უკეთესსაც დავდგამთო რაგბი ოლიმპიადაზე ყოჩაღად დაბრუნდა - რიოში, ზედიზედ 6’დღიანი ჩაუქობის შედეგად,
ჩემპიონები გახდნენ ავსტრალიელი ქალები და ფიჯელი კაცებიOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!1924 წლის, პარიზის ოლიმპიადაზე რაგბის გადამწყვეტი რკენა აყალ’მაყალით რომ დასრულდა - ოვალურ’ბურთა თამაში პროგრამიდან ამოიღეს, რაღაი ბრიტები და სამხრეთის მომავალი "სამი ერი" დანარჩენ სამყაროს თავს არა და არ უყადრებდა
გამოხდა მაქედან 85 წელი და გლობალურ მიზნებს შეჭიდებული სპორტი, მეორე ცდით, ჩართეს 2016 და 2020 წლების ოლიმპიადათა პროგრამაში - ოღონდაც სხარტი, 7’მობურთალიანი ფორმატით და "გენდერული თანა’სწორობის" დაცვითაც, ანუ რიოსა და ტოკიოში ქალთა და ვაჟთა 12-12 გუნდი უნდა გამოსულიყო
ამით 7’კაცასა და ქალას ფასი მეტად დაედო, ჩვენ კი, "დიდ რაგბში" დაწინაურების პარალელურად, ამ სტრატეგიულ, ოლიმპიურ სახეობაზე გული მთლად ავიყარეთ, რასაც შედეგთა შეუქცევადი გაუარესება და "ევროპული სერიის" ვაკის ეტაპის დაკარგვაც მოჰყვა. ჰოდა, შარშან ვეღარც შესარჩევი ბარიერი დავძლიეთ და რიოს მიღმა აღმოვჩნდით
დეოდორუს დაანგრევენბრაზილიაში რაგბი მზარდი, ოღონდაც ჯერაც უჩინარი სახეობაა. ხალხი სხვა სპორტებზეც ბევრი არ დადის და რა გასაკვირია, რომ პირამდე არც "სევენსის" არენა - 15’ათასიანი "დეოდორუ" ავსებულა
მაქამდე მისვლას რიოს ცენტრიდან თურმე 2 საათი ჭირდება. ბედად, რაგბის სანახავად მეზობელი, ბალახის ჰოკეის სტადიონიდან ხშირად გადმოდიოდნენ ფანები, ნაოლიპიადევს კი არენას დაანგრევენ, რათა ფეხბურთის "ფლამენგუმ" იქვე საკუთარი ასპარეზი აიშენოს
ორივე ტურნირი ერთ’ნაირი ფორმულით მოეწყო - ზედიზედ სამ დღეს გაგრძელდა. 12 გუნდი დაიყო სამ პულად. საჩემპიონო პლეი’ოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი და ორიც უკეთესი მესამე. თამაშები 30’წუთიანი შუალედით, 3’საათიან - დღისა და საღამოს სესიებად დაიგეგმა, ტაიმებს შორის შესვენება კი 2 წუთამდე დაგრძელდა
არა’თანაბარი დონეჯერ გოგოებმა იჩაუქეს. მათი მსოფლიო სერია ზედიზად სამჯერ მოეგო ზელანდიას, მაგრამ წლეულს ავსტრალიამ იძალა, 5 ეტაპიდან სამზე იპირველა და 14 ქულით ჩამოიტოვა კივები, რომელთაც ვერსად იპირველეს
რაკი რაგბი ოლიმპიადაში აღდგა, მედიამ გულ’მოდგინედ აღნუსხა რამდენიმე "პირველი". დამცრობიდან 92 წლის შემდეგ, პირველი ქიქ’ოფი ესპანელმა პატრისია გარსიამ შეასრულა შაბათს, 6 აგვისტოს, პირველი ლელო კი ფრანგმა კამი გრასინომ გაიტანა
