არ გვიღებენ და რისიღა გვეშინია? პროპაგანდას აყოლილი ბორჯღალოსნები დაიზაფრნენ
ექვს’ერელ შოტლანდიასთან რკენის პირველ ტაიმში და ბევრითაც ჩამორჩნენ,
მაგრამ მეორეში რიგიანი ბურთაობით გამოიკეთეს შელახული იმიჯიOvaluri.comxa.com/2016
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმი და სტატისტიკა = ქვემოთაამსოფლიო რაგბში ზოგადად რომ ბევრი არაფერი ხდება, სანაკრებო სარკმლებს შორის უცხოური მედია ხშირად იწყებს მსჯელობას ნეტარი "ექვსი ერის" გაფართოებაზე. ბრიტი ჟურნალისტი დაასაბუთებს ხოლმე, თუ რად უნდა აიმატოს ელიტამ საქართველო და რუმინეთი’ც, მაგრამ გამოხდება ხანი და მავანი მახვში ინტერვიუში საპირისპიროს მტკიცებას მოჰყვება
ამ პინგ-პონგის მცირე, ხელ’შესახები შედეგი ისღაა, რომ ხანდახან რომელიმე გრანდი ტესტს გვიბოძებს, ოღონდაც უსიკვდილოდ მის მოედანზე. ჩვენებიც ჯერ ამჩატდებიან, აი, ახლა კი დავამტკიცებთ, რისი შნო გვაქვსო, მაგრამ გამოცდის დრო რომ მოატანს, უკვე იმდენად გამოფიტულები ვართ ემოციურად, რომ რაგბის თამაშისა გვეშინია და იმას’ღა ვცდილობთ, ბევრით არ წავაგოთ და საქვეყნოდ არ შევრცხვეთ
არადა, დროა შევიგნოთ, რომ არასოდეს არავინ მიგვიღებს არც ნატო-ში, არც ევრო’კავშირსა და არც მაგ "ექვს ერში". პოლიტიკური ორიენტაცია იქეთ იყოს და რაგბში კი ცხადი მიზნები მაინცა გვაქვს: კიდევ უნდა გავაძლიეროთ ისედაც წარმატებული ჭაბუკთა პროგრამა; მეტი ჯეელი გავუშვათ საზღვარ’გარეთ და დავაოსტატოთ; წინ უნდა წავიწიოთ მსოფლიო თასზე; ხოლო კულუარებში იმისთვის ვიმუშაკოთ, რომ სხვა სპორტთა დარად, რაგბშიც დაწესდეს ნაღდი "ევროპის პირველობა"
ფეხით ვუბრუნებდითდავუბრუნდეთ ქილმარნოქს. შოტლანდია ვერნ ქოთერის ხელ’ქვეით ერთობ იზარდა - რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ბოლო 14 თვეში თვით ავსტრალია ორჯერ იღბლად დაუძვრა "ნარშავებს". დასამალი რაა?
სქოთები საერთო კლასით გვჯობიან და იმათი ბექებიც ქართველებზე მარდები და ტექნიკურები არიან, ხოლო ჩვენი ერთად’ერთი თულფი შერკინებაა - როცა’კი საჭიროა, ბორჯღალოსანთა რვეული ისე მიაწვება მეტოქეს, რომ ძირს დასცემს ან წამოშლის, და ჯარიმას გამორჩება
ეს ყველაფერი პირველ ტაიმშიც ცხადად გამოჩნდა, მაგრამ უცებ დაწინაურებულებმა, შეტევაზე გაუმართლებლად ვთქვით უარი: ბურთს - შენარჩუნების ნაცვლად - სასწრაფოდ იმათ ვუბრუნებდით ფეხით, რაქში კი დაჯარიმებისა გვეშინოდა. ჩვენი ღერძიც ჩაიჭრა დაცვაში - პირველ ტაიმშივე 8 ბოჭვა გაუცუდდა
ჰოდა, იმათ გაილაღეს, ორჯერ 10-10 ფაზაც აკინძეს, 4 ლელო დაგვიდეს და ანგარიში 8:24 რომ იყო, ტელე’სტატისტიკა უმაგალითოდ შემზარავად გამოიყურებოდა: ბოჭვა 66-1, სოლო 6-69, ხეირის ხაზის დაძლევა 2-34. მერე იყო და 34’ წუთზე ვიკადრეთ და ხელ’და’ხელ პირველად (!) შევუტიეთ,
მაგრამ იმათ ეგრევე აქეთ დაგვალელოვეს
