#46859972 · 29 Jan 2016, 15:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Queeestion @ 28 Jan 2016, 13:02 ) | საინტერესოა, თუ ითქვა სადმე, ვინ ჩაწერა და ვინ გაავრცელა? |
ამ აუდიო-ჩანაწერმა გაამძაფრა ისედაც დაძაბული ფონი. სამწუხაროდ, რამდენიმე თანაფორუმელს გინებაც წასცდა. არ ვგულისხმობ უმისამართო ემოციურ ფრაზებს - «ამის დედაც, ჯეკ!» და მსგ. ვგულისხმობ სახელდებით მიმართვებს. თანაც, ეს ხდება ნიკნეიმებით (თითქმის არავინაა იდენტიფიცირებული). მეორე მხარის წარმომადგენლის, ანდრო-ს გაბრაზებული პოსტიც ამის შედეგი იყო...
თუმცა, რაც მეორე მხრიდან ყრილობამდე ხდებოდა კულისებში, საარჩევნო ხმებთან დაკავშირებით, იმის გამართლება შეუძლებელია. აშკარად ჩანს, რომ Datka1964-10-10 (არ ვიცნობ) ყველაფრის საქმის კურსშია.
მითუმეტეს, დღეს უკვე ნათელია, თუ რისთვის დაიწყო ეს დაპირისპირება საერთოდ. მეორე მხარეს არც სათქმელი ჰქონდა რამე და არც საქმნელი. დიახ, დღეს უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ მეორე მხარის უკან გარკვეული ადმინისტრაციული რესურსის მქონე რამდენიმე პირი იდგა.
რაც შეეხება სახელდობრ ამ აუდიო-ჩანაწერს: ვიდრე ცნობილი არაა, თუ ვინ ჩაწერა, რა მიზნით ჩაწერა და ვინ გამოაქვეყნა, მასზე მსჯელობა მკითხაობას ჰგავს.
რაც შეეხება კონკრეტულად თემას, რაზეც ყრილობამდეც იყო საუბარი და ყრილობაზეც: მეორე მხარისგან სრკ-ის სამეურნეო ცხოვრებაზე ამ ფორმით საუბარს მორაგბეებისგან ნამდვილად არ ველოდი.
სულ ესაა, რისი თქმაც მსურდა ამ თემაში.
This post has been edited by Queeestion on 29 Jan 2016, 15:46
--------------------
!!! PM-ს არ ვკითხულობ
|