რაგბის დიდი ექსპერტი არ ვარ მაგრამ გუშინ ბოლო შეტევაში რაც გააკეთეს ჩვენებმა, ნაკრებისთვის დამახასიათებელი სენია:
78:04-ზე იაპონელს ბურთი უვარდება წინ და მიდის ლომიძესთან.
მოთამაშეების წყობიდან გამომდინარე მარტო მეკომ მოხარშა რომ კონტშეტევის გაკეთება შეიძლება და დაიწყო წინ მოძრაობა.
ამ დროს თეორიულად ვინც უნდა ჩაერთოს შეტევაში მარჯვენა ფლანგზე: ბუკა და ანზორა დგანან, კოკი იწყებს მოძრაობას ლომიძისკენ:

78:06-ზე ლომიძე ოფლოუდ აკეთებს ბუკაზე და უშვებს გარღვევაზე:

ბურთის მიღებიდან 3 წამში ბუკა გარბის დაახლოებით 30 მეტრს, მისკენ იზიდავს მეტოქის 14-ს და 15-ს და იწყევს აქეთ იქეთ ყურებას(ეს ტრიბუნიდან დავინახე

) და მომყოლის ძებნას, მაგრამ მიმყოლი 20 მეტრის რადიუსში არ ჩანს. მეკო და ანზორი თავქუდმოგლეჯილები გარბიან ბუკასკენ მაგრამ ეტყობა ანზორმა მოძრაობა გვიან დაიწყო, ხოლო მეკო საწყოს პოზიციაზეც რა მანძIლით იყო ბუკასგან ისევ ისეა.
თეორიულად ვინც სწრაფად უნდა მიყოლოდა ბუკას არიან ბექები, მაგრამ ამ სურათზე რაც ჩანს: თAზოს ახალი დაწყებული აქვს სირბილი,
ბეგო მიძუნძUლებს, მალაღურა და ვანდამა დგანან და იფხანენ(უკაცრავად ეპითეტისთვის), ხოლო კოკი რომელიც ყველაზე ახლოს იყო ბურთIს მიღების დროს ბუკასთან სავარაუდოდ წაქცეულ ლომიძეს დაეხმარა ადგომაში და მერე გაიქცა

,არადა მიმყოლის არსებობის შემთხვევაში გარდაუვალი ლელოა, 14-15 ბუკას დაბლოკვას ცდილობენ და მისკენ იწევენ, ხოლო მაფი ჯერ ისევ შორს არის:

ბუკა კიდევ 4 წამს ახერხებს მოძრაობის გაგრძელებას და მერე ბოჭავს მაფი(!), ბუკა სწრაფად ცდილობს ბურთის განთავისუფლებას მაგრამ მიმყოლები ისევ გზაში არიან:

შესაბამისად დაიკარგა გარდაუვალი ლელოს დადების შანსი

უკაცრავად ბევრი თU ვიპროფესორე
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG