http://fotoserg.livejournal.com/უიოლესად, მარგი გეზით "რაგბი ევროპის" მეოთხე შაბათს ბორჯღალოსნებმა სოჭში უიოლესად ძლიეს რუსეთი
და ახლა, ტიტულთა დაცვაზე, რუმინეთს მიიღებენOvaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
რაც დრო გადის, ჩრდილოელ მეზობელს მით უფრო უშანსოდ ვუგებთ. რაგბის თავი და თავი შერკინებაა. მასში დათვებს რომ ვათრევთ, ძალუმი პლაცდარმიდან ბექები უფრო ლაღად უტევენ და თამაშიც გაწონასწორებული გამოგვდის
მილთონ ჰეიგმა, მართალია, ბოლომდე ვერ გაა’კივა სხვა გენის მქონე და სხვა’გვარ გარემოში აღზრდილი შეგირდები, მაგრამ გეზი კი უჭირავს მარგი. ჰოდა, ამჟამინდელთა კვალად ახალი თაობა რომ მოვა, ჩვენი მერე კი უნდა ეშინოდეთ "იტალია - კანადა - ამერიკებს"
ვერ იჯიგიტესდათვებს ოლიმპიურ სოჭში მესამედ ვერაგბეთ. დასწრებამ იმატა. თამაში დარში მოეწყო, მაგრამ ნიავიც ქროდა. იმათ ორივე კვაჭი, თუ არ გვეშლება, ჩრდილო’კავკასიელი ჰყავდათ, მაგრამ მაგით "სხვატკა" არ გაჯიგიტებულა
საცქერად მეორე ტაიმი ჯობდა პირველს. რაგბი ალაგ-ალაგ ქაოსური გამოვიდა: რუსეთს აკლდა კლასი, საქართველოს - სიზუსტე და ზომიერება
ჯარიმათა სათვალავი თავიდან 5-0 იყო ჩვენს სასარგებლოდ, ტაიმის მიწურულს 7-3, მესამე ლელომდე 10-4, ბოლოს კი 10-9, ანუ რუსეთი დასკვნით მეოთხედში აღარ დაჯარიმებულა, მაგრამ მაგ დროს მატჩის ბედიც გადაწყვეტილი ჩანდა
"ქოქოსის" ქიქ’პასიმესამე ჯარიმა მერაბ კვირიკაშვილმა 43 მეტრიდან ააცილა, მეოთხე კი 25 მეტრიდან, შტრიხიდან შეაგდო * 3:0
პირველ ლელოზე დერეფანი მოიგო გიორგი ჩხაიძემ; ვიარეთ მოლით და ლაშა "ქოქოსა" ხმალაძემ კარის პირდაპირ ქიქ’პასი გაუხერხა თაზო მჭედლიძეს * 10:0 @ 21’
რუსეთმა ამის შემდეგ’ღა მოაღწია ჩვენს წითელ ზოლამდე, მაგრამ შეფერხდა. 3 წუთის შუალედით კარში დასარტყამები კიდეზე გადავიტანეთ და მეორედ ფაზებიც ავკინძეთ, მაგრამ ატყდა ჩხუბი და თემიდამ თითო მოჭიდავე დაითხოვა
კარისკენ გაშლითმეორე ტაიმის დასაწყისში გაიჯეჯილა მჭედლიძემ, მაგრამ ბურთის შეყოვნებისთვის დავჯარიმდით ზედ ლელოსთან. მალევე დერეფნიდან, კარისკენ გაშლით, მიეძალნენ გიორგი ნემსაძე, ლაშა ლომიძე და ანტონ ფეიქრიშვილი * 17:0 @ 50’
დათვებს გაუსინბინეს ახლად შემოსული მარჯვენა ბურჯი. კიდევ რომ გაილაღა სანდრო თოდუამ, ანდრეი ოსტრიკოვმა ბურთი შეაჩეჩა იური კუშნარიოვს, ეს კი დაეცა და ნემსაძემ ძღვენი შეიფერა * 24:0 @ 64’
რუსებმა ამის შემდეგღა შემოგვიტიეს. ხუთიდან მეორე ჯარიმაზე გაგვიგდეს ჯაბა ბრეგვაძე. ერთხელაც ბურთი ფრთისკენ ჩათამაშდა და რამილ გაისინმა გაიტანა ლელო * 24:7 @ 74’
ანგარიში დამრგვალდარუსთაგან მწავედ ვასილი არტემიევი’ღა თამაშობდა, ჩვენგან - თოდუა, ლომიძე და სათადარიგო ბექა გორგაძე. ქიქერმა მეკომ ქართველთაგან პირველმა გადალახა 700-ქულიანი მიჯნა და დათვებიც მეთერთმეტედ ძლია, მე-18 გამარჯვებით კი ჯამური ანგარიში დამრგვალდა * 500:231
