ზღვისრეთის დე’ფაქტო ფალავნები! ბორჯღალოსნებმა ზღვისრეთული ტურნე წაუგებლად გალიეს -
ფიჯიც სამაგალითოდ ძლიეს და სიმბოლურად "შორეთის ფალავნობაც" მოიპოვესOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!25 წლის წინ (1991), საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ფიჯზე ივლისში შეიარა ავსტრალიაში მიმავალმა ინგლისმა და 28:12 იმარჯვა. იმხანად ერთობ იმედიანად ვიყავით განწყობილნი, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ მეოთხედი საუკუნის თავზე, მსოფლიო თასზე უკვე ზედიზედ მეხუთედ (!) გასულები, "ზღვისრეთის სამკუთხედსაც" ტრიუმფით მოვივლიდით და მსოფლიო რეიტინგის მოწინავე ათეულში შეჭრის ამბიციაც გაგვიჩნდებოდა
არადა, ფაქტი ჯიუტია: კავკასიიდან უღმერთოდ შორს, უჩვეულო სიცხესა და ტენში, აბსოლუტურად უცხო გარემოში, რიგ’რიგობით ვერაგბეთ სამივე მასპინძელს - იმას, ვინაც 2019 წლის მსოფლიოს შესარჩვევის პირველი წრის მორიგ რაუნდში უქმობდა ხოლმე - და ნატურნევს ვდარდობთ, რომ სტარტზე სამოა დაგვიძვრა და ფრეს გამოგვრჩა
პროფ’ხანის რეალობადიახ, კუნძულელებს აკლდნენ მავანნი, მაგრამ ეგ კონტინგენტი ხშირად ვერც მსოფლიო თასისთვის იცლის და ნაკრების ნაცვლად კლუბში თამაში ურჩევნია. მაგავე მიზეზით ამჯერად არც ჩვენ გვყოლია ტოპ 14-ში მოღვაწე ბობოლა მორკინალები, მაგრამ პროფ’ხანის რეალობა ეგაა, რომ ტესტ’რაგბი არსებული, "სახეზე მყოფი" რაზმებით ტარდება და არა იდეალურ-წარმოსახვითით
ამჯერად გვეცვა წითელი. შორეთიდან სიგნალი არათუ დროულად, თადარიგიანადაც მოვიდა და მაყურებელმა სრულად დაიგემოვნა ტელე’ტიტრთა ჩამოქნის პროცესი, მაგრამ რაღაც ჭირად, ეკრანზე საათი ეზედმეტათ ფიჯელებს, რის გამოც ოქმში პაუზებიც ჩაითვალა
წრთობითა და სქემითგამოცხადებულ რაზმში შევცვალეთ მხოლოდ გარემარბი - მჭედლიძე თოდუას მაგივრად დადგა. მარქაფაში გვეჯდა ერთბაშად 6 მორკინალი, რაკი ჭიდილით უნდა გაგვებათილებინა მეტოქის სიცქვიტე, იმათ კი, ორივე მეზობლის ძლევის შემდეგ, საოლიმპიადოდ შეკრებილ შვიდკაცაში მიევლინათ მორკინალი ლეონე ნაკარავა და ბექები - ვაისეა ნაია’თალევუ და სამისონი ვირი’ვირი
ფიჯი დავჯაბნეთ წრთობითა და სქემით; ჯარიმათა სათვალავი 14-12 გამოვიდა და უმეტესობა შერკინებამ, სტატიკაში მოიპოვა; იმათ დერეფანსაც ხშირად ვიგებდით; როგორც მთელ ტურნეზე, ახლაც აქტიურობდნენ ჩვენი შუა სამეული (10 12 13) და მესამე ხაზი (6 7 8), ფეხით თამაშში კი მთლად გავაბითურეთ მეტოქე, ვისმა მგეზავმა ბენ ვოლა’ვოლამაც სამჯერ (16’ 34’ 53’) ბარემ 40 მეტრით აზარალა გუნდი
კოლექცია გაგვისრულებიაჩვენ ვრაგბობდით კლასიკურად - გუნდურად და საფუძვლიანად, ხოლო ფიჯი - მჩატედ, არეულად და თითო’თითოდ. მასპინძლები ამ ხერხით მეზობლებს კი ჯობნიან, მაგრამ უცხო სტილის და ძაან ღონიერ მეტოქეს რომ გადაეყარნენ, ვერას’გზით ვერ გადაეწყვნენ, დასკვნით მეოთხედში კი მარცხის გარდუვალობაც იგრძნეს და სულ წახდნენ
ლელო არ გაგვიშვია. ვიკის თანახმად, გავასრულეთ "მეორე დონის" კოლექცია - თურმე უკვე გვიძლევია ამ’იარლიყ’მიკერებული 12-ვე ქვეყანა! მე-60 კეპი მიითვალა კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა, სამი ვეტერანი - მერაბ კვირიკაშვილი. დავით კაჭარავა 95; გიორგი "ბინგო" ჩხაიძე 94 - კი ძალუმად მიიწევს ერთი ხანობა თვალ’შეუდგამი ასისკენ!
კონტაქტში დაუვარდა"მეკოს" პირველი, 23 მეტრიდან გატანილი გოლი სამ შერკინებას მოჰყვა - მეტოქემ მიიღო თავისუფალი, წამოიშალა და დაჯარიმდა
3:3-ზე შერკინებამ კიდევ გამოიმუშავა ჯარიმა, მაგრამ კარის წინ, 35 მეტრზე დადგმული ბურთი მიზანს აცდა
22’ წუთზე მეკომ’ვე თამაზ მჭედლიძეს ალამთან წინ მიაწოდა, 26’ზე კი რომ გამოაქცუნა გადაკიდებული, ლაშა ხმალაძემ კუთხისკენ გადაკიდა, წითელ ზოლში გაიმართა ჭიდილი და შემდეგ ფაზაში "ქოქოსამ" ახლა "თაზოს" შეუცურა ლელოში, მაგრამ იმათ მოცელეს მიმხვდური, ხოლო რეფმა ოფსაიდი აღნუსხა
ფიჯიც გალაღდა: ერთხელ ლელომდე 10 მეტრი დააკლდა; ზედიზედ ორი ჯარიმით თამაში რომ გაშალა, ანდრიუ ნდელაი’ს დამიწებისას, კონტაქტში დაუვარდა ოვალი, წამატებულ წუთებზე კი იქეთ ისეთი ბურთაობა გავაჩაღეთ, რომ რამდენჯერმე უტიეს კაჭარავამ, მერაბ შარიქაძემ და ხმალაძემ
ჩვენი კარნახითთამაშის განახლებისას ვიხელთეთ ჩვენივე ქიქ’ოფი, შეუტიეს კახა ასიეშვილმა და "კოკი" თხილაიშვილმა, შარიქაძემ კი დაგეზა ხმალაძე. ვინაც გააბითურა სამი * 8:3
მალე გადავიტანეთ მცირე კრიზისი - ზედიზედ 4 ჯარიმიდან ფიჯიმ უცებ გაათამაშა ორი, მაგრამ "წითელ ზოლში" დაკარგა ბურთი და იქეთ ერთობ თამამად შეუტიეს ბექა ბიწაძემ და ბებერმა "ბინგომ"
საათის თავზე, დერეფანში ავაგორეთ მოლი და შარიქაძემ და ლაშა ლომიძემ რომ იაქტიურეს, ფიჯი კარის წინ, 25 მეტრზე, რაქში დაჯარიმდა * 11:3
ბოლო მეოთხედი ჩვენი კარნახით წარიმართა. 67’ წუთზე გიორგი ბეგაძემ შერკინებიდან შეუტია და გადაიკიდა, რის შემდეგაც ფიჯი საკუთარ 22-ში დაკრუხდა და უპერსპექტივო შვიდკაცა წამოიწყო
77’ წუთზე მეკომ კარს ვერ უწია მოლით თრევის შემდეგ, 40 მეტრზე, კიდისკენ დანიშნული ჯარიმა, მაგრამ "გაწითლებულ დროზე", 24 მეტრიდან, დინჯად დაჰკრა შერკინებაში მოპოვებული * 14:3
არადა, ოვალის ალამთან გადაგდება, ლელოზე თამაში და რეიტინგის მეტი ნამატისთვის ბრძოლაც შეიძლებოდა, მაგრამ სამ’კვირიანი ლაშქრობის ფინიშზე, აბა, ეგ მოედანზე ვის’ღა მოაფიქრდებოდა ...
