ტაქტიკური სიბეცე გავერანებულ მოედანზე ზაფხულის ტესტების მეორე ვიქ’ენდზე ზელანდიამ და ინგლისმა
ისევ ძლიეს უელსი და ავსტრალია, ხოლო აფრიკამ სერია გაუფრევა ირლანდიასOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!ამჯერად სამივე მეგა’თამაშს სამხრეთელი რეფები გაუძღვნენ. "ოლ ბლექსმა" კვლავაც 5-ჯერ დაალელოვა უელსი, ვინაც კივებს წინაზე 10 წუთით ნაკლები გაუძლო; "ბოკე" საათის თავზე 16 ქულით ჩამორჩებოდა ირლანდიას, მაგრამ გახელდა და დასკვნითი მეოთხედი 22:0 მიუგო; ავსტრალია კი დაღუპა გავერანებულმა მოედანმა და ტაქტიკურმა სიბეცემ - ლელო ვერაფრით დაუდო მედგარ ინგლისს
ზელანდიამ "ურჩხულები", 1963 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ 28-ედ ძლია! ტაიმი ფრედ * 10:10 დასრულდა. პირველსავე წუთზე შეეჯახნენ ერთმანეთს და დარეტიანდნენ მალაკაი ფეკიტოა და ჯემი რობერთსი; 33’ წუთზე კი კივების ნატანჯ 10 ნომერს, არონ ქრუდენს კისერი ეტკინა და თუმც გადარჩა, ივლისამდე იუქმებს
წყვილი ლელოქრუდენის ნაცვლად შევიდა ბოდენ ბარეთი და მესამე მეოთხედში წყვილი ლელოც გამოაცხო; პირველ ტაიმში კი არონ სმითის გრძელი პასით ფეკიტოამ იერიშში ჩართო ნაკრებში ისევ ხმობილი ფულ’ბექი იზრაელ დეგი; ხოლო ჯონათან დევისმა, ორი ფაზის შემდეგ, ალინ’ვინ ჯოუნზისთვის გახერხებული სალელოე პასიც მიაყოლა გარღვევას
ფეკიტოა შესვენებაზე შეცვალეს, რობერთსმა კი ტვინ’შერყეულის ტესტი ჩააბარა და ამ შაბათსაც ირაგბებს. დანიდინის დარბაზში 10 ნომრად დაიწყებს ბარეთი, ვინაც მეორე ლელოზე 13 ნომრის არხში გასერა დაცვა და გარე’მარბი ბენ სმითი გააქცუნა, მესამეზე კი, არონის რეიდის შემდეგ, 5-მეტრა შერკინებიდან, კართან გააბითურა რობერთსი და ვიზავი დენ ბიგარი
კივთა მეოთხე ლელო ვაისაკე ნაჰოლომ შეიტანა "8 - 9 - ბოლო"თი; მეხუთეზე ნაჰოლომვე შორიდან დაგეზა სათადარიგონი - თი’ჯეი პერენარა და არდი სავეა * 36:10, ბოლო 5 წუთში კი სტუმრებმა ბექებით წყვილი, პრესტიჟის ლელო მიითვალეს: ლიამ ვილიამსმა 40 მეტრიდან გაქცევით, დევისმა კი - რობერთსის სოლოსა და ოფლოუდის შემდეგ, ხელის კვრით - სეტა ტამანი’ვალუს გავაზე მოსმით * 36:22
