თვის ბოლომდე დავბრუნდი "ოლიმპის" რეჟიმში
გვირგვინიცა და პირველობაც "ექვსი ერის" მეოთხე რაუნდში ინგლისმა რომ კინაღამ დაანიავა ფორა უელსთან,
ხოლო შოტლანდიამ კოხტად ძლია საფრანგეთი, რაგბის სამშობლომ ვადამდე იჩემპიონა Ovaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
ინგლისს ბოლოჯერ 2011 წელს ეპირველა, მერე კი, სთუ ლანქასთერის ხელ’ქვეით, ზედიზედ 4-ჯერ აეღო მეორე ადგილი - თანაც სამჯერ უარესი სხვაობით’ღა! მეტიც, "ვარდები" მსოფლიო თასზე შინ უგებდნენ ტრავმებით გაცხრილულ უელსს, მაგრამ წაგება მოახერხეს და შეიქნენ პირველი მასპინძელი, ვინაც პულში ჩარჩა
მას აქეთ გუნდი იაპონიაში ნაღვაწმა ავსტრალიელმა, ედი ჯოუნზმა გადაიბარა და ისე გაათამამა, რომ ინგლისმა სამივე ბრიტი მეზობლის ძლევით უკვე აიღო სინად განივთებული "სამი გვირგვინი", და თუ ფინიშზე, საფრანგეთშიც მოიგებს, ჩემპიონობას ზეპირად’ღა არსებულ "დიდ სლემს" დაურთავს - პირველად, შორეული 2003 წლის შემდეგ!
სუპერ მაროთამაშის წინ კაფიაობა გაჩაღდა: ორივე ბანაკი ერთურთს აბრალებდა, შერკინებაში უწესოდ აწვებით და გაგდითო. მთავარი ეჭვ’მიტანილი - ინგლისის ბურჯი ჯო მარლერი ნამატჩევს ერთბაშად ორ შარში მართლაც გაეხვია - იდაყვის ჩარტყმისა და რასობრივი გინებისთვის, მაგრამ ვარდებმა თავიდანვე ისე შეუბერეს, რომ 19:0 დაწინაურდნენ
ბოლო 10 წუთამდე ენდი ფარელმა შეაგდო 6 ჯარიმა და გარდასახა ლელო, რომელზეც მარო ითოჟემ გაარღვია დაცვა, ოფლოუდი მიართვა მაიქ ბრაუნს, ხოლო ამან ენთონი ვოთსონი გააჭენა * 16:0
21 წლის ზანგმა სარასენმა სხვაფრივაც ივაჟკაცა: მეტოქე 14-ჯერ შებოჭა, უელსს 3 დერეფანი მოუგო, ბოჭვაზე 2-ჯერ წაღლიტა ბურთი და ძალუმადაც უტია. ჰოდა, მენცრებმა მატჩის გმირად სცნეს ეგ ჩვენი "სუპერ მარო"
აჩრდილი ეზმანათვარდებმა ორი ლელოც შეიტანეს, მაგრამ ტელი’რეფმა ისინი სწორად გააუქმა. უელსი 18 ქულით (7:25) იმად’ღა აგებდა, რომ დენ ბიგარმა მოგერიებაზე დაუფარა ჯორჯ ფორდს და დაალელოვა, და ტაფიათა კაპიტანი, სემ ვორბერთონიც ეს უკვე მერამდენედ გაასვენეს
ფორდის ნაცვლად მანუ ტუილანგი შევიდა და ფარელი დადგა ათზე, უელსი კი ბოლოსკენ აბურთავდა. ინგლისს ბურჯი, დენ ქოული რომ გაუსინბინეს, გუნდი უცბათ ბრინჯივით დაიბნა: ზედიზედ გაუშვა ორი ლელო, რითაც სხვაობა 4-მდე დავიდა
თვიქნემს მსოფლიო თასის აჩრდილი ეზმანა! უელსმა კიდევ შეუტია სასო’წარკვეთილ მეტოქეს, მაგრამ იმარჯვეს ვირგლა ტუილანგიმ და ჯირკივით ჯექ ნოულმა - ახმახი ჯორჯ ნორსი კიდეზე გადადენეს. ასე და ამგვარად, მასპინძელმა გაჭირვებით’ღა მოიგო * 25:21
ნახტომში წაუტყაპუნაუელსის ჩამოშორების შემდეგ ინგლისის დაწევა საფრანგეთს’ღა შეეძლო. სქოთებს "ლე ბლე" "ექვსი ერის" 16 შებმაზე ერთად’ერთხელ, 2006 წელს ეძლიათ და შინ ელიტარული ევროპული ტურნირის ზედიზედ 7 თამაშიც წაეგოთ, მაგრამ ნავსი დაბარებულივით გატეხეს
მატჩის გმირი შოტლანდიის 15 ნომერი, სთიუართ ჰოგი იყო. მან პირველი ლელო თავად გაიტანა; მეორე ტაიმის დასაწყისში საკუთარი ნახევრიდან შეაგდო ჯარიმა, კრიტიკულ მომენტში კი გრეიგ ლეიდლოუს პასს ნახტომში წაუტყაპუნა და თიმ ფისერი გაათარხნა
სქოთებს ფრანგთა პირველსავე ლელოზე, 6’ წუთზე გამოაკლდათ მგეზავი ფინ რასელი, მაგრამ გალებმაც მალე აურიეს, ლეიდლოუმ კი ჯარიმები გაიტანა. ამას ლელოები მოყვა - პითერ ჰორნმა ხაზი გაჭრა, ხოლო დანქან თეილორმა შორიდან უცებ გაათამაშა ჯარიმა
ფრანგებმა საათის თავზე უტიეს, ჩამორჩენა ერთ გოლამდე დაიყვანეს და ფორვარდებითაც მიეძალნენ კელტებს, მაგრამ ამათ გაუძლეს. ჰოდა, კაპიტანმა ლეიდლოუმ 50-ე კეპი გამარჯვებით აღნიშნა
არაფერი მომატებიათბოლო ორი წლის ფალავანმა, ირლანდიამ ტიტული თებერვლის ბოლოს, ინგლისში წაგებით დაკარგა და გუნდი გადაიხალისა. სამყურებმა არ დაინდეს იტალია, 9-ჯერ დაალელოვეს და 43 ქულით მოსრეს, მაგრამ რეიტინგში მაინც არაფერი მომატებიათ
დიახ, დღესდღეობით ელიტასა და მაჩანჩალა აძურს შორის სხვაობა იმდენია, რომ ირლანდია შინ თურმე ეგრე უნდა უგებდეს იტალიას! ეს კარგად რომ მოეხსენება კაპიტან სერჯო პარისეს, მაგიტომ კიდევ მოყვა მტკიცებას, ჩვენი ადგილი ამ კომპანიაშია და არა სხვაგანო
არადა, შარშანწინ ირლანდიამ ჩვენც ეგრევე, 42 ქულით მოგვიგო
http://ovaluri.comxa.com/2014/OB/16_IRELA.htm ექვსი ერი 2016მეოთხე რაუნდი
ირლანდია 58:15 იტალიაირლ: ზიბო თრიმბლ (მაკ’ფადენ 21-28) პეინ (მაკ’ფადენ 72) ჰენშოუ (მაკ’ფადენ 37-/) ერლს
<10-9> სექსთონ (მადიგან 50) მარი (მარმიონ 60) /
მაკ’გრას (ბილემ 66) ბესთ^კაპ (შ.ქრონინ 50) როს (ვაით 55)
რაიან თოუნერ (დილან 55)
სტანდერ (რადოქ 62) ფან’დერ’ფლიერ ჰიზლიპ -
9ლ: თრიმბლ მაკ’გრას სტანდერ ჰიზლიპ (4 6) პეინ ქრონინ მადიგან მაკ’ფადენ;
5გ: სექსთონ 3, მადიგან 2; ჯ: სექსთონ
იტა: ოდიეტე სარტო კამპანიარო გარსია (ჰაიმონა 55) ბელინი
<10-9>პადოვანი (მაკ’ლეინ 60) პალაძანი (ლუკეზე 62) /
ლოვოტი (ძანუსო 72) ჯაძონ (ფაბიანი 55) კისტოლინი (ჩეკარელი 55)
ბიაჯი (ბრ.სტეინ 36) ფუზერ (ხელდენჰეის 27)
მინტო ძანი პარისე^კაპ -
2ლ: ოდიეტე სარტო; გ: ჰაიმონა; ჯ: პადოვანი
რეფ გარდნერ (ავს) 12/03 @ დაბლინი, ავივა (_)
ვიდეოს აკლია 41-52’ >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...15&d=14579779415:0(7) 12:0(15) 12:3(24) 15:3(27) 20:3(30) 25:3(40) /
32:3(44) 39:3(50) 46:3(55) 46:10(59) 51:10(64) 51:15(75) 58:15(80)
ინგლისი 25:21 უელსიინგ: ბრაუნ ვოთსონ ჯოზეფ (დეილი 75) ფარელ ნოულ
<10-9> ფორდ (ტუილანგი 64) ბ.იანგს (ქეა 64) /
მარლერ (მ.ვუნიპოლა 57) ჰართლი^კაპ (ქოუან-დიქი 72) ქოულ სბ 72;
ითოჟე ქრუზ (ლონჩბრი 79)
რობშოუ (ბრუქს 72) ჰასქელ (ქლიფორდ 68) ბ.ვუნიპოლა -
ლ:ვოთსონ; გ 6ჯ: ფარელ
უელ: ლმ.ვილიამს ქასბერთ ჯთ.დევის რობერთს ნორს
<10-9> ბიგარ (პრისთლენდ 74) გრ.დევის (ვებ 64) /
ევანს (ჯეიმზ 54) ბოლდვინ (ოუენს 54) ლი (ფრენსის 54)
ბრ.დევის ავ.ჯოუნზ (ჩართერის 64)
ლიდიეთ ვორბერთონ^კაპ (თიპურიქ 57) ფალეტაუ -
3ლ: ბიგარ ნორს ფალეტაუ; 3გ: ბიგარ, პრისთლენდ 2
