უკმეხი რელიზი ზე’რაგბის მერვე რაუნდში სთორმერზი რომ ძლია აფრიკის’ვე ლაიონზმა,
ლიდერობა ზელანდიის ქრუსეიდერზმა დაიბრუნაOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!2017 წლის განრიგი
pdf >>
http://ovaluri.comxa.com/2017/PDF/2017_Z18_GEO.pdfKA >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEO.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_GMT.htm21 წლის ჯამი (1996-2016) >>
http://ovaluri.comxa.com/2016/Z_JAMI+.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2016/S_TOTAL+.htm(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))რაუნდი აღდგომაზე რომ ჩატარდა, ოფიციოზს კრინტი აღარ დაუძრავს საგაისო, დასის 15-მდე შეკვეცის გეგმაზე, მაგრამ იაქტიურეს გარიცხვის ოზმა კანდიდატებმა:
ფორსს თავდებში ოთხი ბობოლა პირი დაუდგა, ესაო’და დამდეგ 10 წელში 50 მილიონს დავაბანდებთ კავშირის მიერ ათვალწუნებულ კლუბშიო -- საკითხავია, აქამდე სად იყვნენ ეს დალოცვილები?
რებელზმა უკმეხი რელიზი გამოაქვეყნა: "კერძო კომპანია ვართ; ზე’რაგბში რომ ჩაგვაბეს, შეგვპირდნენ, თქვენი გარიცხვის საკითხი არასოდეს დადგებაო
"კავშირს ვინ ჰკითხავს, ჩვენი სახელით რომ საუბრობს "სანზაარ"ში; მაგ ორგანოს დაუფიქრებელმა განცხადებამ უკვე იმდენად გვაზარალა, რომ ბოდიშს ვეღარ ვიკმარებთ და ფულად კომპენსაციასაც მოვითხოვთ, ხოლო თუ კიდევ მოგვიაზრებენ გასარიცხად - სასამართლოშიც დავიცავთ ჩვენს უზენაეს უფლებასო"
უსახური პირებიკაფიაობა დააგვირგვინა ბრამბიზის ვეტერანმა, სქოთ ფარდიმ, ვინაც შემოდგომიდან ირლანდიაში გადადის საშოვარზე. წვეროსანმა მარბიელმა იკითხა, მაგ "სანზაარ"ს ნეტავ ვინ განაგებსო. მოთამაშეს სახეზე სცნობია რაგბის კონკურენტი ბურთაობების ლიგათა შეფები, ზე’რაგბის მახვში, ენდი მარინოსი კი თურმე არასოდეს უნახავს
ფარდი ჯეელ კოლეგებზე წუხს, "სანზაარ"ის გადამკიდე, ავსტრალიის კლუბებში საკონტრაქტო მოლაპარაკებები შეჩერდა და ბიჭებმა აღარ იციან, გაისად სად იმუშავებენო, მედიამ კი აიტაცა სხარტი შეფასება, ვაგლაჰ, რომ დასაბამიდან აქამდე რაგბს მართავენ "კაბინეტებში გამოკეტილი, პიჯაკებში გამოწყობილი, უსახური პირებიო"
მესამე ყვითელიცაღდგომაზე ოზებს კივებთან არ უთამაშიათ, მაგრამ წლეულს ისე სუსტად რაგბობენ, რომ ხუთივე კლუბს, ლიდერიანად, წაგება მოგებაზე მეტი აქვს!
რაუნდის 7 რკენაში გაიცა სამი პრემია და ორიც ნუგეში; ჩიფსმა 24-ქულიანი ფორა გაუბათილა მეტოქეს და მაინც ბონუსით მოიგო; მსოფლიოს საუკეთესო მობურთალმა, ბოდენ ბარეთმა კი ბოლო ორ მატჩში მესამე ყვითელიც მიიღო ... ბურთზე ხელის წინ ჩაკვრისთვის
ბარეთებისა და სავეათა კომპანიამ, ჩემპიონმა ჰარიქეინზმა, მაინც იმარჯვა - კივეთის აწ უკვე ქრონიკული მაჩანჩალა, ბლუზი სტუმრად *28:24 ძლია. ბოდენმა ოთხივე ლელოში დაიდო წილი, მეორე ტაიმში კი ტრიბუნაზე მეტოქე ფანები შეიბნენ ნახევარი წუთით და ერთი გემოზეც გაილახა, მაგრამ პოლიციაში არავინ წაუყვანიათ
შინ დაიტოვებენ?გამარჯვებულთა პირველ ლელოზე ბოდენი განდაგან წავიდა; მეორეზე 65 მეტრიდან მოაწყო გარღვევა და მიმყოლი, ნგანი ლაუმაპე ახეირა; მესამეზე სონი-ბილ ვილიამსის მიერ დაგდებული აიტაცა, წინ გაიგდო და დაამიწა, მეოთხეზე კი, ბოლო 10 წუთში, ჩემპიონმა წითელ ზოლში 16 ფაზა აკინძა და მარქ ებოთი რაქიდან მოკლე ფრთაზე გასხლტა
კოხტად იბურთავა ბლუზმაც: ჯერ თერნოვერიდან წაიპასავეს მელანი ნენაი-ვაიმ და ოგასთინ პულუმ; მერე სთივენ ლუატუამ რეიდს ოფლოუდი დაურთო; ბოდენის სინბინი სონი-ბილის სოლოს მოჰყვა, 20წ ნაკრების შეფობამ კი უმცროსი ბარეთი - ჯორდი (ფოტოზე) არ წაიყვანა ავსტრალიაში, "ზღვისრეთის თასზე" და შეიძლება მსოფლიოს დროსაც შინ, ბრიტანეთის "ლომთა" დასახვედრად დატოვოს
ბურთს ასცდნენჰარიქეინზი უბონუსოდ რომ დაშვრა, ჩიფსმა გადაუსწრო. მოსაკვეთად გადადებულმა ჩიტაზმა მგორავი მოლებითა და ხაზში გეზის ცვლით საწყის მეოთხედში სამჯერ (!) დაალელოვა კივი სტუმრები * 24:0, მაგრამ მერე დერეფნიდან ამათაც შეიტანეს ორი, ხოლო საათის თავზე ბურთაობით წინაც გაიჭრნენ * 29:27
წამხდარ ჩიტაზს ჯარიმა მაინც ერგო, მაგრამ ფრედ ზეილინგამ ვერ ივარგა; მერე არონ ქრუდენმა ორჯერ გადაკიდა და მასპინძლები ბურთს ასცდნენ, სულ ბოლოს კი ნარინჯელებმა საკუთარ (!) ლელოში გააჩაღეს პასაობა და კივებს პრემიაც უძღვნეს * 27:41
ემანდ არ გამაგდონოზელანდიაში და მთელ ამქარშიც ერთად’ერთი გუნდიღაა წაუგებელი - ქრუსეიდერზი: 7’გზის ჩემპიონმა იუქმა; აიმატა მოკეთებულები - ქიარან რიდი (მაჯა), რიჩი მოჰუნგა (მტევანი), სეტა ტამანივალუ (კანჭი) და ნაციკლონარ - კიდეებისკენ დატბორილ მოედანზე - მოსრა მორიგი აუტ’საიდერი - იაპონიის სან’ვულვზი * 50:3 (ლ 8/0)
ჰეთ’თრიქი შეასრულა გარემარბმა მანასა მატა’ელემ; ტამანივალუ აბრაგანის ასაღებად ამხტარ მეტოქეს დაეჯახა და ემანდ არ გამაგდონო, ერთი ხანობა, თავადაც აღარ წამოდგა - მაგრამ სინბინი ხომ მაინც მოიხილა და ვეღარც დაბრუნდა, რაკი ექიმმა შერყევა დაუფიქსირა; 176-ე კეპი კი მიითვალა ბურჯმა ვაიეთ ქროქეთმა და ზე’რაგბის რეკორდი ჩამოართვა კივსავე კვაჭს, ქევენ მეალამუს
ქვეიდი გაკადნიერდაავსტრალიური რაგბის ლეგენდამ - 36 წლის მღლეტელმა, ჯორჯ სმითმა ზე’რაგბში 150-ე მატჩი გამართა და 5 თერნოვერიც გაახერხა!
ბებერმა "ტურამ" - სქოთ ჰიგინბოთამთან წაბურთავებით - დერეფნიდან ლელოც დაუდო ქინგზს; სტადიონზე მისული 11,336 ფანი კი თურმე ახალი ანტი’რეკორდია -- ბრისბენში 10 წლის წინათ, ჩიტაზის ჩასვლისას შეკრებილა "ოდნავ" - თანაც ბარემ ათასით - მეტი!
რედსს ძაან არგეს მგეზავმა ქვეიდ ქუპერმა და ლიგელმა ფულ’ბექმა ქარ’მაიქლ ჰანთმა. 10 ნომერი ისეც გაკადნიერდა, რომ 40:17-ზე, თავის ლელოსთან რომ ერგო ჯარიმა, იქეთა ფრთაზე უცებ გადაუკიდა კოლეგას და ამანაც დაიჭირა. ამით ლელოთა ფარდობა 7/2 გახდა, მაგრამ მერე ზანგებიც აბურთავდნენ და ბონუსი აორთქლდა * 47:34
აყირავებისა და დაწიხლვისთვისრებელზმა სანზაარი ხომ დააწიოკა და თავისი ჯგუფის ჯილა, ბრამბიზიც გაასაღა * 19:17
წაგებულებმა სამი ლელო დადეს; მოგებულებს კაცი სამჯერ ეჯდათ სინბინში და ორი ლელო მაგ დროს გაუშვეს; მელბურნის გუნდი პირველ ტაიმში 13 მოთამაშის ამარაც დარჩა - ერთსა და იმავე ეპიზოდში, ქოლბი ფაინგა სემ ქართერის აყირავებისთვის დაითხოვეს, ლოპეტი ტიმანი კი - რორი არნოლდის დაწიხლვისთვის
ტიმანი ტრიბუნალმა 4 კვირით განკვეთა; მასპინძელთა ერთად’ერთ ლელოზე ლიგელმა სეფ ნაივალუმ დაიფრინა ოთხი კანბერელი, გამარჯვების გოლი კი სულ ბოლოს, ჯარიმიდან გაიტანა რის ჰოჯმა - ჯერ 51 მეტრიდან ვერ ეწია მიზანს, მაგრამ რებელზმა ბრამბიზი უმალ ამისსავე შერკინებაში, კარიდან 35 მეტრზე, დაადედლა
ტელე’რეფმა ჩათვალაკვლავაც უღიმღამო გამოვიდა არგენტინის გუნდის მატჩი - ხაგუარესი *26:13 ძლია ბულზმა, ვინაც ცივ საღამოს ძაან მოისაკლისა მაყურებელი
სამაგიეროდ, ვიქ’ენდი დაამშვენა აფრიკულმა შინა’ომმა: თუ "როიტერს" დაეჯერება, ლაიონზმა ზე’რაგბის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ქეიპ’თაუნში -- სთორმერზი * 29:16, ბონუსით გააბითურა
სტუმრებმა მალევე, 5-მეტრა დერეფანში ააგორეს მოლი. ამის პასუხად დილეინ ლეიდსმა 60 მეტრიდან გაქუსლა, გადაიკიდა და აიღო!
იაკო კრილი დარტყმის შემდეგ დაეჯახა რობერტ დიუ’პრეს და ეს’პი მარემ ისევ წინ გაიყვანა სთორმერზი * 13:12, მაგრამ დაბრუნდა სინბინიდან კრილი და ჭიდილში თუმც ვერ დაამიწა შეტანილი, ტელე’რეფმა - შონ ფელცმანმა ლელო გატანილად ჩაუთვალა
მარემ ბოლოსკენ 48 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა და სთორმერზს იმედი ჩაუსახა * 16:22, მაგრამ კრილმაც უმალ მოკლე ფრთაზე დაგეზა შეცვლაზე შესული კოლორიტი - სილვენ მაჰუზა
ზე რაგბი 2017* მერვე რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)
ფოქსის 50’ რჩეული >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...56&d=1492468265EN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/R4/19_ZERA-08+EN.htmსანზაარის კლიპები >>
http://www.planetrugby.com/news/video-supe...ghts-round-8-2/(( სათითაოდ ყველა თამაშის ვიდეო’თორენთი იხილეთ საითზე, სტატიაში, ოქმებში ))ქრუსეიდერზ$ 50:3 სან’ვულვზ8ლ: რიდ ფანელ მატა’ელე (3 4 5) სამუ ბრიჯ დაგლას; 5გ: მოჰუნგა 3, მ.მაკ’ქენზი 2 / სბ: ტამანი’ვალუ -
ჯ: ტამურა
რეფ ბერი (ავს) 14/04
7:0(13) 14:0(24) 14:3(27სბ) 19:3(29) 24:3(32) 29:3(38) /
36:3(47) 43:3(54) 50:3(60)