ქალთა რაგბი მაინც "ახალი ხილი" რომაა, დასის დონე არა’თანაბარი გამოვიდა. ზვიადმა "სამხრეთმა აფრიკამ" რიოში ეგრეც არ მიავლინა რეგიონული შესარჩევის მომგები გუნდი, ესაო და მსოფლიო სერიაში რად ვერ აიღეთ ლიცენზიაო, და მანდილოსნებიც ხშირად ტექნიკის საფუძვლებში იჭრებოდნენ
ექვსნი თაჩიდან34-დან 14 თამაში ნულზე დასრულდა. კვირას, 7 აგვისტოს, წნეხში მოჰყვა შტატები - დღისით ავსტრალიას უგებდა, მაგრამ სირენის შემდეგ ფრეს * 12:12 დასჯერდა, საღამოს კი, მეოთხედ’ფინალში, სინბინზეც ვეღარ იხეირა და კივებთან გულ’საკლავად * 0:5 წააგო
ნახევარ’ფინალში ოთხივე მოწინავე განთესილი გავიდა. ორშაბათს, 8 აგვისტოს, ფინალში ზღვისრეთელი მეზობლები შეიყარნენ. ზელანდიელმა პოშა ვუდმენმა ოზებს პასზე ხელი წინ რომ ჩაუკრა, 2 წუთით დაითხოვეს, მეტოქემ კი ამ დროს 12 ქულა მიითვალა
"მარგალიტები" (პერლზ) ერთი ხანობა 19 ქულითაც კი იგებდნენ, მაგრამ საბოლოო ანგარიშად ფრიად მოკრძალებული * 24:17 დადგინდა. ჰოდა, 7’ქალაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ჭრელი დუჟინი, რომლის 6 წევრი რაგბში თაჩიდან (!) მოსულა, თითო კი - ლიგიდან, ბალახის ჰოკეიდან, კალათ’ბურთიდან და მძლეოსნობიდან
კალენდრის ბრალიაოვაჟებში ეგეთი რამ წარმოუდგენელია, რაკი ლამის ყველანი არა’თუ მორაგბეები, პროფესიონალი მოშვიდკაცეები არიან და აწ’უკვე 10’ეტაპა "მსოფლიო სერიაზე" ჩაუქობენ. საუკუნეთა შესაყარზე დაფუძნებული ეს შოუ 12-ჯერ მოიგო ზელანდიამ, მაგრამ რაც ფიჯი’მ მოძღვრად მწითური ბრიტი, ბენ რაიან’ი დაიყენა, დალაგდა და უნიკალური ნიჭი სწორ კალაპოტში მიმართა - ბოლო ორი წელია, სერიაზე პირველობს!
ფავორიტებად ფიჯი, აფრიკა, ზელანდია და ბრიტანეთი მიიჩნეოდნენ. ოლიმპიური ოქროთი აპირებდა კოლექციის შევსებას "უცნობილესი სახე" - უნივერსალი ზელანდიელი ათლეტი სონი’ბილ ვილიამს’ი, მაგრამ სამშაბათს, 9 აგვისტოს, პირველსავე მატჩში აქილევსი გაუწყდა და 9 თვით გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც ოქლენდის "ბლუზს" საგაისო ზე 18-ში მაისში’ღა დაემატება
ზე’ვარსკვლავის დაკარგვა იქეთ იყოს და ზელანდიას კიდევ ორი კაცი რომ დაუშავდა, საწყის ორ დღეში ოთხიდან სამი თამაში წააგო - იაპონიასთან, ბრიტანეთთან, ფიჯთან და ოთხეულშიც ვეღარ შევიდა. ჰოდა, კივეთში მორიგი უკბილო, თავის სამართლებელი თეორია შეითხზა, ესაო და ჩვენი მარცხი გადატვირთული საერთაშორისო კალენდრის ბრალიაო - თითქო სხვებს იგივე პრობლემა არ აწუხებთ!
