მეკოს ბენეფისი "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მესამე შაბათს
ბორჯღალოსნებმა მესამე’ვე მეტოქე - ესპანეთიც იოლად გააბურთავესOvaluri.comxa.com/2016ოვალური ოაზისი 2002 წლიდან ნეთშია!
"ერთა თას"-ყოფილი ჩვენთვის თანდათან კარგავს აზრსაცა და ხიბლსაც, რაკი მეტოქეები დაახლოებით ასე მსჯელობენ:
"ზედიზედ 5-გზის ფალავანთან მაინც წავაგებთ; ეგენი არც დამდეგ შესარჩევ ციკლში მონაწილეობენ; ჰოდა, რაღად ვეომოთ, ვერკინოთ, გავითანგოთ და თანაც დავილეწოთ - ვისაც ეხალისება შორეულ კავკასიაში ჩასვლა და ქეიფი, ისინი’ღა წავიყვანოთო"
გერმანია იქეთ იყოს და ესპანეთი სწორედ რომ ასე მოიქცა - რუმინეთთან ნარაგბალი 23 კაციდან 7’ღა დაიტოვა, 16 ამატებულში კი 4 ახალბედა იყო.
ჩვენ ოპტიმალური, ოღონდაც ისევ უ’ტულონელ’ებო რაზმი შევკრიბეთ. ბილეთები პირველად გაიყიდა ნეთით; ჰიმნები სასულე ორკესტრმა დაუკრა, ტელე’ეკრანზე კი შერკინებათა წონებიც კი დავწერეთ.
საჯარიმო ლელოებითავიდან ბოლომდე ვუტიეთ, მაგრამ პირველი მეოთხედი მაინც ფრედ დასრულდა. ექვსი ლელოდან 5 ბექებმა დადეს; მერაბ კვირიკაშვილს 700-მდე 6 ქულა’ღა უკლია, ნოდარ ჭეიშვილი კი დასაბამიდან (1989) 238-ე ბორჯღალოსანი შეიქნა.
მეკომ 4’ წუთზე პირველი ჯარიმა ახლოდან ააცილა. მალე მოლით შეტანილი ვერ დავამიწეთ, მაგრამ ზედიზედ ექვსი (!) 5-მეტრა შერკინება იმათ ბურჯის გაგდებად და საჯარიმო ლელოდ დაუჯდათ, ამდენ ჭიდილში კი ლელოშივე ერთხელაც გაგვაკავეს * 7:0
შემდეგი შტურმის დროს რეფმა რომ დაგვიძახა "ხეირი მორჩაო", მერაბს მაშინ ჩაუჭრა გარემარბმა პასი და 90 მეტრი ირბინა * 7:7, მაგრამ იქვე მეკომ’ვე ლელოსკენ გაუგორა გიორგი აფციაურს და სერხი ობანელმა ბურთი ხელით რომ გადააგდო უკანა ხაზზე, რეფმა მეორე საჯარიმო ლელო გვიბოძა და დამრღვევიც გააგდო * 14:7
ძღვენი შეირგორომ მიეძალნენ დავით კაჭარავა და ლაშა ლომიძე, ლაშა ხმალაძემ ლელოში "მოკლე"ზე შეუშვა სანდრო თოდუა * 21:7
48’ წუთზე ადამ ნიუთონმა რომ გაგვისერა მწყობრი, ისევ და ისევ მეკო (!) მიწვდა კოჭში ხულენ გოიას, მაქედან სამ წუთში კი ვასო ლობჟანიძის გრძელი პასით კაჭარავამ დაგეზა ვეტერანი ფულ’ბექი, ვინაც მე-14 სანაკრებო ლელო მიითვალა * 26:7
შემდეგსავე შეტევაში გია ნემსაძემ ოფლოუდი მიართვა თაზო მჭედლიძეს და ამან, მბოჭავებთან ჭიდილში, 10 მეტრიდან მაინც უწია მიზანს * 33:7
საათის თავზე დაგვიშავდა გიორგი თხილაიშვილი, ესპანეთმა კი ბითუმად რომ შეცვალა ხალხი, პაბლო ფონტესს მოგერიება მოეჭრა და კაჭარავამ შეირგო ძღვენი * 38:7
როუზიც აიმატესბოლო მეოთხედი ისევ ჩვენს შეტევებში გაილია, მაგრამ ბიჭებს ზომიერება ღალატობდათ. ანგარიში აღარ შეცვლილა. ერთი კია, 83თამაშის შემდეგ ქულათა სხვაობა +1522 რომ გვაქვს და მეტოქეებზე ლელოც 251-ით მეტი გაგვიტანია, მათთან მართლა რაღა გვესაქმება?