აქტიური მარქაფაჩვენს პირველ ლელოზე 45 მეტრზე დანიშნული ჯარიმა იქცა 18-ზე დაწყობილ დერეფნად, მოლიდან კი ნორჩი ვასო ლობჟანიძე მოკლე ფრთაზე ისე გაძვრა, რომ მბოჭავებსა და კიდის ხაზს უგანა * 5:0 @ 6’
იმათ გადაწყობით მარცხნივ მიიღეს მეტობა, ორმა მორკინალმა პასი დროულად გაუშვა, ჰოგმა კი დაუგორა სიმორს და ამან ნახტომით დაასწრო დამიწება ლობჟანიძეს * 5:7 @ 9’
სტატ’გადახვევა: გარემარბ სიმორს მატჩში ბურთი 18-ჯერ (!) მიუვიდა და გუნდი 117 მეტრით ახეირა; ფულ’ბექმა ჰოგმა 34-ჯერ წაიბურთავა, 2 ლელო და 147 მეტრი გამოიმუშავა; მგეზავმა რასელმა 48 ფლობაზე მხოლოდ 13-ჯერ დაარტყა ოვალს ფეხი; ჰავ’ბექმა ლეიდლოუმ 72 წუთში 93 პასი გააკეთა - ჩვენგან კი ყველაზე აქტიური იყო სათადარიგო ლაშა ლომიძე, ვისაც 36 წუთში ბურთი 11-ჯერ ჰქონდა
სქოთთა მეორე ლელო 10’მეტრა დერეფანში აგორებული მოლის განდაგან, კარისკენ სვლას მოჰყვა და ზედ სინბინიც დაერთო * 5:14 @ 15’; მესამეზე, 10 ფაზის შედეგად, ზელანდიელმა შონ მეითლენდმა მეორე ცდით ახლოდან გაგვიბითურა ბექები, შემდეგი 10’ფაზიანი შტურმი კი ბექა ბიწაძემ დაასრულა თერნოვერით
არ ეამათმასპინძლებს შერკინებაში რომ უჭირდათ, იაზრეს და წესთა ოღრაშული გამოყენებით - თანაბრად და კისრის დასვენებით - დატვირთეს 3 ნომრები: ფეიგერსონ’ი (39 წუთი, 2 ჯარიმა) და ლოუ (33 წუთი, 2 ჯარიმა და სინბინი)
32’ წუთზე მათი რვეული 10 მეტრზე ვათრიეთ * 11:24, მესამე მეოთხედში კი 5 მეტრიდან, მიწოლით რომ შევიტანეთ მეორე ლელო, ლეიდლოუმ ლომიძეს ფეხიც მიუკრა და ბურთი გამოუგდო, ხოლო მორკინალებს იმდენად არ ეამათ საჯაროდ დადედლება, რომ ჩხუბიც აგვიტეხეს * 16:38 @ 54’
ვიდრე ეს მოხდებოდა, სქოთებმა ორი ლელოც დაგვიდეს: ჩვენს პირველ შეტევაზე - უხეირო პასისა და დავარდნილ ოვალზე ფეხის ალალ’ბედად მიკვრის შემდეგ - ჰოგმა 60 მეტრიდან გამოაქცუნა ბურთი, ფეხითვე თავზე გადმოგვიგდო და ოთხ დაბნეულ ქართველს ცხვირწინ ააცალა ამსხლტარი * 11:31 @ 36’, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ვოთსონი მოკლე ფრთაზე, 5 მეტრიდან მოსწყდა მოლს * 11:38
ამოტოლა გზაუშანსოდ წაგებული პირველი ნახევრის შემდეგ (ბურთი 14-86%, ტერიტორია 9-91%, პასი 11-114, სოლო 10-88, ნავარდი 57-335 მეტრი, რაქი 8-67) გავთამამდით, რაკი ამოტოლა გზა - კავკასიიდან ბრიტანეთამდე და ნაკრების შექმნიდანაც რეიტინგის მე-12 ადგილამდე - ტყუილად არ გაგვივლია
50’ წუთის მიდამოში სქოთებს მოვუგეთ ორი იმათი დერეფანი და ფაზაობით წითელ ზოლამდეც მივედით. 58’ წუთზე 17 ფაზა ლელოდან 25 მეტრზე დაგვისრულდა "წინ დავარდნის" გადამკიდე და ბენეთმა გაიჯეჯილა, მაგრამ ლობჟანიძემ ალაგმა
65’ წუთზე მალაღურაძემ ხაზს უკან კოხტად გადაუკიდა მჭედლიძეს, დასკვნითი 10 წუთის დადგომისას კი თავ’დაცვაზე გადასულ მეტოქეს უკვე 5 ჯარიმით ვუსწრებდით, მაგრამ მერე სქოთთა 22-ში წავაგეთ ჩვენი ორი დერეფანი
