მოვიცალე ოაზისისთვისაც - ყველა სხვა საქმე თადარიგიანად მოვაგვარე ორ დღეში (კვი ორ)
ყველას ვერ აამებ ... მაგრამ მგონი უმეტესობას დაგაინტერესებთ და ჩაგაფიქრებთ ...
ეგებ განავცროთ და ანაც საპირისპირო შეფასებანიც ჩამოაყალიბოთ ...
მოგეხსენებათ, მედალს ორი მხარე აქვს და ორი ნახევარ’სიმართლეც არსებობს ...
ხერხი სჯობია ღონესო ფანობა გაოგნებული იქნება - ბორჯღალოსნებმა საწყის საათში დაჯაბნეს იაპონია
და 9 ქულითაც გავიდნენ წინ, მაგრამ სტუმრები უცებ აბურთავდნენ და იქეთ მოგვიგესOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!ქომაგები ნოემბრის წყვილ ტესტს იმედით ელოდნენ. საკმარისი იყო, უღონო იაპონია 1 ქულით გვეძლია და რეიტინგის მოწინავე ათეულში შევიჭრებოდით, მაგრამ ჩვენსავე ზღაპარში თქმულა, "ხერხი სჯობია ღონესა"ო. ჰოდა, ეს საშვილიშვილო - წმინდად სპორტული და ცოტათიც პროპაგანდისტული - ნაბიჯი სამომავლოდ გადაგვედო
ხალხი მოაწყდა ვაკის სტადიონს და პირამდეც შეავსო, პერსონალმა კი საპირფარეშოში თურმე არ გამოცვალა ნათურები და არც ქლორი მოაფრქვია. მეტიც, მოედანი ერთიანად დაიქსელა ორი მონათესავე ბურთაობის ხაზებით, რაც ესთეტის თვალს არ ეამებოდა, თორემ მონაწილეებს მაგის გამო ერთხელაც არაფერი შეშლიათ
ოპტა’სეული ანალიზიიმათ ბლომად ჩამოიყვანეს ახალბედა, ჩვენ კი იმდენად ოპტიმალური რაზმი შევკრიბეთ, რომ ღვაწლ’მოსილი ხალხი 23 კაცშიც ვეღარ მოხვდა. მართალია, ტაბლოდან ისევ ვერ შეიტყობდა პუბლიკა, თუ რომელი წუთი იყო, და მსაჯიც ტელე’რეფს ძველ’ვაკურადვე - მობილურით ებაასებოდა, მაგრამ რაგინდარა სპორტში ფეხ’მოკიდებულმა "ოპტამ" კი ინება და ნამატჩევს სტატისტიკურად გააანალიზა მეორე დონის ტესტი
ჩვენც უკეთესსა და უფრო ავტორიტეტულს რას მოვიშველიებდით? ჰოდა, ახალ’თაობელთა წყვილის ჩინებულ კომენტარს ცოტაც რიცხვები შევაწიეთ და ახლა, მშვიდ გონზე, რამდენიმე მოკრძალებულ დასკვნას ვთავაზობთ მკითხველს, ვისაც რაგბის შემეცნება ქართულად ურჩევნია
აბურთავდნენ და დაგვაშამათესუნდა მოგვეგო? - ნაღდად, მაგრამ მაგისთვის სწორად უნდა გვერაგბა: დატვირთვა გადაგვენაწილებინა გუნდზე, და ვინც შესაცვლელი იყო, დროულად შეგვეცვალა. უნდა შეგვექმნა ქულათა მარაგი - ჯარიმები გვერტყა კარში და არა კიდეზე, და ბურთი წინ უნდა წაეღო არა მესამე, არამედ პირველსა და მეორე ხაზებს - როგორც ეგ ზეპური რაგბის ქრესტომათიებში ჩაუწერიათ კივებს, ოზებსა და ბრიტებს
აქ დაწერილი ჩინური რომ არ გეგონოთ, წინდაწინ უნდა ჩახედოთ ოქმსა და სტატისტიკას. უსწორო სტრატეგიის გადამკიდე თავიდანვე ჩამოვრჩით. მერე დიდ’ძალი ჯანი შევალიეთ წინ გასვლას. შემდეგ ისევ შევცდით, მაგრამ კიდევ გვეყო ძალა თამაშის გარდასატეხად; ხოლო მაშინ, როცა თითქო გავხეტეთ მეტოქე, იმათ თავი ანებეს ბურთის მოშორებას, ხელ’და’ხელ აბურთავდნენ და დაგვაშამათეს
ერთი მსახიობის თეატრი?შერკინება 80 წუთში სულ 7 მოეწყო და როცაკი დაგვჭირდა, ჯარიმა გამოვიმუშავეთ. მეტოქეს 4 მისი დერეფანიც ავართვით. თუ ოპტას დაეჯერება, ბურთით ბარემ ორჯერ მეტგზის მივეძალეთ და ვიპასავეთ; რაქი სამჯერ (!) მეტი მოვიგეთ და იმათ სამჯერვე (!) მეტად მოუხდათ ჩვენი შემტევის შებოჭვა, მაგრამ მაქედან რა ხეირი?
