მარქაფამ გარდატეხა სამხრეთის ფალავნობის მესამე შაბათს
არგენტინა ზელანდიას თამამად ებურთავა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში დაიქანცა,
ხოლო აშლილმა ავსტრალიამ კიდევ უფრო უარეს დღეში მყოფი აფრიკა ძლია
Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!აგვისტოს აქეთ რაგბეთს აინტერესებდა, ვინმე თუ ეთამაშებოდა "ოლ ბლექსს" როგორც სწორი სწორს. სხვა სამ მონაწილეში ყველაზე სიმპათიურად სწორედ რომ არგენტინა რაგბობს. ჰოდა, ნეიტრალურ ფანობას მისიღა ეიმედებოდა
"პუმებმა" შავებს მართლაც ტოლი არ დაუდეს საწყის 50 წუთში - მეტოქე ოფლოუდებით დააბნიეს და 2 ქულითღა ჩამორჩებოდნენ. ამის გამო კივებმა დამწყები ავტორიტეტები ჩვეულებრივზე ადრე შეცვალეს, ხოლო ნაქებმა მარქაფამ კიდევ გარდატეხა თამაში - 5 ლელო და 33:0 დასკვნით ნახევარ საათში, და მესამე ბონუსიანი გამარჯვებაც!
კოხტა ლელოებიპუმები შესვენებამდე სამჯერ დაწინაურდნენ. მათ ერთადერთ ლელოზე ნიკო სანჩესმა, ხოაკინ ტუკულეტმა, მატიას ორლანდომ შუაში გასერეს ფრონტი და სანტიაგო კორდერო დაგეზეს * 0:7 @ 3’
ერთხელაც, ოფლოუდების სერიის შემდეგ, ლელოსკენ გაჭრილ ბურჯს, ნაუელ ტეტას-ჩაპაროს ბურთი დაუვარდა, მაგრამ სანჩესმა კი ზუსტად ურტყა - კარს შვიდიდან ერთიღა ააცილა, მაშინ როცა ბოდენ ბარეთმა ორი რომ დაახაია, შორიდან იზრაელ დეგმა ივარგა * 17:16 @ 32’
"ოლ ბლექსმა" პირველ ტაიმშივე დადო სამი კოხტა ლელო: 5-მეტრა შერკინებიდან ქიარან რიდმა და არონ სმითმა კარზე მიუშვეს მოკლე ფრთიდან წამოხეტებული ჯულიან სავეა; კონტრ’შეტევაზე ამანვე ბევრი რომ იარა, მეტობა ბენ სმითმა გამოიყენა; და ამისივე, ზურგში შეცურებული, იღბლად აუხტა ბარეთს
ქემპიზის’ეული ზიგზაგითპუმები მესამე მეოთხედშიც უტევდნენ. ზელანდია ჯერ რიდმა იხსნა - პასი ჩაჭრა. მალე მღლეტელ სემ ქეინს მუხლი ეტკინა, მწყობრიდან 6 კვირით გამოვიდა და არდი სავეამ შეცვალა, სხვაობა კი ისევ ორამდე დავიდა * 24:22 @ 50’
შავებს ძაან არგეს ახალმა პირველმა ხაზმა და 9 ნომერმა. აიშვა ბარეთმაც: შეტევის დასაწყისში გაჭრა ხაზი და გადალაგების შემდეგაც კართან შეუშვა რაიან ქროთი * 31:22, შემდეგ ფაზაობაში კი ბროდი რეთალიქმა და არდიმ რომ იძალეს, ლელო ბურჯმა ჩარლი ფაუმუინამ მიითვალა * 38:22 @ 58’
5-მეტრა შერკინებიდან რიდმა და თი’ჯეი პერენარამ ისევ ახეირეს ქროთი; ბენმა უდროო ბოქს’ქიქი გამოაქცუნა, გზად ყველა გააცურა "დევიდ ქემპიზის’ეული ზიგზაგით" და მიზანს ეწია; პერენარას აწეულიდან ჯულიანი ლელოს დებდა, მაგრამ რამირო მოჟანომ დაიჭირა, ბოლოს კი, არონ ქრუდენის დიაგონალური დეგს მოხვდა მკრედზე და ოვალი ლუქ რომანომ იხელთა * 57:22
არა’ნაირი ხელ’წერაავსტრალიას წელს ხუთი’ვე ტესტი წაეგო და აფრიკასაც ბრისბენში თავიდანვე ჩამორჩა, მაგრამ ნაწვიმარზე და, თანაც კატორღელთა ნასაფლარზე, ტრადიციულად გატეხა ნავსი * 23:17
არა უშავდა "ვოლაბთა" შერკინებასა და დერეფანს; შინ ქვეიდ ქუპერიც ცოტათი გალაღდა, მაგრამ კონტაქტს ისევ ერიდებოდა და ბურთს იშორებდა; "ბოკეს" თამაშში კი არა’ნაირი ხელ’წერა არ ჩანდა
აფრიკამ პირველ მეოთხედში ორი ლელო დადო თერნოვერიდან: უპა მოჰოჟე ვილ გენიამ დასცა, მაგრამ ფაფ დე’კლერკმა მაინც შეაჩეჩა ბურთი ვორენ ვაითლი’ს; ადრიან სტრაუსმა კი ბოკეს 22-ში პასი ჩაუჭრა ბერნარდ ფოლი’ს, ელთონ იანკისმა წინ დაარტყა და ბურთს ორი იაპი გაეკიდა * 3:14 @ 19’
