სტადიონზე დილით ადრე წავედი - ძალიან ცხელოდა და გავიყინე სტადიონზე, ჩვენების შემდეგ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი.
დასავლეთ ტრიბუნაზე როგორც ყოველთვის წესიერად საყურებელ ადგილებს ვიპ სტატუსი ჰქონდა და ვიფიქრე აღმოსავლეთზე შევალთქო. გადავედი მეორე მხარეს და კონტროლიორ გოგონას თავაზიანად ვთხოვე - ვიცი არ შეიძლება, დასავლეთის ბილეთი მაქვს, მარტო ვარ და იქნებ გამონაკლისი დაუშვათ და აქეთ შემომიშვათ მეთქი - ამაყად ამათვალიერ-ჩამომათვალიერა და დღეს ანშლაგია, ყველა ბილეთი გაიყიდა და შენ რომ შეგიშვა ვიღაც ადგილის გარეშე დარჩებაო

საბოლოოდ ჩვენს თამაშზე გისოსებთან ატუზული 50 კაცი მგნი უბილეთოდ შეუშვეს აღმოსავლეთ ტრიბუნაზე

)))
დასავლეთზე ყველაზე კარგი ადგილი პირველი არხის კომენტატორების უკან ფეხზე დასადგომი ადგილია - ნორმალურად ჩანს, წინ ეკრანზე განმეორებასაც უყურებ და კომენტარსაც ისმენ

)
სტადიონის ხელმძღვანელობა საოცარია, დასავლეთის მხრიდან ტაბლოს (დიდ ეკრანს სადაც პირდაპირი ტრანსლაცია გადის) დროშები ეფარება და არაფერი ჩანს - მოფიქრება ხომ უნდა ასეთ რამეს

((
პ.ს. კარგია, რომ ლუდი იყიდება სტადიონზე, საჭმელი მაიონეზით და მდოგვით გატენილი პურია, რომელსაც ჰოთ-დოგს უძახიან რატომღაც და ზოგიერთისათვის რაც არ უნდა უნცაური იყოს, ღვინოც იყიდებოდა (ცხვარი სამწუხაროდ არ იყო

)
.
.
.
მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა!