არავინ გაუსინბინებიათ "ექვსი ერის" მეორე რაუნდში საფრანგეთმა რომ ძლია ჩემპიონი ირლანდია,
ლიდერ ინგლისს სხვაობით’ღა ჩამორჩება
Ovaluri.comxa.com/2016პარიზში წვიმდა და გუნდებმა იომეს. კარდიფის "მილენიუმმა" სახელი იცვალა - პრინსიპალითი (სამთავრო, ანუ უელსი) ეწოდა; და მეორე კვირაც ისე გაილია, რომ ჯერ არავინ გაუსინბინებიათ.
წინა ხუთ რკენაში ირლანდიას სამჯერ ეძლია გალები და ორჯერაც (2012 2013) ფრე დამჯდარიყო. პირველ ტაიმში "სამყურები" რაქში ყოჩაღობდნენ და ჯონათან სექსთონმა სამი ჯარიმა შეაგდო, ჟიულ პლისონმა კი მეორე - ზედ შესვენების წინ - ააცილა * 3:9
"ლე ბლეს" ახალმა, მაგრამ ჭარმაგმა გურუმ, გი ნოვესმა გასახდელში შეახურა ბიჭები და მალე ბურჯებიც შეცვალა. ფრანგებმა საათის თავზე იძალეს. 65’ წუთზე დამიან შულიმ ძელთან თითქოს შეიტანა ლელო, მაგრამ იგი ვერც რეფმა დაამტკიცა და ვერც ვიდეო’კოლეგამ.
ბრძოლა 5-მეტრა ნიშნულზე გაგრძელდა. ზედიზედ გაიცა ჯარიმები და დაინიშნა შერკინებები. ჰოდა, მაკსიმ მაშნო განზე წავიდა, ამისმა სეხნიამ, მედარმა კი ახლოდან ორი მბოჭავი გააბითურა * 10:9
ოფსაიდში მდგარმაირლანდიას პირველ ნახევარშივე დაემტვრნენ მარბიელი შონ ო’ბრაიენი (კანჭი, გარემარბი დეივ ქარნი (ბეჭი) და მიმწოლი მაიქ მაკ’ქართი (შერყევა, ფრანგთაგან გვემულ სექსთონს კი ბოლოს ისევ გაუმიზეზდა კისერი და შეცვალეს.
კარდიფში რაგბი ჭერქვეშ მოეწყო და გემრიელი ბურთაობაც გაჩაღდა. სქოთებმა ისევ იომეს, მაგრამ პირველი ლელო თემიდის შეცდომის გამო მიიღეს და უელსთან ზედიზედ მეცხრედ დამარცხდნენ.
მაგ ლელოზე დენ ბიგარის აბრაგანი შოტლანდიელმა ჩამოაგდო, მისგან (ანუ პოტენციური დამჭერისგან) 10 მეტრში, დამრტყმელზე წინ (ანუ ოფსაიდში) მდგარმა გარეს დევისმა კი ოვალი იხელთა და 40 მეტრი გაირბინა * 7:0
სქოთებმა პასუხად 21 ფაზა აკინძეს და ფინ რასელმა ლელოს შორ კუთხეში გადაუკიდა თომი სიმორს * 7:7 მერე გავიდა ორ-ორი გოლი, 55’ წუთზე კი ლიამ ვილიამსს დაუვარდა აბრაგანი და სტუმართა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა * 13:16
ბასელის ჰეთ’თრიქიმალე სქოთებს თერნოვერი შეემთხვათ და თომ ჯეიმზმა კიდეზე 70 მეტრი ირბინა, მაგრამ დანქან თეილორი მაინც დაეწია. ინიციატივა უელსის მხარეს გადავიდა: ჯანიანმა შუამარბმა, ჯემი რობერთსმა ახლოდან, კართან შეიტანა ლელო, ბიგარმა კი ჯვარზე შეუშვა ახმახი ჯორჯ ნორსი, ვინაც მოატყუა სამი და ორიც ჩამოიტოვა * 27:16
ინგლისის ოზმა მოძღვარმა, ედი ჯოუნზმა შეგირდებს მოუწოდა, ერთი კარგად "გავძუყნოთ" (სმექ!) იტალიაო, რამაც "აძური" აღაშფოთა. კარლო კანას სამი გოლით ლათინებმა 9:11’ღა წააგეს ტაიმი, მერე კი ქიქერმა გასატანი ჯარიმა დაახაია.
