უნაღდესები დავიგემოვნეთ ზაფხულის ტესტების ბოლო ვიქ’ენდზე ზელანდიამ უელსი მოსრა,
ავსტრალიამ მესამედაც წააგო ინგლისთან,
ხოლო აფრიკამ წკიპზე აჯობა ირლანდიასOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!მესამე რკენათა წინ სამიდან ორი მეგა’სერიის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ამხანაგური რაგბი" არ არსებობს და ისევ უნაღდესი ტესტები დავიგემოვნეთ
ჰოდა, ზელანდიამ უელსი ზედიზედ 29’ედაც ძლია და თანაც 40 ქულით; ავსტრალიამ 40 გაუტანა ინგლისს, მაგრამ კიდევ დამარცხდა, აფრიკამ კი ირლანდიის ორი, გვიანი შტურმი მოიგერია
"ოლ ბლექსმა" შინ მიჯრით 41’ედ იმარჯვა! ავსტრალიამ 1971 წლის აქეთ - მაშინ რასისტულ "ბოკეს" იღებდა - 3’მატჩა სერია 0-3 ახლაღა წააგო სტუმართან; მედიამ დათვალა და უელსი თურმე 54’კვირიან სეზონს დაუღლია, "ვოლაბიზი" კი ტესტ-რაგბის ისტორიაში მეოთხე გუნდი ყოფილა, ვინაც 4 ათეული ქულა მოკრიფა და მაინც წააგო
ექვსი უპასუხოზელანდიამ მესამე ტესტზე რაზმი გადაიხალისა და ჯეელები გამოცადა, უელსს კი ჯანი ყოველ მომდევნო შებმაზე უფრო ნაკლებად ყოფნიდა - 60, 50 და 20 წუთს. რაკი თამაში დანიდინის დარბაზში იყო, "ოლ ბლექსმა" აიშვა, შორიდან უტია და 6 უპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო მგეზავ ბოდენ ბარეთის მონაგარი 26 ქულა გამოვიდა * 46:6
პირველი ლელოს წინ რის პეჩელმა ხაზთან კი დასცა ბენ სმითი, მაგრამ 5-მეტრა შერკინებიდან ბურთი ჩათამაშ-ჩამოთამაშდა და არონ სმითმა, ნაცნობ გარემოში, შორიდან მაინც მიაწვდინა ალამთან მოგვარესა და თანა’კლუბელს * 8:6
მეორეზე "ლამის ახალბედამ", ბექმა ჯორჯ მოალამ ბურთაობა რაქიდან ატაცებით დაასრულა, უელსი კი შესვენების წინ "წითელ ზოლში" დაბანაკდა და ბარე სამჯერ ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ კივებმა გაუძლეს * 18:6
სტუმრები მატჩის განახლებისას გატყდნენ: რეფმა საკუთარ ლელოში "წინ პასი" გამოუჩხრიკათ და ბარეთმა ახლოდან ძალით აჯობა დენ ბიგარს, საათის თავზე კი, 15 ნომრად გადაყვანილი მგეზავი - ლიმა სოპოანგას გრძელი პასით - გაუძვრა დაცვას
მერე თავი ისახელა კვაჭმა დეინ ქოულზმაც, სირენის შემდეგ კი იზრაელ დეგმა თერნოვერიდან ბევრი ირბინა. არადა, მეორე ტაიმში კივთა ხაზი ისე აირია, რომ შუა’მარბებად ბენ სმითი და ვაისაკე ნაჰოლო იდგნენ, ბლუზელი მოალა კი ზე 18-ის ბოლომდე იუქმებს