კოხტაობას გადავყევით - სამჯერ მეტი ოფლოუდის გადამკიდე ბურთი ორჯერ მეტად ვკარგეთ; ჯილებად კი დავისახეთ მარბიელები - ამ რგოლის 4 წევრს ოვალი 69-ჯერ ჰქონდა, მაშინ როცა 5 პირველ’ხაზელს 30-ჯერ და სამ მეორე’ხაზელს - 25-ჯერ!
მესამე ხაზმა ბურთი 139 მეტრით წაწია წინ, მეორემ - 50 მეტრით, პირველმა კი - სულ რაღაც 14 მეტრით, რაც ანომალიაა. ლიანგს უყვარს გულივერა და ვიტო, მაგრამ რაგბი "ერთი მსახიობის თეატრი" როდია! ავსტრალიას ბალანსი როცა ერევა და სულ იზი ფოლაუს ატევინევს. ყოველთვის აგებს, გორგოძე კი მაშინაა ეფექტური, თუ ბურთს მატჩში დაახლოებით 10-ჯერ აიღებს და არა 33-ჯერ (22 პასი, 8 ოფლოუდი!)
უფრო გაწონასწორებულადიაპონიის ახალი მწვრთნელი ჯემი ჯოზეფი მთლად ინგლისის მხსნელი ედი ჯოუნზი ვერაა, მაგრამ კარიერის ოდენ მეორე ტესტში კი გაგვიბითურა "მილთონი და ბრიგადა"
ვაგლაჰ, რომ ამაში აღარაა ირლანდიელი მაიქლ ბრედლი, ხოლო უნარების ახალი გადიის - რიჩარდ გრემის შესახებ კი უტყუარად იცის ზე’რაგბის რეგულარულად მაყურებელმა კავკასიელმა საზოგადოებამ, რომ ამ კაცის გავერანებულია ჯერ ფორსი, მერე რედსი, და მასვე გაჰქცევიან საშოვარზე გენია, ქუპერი და ჰიგინ’ბოთამი
მაგრამ ამალას შეფი კრებს და მილთონს კარტ’ბლანში ალალად ერგება. მისივე ასარჩევია სტრატეგიაც. ანალიზი ყოველთვის ეხერხებოდა ჩვენს ბანაკს, წაგებიდან კი ჭკვიანნი ჭკუას სწავლობენ. ასე რომ, იმედია, ერთი კვირაში დალაგდება ბევრი რამ და სამოას უფრო გაწონასწორებულად ვერაგბებით, ხოლო ამ საითს მემატიანის როლიც რომ აკისრია, ამად დასასრულ მომხდარსაც მოკლედ მოვყვებით
მეხუთე ცდაზეღასაწყის 25 წუთში დერეფანში 5-ჯერ ავაგორეთ მოლი. 4’ წუთზე წითელ ზოლში დაგვივარდა ბურთი; 7’ზე ისინი ლელოში ჩაგვიწვნენ; 19’ ალამს დამიზნებული ჯარიმა ლელოს გადავაცილეთ; 23’ გორგოძე გააკავეს, მაგრამ ეს იაპონიას სინბინად დაუჯდა, და მხოლოდ მეხუთე ცდაზე შეცდა აზიის ფალავანი - განგებ გამოგვეცალა და მოტყუვდა * 5:8
სამაგიეროდ, კვირიკაშვილს ფეხი რომ დაუცდა, მაცუშიმამ 60 მეტრიდან გაქუსლა და გადაიკიდა, ხმალაძემ ბურთი ვერ აიღო და დაშავდა, ჰესქეთმა კი წაქცეულმაც ამოუგდო მაცუშიმას. სხვა ეპიზოდში კისერში წავეტანეთ მეტოქეს და ტამურამ 41 მეტრიდან გაგვიტანა ჯარიმა * 0:8