ჩვენი ძველი დოსტები - რუმინეთი და რუსეთი "კარპატეთის ქუთაისში", იაშ’ში (ისტორიული მოლდოვა) შეიყარნენ. სტეჟარმა ტურაშვილი, კინი’კინი’ლაუ, შენანი, ფან’ჰირდენი არ იკმარა და 10 ნომრად სამხრეთ’აფრიკელი მულატი, ჯოდი როუზი აიმატა. რუსებმა ერთი ტაიმი გაძლეს, ბოლო წუთზე კი რუმინეთმა პრემიაც აიღო * 30:0
გერმანიამ მეოთხე სეზონში’ღა იმარჯვა პირველად - ყოველ’მხრივ დაჯაბნა პორტუგალია * 50:27, მაგრამ ამან ბოლო შეტევაში მაინც დაუდო მეოთხე ლელო. ორი წლის ჯამით მაჩანჩალებს ქულა ტოლადა აქვთ, მაგრამ "პირისპირ ჯახებით" წინ გერმანიაა. ჰოდა, თუ ბოლო ორ რაუნდში სტატუს’ქვო არ დაირღვა, ლობუში პირველად გავარდება.
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2016მესამე რაუნდი
საქართველო$ 38:7 ესპანეთი შარშან >>
http://ovaluri.comxa.com/2015/P3/02_REC3-SPN.htm წარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-SPN-Past/23 მოთამაშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-SPN-TM/გუნდები+მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-SPN-CARD/საქ: კვირიკაშვილი (ფრუიძე 64) აფციაური კაჭარავა მჭედლიძე (მალაღურაძე 57) თოდუა
<10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 57) /
ნარიაშვილი (ასიეშვილი 61) მამუკაშვილი (ჟვანია 41) ქუბრიაშვილი (ფეიქრიშვილი 53)
ჩხაიძე (ჭეიშვილი 72) ნემსაძე;
სუთიაშვილი^კაპთხილაიშვილი (გორგაძე 64) ლომიძე -
6ლ: [საჯ] (1 ლომიძე, 2 აფციაური) თოდუა კვირიკაშვილი მჭედლიძე კაჭარავა;
4გ:კვირიკაშვილი
ესპ: ობანელ სბ 25, ხ.გოია კასტილიონი (სანჩეს 64) გრიფითს მენგიონ (სანტიაგო 22)
<10-9> სნი (ფონტეს 64) ხილ /
ლოპეს სბ 10 (ინსაუსტი 64) ჰაჩინსონ (სანს 48) სივილ (ანაია 29, ჰაჩინსონ 73)
მორა (ო.გოია 64) ბარერა;
დელ’ვაჯე (შტორ 64) ნიუთონ (ინსაუსტი 10-21) ნავა^კაპ -
ლ: ხ.გოია; გ: გრიფითს
რეფ ვაით’ჰაუს (უელ) 27/02_2016 @ ვაკე (15 ათასი)
ვიდეო
http://www.dailymotion.com/video/x3tl6xa_1...gia-spain_sportსბ(10ე) 7:0(14) 7:7(21) 14:7(26სბ) 21:7(33) /
26:7(52$პ) 33:7(56) 38:7(66)
რუმინეთი$ 30:0 რუსეთი4ლ: ბურჩა ვლაიკუ მაკოვეი როუზ; 2გ 2ჯ: ვლაიკუ / წბ: გორჩოაია -
/ სბ: გარბუზოვ; წბ: ბითიევ
რეფ ლინთონ (შტლ) 27/02 @ იაში, ალეკსანდრესკუ (6 ათასი)
სბ(27რს) 5:0(29) /
12:0(42) 15:0(45) 18:0(60) 23:0(64) წბ-წბ(68) 30:0(80+$პ)
გერმანია$ 50:27 პორტუგალია$7ლ: ფონ’გრუმბკო ოტო (2 5 6) პოპმაიერ [საჯ] ფდ’მერვე; 6გ ჯ:პარქინსონ / სბ: ოტო -
4ლ: ფ.აპლეტონ დინიზ ნორონია გედეშ; 2გ ჯ: გედეშ / სბ: ტ.აპლეტონ
რეფ მერფი (ირლ) 27/02 @ ჰანოვერი, კალვაიტ (8 823)
0:5(3) 3:5(5) 10:5(15) 17:5(20) 17:8(31) 24:8(40+) /
31:8(42სბ$პ) 36:8(50) 36:13(53) 43:13(55) 43:20(58) 50:20(71) სბ(80გ) 50:27(80+$პ)
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 201606/02 საქართველო $ 59:07 გერმანია ბიურლე (ბელ)
რუსეთი 22:20 ესპანეთი $ პირს (ინგ)
რუმინეთი $ 39:14 პორტუგალია ატორასაგასტი (ესპ)
13/02 პორტუგალია 03:29 საქართველო $ დევის (უელ)
რუსეთი $ 46:20 გერმანია ლიპერინი (იტა)
ესპანეთი $ 18:21 რუმინეთი რუის (სფრ)
27/02 საქართველო $ 38:07 ესპანეთი ვაით’ჰაუს (უელ)
რუმინეთი $ 30:00 რუსეთი ლინთონ (შტლ)
გერმანია $ 50:27 პორტუგალია $ მერფი (ირლ)
3 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $საქართველო 15 +109 19/02 126:017 3-0 3
რუმინეთი 14 +58 11/04 090:032 3-0 2
რუსეთი 9 -2 10/08 068:070 2-1 1
გერმანია 5 -55 10/20 077:132 1-2 1
ესპანეთი 2 -36 05/11 045:081 0-3 2
პორტუგალია 1 -74 06/16 044:118 0-3 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობაზე:
ჯერ პირადში 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა
ოფიციოზი >>
http://www.rugbyeurope.eu/group-229.htmგავარდნა (2015+2016)
პორ 6, გერ^ 6, ესპ 16, რუს 22, რუმ 29, საქ 36
12/03 რუსეთი სოჭი საქართველო _ (ინგ)
რუმინეთი იაში 18.00 გერმანია ბლესანო (იტა)
ესპანეთი მადრიდი პორტუგალია _ (ირლ)
19/03 საქართველო დინამო რუმინეთი ტრენინი (სფრ)
გერმანია კელნი 17.30 ესპანეთი პეტრესკუ (რუმ)
პორტუგალია ლისაბონი 19.00 რუსეთი შარაბა (სფრ)
28 წლის (1989-2016) მონაგარი187 თამაში (76 შინ, 72 გარეთ, 39 ნეიტრ)
113 მოგება - 68 წაგება * 6 ფრე
ქულა 4312:3425 (+887)
ლელო 512/349 (+163)
>> 17 ერთა თასზე (2000-2016)
83თ (41შ 39გ 3ნ) 67-12*4
ქ 2546:1024 (+1522) ლ 332/81 (+251)
>> ესპანეთთან (2000-2016)
17თ (9შ 8გ) 13-3*1 547:260 ლ 76/27
>> 238 ბორჯღალოსანი
95 ბექი, 134 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 247, ხოლო ფორვარდებმა 265 ლელო
>> ბორჯღალი (კეპი)
90 კვირიკაშვილი კაჭარავა; 89 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი; 70 ურჯუკაშვილი;
67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე; 65 გორგოძე მალაღურაძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე
>> ქულა (მარტო დამრტყმელები)
694 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
176 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
>> ლელო
26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 18 ურჯუკაშვილი კაჭარავა;
15 ზედგინიძე ხამაშურიძე; 14 უდესიანი კვირიკაშვილი;12 ლაბაძე;
11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე ნემსაძე
@