გადახალისებულმაც იმძლავრა ზაფხულის ზეპური ტესტების პირველ ვიქ’ენდზე
ბრიტანეთმა სამხრეთში 2-1 აჯობა იქაურ "სამ ერს":
გრანდთაგან იმარჯვა მხოლოდ ზელანდიამ,
ავსტრალია და აფრიკა კი მწარედ დამარცხდნენOvaluri.comxa.com/2016© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!
სამი მეგა’თამაშიდან ორი უფრიადესი სინჯისა გამოვიდა და მესამესაც არა უშავდა რა. დაიდო 18 ლელო; კვანძი ორგან ბოლო წუთზე’ღა გაიხსნა: ინგლისმა იმედი გადაუწურა ამჩატებულ ავსტრალიას; ირლანდიამ კიდევ ალაგმა აფრიკა, დასკვნით მეოთხედში’ღა თამაშის გარდამტეხმა ზელანდიამ კი უელსთან 18 ქულამდეც აიყვანა სხვაობა
სამხრეთელები მსოფლიო თასის ფინალთა კვალად - ოქტომბრის ბოლო ვიქენდის შემდეგ - პირველად ახლაღა შეიკრიბნენ. "ოლ ბლექსი" გადახალისდა - გამოეთხოვა ოთხ დიადს (რიჩი მაკ’ქოუ, დენ ქართერ, მაჰა ნონუ, კონრად სმით); "ბოკე" ჩაიბარა მულატმა ალისთერ კუციამ და რაზმის რასობრივად აჭრელება დაიდგინა ამოცანად, "ვოლაბიზი" კი, სადაც ლოგიკაა, მიღწეულის განვითარებას უნდა ეშურებოდეს
საათს’ღა გაუძლესუელსმა კივებთან ბოლოჯერ 1953 წელს მოიგო, მას აქეთ კი, ოქლენდის შებმამდე, ზედიზედ წააგო 26. წინა ჯერზე, შარშან’წინ, კელტები შინ, ბოლო 10 წუთამდე წინ იყვნენ, მაგრამ შემდეგ ზედიზედ გაუშვეს სამი ლელო. ამჯერად, შორეთში, "ურჩხულებმა" საათს’ღა გაუძლეს მსოფლიოს პირველ გუნდს, მერე კი "სუ’თლა შავების" - გვახსოვ’ხართ ლეონტი ბატონო! - სრულ’ფასოვანმა მარქაფამ თქვა თავისი სიტყვა
ქართერის მემკვიდრემ, არონ ქრუდენმა თავიდანვე 44 მეტრიდან ძელს გაარტყა ჯარიმა, შეგორებული კი ლიამ ვილიამსმა განუმუხტა. ლელო პირველებმა სტუმრებმა დადეს: ბენ სმითს ჯულიან სავეა რომ დაეჯახა ბოქს’ქიქის აღებისას, ოვალი უელსს დარჩა და აქეთ-იქით ჩათამაშების შემდეგ ტონგელი ტაულუპე "თობი" ფალეტაუ ეწია მიზანს * 3:5 @ 9’
კივებმა უმალ ბექებით გაიტანეს ორი: ფიჯელი ვაისაკე ნაჰოლო ფრთაზე გაიჭრა და ქრუდენმა იქეთა ალმისკენ გადაუკიდა სავეას, ბენ სმითმა კი აბრაგანი გამოაქცუნა, მეტოქეები ბითუმად მოაღორა და ქრუდენმა პასი შეუქცია ნაჰოლოს * 15:5 @ 19’
მუდარა არ ისმინამეორე მეოთხედში უელსი გათამამდა. დენ ბიგარის ორი გოლით ჩამორჩენა შემცირდა, ლიამ ვილიამსი კი ცენტრში, ფრონტის შუაგულში გაუძვრა ახმახ მეორე’ხაზელებს და ადევნებული რის ვები ახეირა * 15:18 @ 32’ სტუმრებს ზედ შესვენების წინაც მიეცათ ორი სალელოე შანსი, მაგრამ კივები მაგრად დადგნენ
42 ტესტში 39 ლელოს გამტანი სავეა ორჯერ რომ გააბითურა ჯორჯ ნორსმა, შეცვალეს. საათის თავზე ქრუდენმა მეორედაც გააფუჭა ჯარიმა, მაგრამ უელსიც დაიღალა და ჯულიანის მარბიელი ძმა, არდიც ჩაება ბრძოლაში. ჰოდა, "აიღე და მიეძალეს" ჯარიმა რომ მოყვა, არონ სმითმა უცებ გაათამაშა და ნაჰოლომ ახლოდან იძალა * 25:21 @ 63’
