ბლედისლოუზეც მუღამიანი სამხრეთის ფალავნობის სტარტზე ზელანდიამ გასვლაზე გაანადგურა შარშანდელი ჩემპიონი ავსტრალია,
აფრიკამ კი წაგებული ხელი ბოლოს სასწაულად მოუგო არგენტინასOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის 21 აპრილიდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და ყოველ დღე მოგივათ სიახლეები!მსოფლიო თასის გამო შარშან ფალავნობა ცალ წრედ ჩატარდა. ავსტრალია ორივე ოდინდელ გრანდს შინ ერაგბა და შანსი ხელიდან არ გაუშვა - ზელანდია სიდნი’ში 27:19 რომ ძლია, იჩემპიონა, მაგრამ კვირის თავზე, ოქლენდში, მასთანვე 13:41 მოისრა, სამეზობლო "ბლედისლოუს თასი" ზედიზედ მე-13 წლითაც დაუტოვა კივებს და თვე’ნახევრის თავზე, თვიქნემში, "ოლ ბლექსთან" მსოფლიო თასის ფინალიც 17:34 წააგო
მას აქეთ მეზობლები სანაკრებო დონეზე ახლაღა შეიყარნენ, თორემ წლევანდელ ზე 18-ში ზელანდიამ 22-3*1 დაიბრიყვა ავსტრალია. "როიტერის" ანგარიშით, კივებს მსოფლიოს ფინალის მოთამაშე 23 კაციდან 11’ღა შემორჩათ, ოზებს - ერთ’ბაშად 20 (!) სქრამ’მა და პლანეთ’მა თითქო პირი შეკრესო - დაიჟინეს, სტუმრები 5 ქულით მოიგებენო, მაგრამ საქმე ისე აეწყო, რომ ვოლაბები აირივნენ და დაილეწნენ, ზელანდიამ კი უმოწყალოდ ირაგბა და ტასმანის ზღვის გადაღმა 113 წელში (!) არ’ნახული სხვაობით მოიგო * 42:8
პოლიცია გამოიძახესზელანდიას ევროპაში საშოვარზე გადასულ დიადთა გარდა აკლდნენ მხოლოდ უნივერსალი სონი-ბილ ვილიამს’ი - რიოში, 7’კაცაზე მძიმედ დაშავდა - და დამწყები კვაჭი ნეითან ჰარის’ი, ვისაც ვარჯიშზე ეტკინა მუხლი. ამის ნაცვლად მარქაფიდან ციმ’ციმ დააწინაურეს ქოდი თეილორ’ი, თადარიგში კი დასვეს ძირითადი ჰუქერი დეინ ქოულზ’ი, ვისაც ზე 18-ში ნეკნები დაეჟეჟა და ძალის’ძალადღა რაგბობდა
ავსტრალიამ ევროპიდან იხმო გადაღლილი ბებერი ბექები - მეთ გიტო, ადამ ეშლი-ქუპერ’ი და ვილ გენია, რის გამოც ფრანგი ბატონები მეტად გაუნაწყენდნენ ოზ ყმებს - "ტოპ 14" ხომ ფალავნობის პარალელურად დაიწყო! სისხლის გათეთრება დაუდგინდა ქრისჩენ ლეალიაფანოს და მის მხარდასაჭერად ბრამბიზის კონტინგენტმა თავები გადაიხოტრა
რკენის წინა კაფიაობაში ზელანდიამ მეტოქეს მიაძახა, ჩვენზე მოქმედ ფსიქოლოგიურ წნეხზე საუბრის ნაცვლად, გიჯობთ, თავს მიხედოთო, თამაშის დილით კი ოლ ბლექსმა დუ’შაშიც გააგორა - ოტელში, სათათბირო ოთახში, სკამში ჩამონტაჟებული მიკრო’ფონი აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა, ხოლო ავსტრალიის რაგბის კავშირი თავის მართლებას მოჰყვა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და თვალთვალს ვგმობთო
