ახლა ცოტას წავუპრაფესორებ და ამიტანეთ პაწა
10წთ - 5 მეტრიანი შერკინებიდან აიტაცა ბურთი და მეტოქის 8 &10 ნომრებზე მივიდა ჯიქურ, ბუნებრივია არც ჯანი ეყო და გადმოდეს უკან.
ასეთ დროს ან ღრეჭო უნდა იყოს, რომ შევარდეს #9 ან კიდე ძალიან ახლოს უნდა იყოს ლელოს ხაზთან,
რომ კოჭების დონეზე ფაქტიურად მიწასთან შეუტიოს და დალელოვებას შეეცადოს. სხვა შემთხვევაში მიძალება უნაყოფოდ ჩაივლის.
18წთ - მჭედლიძემ მიიტანა ბურთის მეტოქის 5 მეტრიანთან და
დააგვიანა რაქიდან ბურთის გამოტანა ვასკამ; დააჯდნენ მომენტალურად და ძირს დააგდებინეს ოვალი.
23-წთ - მოედნის ცენტრში ვუტევთ და ისევ
დააგვიანა რაქიდან ბურთის გამოტანა; მეტოქემ შებოჭა და წინ დააგდებინა ბურთი.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებმა როგორც საჭიროა ისე არ დაიცვეს საკუთარი რაქი.
სურათზე კარგად ჩანს, რომ ბლოკი არ გვიყენია, მაგრამ სწორედ რომ ეს უნდა გაეთვალა ვასკას
და ან ბლოკის დაყენება მოეთხოვა თავისიანებისთვის ან "მიწიდან" უნდა გაეშვა პასი (არ იყო ბურთის ხელში აღების დრო)
24წთ - ამჯერად უკვე ტექნიკური წუნი რაქიდან ბურთის გატანისას, რაქში მყოფ ჩვენიანსვე მოარტყა და დაიკარგა ტემპი.
25წთ - მეტოქის 22-თან ვუტევთ. ვასკა პასს აძლევს ადგილზე მდგომ თხილაიშვილს (წითელ ოვალში),
მაშინ როდესაც ესპანელ დამცველს მოძრაობა აქვს დაწყებული და კოკის შებოჭვა გარდაუვალია.
უკეთესი იქნებოდა პასის გაშვება კოკის ზურგსუკან კაჭისთვის (მწვანე ოვალში)
შედეგად კაჭის შესატევი სივრცეც ექნებოდა და მიმყოლიც (თოდუა უდგას გვერდით და კადრს მიღმა კიდევ სუთი იყო აუტის ხაზთან)
30წთ - ლომიძემ მოიპარა ბურთი რაქიდან და ვასკას გაატანა, მაგრამ ბოჭვის მერე ვერ ჩადო/გადმოდო ჩვენსკენ და მეტოქემ წაღლიტა ოვალი.
38წთ - ჩვენი დერეფნიდან ბინგომ ჩამოუგდო ბურთი და ვასკამ
ორ ბურჯს შორის გაძრომა დააპირა. მბოჭავებმა გვარიანად დაახევინეს უკან.
რატომ ჩათვალა, რომ ამხელა მანძილიდან მოასწრებდა ისეთი აჩქარების გაკეთებას, რომ შუაში გაუძვრებოდა თუნდაც ბურჯებს, გაუგებარია
მიახლოებისას რომ დაეფინტა და გრძელ ფრთაზე გაეგრძელებინა სვლა კიდევ ექნებოდა შანსი

+ერთი-ორჯერ გადაყრაზე ვერ ივარგა >>> როცა ფიზიკა არ გიწყობს ხელს, ტექნიკით უნდა მიაღწიო საწადელს (იაპონელებმა რა თქვან აბა)
პ.ს ჩემით გავალ, არაა სტვენა საჭირო...
This post has been edited by xDavid_S on 11 Mar 2016, 10:58