წარმატების მიზეზებზე რომ საუბრობთ მეც გამოვეხმაურები ბარემ

ანუ ბაზარი არ არის ახალგაზრდულების ტურნირებში ჩართვა, საფრანგეთის სატრანსფეროს გაჭრა, მეტი გამოცდილება ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია
მარა ბოლო რამოდენიმე წლის პროგრესს რაც შეეხება
მგონია რომ დიდწილად არის დამოკიდებული სათამაშო სტილზე
მილტონას გუნდმა რაც შეძლო ეს იყო რომ ჩვენ ნაკრებზე გამოჭრილი სათამაშო სტილი შექმნა
ვერ ვიტყვით რომ ჩვენი მესამე ხაზელები ან ცენტრები საუკეთესოები არიან
მაგრამ აი დაცვაში გენიალურად თამაშობენ
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მილტონამ მოახერხა და ნაკრებს ასწავლა თავისი პლიუსების გამოყენება
ჯერ თამაშის ტემპს ვაგდებთ, მერე ჭიდაობაში ვითრევთ და მერე უცბად აჩქარება, ხაზების გაჭრა და ამ ხერხით მოედნის დიდი ნაწილის მოგებაც შეგვიძლია
გახსოვთ ფიჯის ნაკრების მწვრთნელმა რა თქვა?
თქვენი ნაკრები სივრცეს საერთოდ არ გვაძლევდაო
ჩვენ ასე ვთამაშობთო, ჯერ გარღვევას ვაკეთებთ და მერე ამ მოპოვებულ ცივრცეში როგორ გავაგრძელებთ შეტევას იმპროვიზაციის საკითხიაო
ხოდა საქართველოს ნაკრები სწორედ აი ამ პირველი გაქანების და სივრცის მოპოვების საშუალებას არ გვაძლევდა და დავრჩით პირში ჩალა გამოვლებულებიო
ადრე თქვა კიდევ რომანტიკოსმა ედი ჯოუნსმა თუ გახსოვთ რაგბის მოედანზე სივრცეები აღარ რჩებაო და ეს ძალიან სამწუხაროაო
და მერე მგონი დაჟე იმასაც გვთავაზობდა 14 თუ 13 კაცამდეა მოთამაშეების რაოდენობა დასაბრუნებელიო მეტი სივრცის შესაქმნელად
მთელი იაპონიის თამაშიც ეგეთ ძველებურ რამანტიკებზეა აგებული
ჩვენ კიდევ აი ამ სივრცეების ამოკეტვას და მოედნის მაქსიმალურად დატვირთვას ვასრულებთ ხუთიანზე პირიქით, რაც ძალიან მომწონს
მოკლედ ჩემი დილეტანტური აზრით, სანამ რაგბის ვერხუშკამ მოტვინა და მართლა შეამცირეს მოთამაშეების რაოდენობა მანამდე ბევრი რამ შეგვიძლია მოვასწროთ

და მილტონაც ტყუილად არ ემუქრება ბობოლებს
პ.ს. მე უკვე ვიწამე რო შევძლებთ