სანამ სრკ საიტზე რეგიონული ლიგის კალენდარი და სხვა დეტალები დაიდება, გავიხსენოთ რეგიონალ-ლიგის შარშანდელი პერიპეტიები...
რეგიონული ლიგა ორ ნაწილად - აღმოსავლეთი და დასავლეთი იყოფა.
პირველ ლიგაში აღსაზევებლად აღმოსავლეთიდან იბრძოდა 6 (ექვსი) გუნდი:
ლომები (სართიჭალა)
იუნკერები (კიკეთი)
ტორნადო (თბილისი)
დევები (თბილისი)
კახელები (თელავი)
წიქარა (თბილისი)
* თუ სართიჭალას და კიკეთს არ ამოვიღებთ თბილისის იურიდიული საზღვრებიდან, სამწუხაროდ გაოგრაფია აღმოსავლთ რეგიონულ ლიგაში მწირია, მხოლოდ თელავი დედაქალაქთან ერთად...
პირველ ლიგაში აღსაზევებლად დასავლეთიდან იბრძოდა 7 (შვიდი) გუნდი (თუმცა ფინიშამდე მხოლოდ 6 შემორჩა - სენაკის ჯიხა_მ ფინანსური პრობლემების გამო ვადაზე ადრე დატოვა გათამაშება):
უნივერსიტეტი (ქუთაისი)
დინოზავრი (წყალტუბო)
არწივები (ოზურგეთი)
ფირალები (ქედა)
მათე (ჭიათურა)
ჯრუჭი (საჩხერე)
ჯიხა (სენაკი)
გაოგრაფია დასავლეთით ბევრად მდიდარია იმერეთი 4 გუნდი, სამეგრელო, გურია და აჭარა 1-1...
პლეიოფში აღმოსავლეთიდან ლომები და იუნკერები გავიდნენ, ხოლო დასავლეთიდან დინოზავრი და უნივიერსიტეტი, აღმოსავლელებმა დასავლელებთან "დუელი" პირწმინდად დათმეს და პირველ ლიგაში ქუთაისის უნივერსიტეტი აღზევდა, ხოლო დინოზავრმა პლეიოფში პირველი ლიგის სტუ-სთან ვერ იმარჯვა და დაწინარებაზე გეგმები ერთი წლით (მინიმუმ) გადაედო.
წელს შეიძლება შეიცვალოს რეგიონალური ლიგის მონაწილეთა რაოდენობა: იგივე ჯიხა (სენაკი) დაუბრუნდეს გათამაშებას (თუ მოაგვარებს ფინანსურ სირთულებეს), დაანოსნდა მესხეთ-ჯვახეთი "ფრანშიზის" შექმნის იდეა "ტაო" და ა.შ. ...
ჩვენც დაველოდოთ
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-16-Kvemo13/ეს კი ციფრებში შარშანდელი სეზონი