კოხტა ფოტო
დეტალური ცხრილი, ნიხრი და თაი’ბრეიქი
სამივე წუთობრივი ოქმი
ვიდეოს ბმულები
განვლილი და გასავლელი საქართველოს დროით
რეიტინგი და პლუს-მინუსი
+
შეფასება, პერსპექტივა, უამრავი საგულისხმო ფაქტი
და ის ძირითადი, რაც ზედ მოედანზე მოხდა
ანალიტიკას ნეტავ სხვას რას ეძახით?
ბლუყუნსა და უცხოურიდან გადმო’მახიჯხებულს?თანაც საითზე მთლად ფერადია!
ჩემპიონი დაემხო! "ექვსი ერის" მესამე რაუნდში
ინგლისმა ფალავანი ირლანდიაც დაამარცხა და
ტახტიდან ჩამოაბრძანაOvaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
რაუნდი პარასკევ საღამოს, ფათერაკიანად დაიწყო - კარდიფის ნაქები სტადიონის მოძრავ სახურავს მექანიზმი მოეშალა და რაგბი თოშში ჩატარდა, შაბათს კი ფანობა გააოცა ფრანგმა რეფმა, როცა მაიქ ბრაუნს ქონორ მარის დაწიხლვა აპატია და მის ნაცვლად დანი ქეა გააგდო.
თუ წინა 6 მატჩში სინბინი არავის მოეხილა, ამჯერად 4 ყვითელი გაიცა. დაიდო 10 ლელო, რითაც საშუალო მაჩვენებლად 3.33 დარჩა. სქოთებმა 2-წლიანი და 9-მატჩა 6-ერული ნავსი გატეხეს - იტალიაში იმარჯვეს, ინგლისი კი 12 მარტს უელსს რომ იღებს, ვინძლო ვადამდეც იჩემპიონოს.
საფრანგეთმა ფრთაზე ჯერ იხმო სამოელი დევიდ სმითი და მერე’ღა გაარკვია, რომ ტულონელს 2008 წელს ზელანდიის სახელით ეთამაშა 7-კაცა.
შოტლანდიას მოთელვაზე დაუშავდა 8 ნომერი დევიდ დენთონი და რაზმი აერია, ინგლისის ოზმა გურუმ, ედი ჯოუნზმა კი ჯონათან სექსთონს უტაქტოდ რომ მოუკითხა მშობლები, მედიამ გაჯორა, რის შემდეგაც მოძღვარმა დაიფიცა, უელსთან შებმამდე დავდუმდებიო.
ტესტ-რაგბის მუღამიუელსს საფრანგეთთან ბოლოჯერ 2011 წელს - მსოფლიო თასის ნახევარ’ფინალი წაეგო, ახლა კი ხუთამდე გაწელა გამარჯვებათა სერია.
"ლე ბლე" გი ნოვესის ხელ’ქვეით პირველად დამარცხდა, მაგრამ საათის მიდამოში ბლომად, ამაოდ რომ უტია, კელტების კივმა სარდალმა, ვორენ გეთლენდმა ბრძანა, ტესტ-რაგბის მუღამიც ესააო.
პირველ მეოთხედში მეტოქე ქიქერებმა თითო ჯარიმა ააცილეს, უფალმა ბარნსმა კი ვერაფრით დაასტაბილურა შერკინება. ლელო 47’ წუთზეღა დაიდო და ისიც იღბლად:
ჯონათან დევისმა 65 მეტრიდან რომ გადაუკიდა ჯორჯ ნორსს, ამან ლელოდან 10 მეტრზე ბურთს ფეხი ააცილა, მაგრამ ოვალი ჟიულ პლისონს მოხვდა და ისევ მდევარს მიუვიდა * 16:3
გალებმა შუა მეორე ტაიმში შტურმი მოაწყვეს, მაგრამ ლიგელი შონ ედვარდსის გაწვრთნილმა დაცვამ მაკსიმ მედარი კიდეზე გადადენა, გიან გირადო ზედ ხაზზე გააჩერა და უელსმაც უპრობლემოდ, 9 ქულით იმარჯვა * 19:10
ჩვენზე დაბლარომში ის მაჩანჩალები შეიყარნენ, ვისზეც ჩვენი ფანობა კბილებს ილესავს: მაგათ ელიტაში რა ესაქმებათ; დროა, მარაქაში საქართველო გაერიოსო. ჰოდა, სქოთებმა 15-ზე მეტით რომ მოიგეს, იტალიამ ძაან იზარალა და რეიტინგში ჩვენზე დაბლა დაეშვა.
