პირადად მოუთმენლად ველი
"ჩვენი ახალ’თაობის" პროფესიულ ანალიზს!
ჯერ კი იხილეთ
მატჩის ტრადიციული, მატიანური მიმოხილვა
@
თამაშს შერკინება იგებს ბოლო ექვსი წლის უცვლელმა ფალავანმა, საქართველომ
მორიგი "რაგბი ევროპაც" ბონუსიანი გამარჯვებით დაიწყო -
სტუმრად, თოვლში დაჯაბნა ელიტაში დაბრუნებული ბელგიაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა"რაგბი ევროპაზე" წელს საგულისხმო ძვრები მოხდა: შეჯიბრს ბურთებით ექსკლუზიურად ამარაგებს "რაინო" (მარტო’რქა); ყველა თამაშიდან ეწყობა უკომენტარო სთრიმი; ბონუსის სისტემა კი - თითქო და ეგებაც ნეტარი "6 ერის" ჯიბრზე - უფრო პროგრესულია: სამხრეთული, ზე’რაგბული!
რა თქმა უნდა, განახლებული ორგანიზაცია მთლად უხინჯოდ ვერ მუშაკობს: დებულებაში - "სლემური ბონუსის" მუხლში უხეში შეცდომა გაეპარა; შაბათის პირველ თამაშზე დაეკიდა ვებ’საითი; დროის აღრიცხვა კი, რაგბის ამ დონეზე, ეტყობა, გადაუჭრელი პრობლემაა, რადგან ვერავინ კისრულობს ტელე-საათის გაჩერება-გაშვებას
თავდაყირა სტარტიდანარჩენ დასს ჩვენთან თამაშის შედეგები პარალელურ, ჯერაც შენიღბულ, "მსოფლიო თასის შესარჩევ ცხრილში" არ ეთვლება, რის გამოც ალბათ არავინ შეგვაკვდება. ამიტომ ჩვენც ბლომად ჯეელს გამოვცდით და მხოლოდ ძველ მეტოქეებს დავაჯახებთ ოპტიმალურ რაზმს, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ სტარტმა ბევრი ამ თავდაყირა დააყენა
დიახ, ბასკი და კატალანელი ბებო-პაპების მყოლი ფრანგებით გადაძეძგილი ესპანეთი შინ რომ მოუგებდა რუსეთს, ეგ საფიქრებელიც იყო, მაგრამ რუმინეთი თუ დამარცხდებოდა გერმანიაში, მაგას ცოტა ვინმე წარმოიდგენდა. არადა, ჩვენმა შემდეგმა მეტოქემ ორჯერ (!) გააბათილა 18-ქულიანი დეფიციტი, დებიუტში გატანილი არეკნით მოიგო 10-ლელოიანი თრილერი და 45-წლიანი ვლახური ნავსი გატეხა
დაბრიყვებული ევროპელებიდავუბრუნდეთ ბრიუსელს. თამაშისას ბარდნიდა და ქარიც ქროდა. გვეცვა თეთრი "ქენთებრი", რომელსაც მას შემდეგღა შეეტყო ოქროს ფერი ნომრები, რაც კვართები გაილაფა. შესვენებამდე ზურგ’ქარში რომ ვრაგბობდით, ბელგია პირველად ტაიმის ბოლოსღა შემოვიდა ჩვენს 22-ში, მაგრამ მესამე მეოთხედში კი გვიტია ყოჩაღად და ძაანაც დაიღალა
15-კაცა რაგბს ნებისმიერ დონეზე შერკინება იგებს. 6 ქართველი პირველ’ ხაზელის ჯამური ნამსახურობა სულ რაღაც 8 კეპი კი იყო, მაგრამ საფრანგეთში ნაწრთობმა ამ ჯეელებმაც დაიბრიყვეს ძირ’ძველი ევროპელი კაცები. ჰოდა, პირველი ტაიმი რომ მორჩა, ანგარიში 17:0 იყო, შერკინების ბალანსი 12-4, ჯარიმათა სათვალავი კი 7-2