უდისციპლინობამ დაგვღუპაოკივთაგან ორგზის გვემული ოზები ნელ’ნელა აბურთავდნენ, მაგრამ ტექნიკა და ზომიერებაც ხშირად ღალატობდათ. და მაინც, გენიამ ხელით ალამთან მიაწვდინა ბურთი მეორე’ხაზელ ადამ ქოულმენს, ხოლო ფოლიმ საათის თავზე 18-ფაზიანი შტურმი დააგვირგვინა
იანკისმა 14:13’ზე ჯარიმა ააცილა; მეორე ტაიმის დასაწყისში 50-ე კეპის მომხვეჭი, იბენ ეცებეთი გაასინბინეს; სამუ კერევი ალამთან გადაგორდა, მაგრამ ოვალი "გარე ხელით" რომ ეჭირა, კიდეს შეეხო; სხვაფრივ კი ავსტრალიამ თუმც ბრძოლით, მაგრამ მაინც ლამის უპრობლემოდ მიიყვანა საქმე ბოლომდე
გამარჯვებით ოზებს ფსიქოლოგიური საპალნე მოეხსნათ იმის მიუხედავად, რომ ჯერაც ცხრილის ფსკერზე სუფევენ; აფრიკის მულატმა გურუმ, ალისთერ კუციამ კი მარცხს ერთად’ერთი ახსნა მოუძებნა - ესაო და უდისციპლინობამ დაგვღუპაო
ფალავნობა * 2016 * ოთხი ერიმესამე რაუნდი
ზელანდია$ 57:22 არგენტინაზელ: ბ.სმით დეგ ფეკიტოა ქროთი (ლინერთ-ბრაუნ 69) ჯ.სავეა
<10-9> ბარეთ (ქრუდენ 66) ა.სმით (პერენარა 49) /
მუდი (ქროქეთ 53) ქოულზ (თეილორ 53) ო.ფრენქს (ფაუმუინა 49)
რეთალიქ (რომანო 65) ვაითლოქ; კაინო ქეინ (ა.სავეა 46) რიდ^კაპ -
8ლ: ჯ.სავეა ბ.სმით (2 7) ბარეთ ქროთი (4 6) ფაუმუინა რომანო; 7გ: ბარეთ 6, ქრუდენ; ჯ:დეგ
არგ: ტუკულეტ მორონი ორლანდო ერნანდეს (გონსალეს-იგლესიას37) კორდერო
<10-9> სანჩეს (მოჟანო 65) ლანდახო (კუველი 61) /
ტეტას-ჩაპარო (ნოგერა-პას 63) კრევი^კაპ (მონტოჟა 63) ერერა (პიერეტო-ეილან 66)
პეტი-პაგადისავალ (სენატორე 41) ალემანო; მატერა (კრემერ 65) ორტეგა-დესიო ისა -
ლ: კორდერო; გ 5ჯ: სანჩეს
რეფ იუბერ (აფრ) 10/09 @ ჰემილთონ, ვაიქათო (23 361)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...82&d=14735112020:7(3) 7:7(12) 7:10(15) 7:13(19) 14:13(25) 14:16(27) 17:16(32) 24:16(37)24:19(39) /
24:22(50) 31:22(55) 38:22(58) 45:22(65) 52:22(69) 57:22(77)
ავსტრალია 23:17 აფრიკა$ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი (მიჩელ 69) კერევი (კურინდრანი 74) ფოლი ჰოჯ
<10-9> ქუპერ გენია /
სიო (სლიპერ 51) მორ^კაპ(პოლოტა-ნაუ 55) კეპუ (ალა’ალატოა 51)
დაგლას ქოულმენ (არნოლდ 55) მამ ჰუპერ პოქოქ (მაკ’მან 74) -
2ლ: ქოულმენ ფოლი;2გ 3ჯ: ფოლი
აფრ: ხუსენ ჰაბანა (მაპუ 59-63) ჯ.კრილ დე’იონხ ჰოუხარდ (მაპუ 79)
<10-9> იანკის (მ.სტეინ 65) დე’კლერკ /
მთავარირა (კიცჰოფ 51) სტრაუს^კაპ (მბონამბი 74) ადრიანსე (ნიაკანე 51)
ეცებეთ სბ 42, დე’იახერ (დიუ’ტოი 41) ლოუ (ი.კრილ 51) მოჰოჟე (მოსტერტ 47) ვაითლი -
2ლ: ვაითლი ხუსენ; 2გ: იანკის; ჯ: სტეინ
რეფ ოუენს (უელ) 10/09 @ ბრისბენ, სან’ქორპ (30 327)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...98&d=14735396900:7(4) 3:7(11) 3:14(19) 10:14(29) 13:14(35) /
16:14(43სბ) 23:14(63) 23:17(66)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (12/09)
1 ზელანდია 9630, 2 ინგლისი 8949, 3(4) ავსტრალია 8502,
4(3) აფრიკა 8430, 5 უელსი 8249, 6 ირლანდია 8167,
7 არგენტინა 8144, 8 საფრანგეთი 8075, 9 შოტლანდია 8044,
10 ფიჯი 7549,
11 საქართველო 7523, 12 იაპონია 7495
+/-: ავს 79 აფრ, ზელ 0 არგ
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 14 Sep 2016, 21:57
მიმაგრებული სურათი