შოტლანდია ლამის თავიდან სულ წინ იყო. პირველ მეოთხედში სთიუართ ჰოგმა წაქცეულმაც გაუხერხა ოფლოუდი ჯონ ბარქლეი’ს, ფინ რასელმა კი შუაში გაჭრა ფრონტი და შემდეგ ფაზაში მიზანს ჯონ ჰარდი ეწია * 3:14
იტალიამ საპასუხო ლელო კოხტა პასაობით დადო პირველ ტაიმშივე, საათის თავზე კი რასელი რომ გაასინბინეს ბურთის ჩაკვლისთვის, ჭიდაობით მეორეც შეიტანა * 20:26
მაგრამ არა! კელტთა კაპიტანმა გრეიგ ლეიდლოუმ მეხუთე ჯარიმაც შეაგდო, ბოლოს კი თომი სიმორმა ჰოგის ხელ’უკუღმა ოფლოუდით იხეირა. ჰოდა, აძურის ფრანგი შეფი, ჟაკ ბრიუნელი წაგებით დაემშვიდობა ოლიმპიურ სტადიონს * 20:36
დაცვამ დაქანცათჯოუნზმა სექსთონზე თქვა, ტვინი ამდენჯერ რომ შეერყა, მშობლები რას უყურებენო. ინგლისმა ისევ გადა’ტვირთა ტონგელი 8 ნომერი ბილი ვუნიპოლა - 18 წაღება, 96 მეტრი! ზედ შესვენების წინ ბოჭვათა ფარდობა 38/90 იყო, მაგრამ ვარდები 6:3’ღა იგებდნენ, რაკი 25’ წუთზე შებოჭილმა დილან ჰართლიმ "მეორე ცდითღა" გადადო კარში ბურთი.
თამაშის განახლებისას ჯეიმზ ჰასქელმა ბოჭვისას მკვლავი სახეში მოარტყა მარი’ს და გაასინბინეს, დაზარალებულმა ჰავ’ბექმა კი მოკლე ფრთაზე დაყვინა რაქიდან * 6:10
მალე ოუენ ფარელმა 48 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა, ირლანდია კი ამდენმა დაცვამ დაქანცა. ინგლისმა ზედიზედ გაიტანა ორი ლელო: ქრის რობშოუმ შორს უპასა ენთონი ვოთსონს, ფარელმა კი ბრაუნი მარჯვნივ, ბარაქიან მეტობაზე ახეირა * 21:10
სექსთონმა უმალ გაჭრა ხაზი, მაგრამ რობი ჰენშოუს ჯექ ნოულმა მოუჭრა გზა; აიწყვიტეს ახალბედა სამყურებმაც - ოლთენ დი’ლანმა და ჯოშ ფდ’ფლიერმა; დაწიხლული მარი შეცვალეს, მაგრამ ირლანდია კაც’ნაკლულ მეტოქესთანაც ვეღარაფერს გამორჩა და ცხრილში 5 ქულით ჩამორჩენილი, ვერა’ნაირად ვეღარ იპირველებს.
ექვსი ერი 2016მესამე რაუნდი
უელსი 19:10 საფრანგეთიუელ: ლმ.ვილიამს (ენსქომ 74) ქასბერთ ჯთ.დევის რობერთს ნორს
<10-9> ბიგარ (პრისთლენდ 71) გრ.დევის (ჰლ.ვილიამს 77) /
ევანს (ჯენქინს 56) ბოლდვინ (ოუენს 67) ლი (ფრენსის 67)
ბრ.დევის ავ.ჯოუნზ (ბოლ 77)
ლიდიეთ (თიპურიქ 77) ვორბერთონ^კაპფალეტაუ -
ლ: ნორს; გ 4ჯ: ბიგარ
სფრ: მედარ (ბეზი 71) ვაკატავა მერმოზ (ფიკუ 67) დონტი ჯ.კამარა
<10-9> პლისონ (ტრენ-დიუკ 63) მაშნო /
პუარო (პელო 63) გირადო^კაპ სლიმანი (ატონიო 63)
ჟედრასიაკ (მაესტრი 44) ფლონკარ;
ლორე ბიურბონ (გუჟონ 30-35, 53) შული (შა 63) -
ლ: გირადო; გ: ტრენ-დიუკ; ჯ: პლისონ
რეფ ბარნს (ინგ) 26/02
@ კარდიფი, პრინსიპალითი (74 160)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...48&d=14565435573:0(22) 6:0(31) 6:3(34) /
9:3(43) 16:3(47) 19:3(66) 19:10(80)
იტალია 20:36 შოტლანდიაიტა: ოდიეტე სარტო კამპანიარო გარსია (პრატიკეტი 76) ბელინი
<10-9> ჰაიმონა (პადოვანი 73) გორი (პალაძანი 80) /
ლოვოტი (ძანუსო 58) გირალდინი (ჯაძონ 58) ჩიტადინი (კასტროჯოვანი 58)
ფუზერ ფურნო (ბერნაბო 37)
მინტო (ფან’სხალკვეიკ 68) ძანი პარისე^კაპ -
2ლ: გირალდინი ფუზერ; 2გ 2ჯ: ჰაიმონა
შტლ: ჰოგ სიმორ ბენეთ (ჰორნ 63) თეილორ ფისერ (შ.ლამონთ 73)
<10-9> რასელ სბ 62, ლეიდლოუ^კაპ /
დიქინსონ ფორდ (მაკ’ინალი 64) ნელ სბ 76;
რ.გრეი (სვინსონ 80) ჯ.გრეი;