რეფ იუბერ (აფრ) 12/03 @ ლონდონი, თვიქნემ (81 916)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...73&d=14578562443:0(10) 6:0(19) 9:0(21) 16:0(33) /
19:0(46) 19:7(55) 22:7(66) 25:7(68) სბ(72ი) 25:14(75) 25:21(78)
შოტლანდია 29:18 საფრანგეთიშტლ: ჰოგ სიმორ თეილორ დანბარ ფისერ
<10-9> რასელ (ჰორნ 6) ლეიდლოუ^კაპ /
დიქინსონ ფორდ (მაკ’ინალი 68) ნელ (ლოუ 73)
რ.გრეი (სვინსონ 78) ჯ.გრეი;
ბარქლეი ჰარდი სტრაუს (ვილსონ 62) -
3ლ: ჰოგ თეილორ ფისერ; გ: ლეიდლოუ; 4ჯ: ლეიდლოუ 3, ჰოგ (3)
სფრ: სპედინგ ფოფანა ფიკუ მერმოზ (მედარ 69) ვაკატავა
<10-9>ტრენ-დიუკ (პლისონ 69) მაშნო (ბეზი 75) /
პუარო (ატონიო 62) გირადო^კაპ (შა 70) სლიმანი (პელო 62, პუარო 65)
ფლონკარ (ვაამაინა 52) მაესტრი;
ლორე ი.კამარა (გუჟონ 65) შული -
2ლ:გირადო ფიკუ; გ 2ჯ: მაშნო
რეფ ჯექსონ (ზელ) 13/03 @ ედინბურგი, მარიფილდ (67 500)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...90&d=14578961510:5(5) 3:5(16) 6:5(22) 11:5(33) 18:5(38) 18:12(40+3) /
21:12(47) 21:15(52) 21:18(58) 26:18(66) 29:18(75)
ექვსი ერი 2016ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით [# პარ]
06/02 საფრანგეთი 23:21 იტალია დოილ (ინგ)
06/02 შოტლანდია 09:15 ინგლისი ლეისი (ირლ)
07/02 ირლანდია 16:16 უელსი გარსეზ (სფრ)
13/02 საფრანგეთი 10:09 ირლანდია პეიპერ (აფრ)
13/02 უელსი 27:23 შოტლანდია ქლენზი (ირლ)
14/02 იტალია 09:40 ინგლისი ჯექსონ (ზელ)
26/02 # უელსი 19:10 საფრანგეთი ბარნს (ინგ)
27/02 იტალია 20:36 შოტლანდია პეიპერ (აფრ)
27/02 ინგლისი 21:10 ირლანდია პუატ (სფრ)
12/03 ირლანდია 58:15 იტალია გარდნერ (ავს)
12/03 ინგლისი 25:21 უელსი იუბერ (აფრ)
13/03 შოტლანდია 29:18 საფრანგეთი ჯექსონ (ზელ)
4 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშინგლისი 8 +52 10/04 4-0 101:049
უელსი 5 +9 08/05 2-1*1 083:074
შოტლანდია 4 +17 08/09 2-2 097:080
საფრანგეთი 4 -17 07/06 2-2 061:078
ირლანდია 3 +31 11/06 1-2*1 093:062
იტალია 0 -92 06/20 0-4 065:157
ქულა: მოგება 2, ფრე 1, წაგება 0
ტოლობაზე: მთელ ტურნირში 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) უკეთესი ადგილის გაზიარება =
19/03 უელსი 18.30 იტალია პუატ (სფრ)
19/03 ირლანდია 21.00 შოტლანდია გა’იუზერ (სფრ)
19/03 საფრანგეთი 24.00 ინგლისი ოუენს (უელ)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (14/03)
1 ზელანდია 9610, 2 ავსტრალია 8933, 3 აფრიკა 8766,
4 უელსი 8310, 5(6) ინგლისი 8306, 6(5) არგენტინა 8259,
7(8) ირლანდია 7970, 8(7) საფრანგეთი 7929, 9 შოტლანდია 7895,
10 იაპონია 7705, 11 ფიჯი 7696,
12(13) საქართველო 722113(12) ტონგა 7160, 14 იტალია 7078, 15 სამოა 7036,
16 რუმინეთი 6793, 17 შტატები 6568, 18 კანადა 6427,
19(20) ურუგვაი 6323, 20(19) რუსეთი 6277, 21 ნამიბია 6175,
22 ესპანეთი 6089, 23 გერმანია 5769, 24 ჰონკონგი 5717
+/-: შტლ 92 სფრ, ინგ 88 უელ, ირლ 0 იტა
საქ 76 რუს (24:7 გ, ესპ 26 პორ (39:7 შ, რუმ 0 გერ (61:7 შ)
@