ოლ ბლექსმა 7 ფაზა აკინძა და პათრიქ ტუი’პულოტუმ კარის წინ ოფლოუდი მიართვა კაპიტან ქიარან რიდს * 32:21 @ 69’ უმალ, კონტრ’ შეტევაზე, თი’ჯეი პერენარამ გაიჯეჯილა, მაგრამ უფალმა ბარნსმა არა და არ შეისმინა ტელი’რეფის მუდარა და ბრძანა, ქრუდენმა ბურთი წინ მიაწოდაო
იქვე ფალეტაუსაც - ოღონდაც სწორად - გაუუქმეს მეორე ლელო, ესაო და ბურთის დადევნებამდე დამრტყმელზე წინ იდექიო. სირენის შემდეგ სეტა ტამანი’ვალუმ გაჭრა ხაზი და ნეითან ჰარისმა გამოიყენა მეტობა * 39:21, უელსმა კი მატჩი 14 კაცით დაასრულა და კანჭ’დაშავებული ნორსი ახლავე შინ გააგზავნა
ბოდი’ლაინს დავაჯახებთოავსტრალია და ინგლისი "ქუქის თასს" ეცილებიან ერთმანეთს. რაც თარხანმა ოზებმა "დედოფლის ტყვეები" (პომ’ები) თვიქნემზე 33:13 გააბურთავეს და მსოფლიო თასის მასპინძლები პულში ჩატოვეს, "ვარდებმა" ავსტრალიელი გურუ, ედი ჯოუნზი გადაიბირეს და მისი სარდლობით უმალ სლემით (!) მოიგეს "ექვსი ერი"
ვიდრე "ცბიერი ედი" ბრიტებს სამშობლოში ჩაუძღვებოდა, კრიკეტიდან მოიხმო მაგალითი: 1932 წელს ინგლისი ლეგენდარულ ტაფელოსანს, დონ ბრედმენს რომ გამკლავებოდა, "ჯენთლმენთა სპორტისთვის" უცხო სტრატეგია შეიმუშავა - ბურთს ბჭის ნაცვლად ტანში უმიზნებდა მეტოქეს, რათა დაეშინებინა და რიკოშეტითაც ეხეირა. ჰოდა, მას აქეთ "ბოდი’ლაინ" უკადრებელი მეთოდებით ბრძოლის სინონიმია!
ედიმ რაგბეთის გასაგონად თქვა, ვოლაბებს სწორედ მაგ ბოდი’ლაინს დავაჯახებთო, მაგრამ გაჩაღდა ბურთაობა და მკვირცხლმა ოზებმა თამაშ-თამაშ გაიტანეს ორი ლელო: იზი ფოლაუმ მაიქლ ჰუპერი კუთხისკენ დაგეზა, დევიდ პოქოქის სოლოს კვალად კი ბერნარდ ფოლიმ ხაზი შუაში გაასერინა ფოლაუს * 10:0 @ 16’
მობურთალი შეიყვანესინგლისს თანდათან გაახსენდა მოძღვრის დარიგება. ამანაც ციმციმ შეცვალა შუამარბი ლუთერ ბარელი და მობურთალი 10 ნომერი, ჯორჯ ფორდი შეიყვანა. იძალეს მორკინალებმაც, მეტადრე კი ზანგმა მარო ითოჟემ და ტონგელმა ბილი ვულიპოლამ; ფრანგი რეფიც მისდგა სამხრეთელებს - პირველ ტაიმში 9/2 ფარდობით აჯარიმა
ტემპი დაეცა, გაჩაღდა ჭიდილი; ოუენ ფარელმა ჯარიმები გაიტანა, ფოლიმ კი კარს ხომ აცილა და ბურთიც უკან ისე მოისროლა, რომ ეს ჯონათან ჯოზეფის კერძი შეიქნა; თემიდამაც - ბლოკის გამოჩხრეკით - გააუქმა ფოლის’ვე ლელო და ოზებმა ტაიმი წააგეს * 13:19
მეორეში თამაშის სურათი აღარ შეცვლილა. ბრიტთა შერკინებამ ისე დაადედლა მეტოქისა, რომ ამას ნაქები ბურჯი, სქოთ სიო გაუსინბინეს. ფარელმა ერთი ჯარიმა ძელს მოარტყა, მაგრამ მერე ყველა სხვა შეაგდო, ჯეიმზ ჰასქელი კი მოლს მოწყდა და პომმა ჯორჯმა - სწორედ რომ ოზურად - ძაან შორი პასი მიაწვდინა მარლენდ იარდს * 13:26 @ 48’
ჰუპერმა წაიმატრაკვეცასაათის თავზე ბურთაობა (ფოლი - ფოლაუ - ჰუპერ) მაინც დასრულდა ლელოთი. მერე თვალის ბუდე ჩაუტყდა პოქოქს და სერიას ბოლომდე გამოაკლდა, ტევიტა კურინდრანიმ კი ფოლაუსთვის რომ ვერ გაიმეტა ბურთი, შემდეგსავე ეპიზოდში თავად შეიტანა ლელო * 25:32 @ 72’
ამ დროს კაპიტანი უკვე ჰუპერი იყო და წაიმატრაკვეცა - იმის ნაცვლად, რომ 40 მეტრიდან აუტში დაეკრათ და ფრეზე ეთამაშათ, ვოლაბებმა სხვაობა 4-მდე დაიყვანეს, ესაო და ქიქ’ოფიდან 2 წუთში გავლევთ მთელ მოედანს და ლელოთი თამაშს მოვიგებთო!
ინგლისი, ამაზე, ცხადია, ყაბულს ვერ იყო. ჰოდა, ავსტრალია 11 ფაზით ეგრეც რომ ვერ გადავიდა შუა’ხაზს იქეთ, ბურთი დაკარგა, ფორდმა კი შეუტია, გადაწყობის შემდეგ ფეხით ალმისკენ დაუგორა ჯექ ნოულს და ინგლისმა გატეხა ქვინზ’ლენდური ნავსი - აქამდე ამ შტატში ვერაფრით ეძლია ავსტრალია * 39:28
თეძოთი ნიკაპშიირლანდიას აკლიან ძირითადი 10 ნომერი ჯონი სექსთონ’ი და სხვებიც. შუა პირველ ტაიმში "ჯეელი ბოკეს" ნაკაპიტნარი, აწ’კი მანსთერის მარბიელი, სი’ჯეი სტანდერი გამოქანებით, თეძოთი ნიკაპში ისე დაეჯახა პეთ ლემბი’ს, რომ ამას ტვინი შეერყა და მეორე ტესტს გამოტოვებს; მალე "სამყურებს" ბექიც გაუსინბინეს და 13 კაცის ამარა დარჩნენ, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც ფრედ დასრულდა * 13:13
ლელო პირველმა ირლანდიამ შეიტანა დერეფანში მოლის აგორებითა და შეცურებით - ლუქ მარშალის დაგორებულს ჯარედ პეინი დაახტა, რეფმა კი ჩაროზად სინბინიც გამოუწერა ლუდ დე’იახერს, ესაო და მოლი ჩააქციეო * 0:7 @ 12’
ლემბის ნაცვლად შევიდა მულატი ელთონ იანკისი და პასი შეუქცია ზანგ ლუაზი მვოვოს, მაგრამ სექსთონის დუბლიორმა, პედი ჯექსონმაც 30 მეტრიდან გაიტანა არეკნი, გუნდმა კი მოიგერია ბოკეს შტურმი
სამხრეთელები განსჯიანმეორე ტაიმის დასაწყისშივე პეინის ოფლოუდი იხელთა რორი ბესთმა, დე’იახერი კი კისერში სწვდა ქონორ მარი’ს, მაგრამ ოდენ მოცელა, ხოლო შემტევი წამოდგა და მიზანს ეწია * 13:20 @ 43’
ბოკემ ვერც მერე აჯობა მორკინალ’ნაკლულ სტუმრებს, პიტერ-სტეფ დიუ’ტოიმ კი ლელო იმით’ღა გაიტანა, რომ ჯექსონს პასი ჩაუჭრა
სირენის შემდეგ აფრიკამ კიდევ ორ’ნახევარ წუთს უტია, მაგრამ სამმა ირლანდიელმა (პეინ, ჯექსონ, რობი ჰენშოუ) ალამთან, დგომში გააკავა და კიდეზე გადადენა ბებერი ზანგი, ჯეი’პი პიტერსენი. ჰოდა, სამყურებმა აფრიკაში პირველად მოიგეს ... მერვე ცდით * 26:20
დამდეგ, მეორე ვიქენდზე პირველზე კიდევ მეტი - ერთ’ბაშად 9 თამაშია, სამივე მეგა’ტესტს კი სამხრეთელები განსჯიან - პეიპერ (აფრ, იუბერ (აფრ) და გარდნერ (ავს)
ზაფხულის ტესტები 2016პირველი შაბათი
++ ვიდეოს ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში!
