აკუნა მატატა!
* * *
სალამი პატივცემულო ლოჟის მაგისტრებო, წევრებო, კანდიდატებო, კანდიდატობის მაძიებლობო და თავისუფალო დამკვირვებლებო!
მოგახსენებთ, რომ გუშინს, თიბათვის მეოთხე მზისობას შედგა ლოჟის (არც ისე) საიდუმლო შეხვედრა, რომელიც მასობრივი რბევა–ტყვევნით დასრულებული პასიფიკური ლაშქრობისა და უ20 ღირსეულად დამკვიდრების სასიხარულო ფაქტების აღნიშვნას მიეძღვნა. კრებული ფრიად წარმომადგენლობითი იყო. უშუალო გარემოში განიხილულ იქნა ჩავლილ ბრძოლათა ცალკეული ეპიზოდები, ასევე შეფასდა ა.ზ. ტაქსოპარკის ღირსეული წარმომადგენლისა და მისი გუნდის მოქმედებები ჩვენს ნაკრებთან მუშაობის განმავლობაში. კრებამ მასონთა მაგისტრების მეთვალყურეობით ჩაიარა, რომლებიც, სტატუსის შესაბამისად ცალკე, მათი რანგისთვის შესაბამისი კომფორტის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ ლოჟაში განლაგდნენ
* * *
ლოჟა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, მომიჯნავე თავისუფალ სავარძელზე იწვევდა როგორც წევრებს
* * *
ისე კანდიდატებს
* * *
კანდიდატებმა წარმოაჩინეს მათი უნარები როგორც სამშობლოსა და რაგბის სიყვარულის ფეხზე წამომდგარი სადღეგრძელოს თქმაში
* * *
ისე საქართველოს ჰიმნის დროს, აღელვებულ, კაცურ ჩახუტებაში.
* * *
კანდიდატებს ქონდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ქართული სუფრის რამდენიმე მასონურ სტილში. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო დემეს მიერ ნაჩვენები მარტო ქეიფის სტილი (პიანი მასტერის სკოლა).
* * *
ეპიზოდი წევრებისა და კანდიდატების ერთობლივი სიმპოზიუმიდან
* * *
შეკრების ბოლოს ჩაიწერა მიმართვა იტალიური რაგბისა და პირადად პარისეს მიმართ, რომლის გამოქვეყნება ცენზურის გამო შეუძლებელია. იდება მხოლოდ საილუსტრაციო ფოტო
* * *
პ.ს შეხვედრის მასპინძლობის პატივი ჰქონდათ არჩილჩეგესა და მის მეგობრებს, რომლებმაც სასიამოვნო საღამო გამართეს ძველთბილისურ აგურის სარდაფში. გმადლობთ არჩილ!
პ.პ.ს ამ მნიშვნელოვანი დღის უკვდავსაყოფად მივლინებიდან სპეციალურად გამოწვიეს მასონ მედია პრესცენტრის უცვლელი ხელმძღვანელი (ლეონარდო) დავით ჩი (ხლაძე)
* * *
პ.პ.პ.ს ფრიად სასიამო იყო ძველების ნახვა და ახლების გაცნობა!
This post has been edited by PAPA-RACIO95 on 27 Jun 2016, 15:11