ბარი ბარში ბორჯღალოსნებმა პირველი ზღვისრეთული ტურნეს სტარტზე
მოგება ხელიდან გაუშვეს - მოლით ლელო ვერ შეიტანეს და არეკნიც ააცილესOvaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!
1989 წელს ნაკრები რომ შევქმენით, ტურნე იყო შორებელ მეტოქეთა შეჯიბრის უმთავრესი ფორმა. მას აქეთ რაგბი გაპროფესიულდა და საკლუბო სექტორმაც გვარიანად შეავიწროვა სანაკრებო, მაგრამ ტესტებისთვის ორი სარკმელი მაინც დარჩა, ჩვენ კი ისე ვიზარდეთ, რომ 28-ე სეზონში გვეღირსა ზღვისრეთული სამოთხის თამაშ’თამაშ მოვლა
სამ-ტესტა ვოიაჟის პირველი გაჩერება სამოაა. მაქაური რაგბი კივურის დანამატია. "მანუს" ბურთაობა ეხერხება და დაჯახებაც მწარედ იცის; აკი ერთი ხანობა მსოფლიო რეიტინგის ათეულშიც იყო, მაგრამ ბიჭები რომ მახვშებს ემდურიან, კუნძულურ’ეროვნული საქმეც ზარალობს - ოპტიმალური რაზმის შეკრება ვერ ხერხდება ... მოუცლელობის გამოც
ამავე მიზეზით ჩვენც გვაკლდებიან ხოლმე ლიდერები, ხოლო მეტოქის პრობლემები სხვათა სადარდებელი არანაირად არაა: ტესტი ტესტია - ქვეყანა ქვეყანას ერაგბება იმ რესურსით, რომელიც იმ’ჟამად მის ხელთაა, და შედეგი რეიტინგზე აისახება. ჰოდა, თუმც სამოა ჩვენზე სამი საფეხურით დაბლა იდგა, შინ რომ თამაშობდა, ფრემ საქართველო ახეირა 7 წერტით (დაბლინური 0.07), პოზიციები კი უცვლელი დარჩა
მეშვიდე ფრესამოაზე კავკასიელთათვის ექსტრემალური პირობებია - ნაჩვევი სიცხე და უცხო, უკიდურესი ტენიანობა. მომქანცველი მგზავრობა და დროში 9-საათიანი სხვაობა იქეთ იყოს და ივნისი საკლუბო სეზონის ბოლოცაა. სხვაფრივ, ზღვისრეთული ყოფა ევროპულისგან ნაღდად იმდენად განსხვავდება, რომ ბორჯღალოსნები თვალ’საწიერს გაიფართოვებდნენ და ნატურნევს ტკბილად მოსაგონარიც ბლომად ექნებათ
დაბლინური თეორიებით, 15-კაცა რაგბი ბურთაობისა და ჭიდილის გაწონასწორებული ნაზავია: თუ ერთი ვერ გეხერხება, მეორით მაინც შეგიძლია დააკომპენსირო ზადი. ჰოდა, რაკი ნავარდი, ფინტაობა და ოფლოუდი სამოელთა სტიქიაა, მაგას დავუპირისპირეთ წესრიგი, აგრესიული დაცვა, მორკინალთა ღონე და ტაქტიკური პინგ-პონგიც
შედეგი? დასაბამიდან 190-ე ტესტში ოდენ მეშვიდე ფრე! ჯარიმებით 16-9 ვიძალეთ, მაგრამ ეგ ბოლო ნახევარ საათშიღა მოხდა. მანამდე ჯერ ვიგებდით 6 ქულით, მერე ციმ’ციმ გაუშვით 13, მაგრამ მალევე გავათანაბრეთ, დასკვნით მონაკვეთში კი აღარაფერი გასულა. არადა, შანსი ჯერ იმათ ჰქონდათ, ბოლო 5 წუთში კი - უკვე ჩვენ
დიაგონალურად სვლისასთავიდანვე, 8 წუთში, გვერგო სამი ჯარიმა და მერაბ კვირიკაშვილმა კარში ორივე გაიტანა - 45 და 38 მეტრიდან * 6:0, მაგრამ იმათ დაგვითეთქვეს ლაშა ხმალაძე და ბურთაობა ცოტა ხნით მოგვეშალა
17’ წუთზე "ქოქოსას" გადაკიდების შემდეგ გიორგი თხილაიშვილი ლამის ეწია ლელოს, მაგრამ 5-მეტრა შერკინებაში რეფმა დაგვაჯარიმა
25’ წუთზე ჩვენმა შერკინებამ გამოიმუშავა ჯარიმა, მაგრამ "მეკომ" 27 მეტრიდან ააცილა, ორ წუთში კი სამოამ შემოგვიტია და მორკინალებს, დიაგონალურად სვლისას, კარის წინ დაუვარდათ ბურთი
პინგ-პონგში ოფსაიდში ჩავრჩით და ფაჰა’პალემ 41 მეტრიდან დაკრა *6:3, მერე მათ 22-ში უსწოროდ ავაგდეთ დერეფანი; წამატებულ წუთებში დერეფანშივე მოვიპოვეთ ჯარიმა და მეკომ 45 მეტრიდან შეაგდო, მაგრამ ქიქ’ოფის მიღებაზე ბლოკი შეგვემთხვა * 9:6
ძელიდან ასხლეტილისამოამ მეორე ტაიმი ცოცხლად დაიწყო - 43 მეტრიდან ჯარიმით გაქვითა ანგარიში, შემდეგსავე ეპიზოდში კი, "წინ ჩახურვის" მიუხედავად, ფაჰო’სილივა და აუ’ტანგა’ვაია გაგვისხლტნენ, ლემი’მ ლიგურად შეიგორა და ძელიდან ასხლეტილიც იხელთა * 9:16 @ 44’
საპასუხო ლელო მეორე 5-მეტრა დერეფნიდან დავდეთ: რომ გაგვიძლეს "აიღე და მიეძალე"ზე, მოლი ავუგორეთ * 16:16 @ 50’ და პირველი ხაზიც შევცვალეთ