ქურუმმა შეაჩვენათავსტრალიაში რაგბის პოპულარობა რომ ეცემა, ბლედისლოუზეც ვეღარ ივსება სიდნის 84-ათასა "ოლიმპიური სტადიონი: 76’877 (2012), 68’765 (2013), 68’627 (2014), 73’824 (2015), 65’328 (2016)
ზვიადმა კივებმა ძველი მეტოქე ღირსად ჩათვალეს და ტრადიციული "კა მატეს" ნაცვლად საგანგებო "კაპა ოპანგო"თი მიესალმნენ, მანამდე კი, სულ ახალი, წელს’ღა დადგენილი ტრადიციით -
საზოგადოებას მიესალმა აბორიგენული თემის ქურუმი და (თავის’და უნებურად) შეაჩვენა "შორეული მიწებიდან მობრძანებული" ხალხი, ანუ ... მასპინძელი გუნდიც. ჰოდა, ავსტრალიას - 1969 წლის აქეთ პირველად - წლიური ბალანსი 0-4 გაუხდა
გაჩაღდა რაგბი, ოზებმა ერთი შეუტიეს, ფაზურად და ჯარიმით წინ გავიდნენ, მერე კი კივები ათამაშდნენ. ტაიმის შუა’წელში მათ მიერ ბურთის ფლობის წილი 70 პროცენტს გადასცდა; ნახევარი თამაში 32:3 მორჩა, და საბოლოო სტატისტიკამაც ზელანდიის სრული უპირატესობა ასახა:
ხაზის გაჭრა 22-2, მბოჭავის გაბითურება 40-13, ოფლოუდი 28-6, სოლო 175-107, ნავარდი 839-307 მეტრი, და 4 აწაპნული დერეფანიც!
უიმედობამ შეიპყროთთვით ოზური მედიაც აღიარებს, რომ ეს ვოლაბები ოსტატობით -სისხარტით, აზროვნებით, წრთობით, განწყობით, თავდადებითაც კი - ძაან ჩამორჩებიან შავებს. ზელანდია თამაშობს უმარტივესად - ბურთი სულ წინ მიაქვს, ვირტუოზულად პასაობს და გონივრულად ფეხოსნობს, ხოლო დაცვაში ისე მტკიცედ დგას, რომ მეტოქეს ვერა’რა ხერხი ვეღარ ადგება, და მაგიტომ უიმედობა შეიპყრობს ხოლმე
კივები სულ 4 წუთს აგებდნენ თამაშს - გიტომ ჯარიმა კიდეზე რომ ვერ გადაიტანა, მალაკაი ფეკიტოამ და ქიარან რიდმა 15’მეტრა არხში დაგეზეს რაიან ქროთი, ამას კი დეინ ჰეილეთ-პეთი ოდენ წაეპოტინა და გაატარა * 3:7 @ 8’
103-კეპოსან გიტოს მალევე ეტკინა კოჭი, შემდეგი დაცემისას - ხელიც და რაკი უკვე ჩამოწერეს, ნაკრებში ალბათ მეტად აღარც ირაგბებს. მის შემცვლელ მეთ ტომუას 19 წუთში შეერყა ტვინი; ამის ნაცვლად შესულმა რობ ჰორნმა 9 წუთსღა გაძლო და მაჯა აიტკივა, რის გამოც პირველ ტაიმშივე ფრთაზე სათადარიგო 9 ნომერი, ნიქ ფიპსი დადგა
მაგრად დაზარალდა ზელანდიაც. თეილორი 3’წუთზევე რომ წალალეს გასასინჯად, ქოულზი გამოვიდა და ბოლომდე იკვაჭა. შესვენებაზე შერყევა დაუდგინდა ქროთი’საც, ფიჯელ ვაისაკე ნაჰოლოს კი - ლელოს გატანისას კოჭში მაინც რომ მისწვდა იზი ფოლაუ - კანჭი დაეჭიმა
კივეთში გამოიზაფხულებსზელანდიამ სულ 8 ლელო გაიტანა, მაგრამ ორი გაუუქმდა - უცაბედი თამაშ’გარესა და წინა ფაზაში "წინ თამაშის" გამო. ბოდენ ბარეთმა კარში მთლად კარგად ვერ ურტყა, მაგრამ ბურთაობაში ისევ არ ჰყავდა ბადალი - რიდის თავ’კაცობით კივებმა ზედიზედ მეორედ რომ მოიგეს მეტოქის დერეფანი, რიდმა’ვე ოფლოუდი მიართვა მგეზავს * 3:20 @ 27’
ბერნარდ ფოლი’ს ჯერომ კაინომ ლელოდან 40 მეტრზე დაუფარა დარტყმაზე და დაალელოვა * 3:25 @ 31’, ტაიმის ბოლო შეტევაში კი ბარეთმა 45 მეტრიდან გაჭრა ხაზი და ნაჰოლო კართან შეიჭრა * 3:32
მესამე მეოთხედში ოზები ცოტათი გონს მოვიდნენ, მაგრამ ზედიზედ მაინც გაუშვეს ორი: ჯერ ტევიტა კურინდრანიმ შეტევაში დააგდო ოვალი და მეტობა პასაობით დააბოლოვა ქოულზმა, მომდევნო კოხტა ჩათამაშების შემდეგ კი ჯულიან სავეამ "ოლიმპიურზე" პირველი, ხოლო ტესტებში მე-40 ლელო ჩაიწერა * 3:42 @ 59’
წამხდარმა ავსტრალიამ მეტოქის წითელ ზოლს პირველად 64’წუთზეღა უწია; მერე - პრესტიჟის ლელოც გაიტანა, მაგრამ ბოლოს თავად ორჯერ გადარჩა. ჰოდა, ზელანდიაში ბოლოჯერ 2001 წელს გამარჯვებული ოზები სტუმრად ორივე (!) ტესტის მომგებნი ვერა’ნაირად რომ ვერ არიან - ვეება ბლედისლოუ მე-14 წლითაც კივეთში გამოიზაფხულებს
ითვლიან და საყვედურობენრაგბეთი და მისი მედიაც ეგრეა მოწყობილი, რომ "ძველი სამეულის" შინა’ომი ალბათ კიდევ კარგა ხანს დაჩრდილავს მესამე წევრის შებმას ახალბედა არგენტინასთან. არადა, "ბოკე - პუმას"ი ბლედისლოუზე ბევრად მუღამიანი გამოვიდა, რაც გლობალიზაციის ჭრილში სასიკეთოდ გვენიშნა
არგენტინა "მსოფლიო რაგბის" გრანტებით ჯერ "სამ ერს" დაემატა, წელს კი ზე 18-შიც ჩაება და ნაკრების ბირთვი ევროპიდან შინ დაიბრუნა. "ხაგუარესმა" პირველ სეზონში ალღო ვერ აუღო სულ სხვა ტემპსა და უზომოდ ბევრ ფრენას, მაგრამ მოატანა ფალავნობამ და ბოკესთან გასაყვანი 23 კაციდან 22 ამავე ზე’კლუბიდან შეირჩა, ერთი - ტომას კუველი კი უკეთეს გარემოში - ბრამბიზში (ავს) ოსტატდება
ამასობაში აფრიკა რასობრივ და სტილობრივ გარდაქმნას შესდგომია. გურუ - ალისთერ კუცია მულატია. სთორმერზი მისი ხელ’ქვეით უღიმღამოდ რაგბობდა, მაგრამ აგერ გამოჩნდა გიჟმაჟი ლაიონზი და ბოკესაც ეგრევე ბურთაობას სთხოვს ლიანგი, ხოლო სპორტის მამები რაზმში არა მარტო არა’თეთრებს, არამედ "არა’საკმაოდ შავებსაც" მონდომებით ითვლიან და მოძღვარს საყვედურობენ