მეტოქის შერკინება მათს ალამთან დავადედლეთ; ტამურასაც მოეჭრა მოგერიება. იმათი დერეფნიდან ვასო ლობჟანიძემ ირბინა 40 მეტრი, მაგრამ მაცუშიმა დაეწია და მოიერიშესთან ერთად გადაგორდა. კელტმა ტელე’რეფმა სტადიონისგან მალულად, 6 წუთი არჩია ეპიზოდი და ფრიად საჭოჭმანო ლელო გვიბოძა * 12:8, ხოლო მსაჯმა ტაიმი ადრე დაამთავრა
ლიგური, ჩარბენი, ყოვნიმეორე ნახევრის დასაწყისში ბურთი მოლიდანაც კი გამოგვივარდა (?) დაიბნენ ისინიც, სალელოე ეპიზოდში კი კაჭარავას ჩაუჭრა რისკიანი პასი ლემეკიმ და იგი ვეღარ დაიჭირეს ლობჟანიძემ და მეკომ * 12:13
წინ ისევ გავედით შარიქაძის რეიდის შემდეგ - "აიღე და მიეძალე" საზრიანად დააგვირგვინა ბიწაძემ, და მერე ახლოდანაც შევაგდეთ ხეირზე რგებული ჯარიმა * 22:13
იაპონია აქედან აბურთავდა. პირველსავე ჩა’თამაშ-ჩამო’თამაშებაზე ტატეკავამ ლიგური დაუგორა ლემეკს, ამან კი უგანა ბრეგვაძეს და აფციაურიც "დააბა და შეაბრუნა" * 22:20
უმალ ფუკუოკამ ტანაკას ბოქს’ქიქი მოუხსნა ლობჟანიძეს, კუთხეში დაიბნენ კვირიკაშვილი და აფციაური, მაგრამ გადავრჩით, იმათ კი იქეთა ფრთამდე ჩაათამაშეს ბურთი, ჩარბენით ორ’კაცა მეტობა შექმნეს და ტამურამ ყოვნით ალამზე დაგეზა ფუკუოკა * 22:25
ფაზები დაგვიძაბუნდაახალბედა სიჭინავა ამხტარის ჩამოგდებისთვის გაასინბინეს. 71’ წუთზე ფუკუოკა ზედ ალამთან ალაგმეს მეკომ და ბეგაძემ. შერკინებაში ისევ გადავთელეთ მეტოქე, მაგრამ ხელდახელ ვერ გამოვარღვიეთ ალყა და ტამურამ 44 მეტრიდან დაგვსაჯა * 22:28
77’ კუთხეში გვიხსნა შარიქაძემ. მანვე ორი წუთის შემდეგ ლომიძის პასიდან გაიდაიტანა თამაში იმათ ნახევარზე, მაგრამ ფაზები შეგვინელდა და დაგვიძაბუნდა, მიძალებისთვის ჯანი ვეღარ გვეყო, ხოლო მოკლე ფრთაზე პასაობისას კოლელიშვილი და მალაღურაძე კიდეზე გადასულები შეეხნენ მოედანში დატოვებულ ბურთს, რაც წესებით ... აუტია
შემოდგომის ტესტები * 2016პირველი შაბათი
საქართველო 22:28 იაპონიაშემოდგომის რაზმი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/national-team/ბალანსი >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-AUT-GEO-PAST/გუნდები+მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-GEO-JPN-CARD/საქ: კვირიკაშვილი მჭედლიძე კაჭარავა (სიჭინავა 51 სბ 66-75) შარიქაძე აფციაური
<10-9> ხმალაძე (მალაღურაძე 11) ლობჟანიძე (ბეგაძე 64) /
