ბუღში, მეხუთე მიძალებით ბორჯღალოსნებმა ზღვისრეთული ტურნეს მეორე ტესტში
ბოლოსღა, მეხუთე შტურმით დაალელოვეს ტონგა და ფანობა გადარიესOvaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!
სამოაზე ფრედ დასრულებული რკენის შემდეგ ჩვენი დელეგაცია შემოვლითი გზით გადავიდა ფიჯზე, სადაც ორი მატჩი აქვს დაგეგმილი - ტონგასთან და მასპინძელთან. საქმე ისაა, რომ "იკალე ტაჰი" 2009 წლის აქეთ შინ ვეღარ რაგბობს, რაღაი ნუკუჰალოფას მთავარი სტადიონი გაპარტახდა, დაბლინიდან მიღებული გრანტები კი "სხვა პროექტებს" მოხმარდა
ცოდვა გამხელილი სჯობს და სტადიონი ვერც სუვაში ვარგა - პროჟექტორები რომ არა აქვს, ფიჯის მატჩები დღის სამზე იწყება, პრელუდიად ჩაფიქრებული "ტონგა - ჯოჯა" კი დაინიშნა შუა’დღეზე (12.45) ჰოდა, დილის წვიმის კვალად მზემ რომ დააჭირა მოედანს, მიწას ოხშივარი აუვიდა - ფიჯელთა პირ’უმტკიცობის გამო 12 წუთის დაგვიანებით დაწყებულ ტელე’რეპორტაჟშიც ცხადად ჩანდა ბუღი
ბორჯღალოსნებმა ამ უჩვევსა და გაუსაძლის პირობებშიც დადეს თავი და იმარჯვეს. სხვაფრივ, გულს გვიკლავს ის, რომ ტურნეს მომწყობ "მსოფლიო რაგბს" (ყოფილი ირბ) ნაკლებად ადარდებს ტესტის გაშუქება - ფანობისა და მედიისთვის მინიმალური სტატისტიკის მიწოდება. თამაშიდან ორი დღის თავზეც დაბლინის კანტორის საითზე ოქმი ცარიელია, ტონგას კი ნომრები არეულად ეწერა და რომ არა ფორუმის დაუზარელი მენცრები, ჭეშმარიტებას ვერ დავადგენდით
"მეორე დონეზეც" ვპარპაშებთკიდევ გამართლდა ოდინდელი სიბრძნე - ნაღდი რაგბი საათის თავზე, მატჩის ბოლო მეოთხედში ჩაღდებაო. მაგ დროს წინ ერთი გოლით ვიყავით * 16:13, კაცი კინკლაობისთვის რომ გაგვიგდეს. იმათ ძალისმიერი ლელო დაგვიდეს და 4 ქულით გაგვისწრეს, მაგრამ მერე ჩვენ ვუტიეთ 12 წუთი და ვეტერან დავით კაჭარავას მეოცე (!) სანაკრებო ლელოთი გავიმარჯვეთ * 23:20
ფიჯიდან სიგნალი რომ მოვიდა * 3:7 ვაგებდით, მაგრამ მალევე გამოჩნდა, რომ იმათი შერკინება ვერ გაგვიძალიანდებოდა. მეტიც, ევროპულ ასპარეზზე გალაღებულები უკვე სრულიად "მეორე დონეზეც" ვპარპაშებთ ამ რგოლში - დაცვისას ყოველი შერკინება ჩვენთვის სულზე მოსწრებაა, რაღაი ჯარიმას გამოვიმუშავებთ ხოლმე
33’ წუთზე ტონგა ჩაწვა და მერაბ კვირიკაშვილმა 18 მეტრიდან * 13:7 გახადა ანგარიში, ათიოდე წუთით ადრე კი, ჩვენს დერეფანს ქაოსი რომ მოყვა, ბურთი ლაშა ხმალაძემ იხელთა და შეიგორა, წითელ ზოლში "აიღე და მიეძალე" წამოიწყო ანტონ ფეიქრიშვილმა და "ბებერმა კაჭიმ" რაქში, წინიდან აღებული ბურთი ხაზს იქეთ გადაიტანა
გვერდულად მიწოლისთვისტაიმის ბოლოს ტონგა გვიტევდა და ტაკულუამ ორიდან ერთი ჯარიმა გაგვიტანა: შეაგდო 30, ხოლო ააცილა 40 მეტრიდან. იმათ შესვენებაზე ორივე ბურჯი შეცვალეს, მანამდე კი მგეზავიც დაემტვრათ. რომ განახლდა თამაში, გაიცვალა ჯარიმები - ჩვენ 25, ტონგამ კი 45 მეტრიდან * 16:13, 48’ წუთზე კი იმათ კიდიდან მოწოდება რომ არ დაგვანებეს, მეკომ 40 მეტრიდან დაახაია
უმალ ბექა ბიწაძემ გამოაქცუნა მოგერიებული და გიორგი ნემსაძეს ლელომდე 7 მეტრი დააკლდა. გუნდები დაიღალნენ და თერნოვერები გახშირდა. სინბინზე ტონგამ შემოგვიტია - გაგვექცა ჰალაი’ფონუა, იარა ფალე’აფამ, ლატუმ შეიცურა, იონგი’მაც შეგვაკრთო, მაგრამ ჩვენს მეოთხედში მოვიგეთ იმათი დერეფანი და შერკინებამაც ისევ იძალა
65’ წუთზე მოლით მოვიპოვეთ ჯარიმა, მაგრამ მეკომ 30 მეტრიდან ააცილა. იმატა პაუზებმაც. გვერდულად მიწოლისთვის რომ დავისაჯეთ, ტონგამ 5-მეტრა დერეფანში მოლი ააგორა, ირიბად მიმართა ძალური სოლოები და დევკაცი ოპეტი ფონუა (25 ნომერი) მიზანს ეწია * 16:20 @ 72’
აქ ზედიზედ შევცვალეთ ოთხი კაცი, თამაში გარდავტეხეთ და ზღვისრეთელებს საარაკოდ მივეძალეთ
