დღე მე-3 - 17/18.09
არმაზი - ბაგრატი
პირველი მოგებისთვის იბრძოლებს ორივე გუნდი, ზოგადად მათი ამოცანები ერთმანეთის მსგავსი მგონია - ბრძოლა დასარჩენად... (2)
ბათუმი - ყოჩები
საჩემპიონო ამბიციებს მე გამოვრიცხავდი, სეზონის დასაწყისში თუ ვპროგნოზირებდი უეჭველი 6-ეულს, ფაქტია ყოჩებს გადახალისება ჯერ ძალიან დაეტყოთ (1)
აია - ჯიქი
წინასასეზონო მიდი-მოდის ამბავში, თითქოს შესუსტებილი აია, საინტერესოდ რაგბობს, პირველ მნიშვნელოვან გამოცდას სწორედ სტაბილურად მზარდ ჯიქთან ჩააბარებს (2)
აკადემია - ლოკომოტივი
სადღაც ამ ორ გუნდს ვამსგავსებ ერთმანეთს

ფიზიკური კონდიციების მნიშვნელოვნობა, საინტერესო ბექები და შერკინებაში დომინანტობისკენ სწრაფვა, ეს ბოლო აკადემიას ჯერ ვერ გამოსდის, თუმცა არც ლოკომოტივია ჯერ საათივით აწყობილი (2)
არმია - ლელო სარასენს
არმიას სიურპრიზები ჰყვარებია, თუმცა ჯერ კიდევ გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე ლელო მგონი თუ დიდ ენერგიას დახარჯავს კიდევ მიითვლის პრემიალურს (2)