შემდეგი მსოფლიოსთვის ჩვენი ,,პოტენციური'' 15 ნომრებიდან
მეკო იქნება 36 წლის 1983
წიკლაური 30 1989
ვანდამა 25 1994
სვანიძე 23 1996
მოდებაძე 22 1997
რავიცი ამათ მეტი ამ წუთში პრედენდენტად არავინ მესახება, შეიძლება ვცდები
ყველას ვენაცვალე ჯიგარში, მაგრამ მოდი ვიყვეთ რეალისტები, მეკო აწი ვეღარ მოუმატებს, და თუ ის იქნა ჩვენი ძირითადი ,,ფულბეკი'', მე ვიფიქრებ რომ წინსვლა ვერ გვაქვს ამ მხრივ
ყველაზე სრულყოფილ ასაკში წიკო შეხვდება მსოფლიოს, მაგრამ ვგონებ ამ ბიჭმაც შეაჩერა ზრდა

ვანდამასაც კარგი ასაკი უწევს, მაგრამ ცოტა არეული მეჩვენება ეგ ბიჭი პოზიციურად და რავიცი რავიცი, იმედია ვცდები
სვანი ახალგაზრდა იქნება მაგ დროისთვის, მაგრამ ამთში ყველაზე პერსპექტიულად მესახება,
მირიანა ჯერ პატარა ბიჭია და მარტო ახალგაზრდულ ლიგებში კარგი თამაში არასაკმარისია, ასაკობრივ ნაკრებებშიც დასამტკიცებელი აქვს ჯერ ბევრი
თოდუა ძალიან სტაბილურია, დაცვაში განსაკუთრებით, მაგრამ შემდეგ მსოფლიოს 32 წლისა შეხვდება, მაგ ასაკში სიწრაფე... ჰაბანას გარდა შეინარჩუნა ვინმემ?
ალტერნატივა - მურაზა/ ფრუი
მურაზა ძალიან ნელა ვითარდება
რაც შეეხება ფრუის....მე როგორც ფრუის გულშემატკივარი (ჩემი არაფერი არ არის, არც კი ვიცნობ პირადად), ცოტა ტენდენციური ვიქნები, მიმაჩნია რომ თოდუაზე მინიმუმ 3-4-ჯერ მეტი შემტევი პოტენციალი აქვს, თუმცა დაცვაში აშკარად ჩამორჩება, სამუშაოა ამ ბიჭზე
უკანა ხაზში ამ ორის შემდეგ პრობლემა გვექმნება 13-ზე კაჭი შემდეგ მსოფლიოს 35-ის შეხვდება, თაზოს გაცენტრებით, კიდევ ერთი გარემარბის პრობლემას ვაწყდებით კი მოდიან ახალგაზრდულებში პერსპექტიული ფრთები, მაგრამ მსოფლიოსთვის ისინი 23 და ნაკლები ასაკისანი იქნებიან, და რამდენად იტვირთებენ ნაკრების ტვირთს, საკითხავია