ვირგლა ფიჯელებიავსტრალიას ამ საუკუნეში ხშირად ჰკლებია წონა და ჯანი, მაგრამ არა - გონი და ხერხი. ვაგლახ. რომ "ქუქის თასზე" ოზები პომთა ღონით ჯობნაზე შეიშალნენ. აკი 12 და 13 ნომრებად ვირგლა ფიჯელები უყენიათ, ბერნარდ ფოლი კი, მეორე პლეი’მეიქერის გარეშე, მარტო და თანაც დაზუთხული სვლებით, ვეღარაფერს აკლებს ინგლისის დაცვას
ბობოლა მედიამ შენიშნა, ვოლაბებმა ვარდებს ყველა სტატისტიკით ძაან აჯობეს და მხოლოდ მთავარით - ანგარიშით ჩამორჩნენო * 7:23
თავად განსაჯეთ: ბურთის ფლობა 71-29, ტერიტორია 74-26%; სოლო 188-62, წინსვლის მეტრაჟი 514-248; პასი 213-57, ოფლუდი 11-5; ხაზის გაჭრა 10-2, მბოჭავის გაბითურება 31-9; ბურთი რაქიდან 154-47; ბოჭვა 58-200, მაგრამ ბურთის კარგვა 22-9 და დარტყმა ხელიდან 26-38
ამოტოლა უპირატესობა განიავდა იმად, რომ მელბურნის მოედანი ყოველ შერკინებაზე ითხრებოდა და ბურთიანს მეტი ჯაფა ადგებოდა, ვიდრე უბურთოს; როცა ჯარიმა კარში იყო დასარტყმელი, ოზები ჯიუტად ლელოზე აგრძელებდნენ თამაშს; და ინგლისის მბოჭავებმაც რეკორდები ამყარეს: ჰასქელ 21; ითოჟე 20; ბ.ვუნიპოლა 18; ჰართლი, მ.ვუნიპოლა 17; ფარელ 16; ნოულ, ქრუზ 13; ფორდ, რობშოუ 10 ...
მსოფლიოს ბადალიპირველ ტაიმში მეტოქე კვაჭებმა - და თანაც კაპიტნებმა - თითო ლელო შეიტანეს დერეფანში აგორებული მოლით, სირენის შემდეგ კი ვოლაბებმა 4 წუთში კიდევ 21 ფაზა აკინძეს, მაგრამ წინ ვერაფრით გავიდნენ * 7:10
მესამე მეოთხედში სხვაობა 6 ქულა გახდა; ოზ ფორვარდებს მიზნამდე რამდენჯერმე დააკლდათ თითო გოჯი; გუნდს ვერაფერი არგო ვეება სამუ კერევის ნაცვლად მობურთალი ქრისჩენ ლეალიაფანოს შეყვანამ, კვანძი კი გაიხსნა ბოლომდე 4 წუთით ადრე, როცა კვაჭმა ჯემი ჯორჯმა დავარდნილ ბურთს ფეხი მიჰკრა და ოუენ ფარელმა ლელო გაიტანა
ინგლისმა ისტორიაში პირველად დაიბევა ავსტრალიაში სერიის მოგება. ბრიტები ამასაც არ ჯერდებიან: მათი ოზი’ვე მოძღვარი, ედი ჯოუნზი ბრძანებს, "ქუქის თასი" ჩვენთვის მსოფლიო თასის ბადალია - ამის ასაღებადაც პლეი’ოფში სამი ტესტის მოგებაა საჭიროო. ჰოდა, ბიჭების შესაგულიანებლად მიიწვია თვით ... ლიგელი გრანდი, ენდრიუ ჯონსი!
