კვლავ იოლადა და უსიტყვოდ ზელანდიამ "სამხრეთის ფალავნობის" მეხუთე შაბათსაც ბონუსით იმარჯვა
და "ზედიზედ მოგების წყება" 16 ტესტამდე გაწელა
Ovaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!კავკასია ორი სამყაროს შესაყარზე რომ მდებარეობს, ძველი ამბავია, რაგბის გაგლობალურების შემდეგ კი ჩვენი გეოგრაფიული ღირსებების ნუსხას ისიც შეემატა, რომ დიდი თამაში სადაც გინდა იყოს - ზღვისრეთში, აფრიკასა თუ ევროპაში, საქართველოში მას სთრიმით ან|და ტელევიზიით მაინც ფრიად მოხერხებულ დროს ვუჭვრეტთ
ამ წესიდან გამონაკლისია არგენტინა - მით უფრო მაშინ, როცა პუმები ზელანდიას მასპინძლობენ. კივეთში ეგეთი რაგბი მეტ-ნაკლებად მისაღებ დროს - დილით რომ გადაიცეს, აქ, ორ ზღვას შუა, გვიწევს ღამის’თევა. აი, ახლაც, ტესტი ჩვენებურად ღამის ორზე დაიწყო და ვინც მაქამდე ვერ იფხიზლებდა - ის კვირას, გამოძინებულზე, თორენთისა და ჲუთუბის იმედად უნდა ყოფილიყო
ყოველ’მხრივ უარყოფითი"ოლ ბლექსმა" რაზმი კი გადაიხალისა, მაგრამ მაინც იოლადა და უსიტყვოდ მოიგო, რის შემდეგაც სხვაობა +136 გაუხდა, ლელოთა ფარდობა კი 29/5. კივებმა პირველობა სექტემბერშივე, ფინიშამდე ორი რაუნდით ადრე დაიბევეს, და მდევრებსაც იმდენად სჯობიან, რომ ამათ - სულ ყველას - ყოველ’მხრივ უარყოფითი ბალანსი აქვთ
არგენტინა სტუმარს საწყის 30 წუთს გაუძალიანდა, და კვაჭმა აგუსტინ კრევიმ შნოიანი რეიდიც მოაწყო, მაგრამ მერე შავებმა 18 წუთში ზედიზედ დადეს 5 ლელო და 36:3 დაწინაურდნენ. ამ ხუთიდან ოთხში წილი დაიდო ნორჩმა ენთონ ლინერთ-ბრაუნმა და მედიის ქებაც დაიმსახურა. ერთი სიტყვით, იმდენად დიდია კივთა რეზერვი, რომ მეტოქეებმა ვეღარ იციან, მორიგ მატჩში ხიფათს ვისგან ელოდონ
არ წამხდარანზელანდიამ არგენტინა ასე ალელოვა: პირველზე, წითელ ზოლში ფაზაობისას, ბოდენ ბარეთმა დაგეზა ლინერთ-ბრაუნი. მეორეზე, მეტოქის "დაცვითი დერეფანი" მწყობრის ბოლოში მოიხელთა ქიარან რიდმა, და ლინერთ-ბრაუნმა რაიან ქროთი ახეირა
მესამეზე, ლინერთ-ბრაუნმა 10-მეტრა წყვეტილზე დაუფარა სანტიაგო იგლესიასს და იზრაელ დეგისგან მიღებული ბურთი დეინ ქოულზს გააატანა. მეოთხე იქვე, ქიქ’ოფის გამოქცუნებით დაიდო: საკუთარი 22-დან თამამად შეუტიეს თი’ჯეი პერენარამ, ბენ სმითმა, ბარეთმა, ქროთიმ, ისევ სმითმა და თი’ჯეიმ გაიჯეჯილა; მეორე ტაიმის დასაწყისში კი ლინერთ-ბრაუნმა ოფლოუდი შიგნით მიართვა ბენს
33 ქულით ჩამორჩენილი არგენტინა არ წამხდარა - ათამაშდა და ორი რიგიანი ლელოც დადო. გარდა ამისა, კივები 20 წუთი - ლამის მიყოლებით - კაც’ნაკლულები რაგბობდნენ. ფაკუნდო ისამ 5-მეტრა შერკინებიდან შეიტანა ბურთი კარში, ხოაკინ ტუკულეტის ლელო კი ფრთაზე გადაკიდებას მოჰყვა * 17:36
ფანობამ გული მოიოხარაუნდის პირველ მატჩში, ზეგანზე, ერთადერთი ლელო დაიდო - ავსტრალიამ იბურთავა, შანსები ფლანგა და ბოლოს უნუგეშოდაც წააგო აფრიკასთან, ვისაც ყველა ქულა 4 ჯარიმითა და 2 არეკნით მოუპოვა 10 ნომრად აღდგენილმა ვეტერანმა, მორნეი სტეინმა
ვოლაბები სეზონის დამამთავრებელ, 8-გასვლიან ტურნეს შეუყვნენ. ბოკემ 3-წაგებიანი ნავსი გატეხა. აფრიკელთა ფანობამ გული მოიოხა, მედიამ კი შენიშნა, რომ იაპებმა თუმც 12’ვე თავისი და სამიც მეტოქის დერეფანი მოიგეს, შეტევაში მაინც ვერაფერი შექმნეს, და დაცვაშიც 21 ბოჭვა გაუცუდდათ
