მარდნი, ჯანიანები, ტექნიკურნისამხრეთისა - და სრულიად რაგბეთისაც - ფალავანმა ზელანდიამ
წლეულს მესამედაც გააბურთავა ავსტრალია და
მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 18 ტესტი მოიგოOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!კივებმა, შარშანდელი ფალავნობის წაგების შემდეგ, ჯერ გააბითურეს ავსტრალია და შეინარჩუნეს სამეზობლო -ბლედისლოუს თასი; შემდეგ მსოფლიო თასზე 7-ვე რკენა მოიგეს; წლეულს სამჯერ ძლიეს სტუმარი უელსი, ფალავნობაზე კი ექვსივე მატჩში ბონუსით იმარჯვეს. აი, ასე შედგა 1 + 7 + 3 + 6 = 17 მოგებიანი წყება
მიჯრით ამდენი "ოლ ბლექსს" თავადვე ორჯერ მოეგო უწინ, ერთხელ კი - აფრიკასაც, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ კიდევ ერთი ძალუმი ნაბიჯის გადადგმა ბუმბერაზებსაც უჭირთ ხოლმე. ჰოდა, ავსტრალია სრულ საათს ძაან რომ გაუძალიანდა ფავორიტს, შავები თუმც სულ წინ იყვნენ, მეტწილად თავს იცავდნენ, და ბოლოსღა გალაღდნენ
ძლიერის რიდი ყველას აქვს და "ოლ ბლექსს" ამჯერად თემიდაც შეეწია - ის იყო, ოზებმა უდაო (!) ლელო გაიტანეს, ანგარიში გაათანაბრეს და გარდასახვა უნდა დაერტყათ, რომ ტელე’რეფმა - კონცხელმა მულატმა შონ ფელცმანმა უელსელ მარგინალს, ნაიჯელ ოუენსს მოახსენა, ბლოკი იყოო. ამანაც დაუჯერა და ლელო გააუქმა, რის გამოც ნეიტრალმა ფანობამ კიდევ უფრო უკეთესი სეირი ვეღარ იხილა
რეკორდსმენი კვიპროსია’ოზელანდიამ გარე’მარბად დაიბრუნა ჯულიან სავეა და "ავტო’ბუსმაც" ორი ლელო დადო, რითაც პირადი მონაგარი 45 გაუხდა 49 ტესტში. ავსტრალიას ფრანგულ კლუბში დროებით, ნოემბრის ტესტებამდე წაუვიდა 9 ნომერი ვილ გენია, მისი ძირით კივი მეწყვილე - ქვეიდ ქუპერი კი უფროსობამ დაამარქაფა, რადგან სამშობლოში ქოქოლას აყრის ხოლმე პუბლიკა
სტუმრებმა სულ ხელ’და’ხელ იბურთავეს (დარტყმები 19-6) და ფრიად სტატისტიკურ უპირატესობასაც მიაღწიეს - პასი 193-141, სოლო 155-101, ბურთის ფლობა 65-35%, ტერიტორია 68-32%, რაქი 122-49, ბოჭვა 84-174, მაგრამ ზელანდია უფრო მარდი, ჯანიანი და ტექნიკური რომაა, მეტრაჟში ოდნავ’ღა ჩამორჩა სტუმარს 566-586, ხაზის ჭრითა და ოფლოუდით კი გვარიანად აჯობა * 14-6 და 28-15
კივებს ბლედისლოუ აგვისტოშივე დაებევებინათ მე-14 წლითაც! 2009წლის აქეთ, მათ შინ ზედიზედ 45-ე ტესტი მოიგეს, ავსტრალია კი 1986 წლის შემდეგ, მე-17-ედ გავიდა ოქლენდის "იდენ პარქზე" და კიდევ დამარცხდა. სხვაფრივ, რაგბეთი რომ დონეებად იყოფა, ზელანდია ჯერაც მხოლოდ ბობოლათა რეკორდსმენია, საუკეთესო კი ყოფილა ციცქნა კვიპროსი, ვისაც 2014 წლის ნოემბერში ლატვიამ 24 მოგებაზე გაუწყვიტა ტრიუმფალური სვლა
3’35’’ წუთიანი შერკინებატელე’წამყვანები თუმც გაიძახოდნენ, ჩინებული დარიაო, 4’ წუთზევე ქარმა გაუმრუდა გეზი ბერნარდ ფოლის მიერ, 35 მეტრიდან, კარის წინიდან დარტყმულ ჯარიმას; კივთა მგეზავმა და ქიქერმა, ბოდენ ბარეთმა კი სამივე გარდასახვა გააფუჭა და 45’ წუთზე არონ ქრუდენით შეცვალეს