ზელანდია 39:21 უელსიზელ: ბ.სმით ნაჰოლო ფეკიტოა (ტამანი’ვალუ 75) ქროთი ჯ.სავეა (ბარეთ 43)
<10-9> ქრუდენ ა.სმით (პერენარა 69) /
მუდი (ქროქეთ 48) ქოულზ (ჰარის 72) ო.ფრენქს (ფაუმუინა 46)
რომანო (ტუი’პულოტუ 53) რეთალიქ; კაინო ქეინ (ა.სავეა 61) რიდ^კაპ -
5ლ: ჯ.სავეა ნაჰოლო (2 3) რიდ ჰარის; 4გ 2ჯ: ქრუდენ
უელ: ლ.ვილიამს (ენსქომ 65) ნორს (_ 78) ჯთ.დევის რობერთს (სქ.ვილიამს 65) ეიმოს
<10-9> ბიგარ ვებ (გა.დევის 72) /
გთ.ჯენქინს (ევანს 65) ოუენს (ბოლდვინ 65) ლი (ფრენსის 72)
ბრ.დევის (ბოლ 72) ავ.ჯოუნზ (ბოლ 45-50) მორიართი ვორბერთონ^კაპ (ე.ჯენქინს 72) ფალეტაუ -
2ლ: ფალეტაუ ვებ; გ 3ჯ: ბიგარ
რეფ ბარნს (ინგ) 11/06 @ ოქლენდ, იდენ პარქ (46 270)
3:0(5) 3:5(9) 8:5(15) 15:5(19) 15:8(21) 15:11(26) 15:18(32) /
18:18(48) 18:21(53) 25:21(63) 32:21(69) 39:21(80+3)
ავსტრალია 28:39 ინგლისიავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი კერევი ჰორნ (ლეალიაფანო 29)
<10-9> ფოლი ფიპს (ფრისბი 78) /
სიო სბ 54 (სლიპერ 66) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 57) ჰოუმს (კეპუ 57)
არნოლდ (მამ 48) სიმონს (ჰორვილ 25) ფარდი (მაკ’მან 68) ჰუპერ პოქოქ (ფარდი 70) -
4ლ: ჰუპერ (1 3) ფოლაუ კურინდრანი; გ 2ჯ: ფოლი
ინგ: ბრაუნ ვოთსონ (ნოულ 70) ჯოზეფ ბარელ (ფორდ 29) იარდ
<10-9> ფარელ იანგს (ქეა 70) /
მ.ვუნიპოლა (მულენ 66) ჰართლი^კაპ(ქოუან-დიქი 72) ქოულ (ჰილ 66)
ითოჟე ქრუზ (ლოზ 60) რობშოუ ჰასქელ ბ.ვუნიპოლა (ლონჩბრი 72) -
3ლ: ჯოზეფ იარდ ნოულ; 3გ 6ჯ:ფარელ
რეფ პუატ (სფრ) 11/06 @ ბრისბენ, სან’ქორპ (48 735)
5:0(9) 10:0(16) 10:3(21) 10:6(28) 10:9(31) 10:16(33) 13:16(37) 13:19(40+) /
13:26(48) სბ(54ა) 13:29(57) 18:29(58) 18:32(67) 25:32(72) 28:32(78)28:37(80+)
აფრიკა 20:26 ირლანდიააფრ: ლე’რუ ჯპ.პიტერსენ მაპუ (ჯს.კრილ 69) დე’ალენდე მვოვო
<10-9> ლემბი (იანკის 23) დე’კლერკ (პეიჯ 69) /
მთავარირა (ნიაკანე 59) სტრაუს^კაპ მალჰერბე (რედლინჰეის 77)
ეცებეთ დე’იახერ სბ 11 (დიუ’ტოი 56) ლოუ (ვაითლი 56) კოლისი ფერმიულენ -
2ლ: მვოვო დიუ’ტოი; 2გ: იანკის; 2ჯ: ლემბი იანკის
ირლ: პეინ თრიმბლ ჰენშოუ სბ 32, მარშალ ერლს (გილროი 77)
<10-9> ჯექსონ მარი /
მაკ’გრას ბესთ^კაპ (შ.ქრონინ 69) როს (ფერლონგ 59)
ჰენდერსონ (დილან 69) თოუნერ; სტანდერ წბ 23, მერფი (რადოქ 74) ჰიზლიპ -
2ლ: პეინ მარი; 2გ 3ჯ ა: ჯექსონ
რეფ რეინალ (სფრ) 11/06 @ ქეიპ’თაუნ, ნუვე’ლანდს (42 620)
0:7(12სბ) 3:7(16) 3:10(19) წბ(23ი) 6:10(26) 13:10(32სბ) 13:13(37ა) /
13:20(43) 13:23(68) 20:23(69) 20:26(77) ბოლო(80+3)
არგენტინა 30:24 იტალიაარგ - 2ლ: მონტერო მორონი; გ 6ჯ: სანჩეს / სბ: პეტი
იტა - 2ლ: სარტო ფავარო; გ 4ჯ: კანა
რეფ ბერი (აფრ) 11/06 @ სანტა’ფე, რივადავია (30 ათასი)
3:0(9) 3:3(15) 6:3(20) 11:3(25) 11:6(28სბ) 14:6(31) 14:13(35) 17:13(36) 17:16(39) /
17:19(42) 20:19(58) 27:19(60) 30:19(65) 30:24(68)
ფიჯი 23:18 ტონგა$ფიჯ - 3ლ: ვოლა’ვოლა სონქეტა რა’ნდრო’ნდრო; გ 2ჯ: მბაი’კენუკუ
ტონ - 2ლ: იონგი ტაკულუა; გ 2ჯ: ტაკულუა / სბ: ჰალაი’ფონუა
რეფ ოუენს (უელ) 11/06 @ სუვა, ეი’ენ’ზედ
0:3(20) 0:10(28) 0:15(30) სბ(35ტ) /
7:15(46) 12:15(50) 12:18(56) 15:18(58) 18:18(71) 23:18(74)
კანადა 22:26 იაპონიაკან - 4ლ: პერის ბარქვილ ქადმორ ქარპენთერ; გ: მაკ’რორი / სბ: ქარპენთერ
იაპ - 2ლ: კიზუ მაცუშიმა; 2გ 4ჯ: ტამურა / წბ: ჰოსოდა
რეფ ანსელმი (არგ) 11/06 კან @ ვანქუვერ, ბი’სი პლეის (10 250)
5:0(6) 5:3(10) 12:3(21) 12:10(35) 12:13(40) /
17:13(45) 17:16(51სბ) წბ(53ი) 17:23(70) 17:26(75) 22:26(79)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (13/06)
1 ზელანდია 9610, 2 ავსტრალია 8756, 3(4) ინგლისი 8637,
4(3) აფრიკა 8566, 5 არგენტინა 8259, 6 უელსი 8249,
7 ირლანდია 8233, 8 საფრანგეთი 7836, 9 შოტლანდია 7832,
10(11) ფიჯი 7713, 11(10) იაპონია 7707,
12 საქართველო 7270 13 ტონგა 7143, 14 იტალია 7078, 15 სამოა 7029,
16 რუმინეთი 6795, 17 შტატები 6568, 18 კანადა 6424,
19 რუსეთი 6356, 20 ურუგვაი 6323, 21 ნამიბია 6133,
22 ესპანეთი 6087, 23 ჰონკონგი 5903, 24 ბელგია 5794
+/-: ირლ 200 აფრ, ინგ 177 ავს, რუმ 43 ნამ (20:8 შ, ფიჯ 17 ტონ,
საქ 8 სამ (19:19 გ, იაპ 2 კან, ზელ 0 უელ, არგ 0 იტა
მეორე ვიქენდისაქართველოს თარიღითა და დროით
18/06 ტონგა 04.45 საქართველო სუვა (ფიჯ)
. ფიჯი 07.00 სამოა სუვა
. ზელანდია 11.35 უელსი ველინგთონ
. ავსტრალია 14.00 ინგლისი მელბურნ
. იაპონია 14.20 შოტლანდია აიჩი
. აფრიკა 19.00 ირლანდია იოჰანეს’ბერგ
19/06 კანადა 01.00 რუსეთი ქალგარი
. შტატები 05.00 იტალია სან’ხოსე
20/06 არგენტინა 01.10 საფრანგეთი ტუკუმან
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@