giorgi219კარგი სურვილებით ხარ, მაგრამ ზოგჯერ საკითხის დაყენების "ტექნიკაში" მიზანი / ადრესატი გიცდება, ზოგჯერ მახვილები - შეგამჩნიე.
ვეცები შესაძლო სასარგებლო კონკრეტიკა წაგაშველო პირადი პრაქტიკიდან და არა თანდაყოლილი ცოდნით და მოსაზრებებით...
ის რაც ადვილად გვესახება ხშირად ყველაზე რთულია, მითუმეტეს თუ მოთხოვნის ადრესატი ორი ან მეტი პირია და მოთხოვნის "სიღრმეში" მყოფი "ველდებული პირია", ეს იმ ფონზე, როდესაც ალტერნატივა არ არსებობს (აქ ყველაზე დიდი მახვილი)...
საპირფარეშო: სისუფტავე, შუქი, წყალი და ა.შ. - ლოკომოტივის სტადიონი ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზეა და შესაბამისად ნებიემიერ ჭანჭიკზეც კი ის არის პასუხისმგებელი
პ.ს. ქალების 'ტუალეტში' რა გინდოდა?

გარე ე.წ. "გეითის" გახსნას ყოველთვი წინ უძღვის არგუმნტები იმ ტონალობიდან რასაც უსაფრთხოების საკითხები ჰქვია...
სტადიონამდე მისასვლელი გზები რაგბის კავშირმა და ლოკომოტივის სტადიონმა გინდა გადაწყვიტონ?

ხუმრობ თუ? 20 წელზე მეტია საამისოდ მომართული საქალაქო სამსახურები ვერ აბამენ ამ პრობლემას თავს

ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას ყოველთვის წინ უძღვის ნებართვა და შეტანხმება - ქალაქის მერია/მუნიციპალიტეტის გამგეობა/ შსს
რაც შეეხება მოედნის დახაზვას:
ეს მოგვარებადია, თუ ჯერ გადაამწვანებ უკვე არსებულ ნახაზს და შემდგომ ხარისხიანი საღებავით დახაზავ და მერე არ გადარწყავ...
სასურველ საკითხებს რაც შეეხება:
27000 სკამს რომ დამლაგებელმა ჩამოუაროს და გაგისუფთავოს - ხარჯია, თავად სტადიონის ადმინისტრაციისთვის, შესაბამისად ეგ კომფორტი გააძვირებს საიჯარო ქირას და თუ შენ შენი ძალებით (სრკ-ზე მაქვს უკვე საუბარი) შეეცდები ამ ასკითხის მოგვარებას - არც ისე მცირე რაოდენობის მუშა ხელი დაგჭირდება, რაც ასევე ფული ღირს
კარგია, მაგრამ ძალიან ნაკლებ მნიშვნელოვანი
პრესა, კონფერენცია და ამბები გეთანხები - მაგრამ რამდენადაც ვიცი ლოკოს პრეს ლოჟები და ცენტრები ჯერ კიდევ ან წინა საუკუნეშია ან ზე ნახმარი ამ საუკუნის დასაწყისის აპარატურით...
ვიდეორეფი ყველას ტკივილია, და სამწუხარო გარკვეულწილად ისევ სტადიონის ტექნიკურ აღჭურვილობამდე მივდივართ
რიგის ნომრები

იქვეა სტადიონის ადმინისტრაცია და ოდნავ ზეოთ მაგათი შეფობა სფფ-ს სახით - შეგიძლია მიმართო, ქველი საქმე გამოგივა
გარე და შიდა ვაჭრობა - რას გიშავებენ? გარდა იმისა რომ არის მოთხოვნა და შესაბამისი მიწოდება...
უფრო კულტურული ფორმებით? ეგ იაპონიაში

არამარტო ლუდი, წყალიც კოკაკოლაც, ჩაიც - ყავაც, ვისკიც, კონიაკიც...
მკვდარი დიქტორი ჭირისუფლის მეტს მგონი არც არავის უნდა

დინამიკებზე გეუნები რომ შეიძლება შენი ტოლიც (ვუშვებ შესაძლებლობას) კი იყოს
სკამების ნაკლულობაზე ვერაფერს გეტყვი - რაც არ ვიცი, არ ვიცი
სამომავლო გეგმებიდან კი...
ცუდი იმაში, რომ ჰიმნს "სოლისტი" ასრულებს ცუდი არაფერია, რთულია არაპროფესიონალი რომ აყვეს - თუ გვინდა რომ მავანი გავაოცოთ ორგანიზების დონით - ეს კარგი ფანდია
ხმა და სმენა თუ გაქვს და ვვარაუდობ რომ ტექსტსაც მალე ისწავლი, პირობას გაძლევ ამ აზრის გამზიარებელი ერთი 7-10 კაცის ბილეთEბს მე ვიყიდი, შენს მეზობლად დავჯდები და აგყვებით - გაჭერი პირველი ყინული, მოგყვები
მე-16 პუნქტი - ისევ ლოკომოტივამდე მივალთ და ჯობია საკუთარ სტადიოს დაელოდოს სარაგბო თემი
მე-17 პუნქტსაც მარტივად გადაჭრის (იმედია) საკუთარი სტადიონი
მე-18 პუნქტი დანაშაულის ნიშნები იკვეთება მხოლოდ მაშინ, თუ ქმედება არაერთჯერადი ხასიათისაა - ცოტა რთულია აპერირებისთვის, სხვა მექანიზმის მფიქრება სჯობია - გადამყიდველი იყო, არის და ქიენბა - ყველგან