ბოკე მაგრადაც დაილეწა. გურუ ალისთერ კუცია მარქაფაში 6 მორკინალსა და ორად’ორ ბექს რომ სვამს - ტვინ’შერყეული 9 ნომრის ნაცვლად მარბიელის შეყვანამ მოუწია, რის გამოც ბოლო მეოთხედში ჰავ’ბექად "ფრთაზე გადამალული" უნივერსალი დადგა, ხოლო გარემარბად მესამე’ხაზელი თამაშობდა
ავსტრალიური ყაიდა?ოზთა გურუმ, მაიქლ ჩეკამ დაიჟინა, ჩვენი მიზანი "ავსტრალიურ ყაიდაზე" მოგებააო. პირველ ტაიმში ვოლაბებს არა უშავდათ - ლელოც კოხტა დადეს მოგერიებულის გამოქცუნებით, მიძალებითა და ბურჯთა (!) პასაობით, მაგრამ მერე და მერე ქვეიდ ქუპერი ისევ გაუჩინარდა, ვილ გენიაც მოიღალა, შერკინება კი ტრადიციულად დადედლდა
სტუმართა მეორე ქიქერმა, რის ჰოჯმა 10:3-ზე 65 მეტრიდან (!) დაჰკრა კარში და ცოტა დააკლდა, 10:12-ზე კი, 2 წუთის შუალედით, 45 მეტრიდან ააცილა გასატანები
მეორე ტაიმზე ვეღარ გამოვიდა კოჭ’ნატკენი 8 ნომერი შონ მაკ’მანი და ვეღარც ამ შაბათს, თვიქნემში ერაგბება არგენტინას, იზი ფოლაუ კი უაზროდ დაეჯახა ბრაიან ჰაბანას და სინბინში მიაბრძანეს
დრო ილეოდა, სხვაობა კი კვლავაც 2 ქულა იყო ბოკეს სასარგებლოდ. ჰოდა, კვანძი, როგორც ლოგიკა მოითხოვს, სტუმართა საზიანოდ გაიხსნა - სტეინმა ჯერ რაქში დანიშნული ჯარიმა შეაგდო, ბოლო წუთზე კი არეკნიც დააყოლა და მეტოქე უქულოდ დატოვა * 18:10
ფალავნობა * 2016 * ოთხი ერიმეხუთე რაუნდი
აფრიკა 18:10 ავსტრალიააფრ: ლემბი ჰაბანა (ლე’რუ 46) ჯ.კრილ (მაპუ 39) დე’იონხ ჰოუხარდ
<10-9> მ.სტეინ პეიჯ (ალბერც 57) /
მთავარირა (კიცჰოფ 45) სტრაუს^კაპ კოხ (რედლინჰეის 45)
ეცებეთ დიუ’ტოი (დე’იახერ 45) ლოუ მოჰოჟე (ი.კრილ 55) ვაითლი -
4ჯ 2ა: სტეინ
ავს: ფოლაუ სბ 34, ჰეილეთ-პეთი (ნაივალუ 69) კერევი (კურინდრანი 54) ფოლი ჰოჯ
<10-9> ქუპერ გენია (ფიპს 77) /
სიო (სლიპერ 56) მორ^კაპ კეპუ (რობერთსონ 56)
სიმონს (დაგლას 46) ქოულმენ; მამ ჰუპერ მაკ’მან (ფარდი 41) -
ლ: სიო; გ ჯ: ფოლი
რეფ ბარნს (ინგ) 1/10 @ პრეტორია, ლოფტუს (_)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...12&d=14753516393:0(5ა) 3:3(8) 3:10(15) 6:10(26) 9:10(35სბ) 12:10(40+) /
15:10(76) 18:10(80ა)
არგენტინა 17:36 ზელანდია$არგ: ტუკულეტ კორდერო მორონი გონსალეს-იგლესიას მოჟანო (ორლანდო 78)
<10-9> სანჩეს (დე’ლა’ფუენტე 69) ლანდახო^კაპ(კუველი 57) /
ტეტას-ჩაპარო (ნოგერა-პას 53) კრევი (მონტოჟა 49) ერერა (პიერეტო-ეილან 64)
პეტი-პაგადისავალ ალემანო (სენატორე 58) მატერა (ლეგისამონ 66) ორტეგა-დესიო ისა -
2ლ: ისა ტუკულეტ;2გ: სანჩეს იგლესიას; ჯ: სანჩეს
ზელ: ბ.სმით დეგ ლინერთ-ბრაუნ ქროთი (მაკ’ქენზი 49) ჯ.სავეა
<10-9> ბარეთ (სოპოანგა 76) პერენარა (ქერ-ბარლოუ 69) /
მუდი სბ 52 (ქროქეთ 64) ქოულზ (თეილორ 70) ო.ფრენქს (ტუჰუნგაფასი 64)
ტუი’პულოტუ რეთალიქ (ვაითლოქ 48) სქვაიერ (ქროქეთ 52-63) სბ 65, ა.სავეა რიდ^კაპ (დიქსონ 76) -
5ლ: ლინერთ-ბრაუნ ქროთიქოულზ პერენარა ბ.სმით; 4გ ჯ: ბარეთ
რეფ პეიპერ (აფრ) 1/10 @ ბუენოს აირეს, ამალფიტანი (_)
ვიდეო
https://acrossthetasman.com/attachment.php?...22&d=14753747220:3(3) 0:10(29) 3:10(34) 3:17(37) 3:24(40) 3:29(40+) /
3:36(46) სბ(52ზ) 10:36(58) სბ(65ზ) 17:36(78) ბოლო(80+3)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (3/10)
1 ზელანდია 9630, 2 ინგლისი 8949, 3(4) აფრიკა 8512,
4(3) ავსტრალია 8471, 5 უელსი 8249, 6 ირლანდია 8167,
7 არგენტინა 8093, 8 საფრანგეთი 8075, 9 შოტლანდია 8044,
10 ფიჯი 7549,
11 საქართველო 7523, 12 იაპონია 7495
+/-: აფრ 82 ავს, ზელ 0 არგ
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი