ზუსტად ვიცი რაც უნდა ვქნათ

ესეიგი, "მუცელი უნდა ასტკივდეს" ჩვენს # 10 და უნდა თქვან, რომ შემდეგ თამაშს ვერ ითამაშებს. უნდა გამოუშვან სახლში და აქედან გაიწვიონ რომელიმე ახალგაზრდა #9.
შესაბამისად სასტარტოში გვეყოლება 9-აფრასიძე, 10-ლობჟანიძე. ზალიან მაგარი ღერძია და სასწაულ თამაშს ათამაშებენ გუნდს. ამის მერე ფრანგებს მაგრად ვეტამაშებით. როცა აფრასიძე თავიდანვე მობილიზებული იწყებს ბევრად პროდუქტიულია დარტყმებშიც.
1 ივლისიდან უნდა გამოვაცხადოთ ფართომაშტაბიანი სახელმწიფო საყოველთაო პროგრამა კოდური სახელწოდებით: "ჰუკერი და 10 ჩვენი ტკივილია." უნდა მოვიწვიოთ მაგარი მწვრთნელები ამ და კიდევ სხვა მიმართულებითაც და ყველა სოფელში უნდა ვეძებოთ კარგი ბიჭები. ეს კომპონენტები თუ არ გამოვასწორეთ მომავალში ძალიან გაგვიჭირდება. ჰუკერი ღია თამაშშია მარტო კარგი, არც შერკინებაში და არც აუტში მისი თამაში არ მომეწონა. შეიძლება ვცდები მაგრამ ვერ ახერხებს შერკინებაში შეგორებული ბურთი უკან ქუსლით დროულად გაიტანოს. შესაბამისად თი მიწოლით გორგაძე ბურთამდე არ მივიდა თვითონ ჩვენებს უჭირთ ბურთის უკან სწრაფად გატანა. თუ ვცდები შემისწორეთ.
ხაზი მომეწონა ძალიან 9-11-12-13-14-15 მაგრად ითამაშეს ბიჭებმა.
მადლობა მათ. ძალიან ლამაზი რაგბი ითამაშეს.