ნარიაშვილი (კაკოვინი 57) ბრეგვაძე ჩილაჩავა (ქუბრიაშვილი 54)
მიქაუტაძე (ლომიძე 64) ნემსაძე; კოლელიშვილი გორგოძე^კაპ (თხილაიშვილი 35-38) ბიწაძე (თხილაიშვილი 64) -
3ლ: კოლელიშვილი ლობჟანიძე ბიწაძე; 2გ ჯ: კვირიკაშვილი
იაპ: მაცუშიმა ლემეკი (უჩიდა 79) ლაფაელე (ლოტოაჰეა 76) ტატეკავა^კაპ ჰესქეთ (ფუკუოკა 51)
<10-9> ტამურა ტანაკა /
ნაკატანი (იამამოტო 58) ჰორიე იტო (იამაძი 61)
იატაბე (ანისე 41) კაძიკავა სბ 24-34; ილაუა (ჰელუ 51) ნუნომაკი მაფი -
4ლ: მაცუშიმა ლემეკი (2 3) ფუკუოკა; გ 2ჯ: ტამურა
რეფ ანსელმი (არგ) 12/11_2016 @ თბილისი, ვაკე (22 ათასი)
ვიდეო >>
https://youtu.be/PjvSIQPC6KY0:5(9) 0:8(17) სბ(24ი) 5:8(26) 12:8(38) ნახ(39) /
12:13(44) 19:13(51) 22:13(57) 22:20(60) 22:25(63) სბ(66ს) 22:28(74)
* სტატისტიკა ოპტა >>
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/289305.htmlბურთის ფლობა 43-57% (67-33 / 25-75) ტერიტორია _ (გამორჩათ?)
სოლო 138-57 (539-368 მეტრი), გარღვევა 9-9
პასი 143-75, ოფლოუდი 17-6, ბურთის დაკარგვა 20-9
ფეხით 21-28, სადგამიდან 3/4-3/6, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 102-33, მოლი 0-0 (არ დაუთვლიათ?)
ბოჭვა 38-135, გატარება 11-26, დაჯარიმება 6-11
თავისი*მეტოქის შერკინება 4*1-2*0, დერეფანი 10*4-9*1
(( ორი მომდევნო ცხრილი იხილეთ საითზე - სვეტებადაა და ფერადად ))საქართველო წთ ფ/პ/ს მ | ^ ო ბჭვ დერ -შ -ჯკვირიკაშვილი 80 7/6/4 40 1 0 0 2/1 . 6 0
მჭედლიძე 80 2/15 74 1 4 0 3/1 . 1 0
კაჭარავა 50 5/4 27 1 3 0 1/1 . 1 0
სიჭინავა 20 0 0 0 0 0 1/0 . 0 1
შარიქაძე 80 5/7 72 2 2 0 3/0 . 1 0
აფციაური 80 0/5 14 0 1 0 4/0 . 0 0
ხმალაძე 10 0 0 0 0 0 0/0 . 1 0
მალაღურაძე 70 6/21/11 25 0 1 1 1/1 . 0 0
ლობჟანიძე 63 7/47/5 76 2 3 0 2/0 . 1 0
ბეგაძე 17 1/18/2 8 0 1 0 0/0 . 1 0
ნარიაშვილი 56 6/5 1 0 0 0 0/0 . 0 0
კაკოვინი 24 0/2 2 0 0 0 3/0 . 0 0
ბრეგვაძე 80 5/5 2 0 0 1 2/1 . 0 1
ჩილაჩავა 53 0/3 2 0 0 0 1/0 . 0 2
ქუბრიაშვილი 27 0/4 7 0 1 0 1/1 . 0 1
მიქაუტაძე 63 1/6 12 0 0 1 2/0 2/0 0 1
ლომიძე 17 2/3 9 0 1 1 0/1 1/0 1 0
ნემსაძე 80 4/9 29 2 5 1 1/1 4/1 3 0
კოლელიშვილი 80 5/12 42 0 0 1 6/0 0/0 1 0
გორგოძე 76 11/22 53 0 3 8 1/2 1/1 2 0
ბიწაძე 63 5/12 40 0 0 0 3/1 2/0 1 0