აეღოთ სინბინიშერკინებამ კიდევ იძალა და ინგლისელმა მსაჯმა მეზობლებს ბურჯიც გაუსინბინა. 74’ წუთზე ბექა წიკლაურის აბრაგანი გარემარბად გადასულმა ლობჟანიძემ მოხსნა, რაქიდან საზრიანად გაძვრა მამუკა გორგოძე, შეტევა გააგრძელა გიორგი ბეგაძემ, ლაშა მალაღურაძემ შორს მიაწოდა ლობჟანიძეს, მაგრამ ეს ჰეთ’თრიქს გამოეკიდა, ბექა წიკლაურს ბურთი დაუძვირა და დაცვამ კიდეზე გადადენა
სამაგიეროდ, შოტლანდიამ მოიგო დერეფანი თავის 5-მეტრა შტრიხთან, მოლში ჯარიმა მოიპოვა, ნორჩმა პრაისმა უცებ გაათამაშა, ჩვენებმა ჯენთლ’მენურად ხელი არ ახლეს - აეღოთ სინბინი, აღარაფერი დაშავდებოდა - ლტოლვილს მიჰყვა ჰიუზი, ლელო კი ლიანგის ფავორიტმა - სთიუართ ჰოგმა გაიტანა * 16:43
შემოდგომის ტესტები * 2016მესამე შაბათი
საქართველო 16:43 შოტლანდია23’კაცა რაზმი
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-GEO-SCO-TM/ბალანსი
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-AUT-GEO-PAST/გუნდები+მსაჯები
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-GEO-SCO-CARD/საქ: კვირიკაშვილი (ბეგაძე 73) აფციაური (წიკლაური 21) შარიქაძე მჭედლიძე თოდუა
<10-9> მალაღურაძე ლობჟანიძე /
ნარიაშვილი (ასიეშვილი 49) ბრეგვაძე (ალხაზაშვილი 49) ჩილაჩავა (ქუბრიაშვილი 49)
მიქაუტაძე სბ 15-25 (ლომიძე 42-47) ნემსაძე (სუთიაშვილი 62) კოლელიშვილი (თხილაიშვილი 46) გორგოძე^კაპ ბიწაძე (ლომიძე 52) -
2ლ: ლობჟანიძე; 2ჯ: კვირიკაშვილი
შტლ: ჰოგ მეითლენდ (ჰიუზ 53) ბენეთ (ჰორნ 63) დანბარ სიმორ
<10-9> რასელ ლეიდლოუ^კაპ (პრაის 73) /
დელ (ალენ 56) ფორდ (ბრაუნ 53) ფეიგერსონ (ლოუ 25-/, 56 სბ 73)
რ.გრეი ჯ.გრეი (გილქრისთ 73) ჰარლი (ბარქლეი 48) ვოთსონ ვილსონ -
6ლ: სიმორ [საჯ] მეითლენდ ჰოგ (4 6) ვოთსონ; 5გ ჯ: ლეიდლოუ
რეფ ქარლი (ინგ) 26/11_2016 @ ქილმარნოქ, რაგბი პარქ (15 401)
ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=PcFOoOmRvMs5:0(6) 5:7(9) 5:14(15სბ) 8:14(18) 8:21(21) 8:24(28) 11:24(32) 11:31(36) /
11:38(44) 16:38(54) სბ(73შ) 16:43(77) ბოლო(80+1)
სტატისტიკა ოპტა
http://en.espn.co.uk/scrum/rugby/match/283751.htmlბურთის ფლობა 39-61% (14-86 / 61-39)
ტერიტორია 35-65% (9-91 / 62-38)
სოლო 82-141 (309-672 მეტრი), გარღვევა 6-13
პასი 92-188, ოფლოუდი 5-8, ბურთის დაკარგვა 8-15
ფეხით 29-23, სადგამიდან 2/4-6/7, არეკნით 0-0
ბურთი რაქიდან 60-101, მოლი 2-9
ბოჭვა 143-71, გატარება 27-11, დაჯარიმება 9-13
თავისი*მეტოქის შერკინება 7*0-1*0, დერეფანი 6*3-13*3
საქართველო წთ ფ/პ/ს მ | ^ ო ბჭვ დერ -შ -ჯკვირიკაშვილი 72 6/6/6 47 0 0 0 4/1 . 1 0
აფციაური 20 0/0/0 0 0 0 0 2/0 . 0 0
წიკლაური 61 5/3/5 32 0 0 0 3/2 . 1 0
შარიქაძე 81 0/2/1 2 0 0 0 11/0 . 0 1
მჭედლიძე 81 1/1/4 13 0 1 0 9/3 . 1 1
თოდუა 81 3/5/6 46 1 1 1 4/0 . 1 0
მალაღურაძე 81 9/17/3 2 0 0 0 11/6 . 0 1
ლობჟანიძე 81 5/45/7 46 3 4 0 1/5 . 1 0
ბეგაძე 9 0/2/1 14 1 0 0 1/1 . 0 0
ნარიაშვილი 48 0/2 0 0 0 0 7/0 . 0 0
ასიეშვილი 33 1/1 2 0 0 0 1/1 . 0 0
ბრეგვაძე 48 0/4 0 0 0 0 9/1 . 1 1