ბარქლეი (ლოუ 80) ჰარდი ვილსონ (სტრაუს 68) -
3ლ: ბარქლეი ჰარდი სიმორ; 3გ 5ჯ:ლეიდლოუ
რეფ პეიპერ (აფრ) 27/02 @ რომი, ოლიმპიკო (67 721)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...88&d=14566707823:0(9) 3:7(11) 3:14(18) 3:17(26) 10:17(31) /
10:20(46) 13:20(50) 13:23(54) 13:26(59) სბ(62შ) 20:26(64) 20:29(66) სბ(76შ) 20:36(79)
ინგლისი 21:10 ირლანდიაინგ: ბრაუნ ვოთსონ ჯოზეფ ფარელ (დეილი 66) ნოულ
<10-9> ფორდ ბ.იანგს (ქეა 60 სბ 71) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 60) ჰართლი^კაპ(ჯორჯ 71) ქოულ;
ითოჟე ქრუზ; რობშოუ (ქლიფორდ 71)
ჰასქელ სბ45 (ლოზ 77) ბ.ვუნიპოლა -
2ლ: ვოთსონ ბრაუნ; გ 3ჯ: ფარელ
ირლ: რ.ქარნი თრიმბლ ჰენშოუ მაკ’ქლოსქი (ზიბო 64) ერლს
<10-9>სექსთონ (მადიგან 77) მარი (რედენ 71) /
მაკ’გრას (ჰილი 60) ბესთ^კაპ (სტრაუს 71) როს (ვაით 60)
რაიან (დილან 66) თოუნერ;
სტანდერ (რადოქ 67) ფან’დერ’ფლიერ ჰიზლიპ -
ლ: მარი; გ ჯ:სექსთონ
რეფ პუატ (სფრ) 27/02 @ ლონდონი, თვიქნემ (82 ათასი)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...80&d=14566325820:3(6) 3:3(12) 6:3(35) /
სბ(45ინ) 6:10(47) 9:10(51) 14:10(58) 21:10(64) სბ(71ინ)
ექვსი ერი 2016ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]
06/02 საფრანგეთი 23:21 იტალია დოილ (ინგ)
06/02 შოტლანდია 09:15 ინგლისი ლეისი (ირლ)
07/02 ირლანდია 16:16 უელსი გარსეზ (სფრ)
13/02 საფრანგეთი 10:09 ირლანდია პეიპერ (აფრ)
13/02 უელსი 27:23 შოტლანდია ქლენზი (ირლ)
14/02 იტალია 09:40 ინგლისი ჯექსონ (ზელ)
26/02 # უელსი 19:10 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
27/02 იტალია 20:36 შოტლანდია პეიპერ (აფრ)
27/02 ინგლისი 21:10 ირლანდია პუატ (სფრ)
3 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშინგლისი 6 +48 9/01 3-0 76:28
უელსი 5 +13 5/04 2-0*1 62:49
საფრანგეთი 4 -6 5/03 2-1 43:49
შოტლანდია 2 +6 5/07 1-2 68:62
ირლანდია 1 -12 2/04 0-2*1 35:47
იტალია 0 -49 4/11 0-3 50:99
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში
1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება =
12/03 ირლანდია 17.30 იტალია გარდნერ (ავს)
12/03 ინგლისი 20.00 უელსი იუბერ (აფრ)
13/03 შოტლანდია 19.00 საფრანგეთი ჯექსონ (ზელ)
19/03 უელსი 18.30 იტალია პუატ (სფრ)
19/03 ირლანდია 21.00 შოტლანდია გა’იუზერ (სფრ)
19/03 საფრანგეთი 24.00 ინგლისი ოუენს (უელ)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (29/02)
1 ზელანდია 9610, 2 ავსტრალია 8933, 3 აფრიკა 8766,
4 უელსი 8398, 5 არგენტინა 8259, 6 ინგლისი 8218,
7 საფრანგეთი 8020, 8 ირლანდია 7970, 9(11) შოტლანდია 7803,
10(9) იაპონია 7705, 11(10) ფიჯი 7696, 12(13) ტონგა 7160
13(14) საქართველო 7145, 14(12) იტალია 7078, 15 სამოა 7036,
16(17) რუმინეთი 6793, 17(16) შტატები 6686, 18 რუსეთი 6353,
19 კანადა 6342, 20(21) ურუგვაი 6204, 21(20) ნამიბია 6175,
22 ესპანეთი 6063, 23(26) გერმანია 5769, 24(23) ჰონკონგი 5717
+/-: შტლ 123 იტა, ინგ 56 ირლ, უელ 40 სფრ
გერ 100 პორ (50:27 შ, რუმ 56 რუს (30:0 შ, საქ 0 ესპ (38:7 შ)
ბრზ 200 აშშ (24:23 შ, ურუ 87 ჩილ (23:20 გ)
@