ტრიბუნაზე მიაკითხაშტურმი 74’55 ნიშნულზე დაიწყო, ლელო 85’15-ზე დაიდო და გარდასახვა 86’35-ზე გავიდა - ეს ყველაფერი გამოთვლებით დგინდება, თორემ იმათ 83’40-ზე ეკრანზე დრო ჩააქრეს და იმდენიც მოახერხეს, რომ სათამაშო დროის 11’40 წუთი 20’40 ასტრონომიულად - ანუ სრული 9 წუთით - გაეწელათ
პირველი შტურმი ტონგამ კიდეზე მოიგერია; მეორეს სამი მოლი მოყვა, მაგრამ მსაჯმა ბრძანა, შეტანილი ვერ დაამიწეთო; აქ მეტოქეს დაუშავდა ბურჯი საკალია და კაპიტან ლატუს ძაანაც სურდა "ცრუ შერკინების" შემოღება, მაგრამ 2013 წელს ავჭალის ტურნირზე ნამსაჯმა კივმა რეფმა არ დაიზარა, ტრიბუნაზე მიაკითხა კომისარს და ტონგას შეცვლილი აჰო’ლელეი დააბრუნებინა
მესამე იერიში 79’ წუთზე დავიწყეთ; ამაზეცა და შემდეგზეც, ძალურ სოლოთა შემდეგ, ბურთი ხაზზეც გავიტანეთ; ტონგა ორჯერვე დაჯარიმდა, რის გამოც ბრძოლა 80 წუთის შემდეგაც გაგრძელდა და იმათ 8 ნომერიც გაუგდეს; მეოთხე მიძალებაზეც ვერ დავდეთ შეტანილი, მაგრამ ხეირზე ჯარიმა კი დაგვიბრუნდა
ჰოდა, მეხუთე 84’40 წუთზე ბიწაძემ რომ დაიწყო შერკინებიდან ატაცებით, კაჭარავა კარში შევარდა, ზურგში კი კახა ასიეშვილი აწვებოდა. რეფმა ხელი შემართა, ბიჭები და ტელე’ქომაგები შეხტნენ, ბოლო რკენა კი პარასკევ დილით, ოღონდაც 7-ზე, სუვაშივე გვაქვს მასპინძლებთან
ტურნე ზღვისრეთში 2016მეორე ტესტი
საქართველო 23:20 ტონგაწლევანდელი რაზმი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/national-team/წარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-PIRA-GEO-PAST/გუნდები+მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-PIRA-TON-CARD/საქ: კვირიკაშვილი (მალაღურაძე 73) მჭედლიძე სბ 59 (ფრუიძე 73) კაჭარავა შარიქაძე თოდუა
<10-9> ხმალაძე ბეგაძე (ხუციშვილი 74) /
ჟვანია (ასიეშვილი 46) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 63) ფეიქრიშვილი (მირცხულავა 46)
ჩხაიძე (ჭეიშვილი 73) ნემსაძე; სუთიაშვილი^კაპ თხილაიშვილი (ლომიძე 59) ბიწაძე -
2ლ: კაჭარავა; 2გ: კვირიკაშვილი მალაღურაძე; 3ჯ: კვირიკაშვილი
ტონ: ჰალაი’ფონუა კატოა მაჰაფუ ფოსიტა იონგი (კილიონი 78)
<10-9> ჰალა (ჰაკალო 37) ტაკულუა (ნგა’ლუაფე 66) /
აჰო’ლელეი (საკალია 41-78) ტაიონე (ანგა’ჰაე’ლანგი 57) ფალეტაუ (პუა’ფისი 41)
კოლო’ჰოფაი (ფონუა 57) ფალე’აფა; ლატუ^კაპ რემ ტაუ სბ 80+4 -
2ლ: რემ ფონუა; 2გ: ტაკულუა ფოსიტა; 2ჯ: ტაკულუა ჰალაი’ფონუა
რეფ ბრაიანთ (ზელ) 18/06_2016 @ სუვა (ფიჯ) ეი’ენ’ზედ
ვიდეო >>
https://www.youtube.com/watch?v=PgldniozWlU3:0(5) 3:7(8) 10:7(21) 13:7(33) 13:10(35) ნახ(40+2) /
16:10(42) 16:13(44) სბ(59ს) 16:20(72) სბ(80+4ტ) 23:20(80+7)
შემდგომი სვლა’გეზიპარ 24/06 საქართველო 07.00 ფიჯი @ სუვა
28 წლის (1989-2016) მონაგარი191 თამაში (77 შინ, 74 გარეთ, 40 ნეიტრ)
116 მოგება - 68 წაგება * 7 ფრე
ქულა 4416:3480 (+936)
ლელო 524/353 (+171)
ტონგასთან (1999-2016)
5თ (2შ 1გ 2ნ) 3-2 ქ 83:117 ლ 8/15
238 ბორჯღალოსანი95 ბექი, 134 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 252, ხოლო ფორვარდებმა 272 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
94 კვირიკაშვილი კაჭარავა; 93 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე; 77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი; 70 ურჯუკაშვილი;
69 მალაღურაძე; 67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე გორგოძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე ნემსაძე
ქულა (მარტო დამრტყმელები)
734 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
180 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
ლელო26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 20 კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე ნემსაძე;
11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე
@