ევროპის U 18 ელიტრაუნდი წელს პორტუგალიაში, ლისაბონში გაიმართება, ტურნირი სტარტს აიღებს 17 მარტს და გასტანს 27 მარტის ჩათვლით.
შარშანდელის მსგავსად ფორმატი იქნება პლეიოფური სისტემის 1/4 ფინალი, 1/2 ფინალი, ფინალი. თუმცა ინგლისმა, ირლანდიამ, შოტლანდიამ, უელსმა და იტალიამ ვერ აიტანეს ის, რომ საქართველომ ფინალი ითამაშა და ტურნირს გამოეთიშნენ - უჩვენოდ იბურთავეთ - გავიბუტეთო. ეს ხუთული კი შემდეგმა ქვეყნებმა ჩაანაცვლა: რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და პორტუგალია.
ბოლო წლების ტენდენციის მიმოხილვა:
2012 წ.
ვთამაშობდით ელიტრაუნდის შესარჩევს - Romania 6-27 Georgia, Georgia 27-9 Belgium, Georgia 24-3 Portugal. ელიტრაუნდში 1/4 ფინალში დავმარცხდით მომავალ ჩემპიონ - ინგლისთან 8:58. სანუგეშო მატჩში ვძლიეთ იტალიელები 20:18 და მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში 10:29 დავთმეთ შოტლანდიასთან.
2013 წ.
კვლავ საკვალიფიკაციო ეტაპი: Georgia 50-13 Germany, Georgia 55-6 Belgium და Georgia 33-17 Portugal, რის შემდეგაც ელიტაში: 1/4 ფინალში მარცხი ირლანდიასთან 27:31, სანუგეშო პაექრობაში იტალიასთან ვიმარჯვეთ 17:11, ხოლო მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში დავმარცხდით 0:50 უელსთან.
2014 წ.
გათამაშება პირდაპირ ელიტრაუნდის 1/4 ფინალით დავიწყეთ და 20:10 დავმარცხდით ირლანდიასთან, შემდეგ კი სანუგეშო მატჩი დავთემთ იტალიასთან 13:15 და საბოლოდ დავიკავეთ მე-7 ადგილი, მას შემდეგ რაც დავამარცხეთ პორტუგალია 26:3
2015 წ.
შარშან ყველაზე დიდ შედეგს მივაღწიეთ U18-ის ფორმატით.
1/4 ფინალშივე დავამარცხეთ ირლანდიელი თანატოლები, მატჩი 8:8 დამათავრდა და მატჩის შემდგომ "პენალტების" სერიაში 3:1 ვიმარჯვეთ, 1/2 ფინალში უკვე იტალიელ თანატოლებს ვეთამაშეთ ფრე 6:6 და კვლავ მატჩის შემდგომ "პენალტების" სერიაში ვიმარჯვეთ და გავაღწიეთ ფინალში.
ფინალში კი მასპინძელი საფრანგეთი დაგვხვდა, როემლთანაც 57:0 დავმარცხდით და ვერცხილს მედლებს დავჯერდით.
ბრიტანელები და იტალია გაიბუტა და დავრჩით ქვედა დივიზიონიდან დამატებული გუნდებისა და საფრანგეთის ანაბარა...
U 18 7-11 მარტს შეკრებას კლერმონში გაივლის.
სანაკრებო რაზმი (როემლსაც U 20-ის სამხრეთ ამერიკული ტურნედან მობრუნებული აფრასიძე შეუერთდება)
ბექები
15 ბექა მამუკაშვილი *** ლელო სარასენს
15 გიორგი ნარიმანიძე *** ხარები რუსთავი
11-14 ზურაბ საბელ *** ბორდო [სფრ]
11-14 გიორგი კილასონია *** არმია
11-14 არდაშ დარბოევი *** არმია
11-14 ივანე კალანდაძე *** ლელო სარასენს
12-13 კოტე ხამაშურიძე *** ლომები სართიჭალა
12-13 ლუკა მარგიანი *** აკადემია
12-13 სანდრო სვანიძე *** არმაზი
12-13 გიორგი წიკლაური *** ჯიქი
12-13 გიორგი გობეჯიშვილი *** აია ქუთაისი
10 თენგიზ პერანიძე *** ლომები სართიჭალა
10 საბა ხურცილავა *** ლელო სარასენს
9 იოსებ ხეტაშვილი *** ლელო სარასენს
9 ელგუჯა კიკვაძე *** აია ქუთაისი
შერკინება
1-3 გურამ გოგიჩაშვილი *** ლოკომოტივი
1-3 გიორგი ნუცუბიძე *** ჯიქი
1-3 ჯემალ შათირიშვილი *** ლოკომოტივი
1-3 ლუკა აზარიაშვილი *** ლელო სარასენს
2 თენგიზ ზამთარაძე *** ლელო სარასენს
2 ლევან პაპიძე *** ლელო სარასენს
4-5 გიგა გრიგალაშვილი *** ლელო სარასენს
4-5 ლაშა ჯაიანი *** ვითგიფთ [ინგ]
4-5 არსენ მაჩალაძე *** აია ქუთაისი
6-7-8 თენგიზ გიგოლაშვილი *** თიბიეს უნი
6-7-8 სანდრო მამამთავრიშვილი *** თიბიეს უნი
6-7-8 ნიკოლოზ თეზელაშვილი *** ყოჩები
6-7-8 სანდრო კალმახელიძე *** არმია
6-7-8 ბექა საღინაძე *** ლელო სარასენს
6-7-8 თორნიკე ჯალაღონია *** ხულიგანა
მთავარი მწვრთნელი - დავით ჩავლეიშვილი
პ.ს. ერთადერთი რაც თვალს მომხვდა "აია"-ს მცირე რიცხოვანი "დესანტი" წლევანდელ U18-ში