მოკლედ ყველას გილოცავთ.
რუმინეთს ვუგებთ ისე როგორც გერმანიას ან პორტუგალიას

მატჩის მოთამაშე მამუკაო თითქოს გამოაცხადეს ...
არადა ამ მატჩის გმირი ძმაო არის ანტონა!
ეტყობა დაინახა რაღაცა მელიტონმა ანტონში ვარჯიშებზე - ის რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით და ენდო. ენდო და შედეგიც დაიდო. მადლობა ანტონს. მადლობა მელიტონს.
მელიტონს საერთოდ განსაკუთრებული მადლობა - მეორე ნახევარში სამჯერ გამოცვლილი შეტევის ფრთისთვის და ბრინჯივით დაბნეული რუმინელებისთვის ... ბიჟებმაც იგრძნეს რომ გამოსდით და გაილაღეს! ესე თუ წავიდა საქმე და თუ დავიჯერეთ რომ ლაღი თამაში შეგვიძლია - მერე ნახეთ რა თამაშები ავკინძოთ

)
მამუკა კლასია და გუნდის იმედი. არაფერი რომ არ გამოდის და ეს ესაა გავიჭედებით - ყოველთვის არის გეგმა ბ - მიეცი ბურთი მამუკას, და ის თვითონ გაერკვევა

ერთი ორი დარტყმა ისეთი გააკეთა -ჩვენი თითქმის ჩაშლილი შეტევა რომ ძირეულად შემოატრიალა

მეკოს მივხვდი რაც წირს. მე მგონი გამოვიცანი - დარტყმას უკლებს და სიჩქარეს უმატებს ... აქ ერთადერთი ახსნაა - ბენჯამინ ბატონია მე მგონი მეკო კი არა

ნარიაშვილი როგორც ყოველთვის - თითო შერკინებას ჩააგდებს ხოლმე, მაგრამ რომ მიუხვდება მოწინააღმდეგეს ვირეშმაკობას მერე თავბედს აწყევლინებს ხოლმე. მიშამ ცოტა ტექნიკას მოუმატოს და ეს პირველი შეცდომა გამოტოვოს - კაცი არაა მისი გამჩერებელი - მსოფლიო დონეზეც კი ...
ლობჟანიძე ისეა გათამამებული მე მგონი უკვე ზედმეტებიც მოსდის

თან ფიზიკურად არ ემჩნევა, მაგრამ კონტაქტებში ძალიან ტექნიკურად შედის ... კარგია - ცოტა გამოცდილება და წვრილმანი შეცდომები წავა - სითამამე კი დარჩება.
ბეგო - ჰა ბოგო - გამოტყდი - კითხულობს ბიჭო ფორუმს?

ბეგოს სიჩქარე აქვს მომატებული - კინაღამ ვერ ვიცანი. ნუ ალბათ მთელი თამაში ეგრე ვერ გაქაჩავს, მაგრამ ერთ ტაიმზე თუ ეყოფა ეს მუხტი - ჩვენთვის უკვე დიდი შეღავათია ...
ნემსაძე - არ დაბერდე )) ჩვენს პირობებში იდეალური მეორე ხაზელია.
ფრუიძე ცდილობს და რაღაცეებიც გამოუვიდა. კარგია - ეხლა მთავარია წინსვლა არ შეაჩეროს.
გორგაძისგან მეტს ვითხოვთ! თუმცა ამ ფორმაციის ნაკრებში ტოლ-სწორად თამაში ამ ეტაპზეც დიდი მიღწევაა ჩემი აზრით.
ხმალაძე ქოქოსმკვნეტავი - ხარვეზები როგორც ყოველთვის სახეზეა. მაგრამ მე ჩემ აზრზე ვრჩები, რომ ამ მინუსებიანადაც ქოქოსას გეზს სხვა მოტამაშე ჯერ-ჯერობით ვერ აძლევს ბიწების თამაშს ...
დანარჩენ ბიჭებს ყველას მადლობა. ერთი ცოტა ვანდამა ვერ ჩაჯდა თამაშში, თორემ სხვა შენიშვნა პრინციპში არ მაქვს.
მელიტონას როდის აქვს ნეტა დაბადების დღე - ერთი ახალ ზელანდიური ცხორი არ გავუგზავნოთ?