კვანძი უცებ, უღიმღამოდ გაიხსნა: იტალიამ კიდიდან უცებ მოაწოდა, ლეონარდო სარტოს პასი ჩაუჭრა ჯონათან ჯოზეფმა და 25 მეტრი იძუნძულა. 5 წუთში, მოლის შემდეგ, დანი ქეამ მასვე კართან შეუგორა, ათიოდე წუთში კი, თერნოვერისა და სამი პასის კვალად, "ბასის" ბექმა ჰეთ’თრიქი გაასრულა * საბოლოოდ 9:40
ჰოდა, ინგლისმა 22-ე შეყრაზე მე’ამდენ’ჯერვე მოსრა იტალია, ჯამური სხვაობა 607 ქულას უსწორა და "ექვს ერსაც" ლიდერობს.
ექვსი ერი 2016მეორე რაუნდი
საფრანგეთი 10:9 ირლანდიასფრ: მედარ ტომა (ბონევალ 45) მერმოზ დონტი (დუსენ 77) ვაკატავა
<10-9> პლისონ ბეზი (მაშნო 57) /
პუარო (სლიმანი 45) გირადო^კაპ (შა 48-57, 74) ატონიო (ბენ’არუ 45, პუარო 74)
ფლონკარ მაესტრი (ჟედრასიაკ 59)
ლორე კამარა (გუჟონ 68) შული -
ლ: მედარ; გ ჯ: პლისონ
ირლ: რ.ქარნი თრიმბლ პეინ ჰენშოუ დ.ქარნი (მაკ’ფადენ 30)
<10-9>სექსთონ (მადიგან 70) მარი /
მაკ’გრას (ჯ.ქრონინ 74) ბესთ^კაპ(სტრაუს 72) ვაით (ფერლონგ 63)
მაკ’ქართი (რაიან 35-/, 62) თოუნერ;
სტანდერ ო’ბრაიენ (ო’დონელ 20) ჰიზლიპ -
3ჯ: სექსთონ
რეფ პეიპერ (აფრ) 13/02
@ პარიზი, სან’დენი (78 ათასი)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...15&d=14553921960:3(15) 0:6(29) 3:6(32) 3:9(39) / 10:9(71)
უელსი 27:23 შოტლანდიაუელ: ლმ.ვილიამს ნორს ჯთ.დევის რობერთს ჯეიმზ (ენსქომ 66)
<10-9> ბიგარ (პრისთლენდ 76) გრ.დევის /
ევანს (ჯენქინს 48) ბოლდვინ (ოუენს 48) ლი (ფრენსის 69)
ჩართერის (ბრ.დევის 48) ავ.ჯოუნზ;
ვორბერთონ^კაპ თიპურიქ (ლიდიეთ 62) ფალეტაუ -
3ლ: გრ.დევის რობერთს ნორს; 3გ 2ჯ: ბიგარ
შტლ: ჰოგ (ჯექსონ 29) სიმორ ბენეთ თეილორ შ.ლამონთ
<10-9> რასელ (ვიარ 69) ლეიდლოუ^კაპ (იდალგო-ქლაინ 78) /
დიქინსონ (რიდ 66) რ.ფორდ (მაკ’ინალი 66) ნელ;
რ.გრეი ჯ.გრეი (სვინსონ 69)
ბარქლეი (ქოუან 66-75) ჰარდი დენთონ -
2ლ: სიმორ თეილორ; 2გ:ლეიდლოუ ვიარ; 3ჯ: ლეიდლოუ
რეფ ქლენზი (ირლ) 13/02
@ კარდიფი, პრინსიპალითი (74 ათასი)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...24&d=14553961867:0(8) 7:7(14) 7:10(31) 10:10(35) 10:13(40+) /
13:13(47) 13:16(55) 20:16(65) 27:16(72) 27:23(80)
იტალია 9:40 ინგლისიიტა: მაკ’ლეინ სარტო კამპანიარო გარსია (პრატიკეტი 33) ბელინი
<10-9> კანა (პადოვანი 61) გორი (პალაძანი 76) /
ლოვოტი (ძანუსო 63) ჯეგა (ჯაძონ 41) ჩიტადინი (კასტროჯოვანი 59)
ბიაჯი ფუზერ (ბერნაბო 15)
მინტო ძანი (ბრ.სტეინ 31) პარისე^კაპ -
3ჯ: კანა
ინგ: ბრაუნ (გუდ 70) ვოთსონ ჯოზეფ ფარელ (გუდ 16-21) ნოულ