ფალავნობაზე გამოგიძახებთოავსტრალიის საშველი აღარაა - გუნდი ტრადიციულად ეშხიანად ბურთაობს, მაგრამ შერკინების წინა ორი ხაზი დედალი რომ ჰყავს, თუმც ლელო ბევრი გააქვს, ბლომადაც ჯარიმდება. ჰოდა, თვით ჯონი ვილქინსონის მიერ ნავარჯიშებმა ოუენ ფარელმა სამ მატჩში 26 ცდით 23 გოლი გაუტანა (88.5%) და 66 ქულა მოხვეტა
მსოფლიო თასზე შინ ჩაფლავებული ინგლისი, ოზი’ვე ედი ჯოუნზის ხელ’ქვეით, უკვე დაღვინდა და წელს გამართული 9’ვე (!) ტესტი მოიგო. "ვარდები" ამ შემოდგომაზე იღებენ აფრიკას, ფიჯს, არგენტინასა და ავსტრალიას, "ლომების" საგაისო, კივური ტურნეს გადამკიდე კი ზელანდიას 2018 წელს’ღა ეტესტებიან. არადა, კადნიერი და ნოვატორი გურუ ბრძანებს, "ოლ ბლექსს" გინდაც ხვალ ვერაგბებთო
"ცბიერი ედი" მარად თვალ’საწიერს იფართოვებს და ივლისში თურმე "ტურ დე ფრანსის" მავან გუნდსაც მიაკითხავს, რათა ველო’მრბოლთა მზადების მეთოდებს გაეცნოს, ძლეულ ვოლაბთა მოძღვარი მაიქლ ჩეკა კი ზამთარშივე მორიგებია ევროპელ ლეგიონერებს (მეთ გიტო, ვილ გენია, დრუ მიჩელ, ადამ ეშლი-ქუპერ), ინგლისთან დაგასვენებთ, მაგრამ ფალავნობაზე კი გამოგიძახებთო
"ოლიმპიურს" ვეღარ შევავსებთო და "მესამე და სამართალი" სიდნის იმ მომცრო სტადიონზე დაინიშნა, რომელზეც ვორათაზი ზე’რაგბობს. დაიდო 9 ლელო. ვოლაბები წინ სამჯერ გავიდნენ, მაგრამ ჯიუტი ინგლისი არ მოეშვა და ბოლოს კიდევ გარდაუტეხა თამაში * 44:40
სხვაფრივ, ავსტრალიას მცირე ნუგეშად ისღა ექნება, რომ თუ მორიგი დაბლინური ექსპერიმენტი გაამართლებს და ლელო 6 ქულად დაფასდება, ხოლო რაგინდარა გოლი 2 წერტამდე გაიაფდება -მობურთალი ვოლაბები ამ ნიხრით ეგეთ თამაშს აღარ წააგებენ ხოლმე
ავსტრალია 5*6 + 6*2 = 30+12 = 42 ინგლისი 4*6 + 9*2 = 24 +18 = 42
ობობას მოხვდათავიდან ინგლისმა შეუტია: ბენ იანგსმა ლელოზე ბურჯი მაკო ვუნიპოლა რომ მიუშვა, შემდეგ ფაზაშიც ბურჯი, დენ ქოული მიეძალა. ამის პასუხად იზი ფოლაუ გაიჭრა ფრთაზე და მეთ ტომუამ ბერნარდ ფოლი დაგეზა, 6-ფაზიანი ბურთაობა კი, იმავე ფოლაუს პასით, დეინ ჰეილეთ-პეთიმ დააგვირგვინა * 12:7 @ 21’
მერე ფარელმა შეაგდო შერკინების გახერხებული ჯარიმა; ენთონი ვოთსონის შეგორებული მაიქ ბრაუნმა დაამიწა; ზანგი მარო ითოჟე მეორე ხაზის ნაცვლად მარბიელად დადგა; ფოლიმ კი თუმც ერთი ჯარიმა ააცილა, სირენის შემდეგ დანიშნული შეაგდო * 18:17
მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა ფათერაკი, რამაც შედეგზე იმოქმედა: ბრიტთა 10 ნომრის, ჯორჯ ფორდის აწეული აბრაგანი მოედნის თავზე მოლივლივე "ობობას" (სპაიდერ ქემ) მოხვდა და ისევ ინგლისის კერძი შეიქნა, ნაიჯელ ოუენსმა კი არ დაუსტვინა
ბენ იანგსმა კიდეზე გაურტყა ოზებს; კიდის მსაჯმა ზურგში მოუთათუნა სთივენ მორს, ესაო და ინგლისი შუალედს არ იცავსო; ამან დაბნეულობით ოვალი მხტომელს გადააცილა; ქრის რობშოუ ოზებმა ლელოში ძლივს გააკავეს, მაგრამ 5-მეტრა შერკინებიდან ბილი ვუნიპოლამ იძალა, მალე კი ფარელმა შორიდანაც დაჰკრა * 18:25 @ 48’
ყველა შეცვალესავსტრალიამ ანგარიში ადამ ქოულმენის სოლოთი და მაიქლ ჰუპერის ახლოდან შეტანილით გააყაიმა * 25:25, შერკინებისა და ფარელის მორიგ კომბინაციას კი 11 ფაზით უპასუხა - ტომუამ გაჭრა ხაზი და ფოლაუს მე-20 ტესტ’ლელო გაატანინა * 32:28 @ 59’
დასკვნითი მეოთხედი ინგლისისა იყო. სტუმრებმა შერკინებაში - ითოჟეს გარდა - ყველა შეცვალეს! მოიპოვეს ჯარიმები რაქში, მოლსა და შერკინებაში; ლელომდე ცოტა დააკლდათ ბრაუნს, ჯექ ნოულს და ქორთნი ლოზს, სათადარიგო კვაჭს, ჯემი ჯორჯს კი უზუსტო პასი წვივში მოხვდა და ოვალს ლელოში დაახტა * 32:38 @ 68’
ფარელმა ვოლაბები მათსავე ნახევარზე გამოკეტა და კარშიც ზუსტად ურტყა. ავსტრალიის მორიგმა ვირგლა ფიჯელმა ბექმა, ტანქელე ნაიაროვორომ მაინც შეიტანა პრესტიჟის ლელო, მაგრამ ფოლიმ ეს ბოლო გარდასახვაც ააცილა * 40:44 და ინგლისმა ისევ შემართა შარშან’წინ (2014) შინ შენარჩუნებული "ქუქის თასი"
შემტევის დაჯარიმებითაფრიკას ბურთი დროის 33% ეპყრა და მეორე მეოთხედში სულ ჩამორჩებოდა, მაგრამ მაინც ძლია ირლანდია * 19:13
ვილი ლე’რუმ რომ ჩამოაგდო აბრაგანის ასაღებად ამხტარი თირნან ო’ჰალორანი, თემიდამ სინბინი და ერთ’მატჩა დისკვალიფიკაცია აკმარა, ესაო და დაზარალებული, თავის ნაცვლად, ბეჭით დაეცაო
კელტთა ლელოზე, ფორვარდთა მიძალების კვალად, ბექმა ლუქ მარშალმა დაიფრინა მულატი ელთონ იანკისი, მაგრამ ამან ტაიმის ბოლო ეპიზოდში ვირტუოზულად გადაუკიდა ფრთაზე ჯეი’პი პიტერსენს და კიდიდან გარდასახვაც შეაგდო * 13:10
საათის თავზე რუან კომბრინკმა ცენტრის გაღმიდან გაიტანა ჯარიმა, ირლანდია კი გამოაცოცხლა კვაჭად შონ ქრონინის შეცვლამ. "სამყურები" 6 ქულით აგებდნენ, ჯერ 22, მერე კი 19 ფაზა რომ აკინძეს
ორივე შტურმი შემტევის დაჯარიმებით დასრულდა, მატჩის გმირი კი იყო ბოკეს ჩია ჰავბექი ფაფ დე’კლერკი, ვინაც მეორე ტაიმში სალელოე პასი ჩაუჭრა პედი ჯექსონს, ხოლო ბოლო შეტევაში ქის ერლსიც ალაგმა
სხვაფრივ, მხარი იტკინა ლაიონზის კაპიტანმა, ვორენ ვაითლიმ და ზე 18-ს ბოლომდე გამოაკლდა
ზაფხულის ტესტები 2016ბოლო, მესამე ვიქ’ენდი