და რასა იქმან ოზები? კავშირი შფოთავს და მელბურნს ემუქრება, თუ მოედანს არ უწამლებთ, ტესტის გამართავს აღარ გაღირსებთო; გურუ მაიქლ ჩეკა კი აღიარებს, წაგება ჩემი ბრალია, მაგრამ ყაიდას მაინც ვუერთგულებთო. ერთი კია, შეფი მიმხვდარა, რომ მობურთალი ანსამბლისთვის მეორე მგეზავიც საჭიროა, და მესამე, სიდნის ტესტისთვის, 12 ნომრად ინგლისში მიმავალი მეთ ტომუა იხმო
სტელენბოსის მაფია?აფრიკაც, ავსტრალიის დარად, უფსკრულის პირად იდგა, მაგრამ გადარჩა * 32:26
ახალმა, მულატმა მწვრთნელმა, ალისთერ კუციამ ბიჭებს შესვენებაზე სათითაოდ მიუთითა ნაკლზე, და ბრძოლაში ჩააბა ორი თეთრი "ლაიონ"იც - გარემარბი რუან კომბრინკი და მარბიელი ვორენ ვაითლი
ამათ თითო ლელო გაიტანეს და სხვებიც აიყოლიეს, ირლანდიას კი ზეგნის უჰაერობამ მოუთავა ხელი. არადა, ვიდრე სტუმრები ჯანზე იყვნენ, პედი ჯექსონს ჯარიმები გაჰქონდა, ენდრიუ თრიმბლმა კი ბურთი ფეხებ’შუა გამოუტარა ზანგ ლუაზი მვოვოს, ვინც აბრაგანებს ვერ იღებდა და გუნდს აპანიკებდა
გამარჯვების ლელო ბოლომდე 3 წუთით ადრე, ორი მბოჭავის მორევით გაიტანა დამიენ დე’ალენდემ. დაშავდნენ დვეინ ფერმიულენი, ტრევორ ნიაკანე (აფრ) და რობი ჰენშოუ (ირლ), პროფ’კავშირმა კი გაასაჯაროვა მზირთა პატაკი, ესაო და "რასობრივი გარდაქმნით უკმაყოფილო ზოგი თეთრი ბოკე განზრახ თამაშობს სუსტადო
ასე რომ, დროა, სხვებმა დაიკავონ მათი, "სტელენბოსის მაფიისგან მემკვიდრეობით რგებული" ადგილებიო
ზაფხულის ტესტები 2016მეორე შაბათი
++ ვიდეოს ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში!ზელანდია 36:22 უელსიზელ: დეგ ბ.სმით ფეკიტოა (ტამანი’ვალუ 2-14, 41) ქროთი ნაჰოლო
<10-9> ქრუდენ (ბარეთ 33) ა.სმით (პერენარა 65) /
მუდი (ქროქეთ 54) ქოულზ (ჰარის 76) ო.ფრენქს (ფაუმუინა 47)
რეთალიქ (ტუი’ პულოტუ 68) ვაითლოქ; კაინო ქეინ (ა.სავეა 58) რიდ^კაპ -
5ლ: დეგ ბ.სმით ბარეთ ნაჰოლო სავეა; 4გ: ქრუდენ, ბარეთ 3; ჯ: ქრუდენ
უელ: პეჩელ ლმ.ვილიამს ჯთ.დევის რობერთს (სქ.ვილიამს 78) ეიმოს
<10-9> ბიგარ (პრისთლენდ 76) ვებ (გა.დევის 76) /
გთ.ჯენქინს (ევანს 24-30, 59) ოუენს (ბოლდვინ 62) ლი (ფრენსის 62)
ჩართერის (ბრ.დევის 62) ავ.ჯოუნზ; მორიართი ვორბერთონ^კაპ (ელ.ჯენქინს 76) ფალეტაუ -
3ლ: ავ.ჯოუნზ ლმ.ვილიამს ჯთ.დევის; 2გ ჯ: ბიგარ
რეფ პეიპერ (აფრ) 18/06 @ ველინგთონ, ვესთ’პექ (35 907)
0:3(17) 7:3(22) 10:3(30) 10:10(40+) /