რუმინეთმა გერმანია თუმც ბარაქიანად მოსრა, სხვაობით მაინც ვერ გაგვიტოლდა, რის გამოც ფინიშზე ტოლ’ბონუსიანი ფრეც გვაწყობს. სტეჟარმა გააცილა 36 წლის ფორვარდი, 4 მსოფლიო თასის მონაწილე ოვიდიუ ტონიცა (73 კეპი, 15 ლელო), ვინაც ჩვენთან "პლუსშია" * 6-2
ესპანეთმა არ დაინდო მეზობელი პორტუგალია. ორი წლის ჯამით ლუზიტანებსა და გერმანიას ქულა ტოლადა აქვთ, მაგრამ ლობუში უარესი "პირისპირით" ჩამორჩება. ჰოდა, თუ ფინიშზე არაფერი შეიცვალა, პორტუგალია გავარდება, მის ნაცვლად კი მეორედ შემოვა ბელგია, ვინაც მოლდოვაში 10:9 იმარჯვა და ვადამდე იპირველა
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 2016მეოთხე რაუნდი
საქართველო 24:7 რუსეთი შარშან >>
http://ovaluri.16mb.com/2015/P3/16_REC4-RUS.htm წარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-RUS-Past/23 მოთამაშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-RUS-TM/გუნდები+მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-RUS-CARD/საქ: კვირიკაშვილი აფციაური (მ.გიორგაძე 76) კაჭარავა მჭედლიძე (მალაღურაძე 65) თოდუა
<10-9> ხმალაძე ბეგაძე (ლობჟანიძე 65) /
ასიეშვილი (ჟვანია 55) მამუკაშვილი (ბრეგვაძე 55 სბ 69) ფეიქრიშვილი (მელიქიძე 62)
ჩხაიძე (მიქაუტაძე 62) ნემსაძე სბ 38;
სუთიაშვილი^კაპ შუბითიძე (გორგაძე 56) ლომიძე (მამუკაშვილი 69-78) -
3ლ: მჭედლიძე ფეიქრიშვილი ნემსაძე; 3გ ჯ: კვირიკაშვილი
რუს: არტემიევ^კაპ ბაბაევ გალინოვსკი რუდენკო სიმპლიკევიჩ (გაისინ 65)
<10-9> კუშნარიოვ სბ 38, შჩერბან (იაგუდინ 65) /
სეკისოვ (ვოლკოვ 65) გასანოვ (მაგომედოვ 79) ზიკოვ (პრონენკო 48, სბ 57)
გარბუზოვ (ელგინ 69) ოსტრიკოვ;
გრესევ ტემნოვ (კროტოვ 53, ზიკოვ 59-68) რუდოი -
ლ: გაისინ; გ: კუშნარიოვ
რეფ ქარლი (ინგ) 12/03_2016 @ სოჭი, იუგ (3 500)
ვიდეო >>
https://www.youtube.com/watch?v=-BNVAXiVcoE3:0(14) 10:0(21) სბ-სბ(38) /
17:0(50) სბ(57რ) 24:0(64) სბ(69ს) 24:7(74)
რუმინეთი$ 61:7 გერმანია8ლ: აპოსტოლ ტონიცა ლუკაჩ ბურჩა კინი’კინი’ლაუ (5 7 8) შენან; 6გ:ვლაიკუ 5, ბრატუ; 3ჯ: ვლაიკუ -
ლ: შოსერ; გ: ბოშ / სბ: პოპმაიერ
რეფ ბლესანო (იტა) 12/03 @ იაში, ალეკსანდრესკუ (_)
7:0(9) 10:0(15) 13:0(24) სბ(32გ) 20:0(34) 27:0(38) /
32:0(41$პ) 39:0(53) 42:0(59) 49:0(67) 49:7(70) 56:7(76) 61:7(80+)
ესპანეთი$ 39:7 პორტუგალია5ლ: კონტარდი ხ.გოია აუსკი (3 4) მაიკეს; 4გ 2ჯ: ლინქ’ლეითერ / სბ: როკა -
ლ: ვარეტა; გ: გედეშ / სბ: ვაზ
რეფ გალაჰერ (ირლ) 12/03 @ მადრიდი, უნივერსიტეტი (10 500)
3:0(3) 10:0(8) 15:0(16) 15:7(32) სბ(38ე) 18:7(40+) /
25:7(52) სბ(54პ) 32:7(57$პ) 39:7(80+)
*რაგბი ევროპის* ჩემპიონატი 201606/02 საქართველო $ 59:07 გერმანია ბიურლე (ბელ)
რუსეთი 22:20 ესპანეთი $ პირს (ინგ)
რუმინეთი $ 39:14 პორტუგალია ატორასაგასტი (ესპ)
13/02 პორტუგალია 03:29 საქართველო $ დევის (უელ)
რუსეთი $ 46:20 გერმანია ლიპერინი (იტა)
ესპანეთი $ 18:21 რუმინეთი რუის (სფრ)