++ ვიდეოს ბმულები იხილეთ საითზე, სტატიაში!ზელანდია 46:6 უელსიზელ: დეგ ბ.სმით მოალა (ნაჰოლო 49) ქროთი (სოპოანგა 55) ჯ.სავეა
<10-9> ბარეთ ა.სმით (ქერ-ბარლოუ 72) /
მუდი (ქროქეთ 53) ქოულზ (თეილორ 72) ფაუმუინა (ტუჰუნგაფასი 53)
რეთალიქ (რომანო 65)ვაითლოქ; დიქსონ (სქვაიერ 55) ქეინ სბ 46, რიდ^კაპ -
6ლ: ბ.სმით მოალა ბარეთ (3 4) ქოულზ დეგ; 5გ 2ჯ: ბარეთ
უელ: პეჩელ ლმ.ვილიამს (სქ.ვილიამს 31-37) ჯთ.დევის რობერთს(სქ.ვილიამს 54) ეიმოს
<10-9> ბიგარ (პრისთლენდ 59) ვებ (გა.დევის 55) /
ევანს (ჯარვის 47) ოუენს (ბოლდვინ 57) ფრენსის (ლი 47)
ჩართერის (ბოლ 60) ავ.ჯოუნზ; მორიართი ვორბერთონ^კაპ(ელ.ჯენქინს 70) ფალეტაუ -
2ჯ: ბიგარ
რეფ გარსეზ (სფრ) 25/06 @ დანიდინ, ფორსაით ბარ (_)
0:3(6) 3:3(16) 3:6(18) 8:6(23) 11:6(27) 18:6(35) /
25:6(45) სბ(46ზ) 32:6(59) 39:6(64) 46:6(80+5) ^ სერია 3-0
ავსტრალია 40:44 ინგლისიავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კურინდრანი ტომუა (ლეალიაფანო 68) ჰორნ (ნაიაროვორო 68)
<10-9> ფოლი ფიპს /
სლიპერ (სიო 59) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 63) კეპუ (ჰოუმს 59)
სქელთონ (პალუ 52) სიმონს (ქოულმენ 41) ფარდი ჰუპერ მაკ’მან -
5ლ: ფოლი ჰეილეთ-პეთი ჰუპერ ფოლაუ ნაიაროვორო; 3გ 3ჯ: ფოლი
ინგ: ბრაუნ ვოთსონ ჯოზეფ ფარელ ნოულ
<10-9> ფორდ იანგს (ქეა 54) /
მ.ვუნიპოლა (მულენ 80) ჰართლი^კაპ (ჯორჯ 64) ქოულ (ჰილ 68)
ითოჟე ქრუზ (ლონჩბრი 62) რობშოუ (ქლიფორდ 54) ჰარისონ (ლოზ 32) ბ.ვუნიპოლა (დეილი 75) -
4ლ: ქოულ ბრაუნ ბ.ვუნიპოლა ჯორჯ; 3გ 6ჯ: ფარელ
რეფ ოუენს (უელ) 25/06 @ სიდნი, ალიანს (44 063)
0:7(12) 7:7(14) 12:7(21) 12:10(26) 15:10(27) 15:17(31) 18:17(40+3) /
18:22(44) 18:25(48) 25:25(52) 25:28(56) 32:28(59) 32:31(62) 32:38(68) 32:41(70) 35:41(72) 35:44(80) 40:44(80+3) ^ სერია 0-3
აფრიკა 19:13 ირლანდიააფრ: ლე’რუ სბ 11, კომბრინკ მაპუ დე’ალენდე ჯპ.პიტერსენ
<10-9>იანკის დე’კლერკ /
მთავარირა (კიცჰოფ 57) ა.სტრაუს^კაპ (მბონამბი 79) მალჰერბე (რედლინჰეის 57)
ეცებეთ (მოსტერტ 74) დიუ’ტოი; ლოუ კოლისი (ი.კრილ 61) ვაითლი -
ლ: პიტერსენ; გ: იანკის; 4ჯ:იანკის 3, კომბრინკ (3)
ირლ: ო’ჰალორან (ჰილი 11-17, 41) თრიმბლ მარშალ (ერლს 77) ოულდინგ ერლს (მადიგან 73)
<10-9> პ.ჯექსონ მარი (რედენ 69) /
მაკ’გრას ბესთ^კაპ (შ.ქრონინ 73) როს (ფერლონგ 51)
ჰენდერსონ (დილან 69) თოუნერ; სთანდერ (რადოქ 69) მერფი ჰიზლიპ -
ლ:მარშალ; გ 2ჯ: ჯექსონ
რეფ გ.ჯექსონ (ზელ) 25/06 @ პორთ’ელიზაბეთ, მანდელა ბეი (42 324)
3:0(6) სბ(11ა) 3:7(17) 3:10(23) 6:10(32) 13:10(40+2) /
16:10(59) 19:10(69) 19:13(70) ბოლო(80+1) ^ სერია 2-1
იაპონია 16:21 შოტლანდიაიაპ - ლ: შიგენო; გ 3ჯ: ტამურა
შტლ - 7ჯ: პირგოს 3, ლეიდლოუ 4
რეფ მიტრეა (იტა) 25/06 @ ტოკიო, აძინომოტო (33 073)
0:3(3) 3:3(7) 3:6(16) 10:6(22) 10:9(26) 13:9(30) /
16:9(50) 16:12(53) 16:15(61) 16:18(71) 16:21(78) ^ სერია 0-2
არგენტინა 0:27 საფრანგეთიარგ - სბ: ლავანინი
სფრ - 3ლ: ბონევალ ლამერა გუჟონ; 3გ 2ჯ: სერენ
რეფ ბარნს (ინგ) 25/06 @ ტუკუმან, მონუმენტალ (_)
0:3(26) 0:10(40) / 0:13(45) 0:20(52) 0:27(63სბ) ^ სერია 1-1
შტატები 25:0 რუსეთიაშშ - ლ: ტეჰო; გ 6ჯ: მაკ’გინთი
რუს - სბ: გარბუზოვ
რეფ ქარლი (ინგ) 25/06 @ საკრამენტო, ბონი ფილდ (_)
3:0(10) 6:0(14) 9:0(28) 12:0(36) 15:0(40+4) /
18:0(45) სბ(47რ) 25:0(65)
კანადა 18:20 იტალიაკან - 6ჯ: მაკ’რორი / სბ: ჰერნს
იტა - ლ: ჯეგა; 5ჯ: ალენ 4, კანა / სბ: კანა
რეფ რუის (სფრ) 26/06 @ ტორონტო, ბი’ემ’ოუ ფილდ (_)
0:3(7) 3:3(12) 3:6(15) 6:6(23) სბ(26კ) 9:6(32) 9:9(34) /
12:9(47) 12:12(50) 15:12(54) 15:17(60) 18:17(66) 18:20(72) სბ(75ი)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (27/06)
1 ზელანდია 9610, 2 ინგლისი 8949, 3 აფრიკა 8632,
4 ავსტრალია 8443, 5(6) უელსი 8249, 6(7) ირლანდია 8167,
7(9) საფრანგეთი 8075, 8 შოტლანდია 8044, 9(5) არგენტინა 8020,
10 ფიჯი 7549,
11(12) საქართველო 7523, 12(11) იაპონია 7495
13 იტალია 7223, 14(15) სამოა 7137, 15(14) ტონგა 6947,
16 რუმინეთი 6874, 17(18) შტატები 6560, 18(17) კანადა 6453,
19 ურუგვაი 6356, 20(21) ნამიბია 6228, 21(20) რუსეთი 6191,
22 ჰონკონგი 5903, 23 ესპანეთი 5879, 24 ბელგია 5794
+/-: სფრ 266 არგ,
საქ 166 ფიჯ (14:3 გ, სამ 110 ტონ (30:10 შ,
ინგ 99 ავს, შტლ 94 იაპ, აშშ 71 რუს, იტა 66 კან, აფრ 29 ირლ,
ზელ 0 უელ

* მე-15 რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი EN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TRAVEL.htm პარ 1/07 * დილა
ჩიფ.ზელ 11.35 ქრს.ზელ
ბრმ.ავს 13.40 რედ.ავს
შაბ 2/07 * დილა
სნვ.აფ1 09.15 ვრთ.ავს
ჰრქ.ზელ 11.35 ბლუ.ზელ
რბლ.ავს 13.40 სთო.აფ1
შაბ 2/07 * საღამო
ჩტზ.აფ1 17.00 ფორ.ავს
ქნგ.აფ2 19.05 ჰლნ.ზელ
ლნზ.აფ2 21.10 შრქ.აფ2
კვი 3/07ხგრ.აფ2 01.40 ბულ.აფ1
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html