მერე იყო და ბურჯი აცდა ჰავბექის პასს და იმათ 30 მეტრიდან გაგვიტანეს ჯარიმა, მაგრამ საათის თავზე ისინიც ჩაწვნენ შერკინებაში, 30 მეტრზე * 19:19 @ 62’
მარქაფა მეტოქეზე ბევრად უკეთესი აღმოგვაჩნდა. შერკინებაშიც უკვე ძაან ვერეოდით. პაუზები გახშირდა და დაგრძელდა, რის გამოც კომპის საათმა მატჩის ბოლოსკენ 10 წუთით გაუსწრო მსაჯისას
გულ’და’გულ ვამზადეთორივე გუნდი ისე დაიღალა, რომ უკვე ქაოსურად რაგბობდა. დაგვახსომდა ზურაბ ჟვანიას გადაკიდებული და ვაჟა ხუციშვილის რეიდი
78’ წუთზე ლაშა მალაღურაძემ 45 მეტრიდან ვერ გაიტანა ჯარიმა; უმალ იმათ დაგდებულზე მიგვიკრეს ფეხი და იმავე "მალაღურამ" გვიხსნა, 80+ წუთებზე კი ფაზა-ფაზა გვიტიეს, მაგრამ ავლაგმეთ
ბოლო 5 წუთი ბურთი ჩვენი იყო. შერკინებები ხელახლა ეწყობოდა. ცენტრიდან ჯარიმით გადავედით იმათ 22-თან; 80+8’ წუთზე ავაგორეთ მამა’პაპური მოლი, რომელშიც ბექებიც ჩაებნენ
კივმა რეფმა თანა’რეგიონელები ერთი’ორჯერ აშკარად დაინდო, ჩვენ კი თუმც გულ’და’გულ ვამზადეთ არეკნი, კარამდე ხომ შორი - 40 მეტრი იყო და ისინი მაინც მიუხდნენ ხმალაძეს. ჰოდა, ბურთი კარს ოდნავ აცდა და მეტოქენი ბარი ბარში დაურჩნენ ერთი’მეორეს
ტურნე ზღვისრეთში 2016პირველი ტესტი
საქართველო 19:19 სამოაწარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-PIRA-GEO-PAST/29 მოგზაური >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-PIRA-GEO-SQUAD/გუნდები+მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-PIRA-SAM-CARD/საქ: კვირიკაშვილი (მალაღურაძე 72) ფრუიძე (მჭედლიძე 72) კაჭარავა შარიქაძე თოდუა
<10-9> ხმალაძე ბეგაძე (ხუციშვილი 59) /
ასიეშვილი (ჟვანია 51) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 51) მირცხულავა (ფეიქრიშვილი 51)
ჩხაიძე (ჭეიშვილი 71) ნემსაძე; სუთიაშვილი^კაპ(შუბითიძე 71) თხილაიშვილი ლომიძე -
ლ: თხილაიშვილი; გ 4ჯ:კვირიკაშვილი
სამ: ნიკორო აუ’ტანგა’ვაია (ფალანიკო 76) ლი’ლო აფა’მასანგა ლემი^კაპ
<10-9> ფაჰა’პალე (ლეუ’ილა 80) პოლა’ტაივაო (ტუსი’ტალა 80+3) /
აიონო (ლენე 76) მატუჰუ (ლემ 57) ჯ.ჯონსთონ (გრეი 59-70)
ლემალუ პაულო (ალო’ფიპო 71) ფაჰო’სილივა იოანე (ფაჰა’ფოუ 66) ლეპა -
ლ: ლემი; გ 4ჯ: ფაჰა’პალე
რეფ ო’ქიფ (ზელ) 11/06_2016 @ აპია, პარქ
ვიდეო >>
https://www.youtube.com/watch?v=5yY5xmwAxM03:0(3) 6:0(8) 6:3(32) 9:3(40+2) 9:6(40+4) /
9:9(41) 9:16(44) 16:16(50) 16:19(54) 19:19(62) ბოლო(80+10)
შემდგომი სვლა’გეზიშაბ 18/06 საქართველო 04.45 ტონგა @ სუვა (ფიჯ)
პარ 24/06 საქართველო 07.00 ფიჯი @ სუვა
28 წლის (1989-2016) მონაგარი190 თამაში (77 შინ, 74 გარეთ, 39 ნეიტრ)
115 მოგება - 68 წაგება * 7 ფრე
ქულა 4393:3460 (+933)
ლელო 522/351 (+171)
სამოასთან (2003-2016)
3თ (1შ 1გ 1ნ) 1-1*1 ქ 44:80 ლ 2/9
238 ბორჯღალოსანი95 ბექი, 134 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 250, ხოლო ფორვარდებმა 272 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
93 კვირიკაშვილი კაჭარავა; 92 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი; 70 ურჯუკაშვილი;
68 მალაღურაძე;67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე გორგოძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე;
61 ხამაშურიძე სამხარაძე; 60 ნემსაძე
ქულა (მარტო დამრტყმელები)
723 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
178 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
ლელო26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე;
18 ურჯუკაშვილი კაჭარავა; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კვირიკაშვილი;12 ლაბაძე ნემსაძე;
11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე
@