უქმეებზე მე-16 ტურიც მიილია...
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-17-Didi10/ბაგრატი 8:32 აკადემია
არმია 23:26 აია
ლოკომოტივი 20:26 ჯიქი
არმაზი 10:12 ბათუმი
ლელო სარასენს 49:17 ყოჩები
ჯიქებთან მარცხით ლოკომოტივი მცირედით ჩამორჩა ლიდერს, ამჟამად მე-5 ადგილოსან რკინიგზელებს პირველ საფეხურთან 7 ქულა აშორებთ, დანარჩენი 4 მაძიებელი კი სულ რაღაც 4 ქულის 'დიაპაზონში' მისდევენ ერთმაენთს.
მე-6 საპლეიოფო ადგილი 42 ქულით უკავია აკადემიას, რომელსაც 5 ქულით ჩამორჩება უშუალო კონკურენტი არმია.
თუ უახლოეს ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი ვერ დააგროვა ყოჩებმა - პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, გასავარდნი საპლეიოფო ბოლოსწინა ადგილი კი დიდი ალბათობით ბაგრატსა და არმაზს შორის გათამაშდება.
რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 2 ტური დარჩა, საიდანაც მომდევნო მე-17 ტური 1-2 აპრილს შედგება:
ლოკომოტივი - ბაგრატი
ჯიქი - ლელო სარასენს
ყოჩები - არმაზი
ბათუმი - არმია
აია - აკადემია
***
ტოტას ვივარაუდებ

აია - შედარებით მარტივი კალენდარი აქვს ფინიშზე, შინ აკადემია და დერბი ბაგრატთან - პოტენციურად საშუალოდ 8 ქულიანი ესტაფეტაა
ჯიქი - შინ მიიღებს ლელოს გამარჯვებული დაწინაურდება, შემდეგ კი ესტუმრება დარჩენისთვის მებრძოლს არმაზს (5 ქულას ვარგუნებდი)
ლელო - გორში სტუმრობის შემდეგ, შინ მიიღებს ლოკომოტივის - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული საფინიშო დისტანცია ლელოს ერგო (მგონია რომ 8 ქულას გაახერხებს)
ბათუმი - საშუალო სირთულის მატჩები, შინ არმია შემდეგ კი გასვლაზე აკადემია (საშუალოდ 5 ქულა მაინც)
ლოკომოტივი - თბილისში ბაგრატი, დიდ დიღომში ლელო - პრემიალური ქულების გათვალისწინებით 5-6 ქულას ვივარაუდებ
აკადემია - რთული კალენდარი აქვს აკადემიას: სტუმრობა ქუთაისში აიასტან და ბათუმის მიღება, ორი პრემიალური ქულაც რომ დააგროვოს დიდი შანსია 6-ლში დარჩეს
არმია - არმიას რთული თამაში ექნება ბათუმში სადაც წარმაების მიღწევის შემთხვევაში დიდი შანსი უჩნდება აკადემიას მე-6 ადგილი წაართვას, რადგან ბოლო ტურში ყოჩებს უმასპინძლებს (4-6 ქულის მოგროვება ხელეწიფება)
ბაგრატი - ბაგრატს გათამაშების პირველწერეში დაგროვეილი ქულები თუ გადაარჩენს - ლოკომოტივთან გასვლაზე თუ დერბიში აიასთან მგონია რომ უქულოდ დარჩება
არმაზი - ბოლოსწინა ტური ფინალის ტოლფასია, ყოჩებს სტუმრობენ არმაზელები - გამარჯვებული სავარაუდოდ მომავალწელსაც დიდი 10-ში გაირჯება, რადგან ჯიქთან წარმატების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ (4-5 ქულაც კი შეიძლება ეყოთ მიზნის მისაღწევად)
ყოჩები - ის რომ "ბოლნისელებს" მომდევნო ტურში "ფინალი" აქვთ აღვნიშნეთ, რის შემდეგაც გასვლაზე ჯახი არმიასთან...
...
სეზონის სტარტზე ძალიან ვგულშემატკივრობდი ბაგტარს (არაფერი პირადული, მხოლოდ მეტი კონკურენციის მოტივი

) მაგრამ მათი იმ მიდგომით რაც სეზონის ბოლოსკენ ეწიათ, ალბათ ჯობია პირველლიგალთან გადათამაშება არმაზმა ან ყოჩებმა ითამაშონ
მიმაგრებული სურათი
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
PNN#GiorgiG83
...კონფუციანელი...