ერთიანად გამოიფიტა"მსოფლიო რაგბი" თუმც ტრადიციულად დუმს, მაგრამ გურმანებს მსაჯობა არ მოეწონათ
ვაკეში, "მრგვალი ბაღის" ზემოთ ნაცხოვრები რიჩი ქელი ოთხშაბათს, 10 აგვიტოს ისე გაისარჯა, რომ ნაქები შტატები 1 "ბურთით" ჩამორჩა მის თანა’მემამულეებს და გავარდა, მაგრამ შემდეგსავე წრეში ზელანდია ცქნაფა აფრიკელ ზანგს გადაეყარა და ამან ცხვირიდან ძმარი ადინა - ფიჯთან ყველაფერზე აჯარიმა!
კივები ბოლოს მეხუთეზეღა გავიდნენ, ხუთშაბათს, 11 აგვისტოს კი, წინა’ღამ არგენტინის ოვერ’ტაიმში * 5:0 გამგდებმა ბრიტანეთმა ომითვე რომ ჩამოიცილა აფრიკა * 7:5 - ერთიანად გამოიფიტა. ჰოდა, გალაღებულმა ფიჯელებმა ფინალის პირველი ტაიმი 29:0 მოიგეს, მთელი თამაში კი * 43:7
პირველი მედალიამ მატჩზე, თუ სოც’მედიას დაეჯერება, 10 272 მოსეირე მისულა. ბრინჯაო აფრიკას ერგო, ფიჯი კი ოლიმპიადებში 1956 წლიდან მონაწილეობს და პირველი მედალი - თანაც ოქროსი - ახლაღა, რაგბში აიღო
კუნძულებზე ხალხმა, რაღა თქმა უნდა, ძაან გაიხარა, "მსოფლიო რაგბის" ახალი მახვში, ინგლისელი ბილ ბომონთი კი აღიარებს, თამაშების პროგრამაში ყოფნას "უზენაეს უფლებად" როდი აღვიქვამთ, რის გამოც 2020 წელს უკეთესი სანახაობის დადგმა გვმართებსო
სხვაფრივ, მისადმი დაქვემდებარებული, დაბლინის ოფისი რომ მარად ორიგინალურია, მავანმა ჭკვიანმა ლაივ’სქორიდან ... დრო ამოიღო!
XXXI ოლიმპიადა @ რიო’დე’ჟანეირო (ბრზ)
7’ქალა @ 6-8/08
<< პულები
ა1 ავსტრალია #1 2-0*1 +89 36:00 12:12 53:00
ა2 ფიჯი #7 2-1 +5 12:07 36:00
7 შტატები #6 1-1*1 +43 48:00
12 კოლუმბია #12 0-3 -137
ბ1 ზელანდია #2 3-0 +97 26:07 31:05 52:00
ბ2 საფრანგეთი #5 2-1 +31 24:07 40:07
8 ესპანეთი #8 1-2 -34 19:10
10 კენია #11 0-3 -94
გ1 ბრიტანეთი #4 3-0 +88 22:00 29:03 40:00
გ2 კანადა #3 2-1 +61 38:00 45:00
9 ბრაზილია #9 1-2 -48 26:10
11 იაპონია #10 0-3 -101
<< მეოთხედ’ფინალი
ავსტრალია (ა1) 24:0 ესპანეთი (8)
კანადა (გ2) 15:5 საფრანგეთი (ბ2)
ბრიტანეთი (გ1) 26:7 ფიჯი (ა2)
ზელანდია (ბ1) 5:0 შტატები (7)
<< ნახევარ’ფინალი
ბრაზილია (9) 24:0 კოლუმბია (12)
იაპონია (11) 24:0 კენია (10)
საფრანგეთი 24:12 ესპანეთი
შტატები 12:7 ფიჯი
ავსტრალია 17:5 კანადა
ზელანდია 25:7 ბრიტანეთი
<< ფინალი
კენია 22:10 კოლუმბია
ბრაზილია 33:5 იაპონია
ესპანეთი 21:0 ფიჯი
შტატები 19:5 საფრანგეთი