17:10(53) 24:10(56) 29:10(60) 36:10(67) 36:17(75) 36:22(77) ^ სერია 2-0
ავსტრალია 7:23 ინგლისიავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი (მორაჰენ 70) კურინდრანი კერევი (ლეალიაფანო 61) ჰორნ
<10-9> ფოლი ფიპს (ფრისბი 70) /
სლიპერ (თ.სმით 47) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 55) კეპუ (ჰოუმს 47)
არნოლდ (მამ 34-/, 51) ქართერ; ფარდი ჰუპერ მაკ’მან (მაკ’ქალმან 51) -
ლ:მორ; გ: ფოლი
ინგ: ბრაუნ ვოთსონ (დეილი 77) ჯოზეფ ფარელ ნოულ
<10-9> ფორდ იანგს (ქეა 66) /
მ.ვუნიპოლა (მულენ 66) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 72) ქოულ (ჰილ 66)
ითოჟე ქრუზ (ლოზ 56) რობშოუ (ლონჩბრი 72) ჰასქელ (ქლიფორდ 72) ბ.ვუნიპოლა -
2ლ: ჰართლი ფარელ; 2გ 3ჯ:ფარელ
რეფ იუბერ (აფრ) 18/06 @ მელბურნ, ეი’ემ’აი (29 871)
0:7(20) 0:10(31) 7:10(36) ნახ(40+4) /
7:13(52) 7:20(76) 7:23(80) ^ სერია 0-2
აფრიკა 32:26 ირლანდიააფრ: ლე’რუ ჯპ.პიტერსენ მაპუ დე’ალენდე მვოვო (კომბრინკ 41)
<10-9> იანკის (მ.სტეინ 60-62) დე’კლერკ /
მთავარირა (ნიაკანე 51) ა.სტრაუს^კაპ მალჰერბე (რედლინჰეის 47)
ეცებეთ დიუ’ტოი; ლოუ კოლისი (მოსტერტ 68) ფერმიულენ (ვაითლი 41) -
4ლ: კომბრინკ ვაითლი დიუ’ტოი დე’ალენდე; 3გ 2ჯ: იანკის
ირლ: პეინ თრიმბლ ჰენშოუ (მადიგან 77) ოულდინგ გილროი
<10-9> ჯექსონ მარი (მარმიონ 78) /
მაკ’გრას (ქილქოინ 66) ბესთ^კაპ(რ.სტრაუს 66) ფერლონგ (ბილემ 60)
ქ.რუ (რაიან 51) თოუნერ; ჰენდერსონ (რიდი 71) რადოქ (რიდი 43-49) ჰიზლიპ -
2ლ: თოუნერჰიზლიპ; 2გ 4ჯ: ჯექსონ
რეფ გარდნერ (ავს) 18/06 @ იოჰანეს’ბერგ, ელის პარკ (_)
3:0(4) 3:3(11) 3:6(15) 3:9(23) 3:12(28) 3:19(35) /
10:19(58) 10:26(61) 15:26(64) 22:26(71) 29:26(77) 32:26(80+) ^ სერია 1-1
ფიჯი 26:16 სამოაფიჯ - 2ლ: კოტო ოზბორნ; 2გ 4ჯ: მბაი’კენუკუ / სბ: ნაია’თალევუ
სამ - ლ: მატუჰუ; გ 3ჯ: ტ.პისი
რეფ ქლენზი (ირლ) 18/06 @ სუვა, ეი’ენ’ზედ
3:0(2) 3:3(6) 3:6(22) 3:9(27სბ) 3:16(34) 10:16(40) /
13:16(41) 16:16(46) 19:16(62) 26:16(78)
^ ზღვისრეთის თასი 2016 =
2019 წლის მსოფლიოს შესარჩევის პირველი წრე:
ფიჯი 8 (2-0), ტონგა 1 (0-1$1), სამოა 0 (0-1)
იაპონია 13:26 შოტლანდიაიაპ - ლ: ჰორიე; გ 2ჯ: ტამურა / სბ: ტუი მაცუდა -
შტლ - 2ლ: [საჯ] ნელ; 2გ 4ჯ: ლეიდლოუ
რეფ ო’ქიფ (ზელ) 18/06 @ აიჩი, ტოიოტა (24 113)
0:3(5) 7:3(10) 7:6(16) 7:9(20) 10:9(29) სბ(35ი) 10:16(39სბ) /