0:0-ზე თამაში 6 წუთით მიეყინა ერთ წერტილს და უსაქმოდ დარჩენილი ბექები გაგვეთოშნენ. ამ დროში 5-მეტრა შერკინება 6-ჯერ დაეწყო, ბელგია ორჯერ დაჯარიმდა, მაგრამ ბოლოს კი აქეთ გაგვამტყუნა მსაჯმა. მასპინძლებმა ბურთი მოიგერიეს, ჩვენ გამოვაქუცნეთ და ჯარიმით, 30 მეტრიდან გაიხსნა ანგარიში * 3:0 @ 12’
კარში შეგზავნესმერე ბურთაობაც აეწყო. დაფარებულს ლელოში კინაღამ დაახტა "კოკი" თხილაიშვილი. ბექა გორგაძეს წითელ ზოლთან დაუვარდა ბურთი; გიორგი კოშაძემ განდაგან სვლით გასერა დაცვა და გიორგი ბეგაძე ვერ მისწვდა ლელოს, მაგრამ 5-მეტრა დერეფანში აგორებული მოლი ვეღარ გაგვიჩერეს "შავმა ეშმაკებმა" * 10:0 @ 23’
ბელგიას 23-კაცა სიაში ხუთი (!) ბურჯი ეწერა, მაგრამ ერთი 3’ წუთზევე დაუშავდა. ამის ნაცვლად შესული ზეპ დე’ბაკერი მალე ისე დაიქანცა, რომ 32’ წუთზე გაასინბინეს (შ 10-2, ჯ 6-1)
ბადრი ალხაზაშვილს ცოტა დააკლდა მიზნამდე; შემდეგ მოლში ბურთი დავკარგეთ, მაგრამ იმათ შეიტანეს თავიანთ ლელოში. ჰოდა, ბეგაძემ და ლაშა ხმალაძემ შიგ კარში შეგზავნეს ნორჩი კოშაძე * 17:0 @ 39’ (შ 12-4)
შესვენებამდე გიორგი ფრუიძემ გაილაღა, მაგრამ მსაჯმა ჩარბენზე დაგვაჯარიმა (ჯ 7-2). მერე ბელგიამ უტია წუთ-ნახევარი და ლელომდე 10 მეტრი დააკლდა, მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი კი სულ ჩვენს ნახევარზე გაატარა
სხარტი ბელგიაფულ’ბექად შესულმა ალენ ვილიამსმა ორივე გოლი ახლოდან გაგვიტანა. ეშმაკებმა ახლოდანვე ორჯერ უცებ გაათამაშეს ჯარიმა, რასაც მერაბ კვირიკაშვილის სინბინი მოჰყვა, და ერთხელაც ქევინ ვილიამსმა სცადა ქიქ’აუთი (ფრთაზე გადაკიდება) * 17:6 @ 57’
ბელგია ისე სხარტად თამაშობდა, რომ მეორე ნახევარში პირველი შერკინება 61’ წუთზეღა გვერგო, ეშმაკების მეორე გოლზე კი ბრძოლაში ახლად ჩაბმული პირველი ხაზი ჩაქცევისთვის დაგვიჯარიმეს (ჯ 7-7)
გარდატეხა 59’ წუთზე მოხდა, მაგრამ რეჟისორს ეს მომენტი გამორჩა, რადგან ბოქს’ქიქის გამეორებით გაერთო - საკუთარ მეოთხედთან ხელ’და’ხელ მოთამაშე ბელგია დაჯარიმდა. დერეფნიდან შევუტიეთ მოლით; ხმალაძემ გაშალა თამაში; სანდრო თოდუა მაინც "შიგნით" წავიდა; ხმალაძემ ლელოში შეუცურა კოშაძეს, ამას კი ხელი ჰკრეს
ნებით გავიდა"მეკო" სინბინიდან დაბრუნდა. ბელგიამ თავზე მთლად აიღო ხელი. ხმალაძის გარღვევის შემდეგ მიმყოლი თორნიკე მატარაძე მეტოქემ უბურთოდ დაიჭირა. კარის წინ, 25 მეტრზე რგებული ჯარიმა მაინც კიდეს დავუმიზნეთ და თუმც წინ დაგვივარდა ოვალი, სამი შერკინების შედეგად გვერგო საჯარიმო ლელო * 24:6 @ 69’ (შ 14-7)
ამით "საპრემიო პლაცდარმი" (ლ 3/0) შევქმენით. ბელგია ბედს შეურიგდა. თამაში კიდევ 20 წუთს გაგრძელდა. 78’ წუთზე რეფმა დაგვსაჯა შერკინებაში ადრე მიწოლისთვის. მაშინვე შევცვალეთ სამი ბექი. ბექა წიკლაურმა 80+3’ წუთზე "სპენსერიც" (ლაჯებ’შუა პასი) სცადა, მაგრამ ლელო მაინც მოლითა და "აიღე და მიეძალეთი" დაიდო
ამას წინ მორიგი ორი 5-მეტრა შერკინება უძღოდა (შ 19-10, ჯ 14-9). აქ კი მოთმინების ფიალა აევსო ბედ’დამწვარ დე’ბაკერს, ვინაც 64’ წუთზე თამაშში მესამედაც (!) ჩაება - კაცი წელში ვეღარ იმართებოდა და კისერიც ნაღდად ტკიოდა. ჰოდა, მოედნიდან ნებით გავიდა
მსაჯმა ამაზე "ცრუ შერკინება" შემოიღო - მიწოლა გააუქმა @ 80+7’, ბებერმა ყოჩმა, გიორგი ნემსაძემ კი კიდეზე დააკვრევინა ეგ, ბოლო ჯარიმა * 31:6 @ 80+10’
რაგბი ევროპა * 2017პირველი რაუნდი
საქართველო$ 31:6 ბელგია წარსული >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-H2H/#BEL23 მოთამაშე >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-SQD/#BELგუნდები+მსაჯები >>
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-CARD/#BELსაქ: კვირიკაშვილი სბ 51 - 61 (წიკლაური 78) ფრუიძე კოშაძე (მალაღურაძე 78) შარიქაძე^კაპ თოდუა
<10-9> ხმალაძე ბეგაძე (ხუციშვილი 78) /
თეთრაშვილი (მატარაძე 53) ალხაზაშვილი (ჭყოიძე 77) მელიქიძე (ბეკოშვილი 53)
ნემსაძე ჭეიშვილი (ო.გიორგაძე 53)
ლომიძე თხილაიშვილი (ცუცქირიძე 80+2) გორგაძე -
4ლ: თხილაიშვილი კოშაძე [საჯ^გორგაძე] გორგაძე;
4გ: კვირიკაშვილი 3, მალაღურაძე; ჯ: კვირიკაშვილი
ბელ: მიუს (ა.ვილიამს 41) დაუსეთ პირონ ბრებონ რეინარ
<10-9> ქ.ვილიამს^კაპ (კოკიუ 73) ბერჟე /
სოტო (დე’ბაკერ 3, სბ 32 - 40+3, დებატი 53) დინსტ (დიუბუა 71) დე’კლერკ (დე’ბაკერ 64, _აღარავინ 80+7)
კორადი (ბილი 41) ფერფურტ (ბენუა 53)
კუპე (დებატი 34 - 40+3) ლესკარბურა თ.დე’მოლდერ -
2ჯ: ა.ვილიამს
რეფ ვაით’ჰაუს (უელ) 11/02_2017 @ ბრიუსელ, პტი ეიზელ (4 ათასი)
ვიდეო
1ტ >>
https://www.youtube.com/watch?v=XiSL1wW-NH82ტ >>
https://www.youtube.com/watch?v=X5LqpBDu3P43:0(12) 10:0(23) სბ(32ბ) 17:0(39) ნახ(40+5) /
17:3(45) სბ(51ს) 17:6(57) 24:6(69) ცრუ’შრკ(80+7ბ) 31:6(80+10)
გერმანია 41:38 რუმინეთი$5ლ: [საჯ] ოტო პარქინსონ ბარბერ კუცია; 5გ ჯ ა: პარქინსონ -
5ლ: ა.ურსაკე (1 4) უმანგა დუმიტრუ (3 5) 5გ ჯ: ვლაიკუ / სბ: როუზ
რეფ შალონ (სფრ) 11/02 @ ფრანკფურტ, ოფენბახ (3 ათასი)
0:3(4) 3:3(8) სბ(18რ) 6:3(19ა) 6:10(21) 6:17(25) 6:24(31) 13:24(35) 20:24(38) /
20:31(48) 20:38(51) 27:38(58) 34:38(72) 41:38(76)
ესპანეთი 16:6 რუსეთილ: ბელი; გ 3ჯ: ლინქ’ლეითერ - 2ჯ: კუშნარიოვ / სბ: რუდოი
რეფ ფილიპს (ირლ) 11/02 @ მადრიდ, უნივერსიტეტი (8 ათასი)
3:0(6) 10:0(9) 10:3(12) 13:3(21) 13:6(35) / სბ(75რ) 16:6(80+)
რაგბი ევროპა 2017ყველაფერი საქართველოს თარიღითა და დროით
11/02 ბელგია 06:31 საქართველო $ ბრიუსელ
11/02 გერმანია 41:38 რუმინეთი $ ფრანკფურტ