პირველ ტაიმში კივებმა სამი ლელო დადეს, ოზებმა - ერთი. მასპინძელთა პირველზე ბლომად იარეს ენთონ ლინერთ-ბრაუნმა და სავეამ, ხაზი კი ბენ სმითმა გაჭრა და იზრაელ დეგს უპასა * 5:0 @ 6’
მეორეზე, მოლის შემდეგ, ჰენრი სპეითი პასის ჩაჭრას დაეშურა, მწყობრიდან ამოვარდა და ლინერთ-ბრაუნმა ვეება ღრეჩოში გაიჯეჯილა, მესამეზე კი, შერკინებიდან, ნიქ ფიპსმა მოსაგერიებლად ერთობ "ნელი და ჩაკიდული" მიაწოდა ახმახ რის ჰოჯს, ხოლო ამას დაუფარა თი’ჯეი პერენარამ და თავადვე დაუმიწა * 15:7 @ 34’
24’ წუთზე, ოზთა 10-მეტრა წყვეტილთან, შერკინებები 3’35’’ წუთს გაგრძელდა. ავსტრალიას სამუ კერევი დაემტვრა, თავის ნახევარს თავ’დაღწეულმა კი კოხტად უტია, მაგრამ სამჯერ დაჯარიმდა
და მაინც, დეინ ჰეილეთ-პეთიმ და ჰოჯმა რომ გაინავარდეს, ზორბა რორი არნოლდი მისწვდა ლელოს, ქიარან რიდმა კი იქვე ჩხუბი ატეხა, ცენტრში დაჯარიმდა და გრძელ’ფეხება ჰოჯმა გაფრევების შანსი ვერ გამოიყენა * 10:7 @ 29’
თემიდა აუხირდათმეორე ტაიმშიც თავიდან სტუმრებმა შეუტიეს და დაფიციტი 5-მდე დაიყვანეს, 46’ წუთზე კი ფოლიმ მოკლე ფრთაზე გაჭრა ხაზი და სპეითი გააჭენა. ამან ნახტომით გაიტანა ლელო და ოუენსმაც ჩათვალა - ეკრანზე კიდეც დაიწერა 15:15, მაგრამ რეფმა ქიქერს გარდასახვა აღარ დაანება, ესაო და ჯერ ტელე’რეფს უნდა მოვუსმინოო
საქმე ის იყო, რომ სპრინტში ჩამორჩენილმა სავეამ ერთი ამბავი ატეხა, შემაფერხესო. მართლაც, სპეითის კვალად მხარ’და’მხარ გარბოდნენ ისა და ჰეილეთ-პეთი, და ამან ოდნავ უბიძგა, მაგრამ ამავე ეპიზოდის დასაწყისში ოზს ეგრევე მოექცნენ რიდი და თვით სავეაც
კივებიც, როგორც წესი, ლელოს თავადაც ხშირად ამ ხერხით დებენ, მაგრამ ყოველთვის გასდით ხოლმე, მაშინ როცა მათ უპირველეს მეტოქეს, მატჩის გადამწყვეტ მომენტში, თემიდა უჩვეულოდ აუხირდა და ალალი შანსი ხელიდან გამოაცალა
სავეას დუბლიოზები წახდნენ და თანდათან აირივნენ. იქვე ჯერომ კაინომ ბეჭებზე დასცა არნოლდი და დეინ ქოულზმა ლელოსკენ გაიგორა ბურთი, მაგრამ ფოლიმ წკიპზე მოასწრო დამიწება - თუმცა’კი, ბლოკით!
52’ წუთზე ფოლიმვე 20 მეტრიდან, კარის წინიდან ძელს გაარტყა ჯარიმა, ხოლო აქედან 3 წუთში ფიპსმა შეუტია და სპეითს რომ დაუვარდა ოვალი, ბენ სმითმა კადნიერად გამოაქცუნა, ფრთიდან შიგნით შეაცურა, ქრუდენმა სარმა გამოსდო ბურჯ სქოთ სიოს, თემიდა დაბრმავდა და დამუნჯდა, ხოლო სავეამ გაილაღა * 22:10 @ 55’
ავსტრალიამ ბურთაობაზე მაინც არ აიღო ხელი, მაგრამ აქტივს ვეღარაფერი შეჰმატა. სამაგიეროდ, ქრუდენმა შეაგდო ჯარიმა, მორიგი თერნოვერიდან კი ბენმა ისევ შეუტია 65 მეტრიდან, ორი პასის შემდეგ სავეა ფრთაზე გაქანდა და გადათელა სპეითი და ნიქ ფრისბი * 32:10 @ 70’
მასხარის ნიღაბითკივებმა გატეხილი მეტოქე ბოლომდე დალახვრეს. ფოლიმ მოგერიებული კიდეს ვერ უწია, სავეა დიაგონალზე წავიდა და ლელოსთან რომ შებოჭეს, ბურთი ქოულზს ამოუგდო * 37:10 @ 73’
ბოლო წუთზე ქრუდენი გაძვრა ფრთაზე და დეგს წინ მიაწოდა. ოუენსმა დაუსტვინა და ანალიზი ფელცმანს სთხოვა. ამან რეფს ურჩია, "წინ პასი" არ ყოფილა და ჩათვალეო, მაგრამ "უელსელი მოყვარული კომიკოსიც" მიხვდა, რომ კოლეგა უკვე მეტის’მეტად ურევდა და რჩევას ყური აღარ ათხოვა - ლელო გააუქმა