რედს 47:34 ქინგზ7ლ: ნამბული (1 4) ჰანთ (2 5) ჯ.სმით პერესე (6 7) 6გ: ქუპერ / სბ: პაიაჰაუა -
5ლ: კლუტე სკრედერ მაპიმპი (3 5) ბანდა; 3გ: კრონიე 2, დე’ვეტ; ჯ: კრონიე / სბ: მჯეკევუ
რეფ იმელმან (აფრ) 15/04
7:0(7) 7:7(24) 14:7(29) 14:10(39სბ) /
21:10(44) 26:10(48) 26:17(53) 33:17(55) 40:17(58) 47:17(62) 47:22(67) სბ(69ქ) 47:27(73) 47:34(76)
ბლუზ$ 24:28 ჰარიქეინზ3ლ: ო.პულუ ნენაი-ვაი სქრაფთონ; 3გ: ფრანსის 2, გეთლენდ; ჯ: გეთლენდ -
4ლ: ებოთ (1 4) ლაუმაპე ბ.ბარეთ; 4გ: ჯ.ბარეთ / სბ: ბ.ბარეთ
რეფ ფრეიზერ (ზელ) 15/04
0:7(5) 7:7(7) 7:14(17) 14:14(21) 14:21(29) სბ(31ჰ) /
17:21(55) 24:21(66) 24:28(75)
რებელზ 19:17 ბრამბიზ$ლ: ნაივალუ; გ 4ჯ: ჰოჯ / სბ: ქ.ფაინგა ლ.ტიმანი საჰანგა -
3ლ: სპეით (1 3) ბათლერ; გ: ჰაურა
რეფ ჯექსონ (ზელ) 15/04
3:0(10) 10:0(16) სბ+სბ(17რ) 10:5(21) 10:12(34) 13:12(37) /
სბ(43რ) 13:17(44) 16:17(60) 19:17(78) ბოლო(80+1)
ჩიტაზ 27:41 ჩიფს$3ლ: რულ ფან’იარსფელდ ფ.ფენტერ; 3გ ჯ: ნ.მარე -
6ლ: ტ.პულუ (1 2) ქერ-ბარლოუ ლოუ სთივენსონ ელიოთ; 4გ ჯ: ქრუდენ / სბ: ჰეიმს
რეფ ფან’ჰირდენ (აფრ) 15/04
3:0(4) 10:0(12) 17:0(18) 24:0(22) 24:7(30) 24:14(40+) /
სბ(45ჩფ) 27:14(50) 27:17(52) 27:22(54) 27:29(61) 27:36(75) 27:41(77)
სთორმერზ 16:29 ლაიონზ$ლ: ლეიდს; გ: დიუ’პრე; 3ჯ: დიუ’პრე, სპ.მარე 2 -
4ლ: მარქს ფორსტერ ი.კრილ მაჰუზა; 3გ ჯ: იანკის / სბ: კრილ
რეფ პეიპერ (აფრ) 15/04
0:5(4) 7:5(12) 7:12(16) 10:12(22) 13:12(27სბ) 13:15(35) 13:22(39) /
16:22(70) 16:29(74)
ბულზ 26:13 ხაგუარეს2ლ: იშმაილ ლ.დე’იახერ; 2გ 4ჯ: პოლარდ -
ლ: ვერტრანუ; გ 2ჯ / სბ: გონსალეს-იგლესიას
რეფ ო’ქიფ (ზელ) 15/04
3:0(4) 3:3(19) 10:3(28) 13:3(40სბ) /
16:3(44) 16:10(52) 16:13(57) 23:13(66) 26:13(70) ბოლო(80+2)
შარქს, ჰაილენდერზ, ფორს, ვორათაზ უქმობდნენ
"პლანეტ რაგბის" რჩეული15 ქარ’მაიქლ ჰანთ (რედ), 14 ჰენრი სპეით (ბრმ), 13 სემ მაკ’ნიქოლ (ჩიფ), 12 ჰაროლდ ფორსტერ (ლნზ), 11 მელანი ნენაი-ვაი (ბლუ);
10 ბოდენ ბარეთ (ჰრქ), 9 როს კრონიე (ლნზ) /
1 ვაიეთ ქროქეთ (ქრს), 2 ბენ ფანელ (ქრს), 3 ტრევორ ნიაკანე (ბულ);
4 მარქ ებოთ (ჰრქ), 5 ლუდ დე’იახერ (ბულ);
6 რუან აკერმან (ლნზ), 7 ჯორჯ სმით (რედ), 8 ქიარან რიდ (ქრს)
სულ: 7 ზელ, 5 აფრ, 3 ავს * 0 არგ, იაპ
მეცხრე რაუნდი (საქართველოს დროით)
სვლაგეზი >>
http://ovaluri.comxa.com/2017/Z18_2017_GEZI.htmEN >>
http://ovaluri.comxa.com/2017/S18_2017_ROUTE.htmპარ 21/04ჰრქ.ზელ 11.35 ბრმ.ავს
ვრთ.ავს 13.45 ქნგ.აფ2
ლნზ.აფ2 21.00 ხგრ.აფ2
შაბ 22/04ჰლნ.ზელ 09.15 სნვ.აფ1
ქრს.ზელ 11.35 სთო.აფ1
ფორ.ავს 13.45 ჩიფ.ზელ
ბულ.აფ1 19.15 ჩტზ.აფ1
შრქ.აფ2 21.30 რბლ.ავს
უქმობენბლუ.ზელ . რედ.ავს
სთრიმები
http://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@
მიმაგრებული სურათი