ნელა გამოდიოდაორკენა პუმათა რანგის შესაფერ არენაზე, პროვინციაში დაინიშნა. შარშან, წლის ამავე დროს, პუმებმა დურბანში 37:25 გააბურთავეს ქურციკები. ამათ კვირის თავზე, ბუენოს’აირესში აიღეს უფერული რევანში 26:12, მსოფლიოზე კი, ბრინჯაოს მატჩში, აფრიკამ 24:13 იძალა
ნელსპრეიტში არ წვიმდა, მაგრამ ტენიანობის გამო ბურთი ხელიდან სხლტებოდა. ნამატჩევს კივ მსაჯს გაჰკრა კბილი ბოკეს ჩია 9 ნომერმა, ფაფ დე’კლერკმა, რაქიდან ბურთი ძაან ნელა გამოდიოდა და ვიდრე ამას არ ვუწამლეთ, ჩქარი ბურთაობა ვერ გავაჩაღეთო
გურუ კუციამ აქო ზანგი მარბიელი ტებოჰო "უპა" მოჰოჟე, ვინაც თავისივე ალი’კვალის, დაშავებული სია კოლისის ნაცვლად ჩინებულად ითამაშა, და ეგეც შენიშნა, რომ ბოკე "23’კაცა რაგბის მიმდევარია" და რომ ბრძოლაში დროულად ჩაბმულმა მარქაფამ მართლაც გარდატეხა თამაში
ხელიდან გაუსხლტააფრიკამ ყოჩაღად დაიწყო: ელთონ იანკისის გარღვევის შემდეგ მორკინალებმა - ფრანსუა ლოუმ და ლუდ დე’იახერმა დაგეზეს პარიზის "რასინგიდან" ხმობილი იოჰან ხუსენი, ვინაც ჯვარზე შეიყვანა რუან კომბრინკი, ეს კი მბოჭავებს მოერია * 7:0 @ 9’
შუა ტაიმში არგენტინა კაც’ნაკლული დარჩა რაქში ამოყირავებისთვის, მაგრამ იქეთ მოიმკო 10 ქულა - კოხტად ბურთაობა წამოიწყო თავისი მეოთხედიდან და გრძელი პასით დაასრულა * 10:13 @ 27’
ამის პასუხად დე’კლერკმა და ბებერმა ბრაიან ჰაბანამ ლელოში შეგზავნეს ლაიონელ მაპუ, მაგრამ ამას დამიწებამდე ხელიდან გაუსხლტა ოვალი, ტაიმის ბოლოს კი იანკისმა ჯარიმა ძელს გაარტყა
ჭიდილით გადააღწიამეორის დასაწყისში ჰაბანა აბრაგანის მიყოლისას გასრიალდა, ამხტარ მეტოქეს შეეჯახა და სახიფათოდ დასცა, რის გამოც გაასინბინეს. იანკისმა შორიდან გაათანაბრა ანგარიში. ნიკო სანჩესმა ააცილა ერთი და შეაგდო მეორე ჯარიმა, იანკისმა კი უაზროდ რომ ასწია აბრაგანი, ფაკუნდო ისამ გამოაქცუნა ბურთი და თუმც ბოკე იხსნა იბენ ეცებეთმა, სანჩესმა მოშიშვლებულ ზურგში გადაუკიდა ფრთას * 13:23 @ 68’
დაღვინებული გუნდი ასეთ თამაშს გამარჯვებამდე მიიყვანდა, მაგრამ ბოკე, როგორც სჩვევია, უცებ გახელდა. ფაფი შერკინებიდან განდაგან წავიდა, სამი კაცი მიიზიდა და ხუსენი ჯვარზე შეუშვა. მერე ბებერ ხუან-მარტინ ერნანდესს კოჭში მისწვდა ნორჩი პიტერ-სტეფ დიუ’ტოი, ჯარიმა მიაღებინა და ანგარიში გათანაბრდა, ბოლო შეტევაში კი ბოკემ მოლი ვერ დააწყო
მაგრამ არა! შტურმი ძალური სოლოებით გაგრძელდა, გეზის შეცვლის შემდეგ კი ეცებეთმა და ჰაბანამ ალამზე დაგეზეს ვორენ ვაითლი, ვინაც მიზანს გაჭირვებით ეწია. მანვე მიიღო ქიქ’ოფი და აუტში თავად (?) დაარტყა, მაგრამ მოეჭრა და ბედად ისევ რომ მიუვიდა ბურთი, კიდეზე ჭიდილით გადააღწია * 30:23
ფალავნობა * 2016 * ოთხი ერიპირველი რაუნდი
ავსტრალია 8:42 ზელანდია$ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი გიტო (ტომუა 12, ჰორნ 31, ფიპს 40) ჰეილეთ-პეთი
<10-9> ფოლი გენია /
სიო (სლიპერ 51-74) მორ^კაპ (პოლოტა-ნაუ 63) კეპუ (ალა’ალატოა 55)
დაგლას სიმონს (მამ 50) მაკ’ქალმან (ფარდი 62) ჰუპერ პოქოქ -
ლ: ფიპს; ჯ: ფოლი
ზელ: დეგ ბ.სმით ფეკიტოა ქროთი (ქრუდენ 41) ნაჰოლო (ჯ.სავეა 40)
<10-9> ბარეთ ა.სმით (პერენარა 68) /
ქროქეთ (ჰეიმს 58) თეილორ (ქოულზ 3) ო.ფრენქს (ფაუმუინა 46)
რეთალიქ ვაითლოქ; კაინო (სქვაიერ 58) ქეინ (ა.სავეა 64) რიდ^კაპ სბ 74 -
6ლ: ქროთი ბარეთ კაინო ნაჰოლო ქოულზ ჯ.სავეა; 3გ 2ჯ: ბარეთ
რეფ პეიპერ (აფრ) 20/08 @ სიდნი, ეი’ენ’ზედ (65 328)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...85&d=14717118413:0(4) 3:7(8) 3:10(17) 3:13(23) 3:20(27) 3:25(31) 3:32(40) /
3:37(56) 3:42(59) სბ(74ზ) 8:42(75) ბოლო(80+4)
აფრიკა 30:23 არგენტინა$აფრ: ხუსენ კომბრინკ მაპუ (ჯ.კრილ 72) დე’ალენდე (დე’იონხ 73) ჰაბანა სბ 46
<10-9> იანკის დე’კლერკ /
მთავარირა (კიცჰოფ 54) სტრაუს^კაპ რედლინჰეის (კოხ 32)
ეცებეთ დე’იახერ (დიუ’ტოი 54) ლოუ (ი.კრილ 54) მოჰოჟე ვაითლი -
3ლ: კომბრინკ ხუსენ ვაითლი; 3გ 3ჯ: იანკის
არგ: ტუკულეტ კორდერო ორლანდო (გონსალეს-იგლესიას 69) ერნანდეს მონტერო სბ 22
<10-9> სანჩეს ლანდახო (კუველი 56) /
ტეტას-ჩაპარო კრევი^კაპ (მონტოჟა 63) ერერა;
ალემანო (პეტი-პაგადისავალ 56) ლავანინი; მატერა ლეგისამონ (ორტეგა-დესიო 64) ისა -
2ლ: ორლანდო კორდერო; 2გ 3ჯ: სანჩეს
რეფ ჯექსონ (ზელ) 20/08 @ ნელსპრეიტ, მბომბელა (27 357)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...95&d=14717210297:0(9) 7:3(16) 10:3(18) სბ(22არ) 10:6(24) 10:13(27) /
სბ(46აფ) 13:13(56) 13:16(65) 13:23(68) 20:23(72) 23:23(74) 30:23(80)
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (22/08)
1 ზელანდია 9630, 2 ინგლისი 8949, 3 აფრიკა 8641,
4 ავსტრალია 8423, 5 უელსი 8249, 6 ირლანდია 8167,
7 საფრანგეთი 8075, 8 შოტლანდია 8044, 9 არგენტინა 8012,
10 ფიჯი 7549, 11 საქართველო 7523, 12 იაპონია 7495
+/-: ზელ 20 ავს, აფრ 9 არგ
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)