11/02 ესპანეთი 16:06 რუსეთი მადრიდ
1 რაუნდი ქ სხვ ლ გატ:გაშ მ-წ $საქართველო 5 +25 4/0 31:06 1-0 1
ესპანეთი 4 +10 1/0 16:06 1-0 0
გერმანია 4 +3 5/5 41:38 1-0 0
რუმინეთი 1 -3 5/5 38:41 0-1 1
რუსეთი 0 -10 0/1 06:16 0-1 0
ბელგია 0 -25 0/4 06:31 0-1 0
ქულა: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
+1 ბონუსი ($) = პრემია (მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა) |
ნუგეში (რვაზე ნაკლებით წაგება)
+2 ბონუსი = სლემის შესრულება (ხუთივე მატჩის მოგება)
ტოლობაზე: ჯერ პირადში ^ 0) საცხრილო ქულა, 1) გატანილ - გაშვებულის სხვაობა,
2) გატანილი ლელო, 3) გატანილი ქულა;
მერე მთელ ტურნირში 5) სხვაობა, 6) ლელო, 7) გატანილი ქულა
ოფიციოზი_EN >>
http://www.rugbyeurope.eu/competitions/rug...l-championships დებულება >>
http://www.rugbyeurope.eu/sites/default/fi...c_2016-2017.pdf19/02 საქართველო 15.00 გერმანია რუსთავი18/02 რუმინეთი 16.00 ესპანეთი იაშ
18/02 ბელგია 18.00 რუსეთი ბრიუსელ
04/03 ესპანეთი 19.00 საქართველო ვაია’დოლიდ
04/03 რუსეთი 14.00 რუმინეთი სოჭი
04/03 გერმანია 19.15 ბელგია ფრანკფურტ
12/03 საქართველო 18.00 რუსეთი თბილისი
11/03 ბელგია 18.00 რუმინეთი ბრიუსელ
11/03 გერმანია 19.15 ესპანეთი კელნ
19/03 რუმინეთი 17.00 საქართველო ბუკურეშტ
18/03 ესპანეთი 19.00 ბელგია მადრიდ
19/03 რუსეთი 15.00 გერმანია სოჭი
29 წლის (1989-2017) მონაგარი196 თამაში (79 შინ, 77 გარეთ, 40 ნეიტრ)
119 მოგება - 70 წაგება * 7 ფრე
ქულა 4519:3576 (+943)
ლელო 536/364 (+172)
>> 18 ერთა თასზე (2000-2017)
86თ (42შ 41გ 3ნ) 70-12*4
ქ 2639:1046 (+1593) ლ 345/82 (+263)
>> ბელგიასთან (2013-2017)
3თ (1შ 2გ) 3-0 ქ 83:19 ლ 12/1
>> 245 ბორჯღალოსანი
[#242 სოსო ბეკოშვილი, #243 თორნიკე მატარაძე, #244 გიორგი ჭყოიძე, #245 გიორგი ცუცქირიძე]
97 ბექი, 139 ფორვარდი და 9 უნივერსალი;
ბექებმა გაიტანეს 257, ხოლო ფორვარდებმა 279 ლელო
>> ბორჯღალი (კეპი)
99 კვირიკაშვილი; 96 კაჭარავა; 94 ჩხაიძე; 85 აბუსერიძე;
77 ზიბზიბაძე; 75 დათუნაშვილი; 74 მალაღურაძე; 73 მაჩხანელი;
70 ურჯუკაშვილი; 69 გორგოძე; 67 ლაბაძე; 66 ზედგინიძე, ნემსაძე;
64 ა.გიორგაძე, შველიძე; 62 სუთიაშვილი; 61 ხამაშურიძე, სამხარაძე; 60 თოდუა
>> ქულა (მარტო დამრტყმელები)
775 კვირიკაშვილი, 325 ურჯუკაშვილი, 320 ჯიმშელაძე,
182 მალაღურაძე, 105 ნ.ძაგნიძე, 93 წიკლაური
>> ლელო
26 გორგოძე; 24 მაჩხანელი; 21 ზიბზიბაძე; 20 კაჭარავა;
18 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე, ხამაშურიძე;
14 უდესიანი, კვირიკაშვილი; 12 ლაბაძე, ნემსაძე;
11 ა.გიორგაძე; 10 ქავთარაშვილი, ცაბაძე, ჩხაიძე
@