10:23(44) 13:23(56) 13:26(63)
კანადა 46:21 რუსეთიკან - 6ლ: მაკ’რორი (1 5) პერის პარფრი ევანს ვილსონ-როს; 5გ 2ჯ:მაკ’რორი -
რუს - 3ლ: ზიკოვ ელგინ მატვეევ; 3გ: კუშნარიოვ
რეფ კუბო (იაპ) 18/06 @ ქალგარი, რაგბი პარქ
7:0(4) 12:0(9) 19:0(13) 26:0(24) 26:7(31) /
29:7(43) 36:7(46) 43:7(56) 43:14(67) 46:14(72) 46:21(77)
შტატები 20:24 იტალიააშშ - 2ლ: [საჯ] ლემბორნ; 2გ 2ჯ: მაკ’გინთი / სბ: დოლან -
იტა - 2ლ: ჯეგა; გ 3ჯ ა / სბ: კანა
რეფ ფდ’ვესტჰეიზენ (აფრ) 18/06 @ სან’ხოსე, ანაია (8 ათასი)
3:0(10) 3:3(15სბ) 10:3(20სბ) 10:8(30) 10:11(39) /
10:14(43ა) 13:14(50) 13:21(56) 20:21(68) 20:24(80)
არგენტინა 30:19 საფრანგეთიარგ - 3ლ: მონტერო ტუკულეტ პეტი; 3გ 3ჯ: სანჩეს / სბ: ორტეგა
სფრ [ტოპ14-ის ნახევარ’ფინალისტთა: რასინგ, კლერმონ, ტულონ, მონპელიე’ს გარეშე] -
ლ: ბონფის; გ 4ჯ: პლისონ / სბ: პუარო
რეფ ლეისი (ირლ) 19/06 @ ტუკუმან, მონუმენტალ (_)
0:3(11) 3:3(17) 10:3(21) 17:3(30) 17:10(33) /
17:13(44) 17:16(49სბ) 17:19(54) 20:19(62) 23:19(66) 30:19(75) ^ სერია 1-0
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (20/06)
1 ზელანდია 9610, 2(3) ინგლისი 8850, 3(4) აფრიკა 8603,
4(2) ავსტრალია 8543, 5 არგენტინა 8287, 6 უელსი 8249,
7 ირლანდია 8196, 8(9) შოტლანდია 7950, 9(8) საფრანგეთი 7809,
10 ფიჯი 7714, 11 იაპონია 7589,
12 საქართველო 735713(14) იტალია 7157, 14(13) ტონგა 7056, 15 სამოა 7027,
16 რუმინეთი 6874, 17(18) კანადა 6519, 18(17) შტატები 6489,
19(20) ურუგვაი 6356, 20(19) რუსეთი 6262, 21 ნამიბია 6228,
22(23) ჰონკონგი 5903, 23(22) ესპანეთი 5879, 24 ბელგია 5794
+/-: ინგ 213 ავს, შტლ 118 იაპ, ურუ 112 ესპ (16:0 ნ,
კან 95 რუს, ნამ 95 ესპ (34:32 ნ,
საქ 87 ტონ (23:20 ნ, იტა 79 აშშ, რუმ 79 ურუ (40:0 შ, აფრ 37 ირლ, არგ 28 სფრ,
ფიჯ 1 სამ, ზელ 0 უელ
ბოლო, მესამე ვიქენდისაქართველოს თარიღითა და დროით
24/06 ფიჯი 07.00 საქართველო სუვა
25/06 სამოა 06.00 ტონგა აპია
. ზელანდია 11.35 უელსი დანიდინ
. ავსტრალია 14.00 ინგლისი სიდნი
. იაპონია 14.20 შოტლანდია ტოკიო
. აფრიკა 19.00 ირლანდია პორთ’ელიზაბეთ
. არგენტინა 22.10 საფრანგეთი ტუკუმან
26/06 შტატები 06.00 რუსეთი საკრამენტო
. კანადა 20.00 იტალია ტორონტო
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 23 Jun 2016, 16:53