ნამატჩევს გახელდა სტუმართა გურუ, მაიქლ ჩეკა და კივებს აგვისტოს ამბავი გაუხსენა, ძაან მაგარი გუნდი კი ხართ, მაგრამ ხშირად უწესო ხერხებსაც იყენებთ - აბა, სიდნის ტესტის წინ, რაღა თამაშის დილას დააწერინეთ თქვენს გაზეთს, ოზები ვერაგულად გვიყურადებენო
გაზეთი ვალში არ დაურჩა კრიტიკოსს და სპორტული ნაკვეთის პირველ გვერდზე ვოლაბის კვართში გამოწყობილ ჩეკას მასხარის ნიღაბი გაუკეთა. ამაზე მთლად გადაირივნენ ოზები, კივური მედია ხომ შეურაცხ’გვყოფს და რაც უარესია, ეგ "ნიუ ზილენდ ჰერალდ"ი ... სულაც "ოლ ბლექს"ის
კარნახით მოქმედებსო
ალკოჰოლს ვერიდებიოვითარების განსამუხტად რეკორდსმენ შავთა მოძღვარი, სთივ ჰანსენი კოლეგას შეეხმიანა, ლუდზე გპატიჟებ, რათა გულ’ახდილად ვისაუბროთ და შევრიგდეთო, მაგრამ ჩეკამ პრესითვე მიუგო, ბეჭის ოპერაცია გავიკეთე და ალკოჰოლს ერთი ხანობა მოვერიდებიო
სამხრეთელები ამ არა და იქეთა უქმეებზე უკვე ჩრდილოეთში იტესტებენ. ავსტრალიას ტურნეზე ვერ ეყოლება კერევი, მაგრამ კი აიმატა ფიჯელივე გარე’მარბი მარიკა კოროი’მბეტე, ვინაც 2 ოქტომბერს ნრლ-ის "დიდი ფინალი" წააგო "მელბურნ სთორმის" სახელით და გაისიდან ზე 18-ში ირაგბებს "მელბურნ რებელზში"
ზელანდიას გამოაკლდნენ მეორე’ხაზელები: სემ ვაითლოქ’ი (კოჭი) და ბროდი რეთალიქ’ი (შერყევა). ჰანსენმა აიმატა გარემარბი რიკო იოანე და ბარეთის ორი უმცროსი ძმაც - მეორე’ხაზელი სქოთი და ბექი ჯორდი
"ოლ ბლექსი" ტურნეზე არ ხვდება "ექვსი ერის" ჯილას - ინგლისს; სამაგიეროდ, ირლანდიას ეტესტება ორჯერ = ჩიკაგოსა და დაბლინში
ბლედისლოუს თასი * 2016ბოლო, მესამე რკენა
ზელანდია 37:10 ავსტრალიაზელ: ბ.სმით დეგ ლინერთ-ბრაუნ (ფეკიტოა 62) ქროთი ჯ.სავეა
<10-9> ბარეთ (ქრუდენ 45) პერენარა (ქერ-ბარლოუ 62) /
მუდი (ქროქეთ 52) ქოულზ (თეილორ 74) ო.ფრენქს (ფაუმუინა 52)
რეთალიქ (კაინო 80) ვაითლოქ; კაინო (სქვაიერ 52) თოდ (ა.სავეა 65) რიდ^კაპ -
6ლ:დეგ ლინერთ-ბრაუნ პერენარა ჯ.სავეა (4 5) ქოულზ; 2გ ჯ: ქრუდენ
ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი კერევი (ნაივალუ 24) ჰოჯ სპეით (ქუპერ 75)
<10-9> ფოლი ფიპს (ფრისბი 62) /
სიო (რობერთსონ 65) მორ^კაპ(ჰენსონ 75) კეპუ (ალა’ალა’ტოა 62)
არნოლდ (სიმონს 49) ქოულმენ; მამ ჰუპერ ტიმანი (პოქოქ 56) -
ლ: არნოლდ; გ ჯ: ფოლი
რეფ ოუენს (უელ) 22/10 @ ოქლენდ, იდენ პარქ (47 744)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...39&d=14771407145:0(6) 10:0(10) 10:7(29) 15:7(34) /
15:10(43) 22:10(55) 25:10(65) 32:10(70) 37:10(73) ^ სერია 3-0
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (24/10)
1 ზელანდია 9657, 2 ინგლისი 8949, 3 ავსტრალია 8533,
4 აფრიკა 8485, 5 უელსი 8249, 6 ირლანდია 8167,
7 საფრანგეთი 8075, 8 შოტლანდია 8044, 9 არგენტინა 8031,
10 ფიჯი 7549, 11 საქართველო 7523, 12 იაპონია 7495
+/-: ზელ 0 ავს

http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@