თხილაიშვილი 21 0/2 4 0 1 0 1/0 0/0 0 0
იაპონია წთ ფ/პ/ს მ | ^ ო ბჭვ დერ -შ -ჯმაცუშიმა 80 8/3/8 55 2 2 0 4/1 . 2 0
ლემეკი 78 2/4/6 130 2 1 0 3/2 . 0 0
უჩიდა 2 0 0 0 0 0 0/0 . 0 0
ლაფაელე 75 2/2/4 16 0 0 0 2/1 . 0 0
ლოტოაჰეა 5 0 0 0 0 0 0/0 . 0 0
ტატეკავა 80 1/5/0 0 0 0 0 9/2 . 0 0
ჰესქეთ 50 1/2/3 16 0 0 1 7/0 . 1 0
ფუკუოკა 30 3/7 65 2 2 1 0/0 . 1 0
ტამურა 80 7/14/6 20 2 2 0 8/2 . 2 1
ტანაკა 80 7/26/1 0 0 0 0 5/2 . 2 0
ნაკატანი 57 0 0 0 0 0 8/3 . 0 0
იამამოტო 23 0 0 0 0 0 3/0 . 0 0
ჰორიე 80 5/1 1 0 0 0 7/2 . 1 0
იტო 60 1/1 0 0 0 0 10/2 . 0 2
იამაძი 20 0 0 0 0 0 3/0 . 0 1
იატაბე 40 0 0 0 0 0 6/1 1/0 0 0
ანისე 40 2/4 7 0 1 1 8/1 0/0 0 1
კაძიკავა 69 1/2 4 0 0 0 8/3 2/0 0 0
ილაუა 50 1/0 0 0 0 0 12/3 3/0 0 1
ჰელუ 30 0/3 3 0 1 0 6/1 2/0 0 1
ნუნომაკი 80 2/3 23 1 1 0 15/0 0/0 0 1
მაფი 80 4/8 28 0 1 1 11/0 0/0 0 2
წთ წუთი, სინბინი, ფ/პ/ს ფეხი/პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი), | ხაზის გაჭრა,
^ მბოჭავის გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
დერ დერეფანი (მოიგო/წააგო), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა
28 წლის (1989-2016) მონაგარი193 თამაში (78 შინ, 75 გარეთ, 40 ნეიტრ)
117 მოგება - 69 წაგება * 7 ფრე
ქულა 4452:3511 (+941)
ლელო 528/357 (+171)
>> იაპონიასთან (2006-2016)
5თ (3შ 1გ 1ნ) 1-4 ქ 96:122 ლ 11/14
>> 239 ბორჯღალოსანი
96 ბექი, 134 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 254, ხოლო ფორვარდებმა 274 ლელო
>> ბორჯღალი (კეპი)
96 კვირიკაშვილი კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე; 77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი;
73 მაჩხანელი; 71 მალაღურაძე; 70 ურჯუკაშვილი; 67 ლაბაძე გორგოძე; 66 ზედგინიძე;
64 ა.გიორგაძე შველიძე; 63 ნემსაძე; 61 ხამაშურიძე სამხარაძე; 60 სუთიაშვილი
>> ქულა (მარტო დამრტყმელები)
750 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
180 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
>> ლელო
26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 20 კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე ნემსაძე;
11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე
@