კანადა 33:10 ბრიტანეთი
ავსტრალია 24:17 ზელანდია
<< კიბე
1 ავსტრალია, 2 ზელანდია, 3 კანადა -
4 ბრიტანეთი, 5 შტატები, 6 საფრანგეთი, 7 ესპანეთი, 8 ფიჯი,
9 ბრაზილია, 10 იაპონია, 11 კენია, 12 კოლუმბია
<< ავსტრალია
1 შენონ პერი, 2 შარნი ვილიამს^კაპ, 5 ემა ტონეგატო, 7 შარლოთ ქასლიქ, 8 ქლოი დოლთონ, 10 ალიშა ქვერქ, 11 ემილი ჩერი *
3 ნიქოლ ბექ, 4 ჯემა ესერიჯ, 6 ევანია პელიტე, 9 ემი თერნერ, 12 ელია გრინ * მწ) თიმ ვოლშ
7’კაცა @ 9-11/08
<< პულები
ა1 ფიჯი #1 3-0 +40 21:14 24:19 40:12
ა2 არგენტინა #7 2-1 +27 17:14 31:00
9 შტატები #6 1-2 +18 26:00
12 ბრაზილია #12 0-3 -85
ბ1 აფრიკა #2 2-1 +43 26:00 12:05 24:00
ბ2 საფრანგეთი #8 2-1 +12 31:14 26:05
7 ავსტრალია #5 2-1 +4 26:12
10 ესპანეთი #11 0-3 -59
გ1 ბრიტანეთი #4 3-0 +28 21:19 21:19 31:07
გ2 იაპონია #10 2-1 +24 14:12 31:07
8 ზელანდია #3 1-2 +19 28:05
11 კენია #9 0-3 -71
<< მეოთხედ’ფინალი
ფიჯი (ა1) 12:7 ზელანდია (8)
იაპონია (გ2) 12:7 საფრანგეთი (ბ2)
ბრიტანეთი (გ1) 5:0*დდ არგენტინა (ა2)
აფრიკა (ბ1) 22:5 ავსტრალია (7)
<< ნახევარ’ფინალი
შტატები (9) 24:12 ბრაზილია (12)
ესპანეთი (10) 14:12 კენია (11)
ზელანდია 24:19 საფრანგეთი
არგენტინა 26:21 ავსტრალია
ფიჯი 20:5 იაპონია
ბრიტანეთი 7:5 აფრიკა
<< ფინალი
კენია 24:0 ბრაზილია
შტატები 24:12 ესპანეთი
საფრანგეთი 12:10 ავსტრალია
ზელანდია 17:14 არგენტინა
აფრიკა 54:14 იაპონია
ფიჯი 43:7 ბრიტანეთი
<< კიბე
1 ფიჯი, 2 ბრიტანეთი, 3 აფრიკა -
4 იაპონია, 5 ზელანდია, 6 არგენტინა, 7 საფრანგეთი, 8 ავსტრალია, 9 შტატები, 10 ესპანეთი, 11 კენია, 12 ბრაზილია
<< ფიჯი
2 ჯასა ვერე’მალუა, 3 სემი კუნატანი, 5 ლეონე ნაკარავა, 7 ოსეა კოლინისაუ^კაპ, 9 ჯერი ტუვაი, 10 სამისონი ვირი’ვირი, 12 ვატემო რა’ვოუ’ვოუ *
1 აპისაი ნდომო’ლაილაი, 4 ვილიამე მატა, 6 კიტიონე ტალინგა, 8 ჯოსუა ტუისოვა, 11 სავენათა რავათა, 13 მასი’ვესი ნდაკუ’ვანქა * მწ) ბენ რაიან (ინგ)
ჯამი ევროპის გრან’პრის ნიხრით:
20 18 16 14 - 12 10 8 6 - 4 3 2 1
_________ სულ ქალ კაც
ბრიტანეთი 32 14 18
ზელანდია 30 18 12
ავსტრალია 26 20 6
ფიჯი 26 6 20
საფრანგეთი 18 10 8
იაპონია 17 3 14
კანადა 16 16 0
შტატები 16 12 4
აფრიკა 16 0 16
ესპანეთი 11 8 3
არგენტინა 10 0 10
ბრაზილია 5 4 1
კენია 4 2 2
კოლუმბია 1 1 0
@