დასრულდა რეგულარული გათამაშების მე-5 ტური
07/10
ბათუმი 10:22 ლოკომოტივი
08/10
ყოჩები 12:38 ჯიქი
09/10
არმია 14:29 ბაგრატი
აია 25:17 ლელო სარასენსი
აკადემია 35:5 არმაზი
ორკვირიანი შესვენების შემდეგ საინტერესოდ წარიმართა მე-5 ტური.
ბათუმმა შინ მიიღო ლოკომოტივი და დამარცხდა, შესაბამისად სატურნირო გრაფაში დაიკავა მე-5 ადგილი თუმცა გათამაშების ლიდერს სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩება. თავისმხრივ ლოკომოტივმა ამ მოგებით გაიმყარა პოზიციები და მე-2 ადგილზე აღზევდა, რომლიც მხოლოდ ქულით ჩამორჩება სატურნირო ცხრილის ლიდერს.
საინტერესო და ენერგიული სტარტის შემდეგ ზედიზედ ორ მატჩში ხელმოცარულმა ჯიქმა სტუმრად პრემიალური ქულით დაამარცხა ყოჩები და შესაბამისად 15 ქულით მე-4 პოზიციაზე დამკვიდრდა, თავისმხრივ ყოჩები დარჩნენ გასავარდნ ზონაში, კერძოდ კი მე-9 პოზიციაზე.
ბევრისთვის მოულოდნელად არმია "შინ" დამარცხდა ბაგრატთან, შესაბამისად სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით დაქვეითდა და მე-8 ადგილს იკავებს, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 4 ქულით გასცდა. არმიის ძლევით დებიუტანტმა ბაგრატმა პირველად დაიკავა საპლეიოფო მე-6 პოზიცია.
აკადემიამ წლევანდელი გათამაშების აუტსაიდერის არმაზის პრემიალური ქულით ძლევით მე-7 ადგილზე დამკვიდრდა და შეიქმნა პლაცდარმი საპლეიოფო ექცსეულის საგზურისთვის საბრძოლველად... არმაზი კი ჯერ მოგების გარეშე მოლო მე-10 ადგილს იკავებს.
ტურის ცენტრალურ მატჩად შეიძლება მოგვენათლა ქუთაისში აიასა და ლელოს დაპირისპირება - ზედიზედ 4 მოგებული მატჩის შემდგომ ლელოს უპირობო ჰეგემონიააიამ შინ შეაფერხა და ლიდერს ერთი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა, შესაბამისად მე-3 პოზიციაზე გამყარდა (თუმცა თანაბარი ქულებით, მაგრამ ურთიერთშორის შედეგით ლოკომოტივთან). მარცხის მიუხედავად ჩემპიონი ლელო კვლავ ლიდერია, რადგან მარცხამდე ორჯერ მოახერხა პრემიალური ქულის მოპოვება...
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-17-Didi10/პ.ს.
პაუხის შემდგომ მოედანს დაუბრუნდა ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფულბექი და მექულე, ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებული, მერაბ კვირიკაშვილი...
მომდევნო მე-6 ტური 15-16 ოქტომბერს გაიმართება:
ბაგრატი - ჯიქი
ლოკომოტივი - ყოჩები
ლელო - ბათუმი
არმაზი - აია
არმია - აკადემია
* * *
***
***
***
***
***
დუბლები (საქართველოს პირველობა 2016-17)
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-17-DUBLEBI/***
***
***