27/02 საქართველო $ 38:07 ესპანეთი ვაით’ჰაუს (უელ)
რუმინეთი $ 30:00 რუსეთი ლინთონ (შტლ)
გერმანია $ 50:27 პორტუგალია $ მერფი (ირლ)
12/03 რუსეთი 07:24 საქართველო ქარლი (ინგ)
რუმინეთი $ 61:07 გერმანია ბლესანო (იტა)
ესპანეთი $ 39:07 პორტუგალია გალაჰერ (ირლ)
4 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $საქართველო 19 +126 22/03 150:024 4-0 3
რუმინეთი 19 +112 19/05 151:039 4-0 3
რუსეთი 9 -19 11/11 075:094 2-2 1
ესპანეთი 7 -4 10/12 084:088 1-3 3
გერმანია 5 -109 11/28 084:193 1-3 1
პორტუგალია 1 -106 07/21 051:157 0-4 1
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)
ტოლობაზე: ჯერ პირადში 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა, 2) გატანილი ლელო,
3) გატანილი ქულა; მერე მთელ ტურნირში 1) სხვაობა, 2) ლელო, 3) გატანილი ქულა ოფიციოზი
გავარდნა (2015+2016) პორ 6, გერ^ 6, ესპ 21, რუს 22, რუმ 34, საქ 40
19/03 საქართველო დინამო 17.00 რუმინეთი ტრენინი (სფრ)
გერმანია კელნი 17.30 ესპანეთი პეტრესკუ (რუმ)
პორტუგალია ლისაბონი 19.00 რუსეთი შარაბა (სფრ)
28 წლის (1989-2016) მონაგარი188 თამაში (76 შინ, 73 გარეთ, 39 ნეიტრ)
114 მოგება - 68 წაგება * 6 ფრე
ქულა 4336:3432 (+904)
ლელო 515/350 (+165)
17 ერთა თასზე (2000-2016)
84თ (41შ 40გ 3ნ) 68-12*4
ქ 2570:1031 (+1539) ლ 335/82 (+253)
რუსეთთან (1993-2016)
20თ (10შ 7გ 3ნ) 18-1*1 ქ 500:231, ლ 55/14
55 ლელო: 5 უდესიანი მაჩხანელი; 4 ჩხაიძე; 3 ლაბაძე გორგოძე;
2 ზედგინიძე ჯიმშელაძე ზირაქაშვილი კოლელიშვილი ზიბზიბაძე დ.კაჭარავა ნემსაძე;
1 ქავთარაშვილი შ.მოდებაძე ნადირაძე ცაბაძე ხამაშურიძე შველიძე ა.გიორგაძე სამხარაძე მჭედლიშვილი ურუშაძე მალაღურაძე ურჯუკაშვილი ხინჩაგიშვილი ნატრიაშვილი ბრეგვაძე დათუნაშვილი ქუბრიაშვილი ჟვანია ასიეშვილი მჭედლიძე ფეიქრიშვილი
გამარჯვება: 11 აბუსერიძე გორგოძე კვირიკაშვილი;
10 ურჯუკაშვილი ლაბაძე ზიბზიბაძე ჩხაიძე კაჭარავა;
8 ჯიმშელაძე ზედგინიძე ხამაშურიძე მაჩხანელი
238 ბორჯღალოსანი95 ბექი, 134 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 248, ხოლო ფორვარდებმა 267 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
91 კვირიკაშვილი კაჭარავა; 90 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი; 70 ურჯუკაშვილი;
67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე მალაღურაძე; 65 გორგოძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე
ქულა (მარტო დამრტყმელები)
703 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
176 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
ლელო26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილიკაჭარავა; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე; 14 უდესიანი კვირიკაშვილი;
12 ლაბაძე; 11 ა.გიორგაძე ნემსაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 14 Mar 2016, 15:54