<10-9> ფორდ ბ.იანგს (ქეა 50) /
მ.ვუნიპოლა (მარლერ 48) ჰართლი^კაპ(ჯორჯ 70) ქოულ (ჰილ 70)
ლოზ (ლონჩბრი 48) ქრუზ;
რობშოუ (ქლიფორდ 63) ჰასქელ (ითოჟე 55) ბ.ვუნიპოლა -
5ლ: ფორდ ჯოზეფ (2 3 4) ფარელ; 3გ: ფარელ; 3ჯ: ფარელ 2, ფორდ (2)
რეფ ჯექსონ (ზელ) 14/02 @ რომი, ოლიმპიკო (70 ათასი)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...40&d=14554674373:0(9) 3:3(12) 3:6(17) 6:6(19) 6:11(25) 9:11(36) /
9:18(54) 9:25(59) 9:28(63) 9:33(71) 9:40(76)
ექვსი ერი 2016ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]
06/02 საფრანგეთი 23:21 იტალია დოილ (ინგ)
06/02 შოტლანდია 09:15 ინგლისი ლეისი (ირლ)
07/02 ირლანდია 16:16 უელსი გარსეზ (სფრ)
13/02 საფრანგეთი 10:09 ირლანდია პეიპერ (აფრ)
13/02 უელსი 27:23 შოტლანდია ქლენზი (ირლ)
14/02 იტალია 09:40 ინგლისი ჯექსონ (ზელ)
2 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშინგლისი 4 +37 7/0 2-0 55:18
საფრანგეთი 4 +3 4/2 2-0 33:30
უელსი 3 +4 4/3 1-0*1 43:39
ირლანდია 1 -1 1/2 0-1*1 25:26
შოტლანდია 0 -10 2/5 0-2 32:42
იტალია 0 -33 2/8 0-2 30:63
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება =
26/02 # უელსი 24.05 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
27/02 იტალია 18.25 შოტლანდია პეიპერ (აფრ)
27/02 ინგლისი 20.50 ირლანდია პუატ (სფრ)
12/03 ირლანდია 17.30 იტალია გარდნერ (ავს)
12/03 ინგლისი 20.00 უელსი იუბერ (აფრ)
13/03 შოტლანდია 19.00 საფრანგეთი ჯექსონ (ზელ)
19/03 უელსი 18.30 იტალია პუატ (სფრ)
19/03 ირლანდია 21.00 შოტლანდია გა’იუზერ (სფრ)
19/03 საფრანგეთი 24.00 ინგლისი ოუენს (უელ)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (15/02)
1 ზელანდია 9610, 2 ავსტრალია 8933, 3 აფრიკა 8766,
4 უელსი 8358, 5 არგენტინა 8259, 6(7) ინგლისი 8162,
7(8) საფრანგეთი 8061, 8(6) ირლანდია 8027, 9 იაპონია 7705,
10 ფიჯი 7696, 11 შოტლანდია 7680, 12 იტალია 7201
13 ტონგა 7160,
14 საქართველო 7145, 15 სამოა 7036,
16 შტატები 6886, 17 რუმინეთი 6737, 18 რუსეთი 6408,
19 კანადა 6342, 20 ნამიბია 6175, 21(22) ურუგვაი 6117,
22(21) ესპანეთი 6063, 23 ჰონკონგი 5717, 24 ჩილე 5692
+/-: სფრ 84 ირლ, ინგ 73 იტა, უელ 2 შტლ
რუმ 78 ესპ (21:18 გ,
საქ 0 პორ (29:3 გ, რუს 0 გერ (46:20 შ)
აშშ 20 კან (30:22 შ, ურუ 3 ბრზ (33:29 გ, არგ 0 ჩილ (52:15 შ)
*
წინა კვირეულის აშშ 100 არგ (35:35 შ) გაუქმდა@