ალხაზაშვილი 33 0/5 6 0 0 0 4/1 . 0 0
ჩილაჩავა 48 1/1 1 0 0 0 8/0 . 0 0
ქუბრიაშვილი 33 1/5 7 0 0 0 3/0 . 0 1
მიქაუტაძე 64 0/3 26 0 1 0 10/1 1/0 0 2
ნემსაძე 61 1/3 18 0 1 0 12/1 3/1 2 2
სუთიაშვილი 20 0/0 0 0 0 0 1/1 0/0 0 0
კოლელიშვილი 45 0/1 0 0 0 0 13/2 0/0 0 0
თხილაიშვილი 36 1/6 16 1 1 1 1/0 0/0 0 0
გორგოძე 81 2/7 19 0 2 2 12/1 1/1 0 0
ბიწაძე 51 1/3 7 0 0 0 16/0 0/0 0 0
ლომიძე 36 3/8 5 0 0 0 0/0 0/0 0 0
შოტლანდია წთ ფ/პ/ს მ | ^ ო ბჭვ დერ -შ -ჯჰოგ 81 8/9/17 147 3 5 2 0/0 . 2 0
მეითლენდ 52 0/3/5 2 1 1 0 0/1 . 1 0
ჰიუზ 29 0/1/4 46 1 2 0 2/1 . 0 1
ბენეთ 62 1/1/6 53 1 2 0 4/1 . 0 1
ჰორნ 19 0/0/0 0 0 0 0 0/0 . 1 0
დანბარ 81 1/3/5 30 0 1 0 3/0 . 1 0
სიმორ 81 0/1/17 117 2 4 0 1/1 . 2 0
რასელ 81 13/29/6 15 1 0 0 4/1 . 1 2
ლეიდლოუ 72 0/93/4 18 0 0 2 1/1 . 0 0
პრაის 9 0/12/1 35 1 2 0 1/0 . 0 0
დელ 55 2/5 4 0 0 0 5/1 . 0 1
ალენ 26 1/3 0 0 1 0 5/0 . 0 0
ფორდ 52 0/8 36 2 5 0 3/1 . 0 0
ბრაუნ 29 3/3 12 0 0 0 5/0 . 0 0
ფეიგერსონ 39 3/7 7 0 0 0 4/1 . 0 2
ლოუ 33 0/2 8 0 0 0 0/1 . 1 2
რ.გრეი 81 6/5 19 0 0 0 8/0 6/0 1 0
ჯ.გრეი 72 4/10 16 0 1 1 5/0 2/0 0 1
გილქრისთ 9 0/2 3 0 0 0 1/0 1/0 0 0
ჰარლი 47 1/4 12 0 0 0 1/0 0/0 0 0
ბარქლეი 34 4/1 2 0 0 0 7/0 0/2 0 0
ვოთსონ 81 5/9 19 1 2 1 5/0 0/0 4 0
ვილსონ 81 7/17 71 0 1 0 6/1 4/1 1 1
წთ წუთი, სინბინი, ფ/პ/ს ფეხი/პასი/სოლო, მ წინსვლა (მეტრი), | ხაზის გაჭრა,
^ მბოჭავის გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
დერ დერეფანი (მოიგო/წააგო), -შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა
28 წლის (1989-2016) მონაგარი195 თამაში (79 შინ, 76 გარეთ, 40 ნეიტრ)
118 მოგება - 70 წაგება * 7 ფრე
ქულა 4488:3570 (+918)
ლელო 532/364 (+168)
შოტლანდიასთან + "ა" (2008-2016)
4თ (2გ 2ნ) 1-3 ქ 47:148 ლ 3/19
241 ბორჯღალოსანი97 ბექი, 135 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 256, ხოლო ფორვარდებმა 276 ლელო
ბორჯღალი (კეპი)
98 კვირიკაშვილი; 96 კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 73 მაჩხანელი მალაღურაძე;
70 ურჯუკაშვილი; 69 გორგოძე; 67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე;
65 ნემსაძე; 64 ა.გიორგაძე შველიძე; 62 სუთიაშვილი;
61 ხამაშურიძე სამხარაძე
ქულა (მარტო დამრტყმელები)
766 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
180 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
ლელო26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 20 კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე ხამაშურიძე;
14 უდესიანი კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე ნემსაძე;
11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი ცაბაძე ჩხაიძე
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 29 Nov 2016, 15:56