ტურნე ზღვისრეთში 2016ბოლო, მესამე ტესტი
საქართველო 14:3 ფიჯიწლევანდელი რაზმი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/national-team/ბალანსი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-PIRA-GEO-PAST/გუნდები+მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-PIRA-FIJ-CARD/საქ: კვირიკაშვილი ფრუიძე კაჭარავა შარიქაძე მჭედლიძე
<10-9>ხმალაძე (მალაღურაძე 70) ბეგაძე /
ასიეშვილი (ჟვანია 58) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 59) მირცხულავა (ხატიაშვილი 70)
ჩხაიძე (ჭეიშვილი 75) ნემსაძე; სუთიაშვილი^კაპ (ლომიძე 50) თხილაიშვილი (შუბითიძე 64) ბიწაძე -
ლ: ხმალაძე; 3ჯ:კვირიკაშვილი
ფიჯ: მასილევუ რავათა ნდელაი (ნგონევა 59) ვასიტერი (მბაი 58) ოზბორნ
<10-9> ვოლა’ვოლა კენატალე (სენილოლი 80+4) /
რავაი (მაჰაფუ 55) კოტო^კაპ (ვეიკოსო 70) კოროი (ნდონგე 55)
ტამბა’კანა’ლანგი (სონქეტა 41) თავუ’მბატი; ნდავაი ვოკა რა’ნდრო’ნდრო (რავულო 58) -
ჯ: ვოლა’ვოლა
რეფ დოილ (ინგ) 24/06_2016 @ სუვა, ეი’ენ’ზედ (1 025)
ვიდეო >>
http://www.youtube.com/watch?v=H4s4mSq5XOE3:0(11) 3:3(14) ნახ(40+7) /
8:3(41) 11:3(57) 14:3(80+3) ბოლო(80+5)
სამოა 30:10 ტონგასამ - 3ლ: [საჯ] ლეპა ტუსი’ტალა; 3გ: ფაჰა’პალე 2, ლეუ’ილა; 3ჯ:ფაჰა’პალე / სბ: აფატია
ტონ - ლ: ფონუა; გ ჯ: ტაკულუა / სბ: კატოა ჰალაი’ფონუა
რეფ გაიუზერ (სფრ) 25/06_2016 @ აპია, პარქ
7:0(9სბ) 14:0(11) 14:3(13) 17:3(16) 20:3(29) 23:3(33) /
სბ(44ტ) 23:10(61) სბ(65ს) 30:10(78)
28 წლის (1989-2016) მონაგარი192 თამაში (77 შინ, 75 გარეთ, 40 ნეიტრ)
117 მოგება - 68 წაგება * 7 ფრე
ქულა 4430:3483 (+947)
ლელო 525/353 (+172)
ფიჯ’თან (2012-2016)
2თ (1შ 1გ) 1-1 ქ 33:27 ლ 2/2
238 ბორჯღალოსანი95 ბექი, 134 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 253, ხოლო ფორვარდებმა 272 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
95 კვირიკაშვილი კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი; 70 ურჯუკაშვილი მალაღურაძე;
67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე გორგოძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე;
62 ნემსაძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე; 60 სუთიაშვილი
ქულა (მარტო დამრტყმელები)
743 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
180 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
ლელო26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 20 კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე ნემსაძე;
11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე
@