ქართველი კომენტატორისათვის არ მისმენია - ნერვები მაქვს დამშვიდებული

კარლენმა საუკეთესოდ აჩვენა თავი. მათ შორის სტატიკაში. თუმცა რა გასაკვირია.
მადლობა კვაჭებს სტატიკისთვის, თუმცა აუტებში კვლავ დიდი შეკითხვის ნიშნები ჩვენ.
ანტონა ნელა დაიქოქა თითქოს თავიდან, მაგრამ ბოლოს გახსნა

ნემსაძეს და ბინგოს დიდი მადლობა. ჩხუბის მომენტში საერთოდ ვერ გავერკვიე რა ხდებოდა, მაგრამ გამეორებაზე აშკარად ჩანდა რომ ნმსაძე ბოლოში მივიდა მაგ მომენტთან.
მუტანტა რა - არაფერი გაუფუჭებია. პირველ ეტაპზე მისთვის ძიღითადში დადგომა და სტაბილური თამაში - წარმატებაა.
შალვა როგორც ყოველთვის საერთო სტაბილური წყობისთვის ძალიან სასარგებლოა.
ლომიძეს სტატისტიკა არ მინახავს. საერთოდ სტატისტიკა ძალიან სასარგებლო იქნებოდა ასეთი ტამაშების მერე. ერთი შეხედვით - შეიძლება ბევრი მეტრი ვერ მოაგროვა, როგორც მის პოზიციას ეკუთვნის, მაგრამ ფიზიკურად ყოველთვის დომინირებს და ეს სასიხარულოა. მოუკლო ბრაკს ბურთით ხელში, ესეც სასიხარულოა. პროგრესირებს - ნელა, მაგრამ პროგრესირებს ...
ეხლა უკან - მოკლე რეზიუმეა რომ უკან ვუმატებთ. მე ამას ვხედავ, მე ამის მადლობელი ვარ.
თოდუა კარგი იყო. როგორც ყოველთვის სუსტ მოწინააღმდეგეს აწამებს ხოლმე

კაჭი არაა რუსების საკბილო. დაღლილ კაცს მიწაზე ვერ სვავდნენ

ვანდამა არ ვიცი. ჩვენების ხარისხი იყო ცუდი. შეიძლება რაიმე სასარგებლო გამომრჩა მისი მხრიდან.
მურაზა რა - არ ვიცი - შეეხო ბურთს?
მჭედლიძეს გამონათებების რაოდენობა მატულობს. ამ კაცს ადგილი უნდა ვუპოვოთ - ცოტა პოზიციაში ვერ ჯდება მე მგონი.
ეხლა ქოქოსა. თითქოს არ ჩანს და მერე ისეთს იზავს რომ მიხვდები ამ კაცის ფასს. ჩვენთვის ასეთი პროფილის მოთამაშე - ღმერთია. დღემდე ვთვლი რომ ქოქოსას დამტვრევა მსოფლიოზე იყო ჩვენი გამოსვლის ყველაზე დიდი ტრაგედია ...
ეხლა - კოტე ვერ დავლანდე, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგს არაფერს დააწევდა მოწინააღმდეგეს

კარგია ჟვანიას ხილვა თავის პროფესიით. ვფიქრობ საბოლოოდ მაინც პირველ ნომრად უნდა დავამკვიდროდ ეს ბიჭი!
ბეგაძე - ნოუ კომენტ. მეშინია პორნოგრაფიის გავრცელებაში არ ჩამომართვან

მეკო - თავის სტილში, საშუალო გარდასახვებს აფუჭებს, რთულები გააქვს ხოლმე, მაგრამ იქვე ბურთის ამოტანისას კარიჩნისას გამოურევს ხოლმე, ძალიან ქების ხასიათზე რომ არ დავდგეთ ...
ეხლა - მელიქიძეს არ დაცლადა, მაგრამ არა უშავდა.
ზოგადად შერკინებაში ცოტა რუსული "ძალა გვაქვს ტვინი არ გვინდა" -ს ვაწვებოდით, მაგრამ ჯანაბას.
გორგაძე - ველით, გვეიმედება - გვიხარია.
მელიტონ - თამაში დამალა

ციგნებისთვის ემზადება