უნდათ და მწვრთნელიც - ეს არის ჯანსაღი მიდგომა
თორემ ქართულ რაგბს და მის მოამაგეებს დაფასება არ აკლდათ (მათგან ვისგანაც ეს ყველაზე მეტად საჭირო და სასურველი იყო) და არც დააკლდებათ
Rugby is a good occasion for keeping 30 bullies far from the centre of the city - Oscar Wilde :D
Rugby football is a game for gentlemen of all classes, but for no bad sportsman of any class - Walter Carey